2026 წლის 21 თებერვალი ისტორიული იქნება ქართული რაგბისა და ქართული სამსაჯო კორპუსისთვის. ამ დღეს ქართველებით დაკომპლექტებული გუნდი პირველად განსჯის ექვსი ერის შეხვედრას.

აქამდე სხვადასხვა დროს ექვს ერზე ნიკა ამაშუკელს, საბა აბულაშვილსა და შოთა თევზაძეს უმუშავიათ, ახლა კი მოედანზე ერთდროულად 4 ქართველი გავა. მთავარი მსაჯის რანგში დებიუტი ექნება საბა მახარაძეს. მას კიდეებიდან გამოცდილი აბულაშვილი და დებიუტანტი მარიამ გოგუაძე დაეხმარებიან, ვიდეო-რეფერი კი ასევე დებიუტანტი იოსებ ჯაფარიძე იქნება.

ქართული ოთხეული 20-წლამდელთა ექვსი ერის მესამე ტურში საფრანგეთისა და იტალიის თამაშს განსჯის, რომელიც 21 თებერვალს ლილში (საფრანგეთი) გაიმართება.

უმნიშვნელოვანეს დანიშვნასთან დაკავშირებით დებიუტანტი მსაჯები გვიყვებიან.

საბა მახარაძე: „მაქვს პრივილეგია ვიყო მთავარი მსაჯი იმ ისტორიულ შეხვედრაში, სადაც ექვს ერზე სრულიად ქართული სამსაჯო გუნდის დებიუტი შედგება. საფრანგეთიც და იტალიაც ემოციური, ინტენსიური და სანახაობაზე ორიენტირებული გუნდები არიან, რაც კარგი თამაშის წინაპირობაა. იტალია ბოლო წლებში დიდ პროგრესს განიცდის. თავის მხრივ საფრანგეთი დიდ სარაგბო მექად არის ჩამოყალიბებული და ჩვენ ჩვენის მხრივ ვაპირებთ, რომ ქართული სამსაჯო ხასიათი ვაჩვენოთ. ფრანგებს აგრესიული, სპეციფიური გულშემატკივარი ყავს. მათ იციან და ზუსტად გრძნობენ როდის და როგორ უნდა გაზარდონ წნეხი მსაჯებზე და ამისთვისაც უნდა მოვემზადოთ“.

„ეს არის წლების შრომის დამსახურებული შედეგი, რომელსაც თავის დროზე დავით შუბითიძემ და ლუკა კილასონიამ ჩაუყარეს საფუძველი. ამის შემდეგ იყო დევიდ მაკქიუ, რომელმაც სულ სხვა დონეზე გადაიყვანა ქართული სამსაჯო სკოლა. ამის ნათელი მაგალითია ნიკა ამაშუკელი და სხვა ქართველი მსაჯები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ასევე მინდა ავღნიშნო ჩვენი ფიზ. მომზადების მწვრთნელი ოლეგ კასოევი, რომელიც ყოველდღიურად დიდ შრომას დებს ჩვენს განვითარებაში“.

„რაც შეეხება ჩემს განვლილ გზას, მქონდა დანიშვნები რაგბი ევროპის თამაშებზე, რასაც მოყვა 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი, სადაც მაკვირდებოდნენ სელექტორები მსოფლიო რაგბიდან. მერე ვიყავი სტელენბოშში მსოფლიო რაგბის სამსაჯო აკადემიაში, სადაც დეტალურად შეისწავლეს ჩემი პიროვნება, სამსაჯო ხედვა და ა.შ. ამას ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა და წელს დატვირთული პერიოდი მქონდა. შედგა ჩემი დებიუტი მთავარი მსაჯის რანგში რაგბი ევროპის სუპერ თასზე, რასაც მოყვა ჩემპიონთა თასის ორი შეხვედრა გვერდით მსაჯად. ეს იყო მაღალი ინტენსივობის თამაშები და დიდი გამოცდილება შევიძინე, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. აქ იყო წნეხი როგორც გუნდებიდან, ასევე გულშემატკივრისგან, მუდმივი ყურადღების ქვეშ ვიყავით მედიის მხრიდან“.

„ამ ყველაფერმა საბოლოო შედეგი გამოიღო და მივიღე დანიშვნა ექვსი ერის თამაშზე. ეს არის ტურნირი, სადაც მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ამ მიმართულებით 20-წლამდელთა ექვსი ერი პირველი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს და ვიმედოვნებ, აქაც გვექნება დანიშვნები“.

„მოხარული ვარ რომ ამ თამაშზე ჩემს გვერდით იქნება მარიამ გოგუაძე, ქართველი ქალი მსაჯი, რომელიც ძალიან კარგად პროგრესირებს; ასევე საბა აბულაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა. მას ამ ტურნირზე ადრეც უმსაჯია და აქვს ძალიან დიდი ნდობა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აუცილებლად უნდა ვახსენო სოსო ჯაფარიძე, რომელიც ახალგაზრდა ასაკში ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამს ვიდეო-რეფერის ამპლუაში. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მაგარი გამოცდილება და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა კიდევ უფრო დიდი ნდობა გავაჩინოთ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ“.

მარიამ გოგუაძე: „ბედნიერი ვარ ასეთ მაღალი დონის თამაშზე დანიშვნით. საფრანგეთში სრულად ქართული სამსაჯო გუნდი მივდივართ და ეს დიდ პატივთან ერთად, ორმაგი მოტივაციაა. წილად გვხვდა ძალიან მაგარი თამაშის მსაჯობა და იმედი მაქვს ის სანახაობრივი და ყველასთვის დასამახსოვრებელი გამოვა. ექვს ერზე გამგზავრებამდე ჩვენი ოთხეული ადგილობრივ თამაშებს იმსაჯებს, რათა უკეთ შევთამაშდეთ და უფრო დახვეწილად წარვსდგეთ მსოფლიოს წინაშე. მსოფლიო რაგბისგან ქართველ მსაჯებს ძალიან დიდი ნდობა გვაქვს, რაზეც ეს სასიამოვნო ჟესტიც მეტყველებს“.

იოსებ ჯაფარიძე: „მოხარული ვარ 20-წლამდე ექვს ერზე ქართულ სამსაჯო ჯგუფთან ერთად წარდგენის შესაძლებლობით. დეკემბერში ჩემპიონთა თასის ორ თამაშზე ვიყავი ვიდეო-რეფერის ასისტენტი და უშუალოდ, ახლოდან ვნახე თუ როგორ მოქმედებს ასეთ დიდ თამაშებზე ვიდეო-რეფერი. ბენ ვაითჰაუსის სახით, მყავდა ძალიან კარგი მენტორი, რომლისგანაც ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე და ეს აუცილებლად დამეხმარება მომავალში. ჩემს ქმედებებში გარკვეული დეტალები უკვე გადავაწყე და მათი გამოყენება დიდ 10-ში დავიწყე“.

„ვფიქრობ, 20-წლამდელთა ექვსი ერი კარგი პლაცდარმია იმისათვის, რომ დიდ რაგბში შევდგა ფეხი და თუ გავაგრძელებ შრომას და ჩემი საქმის სიყვარულს, უფრო დიდი წარმატებებიც აუცილებლად იქნება“.

Rugby.ge

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
პარალელები დონარუმასთან - რა პოლიტიკის დაგეგმვას ცდილობს პსჟ და რატომ შეიძლება არ განაახლოს კონტრაქტი დემბელემ
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
10 მსაჯით ევროპაში
საბა მახარაძე ჩეხეთში იმსაჯებს
საბა მახარაძე 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე იმსაჯებს
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ქართველი მორაგბე გოგონა, რომელმაც "X ფაქტორში" ყველა გააოცა [VIDEO+PHOTO]
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
საბა მახარაძის "ექვსი ერის" გამოცდილება
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს