სერია A-ს ბოლო ტურში "ნაპოლიმ" "უდინეზე" 1:0 დაამარცხა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში 76 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

აღნიშნული შეხვედრა ანტონიო კონტესთვის "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იყო.

შეხვედრის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების თვალწინ იკამათეს.

- დე ლაურენტისი:

- ტრავმები რომ არა, სერია ა-ს ისევ მარტივად მოიგებდით.

- კონტე:

- სულაც არა.

- დე ლაურენტისი:

- კარგი, რას იძახი? მე ასე გეუბნები.

- კონტე:

- სრულიად არ გეთანხმები. ინტერს უნდა ვცეთ პატივი — ეს შესანიშნავი გუნდია. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, წელს კი კიდევ უფრო გაძლიერდნენ და ჩემპიონობაც დაიმსახურეს.

- დე ლაურენტისი:

- კი მაგრამ, ინტერმა ევროსარბიელზე შარშანდელზე უარესი შედეგი აჩვენა.

- კონტე

- ჩვენზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ. ჩვენზე წინ გადადგეს ნაბიჯი.

- დე ლაურენტისი:

- კარგი, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია.

კონტე:

- ბოდიში, მაგრამ ასეთ რაღაცებზე თავის გამართლების მოძებნა არ მიყვარს. უნდა ვაღიაროთ სხვების გამარჯვება და პატივი ვცეთ. თუ გვინდა, რომ პატივი გვცენ, ჩვენც უნდა ვცეთ პატივი სხვებს. ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობა — ტრავმებით თუ ტრავმების გარეშე. შეიძლება ტრავმები რომ არ გვქონოდა, ჩემპიონთა ლიგიდან მაინც გამოვვარდნილიყავით".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ინტერს" საჩემპიონო რბოლაში 11 ქულით ჩამორჩა.

სვანსკი
ლაურა კონტეც მიდის? მაშ ,,პაკააააა,,შენი გუნდით უფრო ქვევით კიბეზე.... იცვალე ტრუსიკ-გეტრებივით მწვრთნელები,რაც დრო გავა ბერდები და ,ლევდები,ფულის დახარჯვა არ გინდა და ვინც გყავდა და გყავს მასაც ვერ უფრთხილდები და კონტემ რაც შეძლო ის გამოადნო
gogi
კონტე როგორც მწვრთნელი მაგარია ძაან. ნაწილებად დაშლილი ნაპოლი თავიდან ააწყო და კინაღამ ორჯერ სკუდეტოც მოაგებინა. წლევანდელი ნაპოლი ძალიანაც კარგი გუნდი იყო და რომ არა მოკლე სკამი მოიგებდა მეორედაც ჩემპიონობას.
კონტე
მერე ინტერის პრეზიდენტი არ ფიქრობს, რომ ერთ დღესაც მასაც შეეპასუხოს? არა, მაგ ლოგიკით კაკრას არავის არ უნდა მთქმელი ტიპები
რობი
კონტეს ფეხბურთი არის საცოდაობა, ტანჯვა და წვალება
შალიკო მესამე აღმაშენებელი
კონტეც კაი გოთვერანია. სამომავლოდ ეპადხალიმება ინტერს, აქებს. რა იცი, როდის მიიწვევენ მწვრთნელად. ყველა თავის მომავალზე ფიქრობს.
ტუკო რამირესი
ყველაზე ობიექტური შეფასებები გაქვთ!
მთვარისა ქირბუნიძე
კარგ დროს დააღწია ჩვენებურმა მანდედან,ეგ მართლა სოფლის გუნდი,თავისი მენტალობით

დე ლაურენტისმაც კარგად იცის,რომ ინტერი ნაპოლიზე ძლიერი ორგანიზაციაა,მაგრამ ამას არ აღიარებს.ის ხომ ნაპოლის პრეზიდენტია!კონტეს შეუძლია ობიექტური იყოს,მაგრამ პირველ რიგში,ეს მაინც მათ შორის უთანხმოების დემონსტრაცია იყო.არსებითად, დე ლაურენტისი წარუმატებლობის შემთხვევითობით ახსნას ცდილობს,კონტე კი დარწმუნებულია,რომ ინტერი ობიექტურად მათზე ძლიერი იყო და მათზე სწრაფად თუ არ განვითარდებიან,მათზე წინ წასვლის იმედიც არ უნდა ჰქონდეთ.ამას,დიდი ფინანსები და ორგანიზაციული დახვეწა სჭირდება,რაც დე ლაურენტისს არ შეუძლია და მგონი არც სურს.
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
სამწუხარო ამბავი - ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] რუსული ხაჭაპურის დიდი სიყვარული და პუტინის წყალობით აცილებული პრობლემები - ვინ არის არმან ცარუკიანი?
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
ელმასს "ნაპოლის" დატოვება ისევ მოუწევს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
ურთიერთობა მაინც გაუფუჭდათ? - კონტესა და "ნაპოლის" გზები იყრება
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
ვინ შეცვლის ალეგრის "მილანში" - 2 კანდიდატი უკვე დასახელდა
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება