საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში პსჟ სახლში „პარიზთან“ 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მარჯვენა ფლანგიდან კვარაცხელია უტევდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარე ნკამბადომ მოიგერია. მერე „კვარამ“ ვარდნაში ბურთი ჩაჭრა, გადაცემა რამუშს გაუკეთა, რომელსაც ნკამბადომ არ გაატანინა. ქართველი 64-ე წუთზე დემბელემ შეცვალა. „პარიზმა“ კი კონტრშეტევისას შანსი გამოიყენა და იკონეს გოლით გაიმარჯვა.

„პარი სენ ჟერმენი“ მომდევნო მატჩს 17 იანვარს ჩაატარებს - ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში ლიდერ „ლილს“ უმასპინძლებს და თავად შეეცდება გალიდერებას. თუმცა ფაქტია, ლუის ენრიკეს გუნდი ჩვეულად დამაჯერებელი ვერაა და ასეთი ასპარეზობით გასული სეზონის შედეგების გამეორება გაუჭირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - პარიზი 0:1

გოლი: იკონე (74)

zura222
კარგია რომ შეცვალეს არავინ არ იცის რა ხდება გუნდში შიგნით უახლესი აპარატურით ყოველდღე ამოწმებენ ფეხბურთელის მდგომარეობას და ხვიჩა უკვე ორი წელია შეუსვენებლად თანაშიბს და ვარჯიშობს და ალბათ რაღაცა პრობლემების დასაწყისს აჩვენებს ის აპარატურა. ვიღაცა იტყვის რომ სხვა ფეხბურთელებსაც ხო არ დაუსვენიათ ზაფხულშიო მაგრამ ყველამ დაისვენა მერე და მანამდეც--ზოგმა ტრავმის გამო ზოგმა კი ვაჟა ზაზაევიჩის არ იყოს--ზოგი უქეიფოდ ბრძანდებოდა და ზოგი საქეიფოდ.მოკლედ ლუის ენრიკენ და პსჟ-ს ექიმებმა უკეთ იციან ვინ ათამაშონ და ვინ არა და ვინ შეცვალონ ! სეზონის ბოლომდე კიდევ ნახევარი წელია და 2.5 წელი ასე შეუსვენებლად რომ გაუძლო ალბათ უცხოპლანეტელი უნდა იყო მოდრიჩივით ან რონალდუს ორგანიზმი უნდა გქონდეს !
ხვიჩა მაგარია!
იფიქრა ენრიკემ, ჩემს პალოჩკი-ვირუჩალოჩკებს დავტოვებ, აქედან დუესა და დემბელეს მივაშველებ და ისევ გამიმართლებენ ბარკოლა-რამუშიო. როდის იყო, რომ კოკას ყოველთვის მოჰქონდა წყალი? ეხლა მაინც ასწავლე ხვიჩა ენრიკეს ეს ძველი მოზამბიკური ანდაზა.)))
ამატაკი
100%
ამატაკი
ნაპოლის არ იყოს, ამათიდან ბოლობოლო რაღაცა რომ გამოითალა, მწვრთნელიან-ფეხბურთელებიანად დაიწყეს ერთი ადგილის თამაში. ერთსეზონა ბარკოლა-დემბელეები კი არა, ფეხბურთის მართლა ჯადოქრებმა ვერ მოუხერხეს ვერაფერი ამათ უხერხემლობას. კვარას გარეშე ესენი ლიგის თასს ისე დაინახავდნენ როგორც საკუთარ ყურებს.არაფრისდიდებით ამის გათავისება არ უნდათ და ყველა მისკენ ექაჩება საბანს. შარშანდელს უკვე ვეღარ გაიმეორებენ. ის კი არა, თუ დროზე არ ჩამოქაჩავენ და ვინაც ხალხად აქცია, შესაბამისად არ დააფასებენ, საფრანგეთის ჩემპიონობაც უკან დარჩებათ. პარადოქსი თუ გინდა ეს იყო: მატჩის საუკეთესო მოთამაშე სკამზე დასვეს და საზიზღრად მოთამაშე რუის-ბარკოლას ბოლომდე მიენდნენ. მარსელთან გადარჩნენ, მაგრამ როგორც ჩანს ჭკუა ვერ ისწავლეს. ამითაა მაგარი ფეხბურთი; სიყეყეჩეს თავის ადგილს მიუჩენს აუცილებლად.
ნაცარქექია
ერთადერთ მიზეზად ხვიჩას შეცვლისა დავასახელებდი ლილთან პრინციპულ თამაშს 17-ში. თუ ასე არაა, მაშინ ნამუსი არ ქონია ენრიკეს. ან უბრალოდ შიბაქი ყოფილა. ბიჭი ხატავდა თამაშს, მაგის გაყვანა იქნებოდა?
გიგო პაპა
ძალიან გამიხარდა რომ წააგეს. ღირსი იყო ენრიკე. ერთადერთი მოაზროვნე და შემოქმედი, თუ ვინმე რამეს ცდილობდა, ხვიჩა იყო. ადგა და პირველი გაიყვანა. არადა ჯერ მარტო რაც მაგან პასები არიგა. თანაც უჩვეულო მხარეს ათამაშა, მაგრამ იქაც მშვენიერი იყო. აქაოდა სუპერთასი ბარკოლამ და რამუშმა მომაგებინესო, ორივეს პატივი სცა და ბოლომდე ათამაშა. ჰოდა, კაი ჩიტიც დაიჭირა. ვერც ვიტინიას ცანცარმა უშველა და ვეღარც დუე-დემბელეს ფაფხურმა. ეს მაილუ ხომ ცალკე ღადაობაა, ნაცნობობითაა მგონი მოხვედრილი გუნდში. ნოლი იყო ნაპოლი ხვიჩამდე, მივიდა და ჩემპიონები გახადა. იგივეს თქმა შეიძლება პსჟ-ზეც. ალბათ მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონატს თუ მოიგებენ. ხვიჩას წასვლის დროა, ტყუილად დაკარგავს დროს, როგორც ნაპოლიში მოუვიდა მეორე წელს. ენრიკეს ტიკი-ტაკა დამთავრებულია.
ენძო
ალბად ხვიჩას ტრამვის მიღების რისკი ჰქონდა და ამიტომ შეცვალეს.ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა მწვრთნელის გადაწყვეტილებისა.სხვა მხრივ ბავშვიც კი დაინახავდა,რომ კვარა საუკეთესო იყო თავის გუნდში.
კლინტ ისტვუდი
რას ერჩოდა ხვიჩას??? გუნდში აშკარად ჯობდა ყველას. თან ყველაზე ჭკვიანია აშკარად. არც დაღლა ეტყობოდა. ჰოდა, შედეგიც ეგაა.
იკა
ხვიჩა საქართვრლოში რომ ჩამოხვალ, მოგვიყევი "ყომარი" როგორ ხდება ისე რომ ამას ვერავინ იგებს. ტყუილია რომ რომელიმე ფეხბურთელი მოსყიდულია, ასეც რომ იყოს ერთი ფეხბურთელი ვერ გადაწყვიტავს მატჩს. ნუთუ მწვრთნელების მაფიაა, ათამაშენ ფეხბურთს იმ ტაქტიკით როდესაც მოგება შეუძლებელი იქნება.
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
დემბელეს უარი პსჟ-ს - მან ზღაპრული ხელფასი მოითხოვა
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში - "მეცი" ისევ დამარცხდა
[VIDEO] "პსჟ-ისთან თამაშის შემდეგ, ვიტირე" - "მარსელის" მწვრთნელი სუპერთასის შეხვედრაზე
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
ხვიჩას გარეშე - პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
რა ხდება პსჟ-ში - ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ