სანაკრებო შესვენების შემდეგ საკლუბო ფეხბურთი დაგვიბრუნდა. გიორგი მიქაუტაძის დებიუტი "ვილიარეალში" ისაა, რაც ამ უქმეებზე ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია: დღეს, 23:00 საათი, მადრიდის "ატლეტიკო" - "ვილიარეალი"(Live სილქ უნივერსალი). დღესვე გვაინტერესებს იური ტაბატაძის დებიუტიც (მისი კადიზისა და ეიბარის მატჩი 18:15 საათზე). ლუკა გაგნიძის "გრანადა" - "ლეგანესი" კვირას, 23:00 სთ-ზე.

საფრანგეთში ერთი ქართველით ნაკლები გვყავს, რომლებიც არიან კი მათი თამაში ერთდროულად ჩატარდება. კვირას, 14 სექტემბერს, 19:15 საათზე, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის "მეცი" "ანჟეს" უმასპინძლებს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ კი "ლანსს" დაუხვდება.

პარიზელებს პრობლემები არ აკლიათ. ოპერაციის გამო, გუნდთან ერთად არაა ლუის ენრიკე და ფეხბურთელებს მისი ასისტენტი, რაფაელ პოლო ამზადებს. ტრავმის გამო დემბელე (თეძოს ტრავმა) და დუე (წვივის ტრავმა) არ იქნებიან. ბოლომდე მზად არც ფაბიან რუისია(კუნთის ტრავმა).

პსჟ-ს შიდა ასპარსზზე ბევრი სირთულე ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაც კარსაა მომდგარი და გუნდს როგორც ფორმაში ყოფნა, ასევე კარგი ხასიათი და ძალების სწორად გადანაწილება სჭირდება.

მოსალოდნელია, ხვიჩა კვარაცხელიამ ცენტრფორვარდის პოზიციაზე (ამის უფრო დიდი შანსია) ან მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, სასტარტოში რამოში დაიწყებს თუ ლი. ორივე ვარიანტი შესაძლებელია, მარცხნივ კი, "კვარას" ოპტიმალურ პოზიციაზე, ისევ ბარკოლას ვნახავთ. 18 იანვარს, როცა ეს გუნდები ბოლოს შეხვდნენ, დემბელე გაციებული იყო, კვარაცხელია მაშინ გუნდში იყო, მაგრამ ჯერ არააქტიური და შემტევი სამეული ლიმ, ბარკოლამ და ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე დუემ ჩამოაყალიბეს. დედაქალაქელები იქ აგებდნენ, შემდეგ კი რუიზს ბარკოლამ გაატანინა, თავად ბრედლის კი შეცვლაზე შესულმა ნევეშმა.

ბოლოს, როცა პსჟ-მა "ლანსთან" შინ ვერ გაიმარჯვა (1:1), 2022 წელი იყო. მესიმ ნეიმარის პასით გაიტანა, ათკაციანმა სტუმრებმა კი გაათანაბრეს. მარკინიოსი, ჰაკიმი და მენდეში იმ შეხვედრაშიც იყვნენ.

მთავარი მსაჯი 38 წლის ჯერემი პიგნარი იქნება. უცნაურია, მაგრამ პარიზელებს ბოლოს ის სწორედ იანვარში, "ლანსთან" დაპირისპირების დროს მოემსახურა.

საფრანგეთის ლიგა 2. შაბათი. 22:00 სთ. კლერმონი - სენტ ეტიენი(ზურიკო დავითაშვილი ტრავმირებულია).

კვირას, 17:00 საათზე, "ლივერპული" "ბარნლის" ესტუმრება. ალისონს ბრაზილიიდან დიდი გზის გამოვლა უწევს და იქნებ ამ მიზეზით სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი ვნახოთ. ინგლისის ჩემპიონშიპში კი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო კვლავ არ იქნება.

გერმანია - გიორგი გოჩოლეიშვილი დისკვალიფიცირებულია და "ჰამბურგს" "ბაიერნთან" ვერ დაეხმარება.

დღეს, 17:30 - ჰაიდენჰაიმი (ბუდუ ზივზივაძე) - დორტმუნდი.

იტალია. სერია ა. კვირა, 17:00 სთ - პიზა - უდინეზე(საბა გოგლიჩიძე).

სირბილის სწავლების ცენტრი
ხვიჩასგან ჰეთ-თრიკს ველოდებით!

ეს წუთია, ვაკო ყაზაიშვილმა ჰეთ თრიკით ქულა მოუპოვა თავის გუნდს,შანხაი შენხუასთან გასვლით მატჩში.სამჯერ დაწიმაურდნენ მასპინძლები და სამჯერ გაათანაბრა ვაკომ.მასპინძლები ჩემპიონობისათვის იბრძვიან,ვაკო კი,მეხუთე ადგილზეა ჩასანგრებული და ალბათ მანდვე დარჩება,მისი გუნდი.სლუცკი,შანხაის მწვრთნელი ყოფილა და სულ თმებს იგლეჯდა,სიმწრით.
ლუდი აია
რამოშსაც ძალიან უნდა ძირითადში იყოს, მაგრამ ენრიკეს ტაქტიკას არ ერგება.ამიტომ მარჯვნივ კორეელის გამოჩენაც შეიძლებაო სტატიაში წერია. ხვიჩა ალბათ ავტორს თქვენზე მეტად უნდა მარცხნივ მაგრამ ბარკოლას ათამაშებს, ვინც ვუყურებთ,ვხედავთ. აზრი თქვით მაგრამ შეურაცყოფას ისე აყენებთ ხალხს, თითქოს ყურებიდან გადმოგდიოდეთ, თავად აღიარებთ, სათაურის იქეთ აზრი ვერ გამოგიტანიათ
ქუთაისი"აია"ს
ა,კიდე ერთი გენიოსი...ნიცშეც წაკითხული აქვს და თხა და გიგოც...დუეზე უბრალოდ შეცდომით დავწერე...წინ რამუში და ფლანგებზე კვარა და ბარკოლა გაწყობს?...თუ კიდე იფილოსოფოსებ.
აია
სწორად უწერია იმ კაცს, არაფერი წაგიკითხავთ, ალბათ თხა და გიგოც. მარტო სათაურით რომ აკომენტარებს იქედანაც ჩანს, დუე საერთოდ არ იქნება
ქუთაისი
"თუ სტატია წაიკითხეთ" და ბლა ბლა...გენიოსი!...და შენი დამლაიქლებლები კიდე...წინ რამუში და ფლანგებზე დუე და კვარა...რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია.
მბაპეს მამა
პესეჟეს საქმე წასულია. წავქლ მქთ წაგებაზე დავდებ- კვარას იმედზე ჩემი მტერი იუოს:)))
ქუთაისელს
თუ სტატია წაიკითხეთ, ვითარება იცით და მაინც ეს კომენტარი დაწერეთ,ფეხბურთს აღარ უყუროთ
ბატონო თამაზ რა მაგარი ხართ
მე ახლა გავხსენი და 2022 წერია. შეიძლება ტექნიკური შეცდომა იყო თავიდან მაგრამ თქვენ რომ გგონიათ რედაქციას ასე ჰგონია და თქვენ აღმოაჩინეთ, იმიტო ხართ მაგარი. აქ ხალხი აზრიან და გასათვალისწინებელ კომენტარებს ვწერთ და ეს ჩასაფრებული ხალხი უნდა დაგბლოკონ
ქუთაისი
რას ითარსებით...მისთვის ყველაზე მოუხერხებელი პოზიცია რატო შეურჩიეთ.
თამაზ
"2002 წელი იყო. მესიმ ნეიმარის პასით გაიტანა, ათკაციანმა სტუმრებმა კი გაათანაბრეს. მარკინიოსი, ჰაკიმი და მენდეში იმ შეხვედრაშიც იყვნენ." ანუ ეს სამი ფეხბურთელი 23 ქწლია თამაშობენ და კლუბიც არ გამოუცვლიათ? ;)
ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
"ამისთვის ფიზიკური მონაცემებია აუცილებელი" - ანჩელოტიმ ნეიმარის ფლანგზე თამაში გამორიცხა
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს - მიქაუტაძე "ვილიარეალის" ფეხბურთელია
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა
ახლა ხვიჩას დროა - ფრანგული გამოცემა პსჟ-ში ქართველის როლზე წერს
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს - სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით "ლივერპულმა" "არსენალს" სძლია
"ბორნმუთთან" მატჩში "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და "ლივერპულის" გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
[VIDEO] მამარდაშვილის გარეშე - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ნიუკასლს" დრამატულ მატჩში სძლია
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში - რა შეიცვალა მიქაუტაძის "ვილიარეალში" გადასვლის შემდეგ?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
[VIDEO] "ლიონს" დამძიმებული გულით ვტოვებ - მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა
ცნობილი გამოცემების პროგნოზები - მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება