ტური "კოლხეთისა" და "იბერიას" დაპირისპირებით იხსნება

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგას ვუბრუნდებით. ფაქტია, არ არის კარგი განწყობა, ქომაგი გულგატეხილია და ირგვლივ პესიმიზმს დაუსადგურებია...

ასეთ ვითარებაში ძნელია, დაარწმუნო გულშემატკივარი, რომელიც ისედაც არ სწყალობს საქართველოს ჩემპიონატს, რომ ბოლო ტურებში ბევრი ინტრიგა და დაძაბულობა გველოდება.

ამას რომ ცოტა ხარისხიც უმაგრებდეს ზურგს, ოდნავ უკეთესად მაინც გვექნებოდა საქმე... მაგრამ რას ვიზამთ, ეს ჩემპიონატიც ჩვენია და ისიც მისახედია...

მაშ მივყვეთ თანმიმდევრობით და ჯერ "კოლხეთი"-"იბერიაზე" ვთქვათ. სწორედ "ფაზისზე" გასამართი მატჩით იწყება XXXIII ტური. ფოთელებისთვის ეს გადამწყვეტი დაპირისპირებაა.

წინა ტურში "გაგრასთან" საგარეო მოგებამ დავით კვირკველიას გუნდს გადარჩენის (ოღონდ, მხოლოდ პლეი-აუტის გზით) შანსი შედარებით გაუზარდა. მაგრამ როგორი ამბავია - აუცილებლად მოსაგები თამაში გქონდეს ჩემპიონატის თანალიდერთან, რომელსაც ასევე მოჭრილი აქვს უკანადასახევი გზა.

თუ ფოთელები შეინარჩუნებენ იმ საბრძოლო სულისკვეთებას, რომელიც "გაგრასთან" მატჩში აჩვენეს, თამამად ვიტყვით, რომ მოქმედ ჩემპიონს ძალიან გაუჭირდება "ფაზისიდან" 3 ქულის წაღება. თუმცა არც იმის აღნიშვნა უნდა დაგვავიწყდეს, რომ გუგა ნერგაძის ხელში "იბერია" ფორმაში შევიდა და მოგებები დაახვავა...

თბილისის "დინამომ" გადაჭრა სეზონის მთავარი ამოცანა და გაისად კვლავ ითამაშებს ევროტურნირზე. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს ჩემპიონატში მოტივაცია აღარ დარჩა.

წესით, ახლა "დინამოს" მთავარი მიზანი უნდა იყოს, გავიდეს მესამე ადგილზე და საბოლოო ცხრილში პრინციპულ მეტოქე - ქუთაისის "ტორპედოზე" მაღლა აღმოჩნდეს.

"გარეჯი" ეგრეთწოდებულ "ექვსქულიან" კახურ დერბიში "თელავს" უმასპინძლებს. ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება გამარჯვება. სწორედ ამ შემთხვევაში შეინარჩუნებს ერთი ან მეორე ლიგაში პლეი-აუტის გარეშე დარჩენის შანსს. ფრეც არც განიხილება!

პარასკევის ბოლო მატჩში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპინძლებს. ყოველი შემდგომი მარცხი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს პლეი-აუტთან აახლოვებს.

ვნახოთ, როგორ გამოიყენეს ზღვისპირელებმა სანაკრებო პაუზა. "დილა" კი აშკარა ფავორიტია და ძნელი სათქმელია, რამ უნდა შეუშალოს ხელი დიეგო ლონგოს გუნდს მორიგი 3 ქულის მოპოვებაში?..

კარგა გვესმის, რომ "დინამოს" გულშემატკივარი განაწყენებულია და სტადიონისკენ გახედვა აღარ უნდა, მაგრამ, ლოგიკურად, განა ყველაზე მეტად ახლა არ სჭირდება აჭარის მთავარ გუნდს ტრიბუნების გავსება და მხურვალე ქომაგობა?

ტურს დაასრულებს იმერული დერბი "ტორპედოსა" და "სამგურალს" შორის. ქუთაისელები ბოლო პერიოდში უკეთესად თამაშობენ და ყველაფერს გააკეთებენ მე-3 ადგილის დასაკავებლად. წყალტუბოელებს კი ჯერ კიდევ არ გადაუჭრიათ ელიტაში პლეი-აუტის გარეშე დარჩენის ამოცანა.

ფაქტები

"კოლხეთმა" მოიგო ბოლო 8-დან მხოლოდ 1 მატჩი.

"იბერიამ", ყველა ტურნირის ჩათვლით, მოიგო ბოლო 4 მატჩი და არ გაუშვა გოლი უკანასკნელ 2 შეხვედრაში.

"იბერიას" არ დაუმარცხებია "კოლხეთი" ბოლო 2 დაპირისპირებაში.

თბილისის "დინამომ" მოიგო ზედიზედ 3 მატჩი.

თბილისის "დინამოს" არ გაუშვია გოლი ბოლო 2 საშინაო მატჩში.

"გაგრას" არ მოუგია ბოლო 4 გასვლითი შეხვედრა.

თბილისის "დინამომ" დაამარცხა "გაგრა" ბოლო 5-დან მხოლოდ 1 მატჩში.

"თელავმა" წააგო ბოლო 2 მატჩი.

"თელავს" არ გაუტანია გოლი უკანასკნელ 2 შეხვედრაში.

"თელავმა" მოიგო ბოლო 5-დან 2 გასვლითი მატჩი.

"გარეჯმა" წააგო ბოლო 2 საშინაო შეხვედრა.

"თელავსა" და "გარეჯს" შორის ბოლო 4 მატჩში მატჩებში, ყველა ტურნირის ჩათვლით, მხოლოდ 2 გოლი გავიდა, ამასთან, უკანასკნელი 2 დაპირისპირება დასრულდა უგოლო ფრით.

ბათუმის "დინამოს" არ გაუმარჯვია ჩემპიონატის ბოლო 12 დაპირისპირებაში, ამასთან, დამარცხდა უკანასკნელ 4 შეხვედრაში.

"დილამ" წააგო ბოლო 4-დან 3 გასვლითი მატჩი.

"დილამ" დაამარცხა ბათუმის "დინამო" ბოლო 4-დან 3 დაპირისპირებაში.

"სამგურალს" არ მოუგია უკანასკნელი 2 მატჩი, ამასთან, გაიმარჯვა ბოლო 3-დან 2 საშინაო შეხვედრაში.

"ტორპედოს" არ მოუგია ბოლო საგარეო შეხვედრა, სულ კი გაიმარჯვა ბოლო 3-დან მხოლოდ 1 დაპირისპირებაში.

"ტორპედომ" მოუგო "სამგურალს" ბოლო 3-დან 2 მატჩი, ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იბერია 1999 32 20 8 4 52:23 68

2. დილა 32 22 2 8 53:30 68

3. დინამო (თბ) 32 15 10 7 45:25 55

4. ტორპედო 32 15 8 9 51:36 53

5. სამგურალი 32 11 6 15 47:44 39

6. დინამო (ბთ) 32 9 10 13 34:50 37

7. გაგრა 32 10 7 15 34:48 37

8. გარეჯი 32 7 12 13 36:41 33

9. თელავი 32 7 8 17 27:53 29

10. კოლხეთი 1913 32 5 7 20 30:59 22

alexandre
ძალიან მიხარია, ასე დაწვრილებით რომ აშუქებთ ჩვენ ჩემპიონატს. დიდი მადლობა. ზოგადად, ისედაც ცოტა ვინმე თუ დადის ამ მატჩებზე, იქნებ ფედერაციამ 1 ქალაქში 2 მატჩი სხვადსხვა დროს დანიშნოს? აჯობებს ნამდვილად!
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
[VIDEO] ისტორიული ღამე "მეტროპოლიტანოზე" - "ბარსელონა" "ატლეტიკოსთან" განადგურდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ენრიკეს ახალი ტაქტიკა ჟურნალისტებთან - რა უპასუხა ესპანელმა პირველი მეკარის სტატუსზე დასმულ შეკითხვას
პსჟ-ის დიდი დანალისი "მონაკოსთან"? - პარიზელთა ერთ-ერთი ლიდერის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში გალიდერდა - "ბარსელონა" "ჟირონასთან" დამარცხდა
ლეგიონერები/ცინცაძის და გავაშელიშვილის გუნდებმა მოიგეს. კალანდაძის გოლებმა კი "ექს ან პროვანსი" წაგებისგან ვერ იხსნა
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
საქართველოს ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
მარკის რიდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება და მთავარი ინტერესი კვარაცხელიას მიმართ
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
"ტელევიზიით გამაკრიტიკა, მეორე დღეს კი პსჟ-ს ვარჯიშს დაესწრო და იცით, რა მითხრა?" - მაურისიო პოჩეტინომ ტიერი ანრიზე ისტორია გაიხსენა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
[წინათქმა და ფაქტები. ეროვნული ლიგა. XXXIVტური] ...ასე ხდება, როცა საკუთარ თავზე აღარ ხარ დამოკიდებული
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...