საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები, მაისის ბოლოს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 29-30 მაისს ქალაქ ჰაგუენაუში მოსამზადებელ ტურნირებს ითამაშებენ.

ესაა ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი რაგბი7-ში, სადაც ტიერ1-ის, ტიერ2-ისა და განვითარებად გუნდებს, ერთად თამაშის შესაძლებლობა აქვთ. მასში უმეტესად სხვადასხვა ქვეყნების პირველი და მეორე ნაკრებები, ასევე წვეული გუნდები მონაწილეობენ. გარდა ამისა, ტურნირის ფარგლებში, კვირის განმავლობაში, გუნდებს აქვთ ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში, მათ განვითარებაში ეხმარება.

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებს, რომლებიც შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფისთვის ემზადებიან, ტურნირის ფარგლებში 6-6 თამაში ექნებათ.

ჰაგუენაუს კაცთა ტურნირში, საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებენ: ახალი ზელანდია, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, რასინგ92, მონაკო, ბელგია, იტალია, პაციფიკ ტოა (საფრანგეთის პრო დე2-დან), რეგიონის „ოლ სთარი“ და რ10 (ბლიცბოკი+ბარბაროსები).

ქალთა ტურნირში ჩვენს გოგონებთან ერთად ითამაშებენ: რაგბი10 (შავი ფერიები, აშშ და ავსტრალია), დანია, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი და კანადა.

შეგახსენებთ, მანამდე, 1 მაისს, საქართველოს 7-ქალა პირველ მოსამზადებელ ტურნირს მონაკოში ითამაშებს, ჰაგუენაუდან კი ხორვატიაში, მაკარსკაში გაემგზავრება, სადაც 5-7 ივნისს რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

რაც შეეხება 7-კაცას, ეს მისი პირველი მოსამზადებელი ტურნირია. ჰაგუენაუდან ჩვენი გუნდი პორტუგალიაში გადაინაცვლებს და კიდევ ერთ მოსამზადებელ, ალგარვეს ტურნირში ითამაშებს. მას რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 3-5 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგში ელის.

Rugby.ge

" 7 ქალა რაგბი; "7 კაცა რაგბი" - ?!
სწორია : "რაგბი 7, ქალები" და "რაგბი 7 კაცები". ანუ, "რაგბი 7" ! როგორია : სამ კაცა და სამ ქალა კალათბურთი, ან ხუთ კაცა ფეხბურთი ?! :)🙂 როცა ბავშვები თანაშობენ , ხომ საერთოდ შეუფერებელია ქალების ფა კაცების ""ძახილი" ... არც სწორი ქართულია და არც ადექვატური : შვიდქალა რაგბი და შვიდ კაცა რაგბი ! სამწუხაროდ, რაგბის კავშირს ეს საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ არც ჟურნალისტებს გაწუხებთ ?!
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] ეკვადორმა გერმანიას მოუგო - E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან