სუპერლიგის მატჩები დაიძაბა. ეს ლოგიკურია: რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ჩემპიონატის დასასრული, მით უფრო მძაფრდება სატურნირო ვითარება. ცხრილის ქვედა ნახევარში, უფრო კი ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები ძალ-ღონეს არ იშურებენ, გამარჯვების მოსაპოვებლად და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. თუკი გუშინ ბოლოადგილოსან დელტას გურჯაანში მცირედი დააკლდა მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად, დღეს მისმა კონკურენტმა რაშმა მორიგი 2 ქულა იზეიმა.

რაშს მეორე წრეში გამართული 3 მატჩიდან 2 მოგება ჰქონდა და თბილისი არენაზე ტყიბულის ორბს მასპინძლობდა. ორბს 7 მოგების წილ 6 მარცხი ჰქონდა და ცხადია, ფავორიტად ითვლებოდა. რაშის ლეგიონერმა, ევან მილიგანმა ფენომენალურად დაიწყო მატჩი და პირველ პერიოდში 20 ქულა ჩააგდო. რაში ჯერ 17:2 იგებდა, თუმცა ორბმა ჩამორჩენის გაბათილება იწყო და ბოლო პერიოდში წინაც გავიდა.

როცა ტყიბულის გუნდის უპირატესობამ ბოლო პერიოდში 13 ქულას მიაღწია (84:71) და დასრულებამდე 6 წუთი რჩებოდა, ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა რაშის გამარჯვება იმითაა ორმაგად დასაფასებელი, რომ ასეთი წნეხის შემდეგ თამაშის შემოტრიალება შეძლო და ბოლო წამებზე ჩაგდებული საჯარიმოებით გაიმარჯვა – 91:89

მილიგანმა შეხვედრა 30 ქულით დაასრულა, ბოლო წუთების გმირები კი ლუკა ზაქრაძე, ტრევონ ტომასი და დენგ გაკი გახდნენ, რომლებმაც არაერთი ბურთი ჩააგდეს და რაშს სუპერლიგაში მე-4 გამარჯვება მოაპოვებინეს.

თბილისი არენაზე გამართული მეორე მატჩი ყველაზე ამბიციური გუნდების დაპირისპირება იყო – შარშანდელი ფინალისტები: თსუ და ქუთაისი. იმერულ კლუბს ტრავმების გამო ტაირი ბოიკინი, ლუკა ალავიძე და ბაქარი ბერეკაშვილი აკლდა, რამაც ხელი შეუშალა, ბოლომდე ებრძოლა. ქუთაისელებმა მესამე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა გააბათილეს, შემდეგ ჩამორჩენილებმა კიდევ მოახერხეს ბოლო პერიოდში გათანაბრება, მაგრამ ეროვნული ნაკრების მოქმედმა და ყოფილმა წერვებმა – შესაბამისად, ალექსანდრე ფევაძემ და გიორგი ცინცაძემ შეძლეს თსუ-სთვის გამარჯვების და ცხრილში პირველი ადგილის განაღდება. თსუ-მ 71:67 იმარჯვა და პირველი ადგილი დაიბრუნა, რომელიც დროებით, გუშინდელი გამარჯვების შემდეგ მარგვეთს დასაკუთრებული.

7 მარტის ბოლო მატჩი გორში გაიმართა, სადაც სათამაშოდ რუსთავი ჩავიდა. ივრიონს პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებების ხარჯზე ცხრილში საკმაოდ სოლიდური ადგილი ეკავა, თუმცა გუნდს ბოლო ხანებში აშკარად უჭირს. ლეგიონერი ცენტრის დაკარგვის შემდეგ ფარქვეშეთი ძალიან დაუსუსტდა. რუსთავს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა, რადგან მდევრები – დელტა და რაში წამოეწივნენ და გორში რომ არ მოეგო, რაში გადაასწრებდა.

გიორგი ცეკვავას გაწვრთნილმა რუსთაველებმა სამაგალითოდ ითამაშეს. მათ სადებიუტო ქაოსის შემდეგ თამაში დაალაგეს და ლიდერობას მალევე დაეპატრონნენ. ბევრად დაბალანსებული შემადგენლობის ხარჯზე რუსთაველები წარმატებით ლაშქრავდნენ მასპინძელთა ფარს, იქნებოდა ეს სამქულიანები, სწრაფი გარღვევები თუ საშუალო, ან სამწამიანი ზონებიდან მითვლილი ბურთები.

შეუჩერებელი იყო მონტეს მატისი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. მან 23 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. რუსთაველებს კარგად შეეთვისა აფროამერიკელი ცენტრი კაოსი ეზიაგუ, რომელმაც 9-დან 9 ორქულიანი (უმეტესად ფარქვეშიდან) ჩააგდო. საბოლოოდ ქვემო ქართლელებმა შიდა ქართლელები ისე დაამარცხეს, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა – 85:76 სტატისტიკა).

სუპერლიგის მე-15 ტური 8 მარტს ბათუმში დასრულდება, სადაც ადგილობრივი გუნდი თელავს უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი გახლავთ ვსა, რომელმაც ადგილმდებარეობა შეიცვალა და ვიქტორ სანიკიძის აკადემიიდან კახეთის დედაქალაქში გადავიდა, სადაც შემდეგი ტურიდან საშინაო თამაშებს უმასპინძლებს.

GBF

ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
რაშმა ორბი ბოლო წამებზე დამარცხა | თსუ-მ ქუთაისს სძლია | რუსთავმა გორში იმარჯვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
რაგბი ევროპა | 31-ედ რუმინეთთან, 26-ედ "ანთიმოზ ივერიელის თასისთვის"
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა
ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე? - "რეალი" ენცო ფერნანდესს უმიზნებს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
დიდხნიანი პაუზის შემდეგ - "იუვენტუსს" ვლაჰოვიჩი უბრუნდება
The Telegraph: "ტოტენჰემი" 14 თებერვალს დანიშნული იგორ ტუდორის მოხსნას განიხილავს
თუ კერიკი წავა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ამ სამი მწვრთნელიდან ერთ-ერთი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი ფეხბურთელს დაუბრუნდა და ბრაზილიურ გუნდში ჩაირიცხა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
[VIDEO] სლოტი მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს - "ლივერპულმა" "ვულვერჰემპტონი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
სლოტი თავისას არ იშლის - ცნობილი გახდა "ვულვერჰემპტონთან" "ლივერპულის" სასტარტო შემადგენლობა
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს