მოქმედმა ჩემპიონმა ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მესამე ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 36:17 დაამარცხა და ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მათგან ორი ბონუს-ქულით.

თბილისში, „ავჭალაზე“ გამართულ შეხვედრაში ნომინალურმა მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს, თუმცა ზღვისპირელებისგან ექვსი მიიღეს. შედეგად, ‘ბათუმმა’ აქტივს 5 ქულა შემატა და ჯამში 14-ით პირველ ადგილზე აღზევდა, ‘ყაზბეგი’ კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც 3 თამაშის შემდეგ ჯერჯერობით ქულა არ აუღია.

ძლიერ ქარში გამართული შეხვედრის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. სტეფწმინდელებმა მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლი დაკარგეს, ის კავეკინი ტამბუმ აიტაცა და სიჩქარე აკრეფილ ოთარ მეტრეველს დროული გადაცემა გაუკეთა, მან კი ლელომდე 50 მეტრი ირბინა. ‘ყაზბეგი’ პირველ ტაიმში ზურგქარში თამაშობდა და კობა ირემაშვილმა 40 მეტრიდან ჯარიმით სცადა ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, მერე კი ლაშა გედეხაურს არეკნი გაუცუდდა.

ტაიმის შუაში სტეფანწმინდელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო. ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლუკა დვალიშვილმა ბურთი ხაზზე გაიტანა, გიორგი ნავროზაშვილმა 5-მეტრიანთან ხაზი სუფთად გაჭრა და მისი ლელო ირემაშვილმა გარდასახა. ‘ბათუმმა’ ლიდერობა 32-ე წუთზე მეტრეველის მეორე ლელოთი დაიბრუნა. ზურა ნინიძის კარგი თამაშის შემდეგ ბურთი მარცხენა ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც მას მეტრეველი ელოდებოდა და ალამთან ლელო ნახტომში გაიტანა. ტაიმის ბოლოს ‘ყაზბეგის’ ლეგიონერი სირილო ლოვოკურო სინბინით დაისაჯა, რითაც ზღვისპირელებმა იქვე ისარგებლეს ნუკრი ფერსელიძის ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა - 7:17.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ‘ყაზბეგმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია, მისი ჩაქცევის შემდეგ ბურთი ნიკა ბაბუნაშვილზე გავიდა და ძალისმიერი ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა თამაში რომ განახლდა მასპინძლები შეცდნენ და საკუთარ 5-მეტრიანთან მეტოქის შერკინება მიიღეს. იქიდან ბურთი მოკლე ფრთაზე ზურა ნინიძეზე გავიდა და მისი ლელო ბუბა ნოზაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

სინბინიდან დაბრუნებულმა ლოვოკურომ 4 წუთში მაღალი ბოჭვისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ‘ყაზბეგი’ 20 წუთით კაცნაკლული დარჩა. ‘ბათუმმა’ 5-მეტრიანთან შერკინება ირჩია, ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩაათამაშა და რომა მახათაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ნოზაძემ რთული გარდასახვა კვლავ უნაკლოდ შეასრულა.

სტეფანწმინდელები არ გატყდნენ, 59-ე წუთზე კიდევ ერთი მოლი ააგორეს, მას გოჩა ფიცხელაური მოწყდა და მასპინძელთა მესამე ლელო გაიტანა. ‘ბათუმს’ ბონუს-ქულის ასაღებად ლელოს გატანა ჭირდებოდა და მიზანს 68-ე წუთზე უწია - გიორგი მარგალიტაძის კარგი თამაშის შემდეგ მახათაძემ დუბლი შეასრულა. გარდასახვა ძელმა აისხლიტა და ‘ბათუმმა’ 36:17 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოთარ მეტრეველი გახდა.

Rugby.ge

კოფე გნებავთ?
მოხევეები და რაგბი. დდდდ)))))) გუნდიც კი ყოლიათ. )))))))))))
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
კვარაცხელია: შეცვლაზე შესვლა ძნელია - ამოცანას თავი გავართვი
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
[PHOTO] და ვინ იყო გმირი - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
[VIDEO] ხვიჩას რა უნდა სკამზე? - შეცვლაზე შესულმა კვარაცხელიამ პსჟ-ს "ჩელსისთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1:0 იბერია 1999. როცა ჩემპიონი 9 კაცით დარჩა...
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო