იაპონიასთან 23:25 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა გააკეთა:

"ამაყი ვარ ჩემი გუნდით, კარგად ვითამაშეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ასეთ თამაშებში მნიშვნელობა ენიჭება მცირე შეცდომებს. რომ არ ყოფილიყო ის მცირე შეცდომები, ჩვენ ეს თამაში მოგებული გვქონდა. გული მწყდება, რომ ასე მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია ტესტ-მატჩები, რადგან ჩვენ დიდი დრო გავატარეთ ერთად. ამ პერიოდში შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ტაქტიკა, ბოლო კვირაში იყო ტრავმები, წინა კვირის შემდეგ 5 მოთამაშე დავკარგეთ ტრავმების გამო.

საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. იაპონიის ნაკრები უძლიერესი გუნდია, უძლიერესი მორაგბეებით, საუკეთესო ეროვნული ლიგა აქვთ, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები ჩადიან სამუშაოდ, ასევე ჩვენ თამაშამდე იაპონიამ კარგი შეკრება გაიარა და ოთხი თამაში ჩაატარა ტიერ1-ის გუნდების წინააღმდეგ. წავაგეთ და ვამბობ - ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე ვამბობ, რომ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა".

Rugby.ge

დათო
რეებს წერ, სადა ბანაობ.
ჟორა
ბატონო მწვრთნელო, ბიჭებს თამაშის წესები ასწავლე და დისციპლინას მოუმატონ. ასეთ ძლიერ გუნდს ლელოებით რომ მოუგო და ჯარიმებით დაგამარცხებს, სირცხვილია უბრალოდ.
ბორია წიფურია
სწორი რასაც წერ. აგერ ბავშვი იყო ძველი მოთამაშის და მწვრთნელის შვილი რომელსაც ნაკრებშია რ მიასუნინეს რადგან ლოლოდან არი იყო და დაანებებინეს თავი თამაშზე. ამ დროს მკისი მესამე შემცვლელი ნაკრებში თამაშობს ხაზში, ცუდი ბიჭი არ არის მაგრამ ამ ბიჭზე ვისზეც ვლაპარაკობ მსოფლიო დონის ტალანტი იყო. თავისი თავით ჩავიდა ნაკრებში 20-იანებში მიწვევაზე არ გადაუხადეს გზა რომ დაპირდნენ, საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი ამ დროს 17 წლის იყო. და მწვრთნელმა ბოდიში ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ მაგრამ მე ვერ ვწყვეტ ვინ წავიყვანო ნაკრებშიო. თან ყველა ვინც ლელოდან იყო იმ ნაკრებში სტეროიდებზე იჯდნენ და სხვები უფსავდნენ, შარიქაძის არ იყოს. ჩავიდნენ შეჯობრებაზე და მაგრად ჩაისვარეს. ეგ სანამ არ აღმოიფხვრება ნაკრებში მანამდე წინ ვერ წავალთ. დათვური სამსახურის გაწევა არავის წაადგება. 18 წლიანებმაც ჩაისვარეს და იგივე მიზეზების გამო. ესპანეთი თუ მანდ გვიგებს მალე პირველ ნაკრებსაც მოუგებს.
გოშა
მე რომ ვთამაშობდი მაშინაც ესე იყო ეხლაც ესე და მერე? მერე? ჩატარდეს ღია განხილვა ტრენერების ქართველების ,ყველა ამას იძახის და ესეა სამწუხაროდ კავკასიური რაგბის ოვალური წრე. სხვა ქვეყნებშიც ვთამაშობდი,და გასაოცარია (მათამაშეს ) ჩემ ქვეყანაში ჩემ წლებში ყველაზე ძლიერად დავსახელდი ტესტირებების შემდეგ,იყვნენ ჩემ შემდეგ სხვა 5 ძლიერი მაგრამ ოვალურმა ხაზმა გარეთ დაგვტოვა. უბრალოდ არცერთ ქვეყანაში არ ხდება ასე .და წასულ ტმოწვეულმა უცხოელმა ტრენერებმაც დაადასტურეს რომ ისინი ვერ წყვიტავენ ვინ დააყენონ გუნდში. და სად მოძებნონ გადამალული(დაბლოკილი) მოთამაშეები.

ბოლო წლებში გვაღირსეს და ტოპ გუნდებს საკმაოდ ბევრჯერ ვეთამეშეთ,ეს უნდა ყოფილიყო პროგრესის გზა,მაგრამ ორი ისტორიული გამარჯვების გარდა,თვისობრივ ნახტომს ვერ მივაღწიეთ.ჩვენთვის მოცემული დრო არ გვეყო და მომავალი წლიდან,განვითარების ეს წყარო,უკვე გადაკეტილი გვექნება.არც შავი ლომის ძლიერ ტურნირში სადმე ჩართვაზე ისმის ჯერ არაფერი და რა გამოდის?-თუ მთლიანად ქართული რაგბი ევროპის ანაბარა დაგვტოვეს,რეგრესი გარანტირებული გვაქვს.18 წლამდელებსაც წარუმატებელი ჩემპიონატი გამოუვიდათ და 20 წლამდელებმა,ევროპის ჩემპიონატში არც ითამაშეს.აშკარად ჩანს ჩვენი ნაკრებების ნაკლოვანებები და ისიც,რომ ყველას პრაქტიკულად ერთი და იგივე კომპონენტებში აქვს სირთულეები.ამიტომ სისტემურ ნაკლოვანებებზე უნდა ვილაპარაკოთ და ყველა ასაკში სისტემურად გარდავქმნათ მუშაობა.არ ვიცი,შესაძლოა უკვე ბავშვებში მოიწვიონ,უცხოელი,კვალიფიციური მწვრთნელები,აქედან სტაჟირებაზე გაუშვან პერსპექტიული მწვრთნელები ტოპ ქვეყნებში,ან ადგილზე მოხდეს ჩამორჩენილი კომპონენტების სპეციალისტების გადამზადება კვალიფიციური სპეციალისტების ხელმძღვანელობით.ჩვენ,შცდომების გამო კი არ ვმარცხდებით,არამედ იმიტომ ვუშვებთ შეცდომებს,რომ იმ კომპონენტში არ ვართ სათანადოდ მომზადებულები და სწორად ვერ ვაკეთებთ გასაკეთებელს.უკვე ვნახეთ,რაგბი ევროპის ქვეყნების ასაკობრივი გუნდები,ძალიან სწრაფად იზრდებიან და ესპანელებმა უკვე გვაჯობეს კიდეც.ორიოდე წელიწადში,უკვე პირველი ნაკრების დონეზე გაგვიწევენ,რეალურ წინააღმდეგობას და ვინძლო გვაჯობონ კიდეც.დასაკარგი დრო აღარ გვაქვს.ან ჩვენც ვიწყებთ გარდაქმნებს,ან ვურიგდებით სტაგნაციის პერსპექტივას.
სტალინი
რაგბი არის ანგლოსაქსების სპორტული სახეობა დასაბამიდან დღემდე. რასაც მართლა რაგბი ქვია სულ რამდენიმე ქვეყანაში თამაშობენ და მათ ელიტურ კლუბში არავის უშვებენ. ფეხბურთიც ასევე ანგლოსაქსების იყო თავიდან, მაგრამ შემდეგ ფართო გავრცელება ჰპოვა და დღეს მთელს მსოფლიოში საერთო სახალხო ანუ N1 სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა ამის გამო. გასული საუკუნის 80 ნუ წლების მეორე ნახევარში ქართული გამოთქმაც ფეხბურთი ინგლისში დაიბადა ბრაზილიაში განვითარდა და საქართველოში მოკვდა ამაზე მეტყველებს. ამიტომ სპორტის მესვეურებმა ფეხბურთის განვითარებაზე უნდა აიღოთ აქცენტი, ოღონდ 80 ბის გამოთქმის ბოლო ფრაზა ამოიღეს ხმარებიდან
ნაპოლეონ ბონაპარტი
ჩვენი ეს წარუმატებლობა და რაც ცუდი გვახვევია - ევროპელი (დასავლეთელი) არიელების ბრალია. უნდა შევეშვათ მაგათ და მაგიერ უნდა ვიმეგობროთ სლავ (ჩრდილოელ) მონღოლოიდებთან. აი ესეც, ახლა რომ უსმენთ-უყურებთ - დასავლეთის მოგზავნილი და „მოქოქრილი“ evro არიელია. საერთოდ უნდა შევეშვათ ამ ანგლებს, საქსებს, გოთებს, გერმანებს, ნორმანებს, ვიკინგებს, ფრანკებს და ა.შ. ცოტ-ცოტა შეიძლება (მცირედი) ურთიერთობა - კელტებთან, ბრიტებთან, ბასკებთან, კატალონებთან, უიგურებთან და მისთანებთან. მაგრამ თანდათან ეგენიც არიელებს ემსგავსებიან. „ვაააბშე“ ყველას „სჯობიან“ სლავები, მონღოლოიდები და ჩრდილოელები - კიდევ უკეთესი - ჩრდილოსლავმონღოლოიდები. ასევე ყივღჩაღები, პაჭანიკები, თათრისტანელები, სკვითები და მისთანანი. დავეშუროთ დავეშუროთ მათთან მეგობრობას და დავაფასოთ მათი კეთილ-განწყობა.
ნიკო
ძალიან გულდასაწყვეტია, მით უმეტეს მოტრიალებული თამაშის ასეთი ბავშვური, უხეში 2 შეცდომის გამო რომ დაკარგავ განთესვის ადგილს. ავსტრალიას და შოტლანდიას იქნებ ავცდეთ, დანარჩენებთან თამაში ან ბონუს ქულა შეიძლება, რაც გაგვიადვილებს მე-3 ადგილზე გასვლას. ფიჯიც ძლიერია, მაგრამ მათთანაც შეიძლება თამაში, იტალიასთანაც და უელსთანაც, ასევე იაპონიაც, რა თქმა უნდა. ეხლა მოძლიერებულ ესპანეთთან კარგად გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ, ამ თამაშიდან კი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს! მწვრტნელს რაც შეეხება, უკეთესს თუ მოძებნიან, გამოცვლიან ალბათ.
გოშა
სანამ ძლიერი 10 ნომერი არ ეყოლება ნაკრებს სულ ესე ვიქნებით,მემგონი მწვრთნელმა მიგვახვედრა რომ ლომი და კატის არ იყოს ვერ იძახის ბოლომდე რატომაა მაგის ბრალი ,ვფიქრობ ხელს უშლის ლომი ეგ კატაა არ დაგავიწყდეთ.თუნდაც აფციაურის არ გამოჩენა კმარა ამისთვის ასე რომ იგივე პრობლემაა ფეხბურთშიც, კალათბურთშიც, დავაბრალოთ ( კატას) მწვრთნელს,შიგნიდან ბევრმა მორაგბემ იცის და რაგბისტის (ჯელტმენი)ხასიათით დუმს. ხომ ვიცით რომ უფრო საუკეთესოებიც გვყავს მაგრამ ნაკრებამდე ვერ მიდიან.
რეზო
1.არანაირი უძლიერესი ნაკრები იაპონია არაა. ულაპარაკოდ უნდა მოგვეგო 2. მიურე შეცდომები არ ქვია უხეშ, გადამწყვეტ შეცდომებს: ლელო ვაჩუქეთ, თვითონ მომენტიც არ ჰქონიათ+ 1 შეტევაშიც ვაჩუუქეთ 3. აფრასიძის და მამამთავრიშვილის ცელის გამოსმა( რაც პირველად არ ხდება) შენი ბრალი არაა, მაგრამ შენი ბრალია სელექცია.მაისაშვილის დროინდელი აკვიატეებების გაგრძელება, რომელსაც კარკაძეს ჭყოიძე და ზამთარაძე ერჩია და შენ შვანგირაძეს და იაშაღაშვილს მამამთავრიშვილი გირჩევნია. 4. ასეთი პრობლემა რომ გაქვს და გიღრმავდება პირველ ხაზში, რატომ არ იძახებ მელიქიძეს ( დღეს 2 ლელო დადო სხვათაშორის) , ან სიმბაძეს, ან თუნდაც პაპიძეს? ქუნთელიას? თუ დარბაიძე გირჩევნია, კი ბატონო, მაგრამ მაშინ ათამაშე!!! რად გინდა კაცი, რომელსაც წუთს არ ანდობ? 5. ალანია ხალხის მტრად რატომ გამოაცხადეთ? პრო დ 2 ს თუ უყურებთ, დღეს საუკეთესო 9 იანია საქართველოში. ძალიან დაბალი დონეა ქოქრილი, მაისაშვილთან შედარებითაც. თუ უცხოელი მოგყავთ ან დიდი მწვრთნელი ან მაშინ ქართველი იყოს, ახალგაზრდა. ოღონდ, ფედერაცია, დაგველაპარაკეთ! ვერ ხვდებით, ხალხი რატომ აღარ დადის თამაშებზე???? ძაღლად არ გვაგდებთ და იმიტომ
fani
Goodbye, my friend!
გიორგი
სანიოლი იტყოდა, კარგად მოსამზადებელი, მაგრამ რეგბისტების უდისციპლინობამ უარყოფითი შედეგი დადო.
N
ბიჭების გამხნევება მინდა: არა უშავს. ხომ შეიძლება, რომ კენჭისყრისას მეორე კალათიდან უელსი ან იგივე იაპონია ამოგვივიდეს?! რომ მოგვეგო, ხომ შეიძლებოდა, რომ მესამე კალათიდან იაპონია ამოგვსვლოდა? თითქმის იგივე არ გამოდის?! გამხნევდით და მოემზადეთ მომავალი წარმატებებისათვის!!!
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEO] 12 გოლი 2 მატჩში! "ინტერმა" "იუვენტუსი" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და სკუდეტოსკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს
მეოთხე მწვრთნელი სეზონში - "ნოტინგემ ფორესტის" პრემიერ ლიგაში დარჩენა პორტუგალიელ სპეციალისტს დაავალეს
სეზონის ბოლომდე - "ტოტენჰემს" იგორ ტუდორს ჩააბარებენ
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ნიურნბერგის" "კარლსრუესთან" 5:1 გამარჯვება და ლოჩოშვილის ტრადიციულად დადებითი შეფასებები
[VIDEO] ხვიჩას 60 წუთი და პსჟ-ს მოულოდნელი მარცხი "რენთან"
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი კარიერას "იბერიაში" გააგრძელებს
მამუკა კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - "მახანტალი"
ლუის ენრიკემ "რენთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
7 გაუპატიურების საქმე და 4 ქალბატონი - პარტეის კიდევ ორი ბრალდება წაუყენეს
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია
რიჩარდ ქოქრილი: მსოფლიო თასამდე ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა