ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალებით ბრუნდება, სადაც ზედიზედ მეორე წელია დიდი მოტივაცია გვაქვს, ხვიჩა კვარაცხელიას ვქომაგობთ.

სამშაბათს, 23:00 საათზე, სწორედ პსჟ-ბაიერნია.

ლუის ენრიკეს გუნდი აღარ ხუმრობს. დაამარცხო ულაპარაკოდ "ჩელსი" და "ლივერპული", გაიტანო ამდენი გოლი და ზედიზედ მესამედ ითამაშო ნახევარფინალში, ცოტა როდია. აღარ ხუმრობს ხვიჩა კვარაცხელიაც, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ნამდვილი ლიდერი და კაცი, ვინც განსხვავებას ქმნის.

პარიზელებს შეულძლიათ, ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი მოიგონ. და როდის იყო პირველი? - 1994/95 წლების სეზონში, სწორედ მიუნხენის "ბაიერნთან".

პსჟ-ს ნახევარდაცვის მეტრონომი ვიტინიაა, ვინც ახლა ტრავმირებულია (ზუსტი მდგომარეობა არ ვიცით) და ამასობაში, ბრაზილიელმა ბერალდომ ცენტრალური ნახევარმცველობის საოცარი უნარები გამოავლინა. იქნებ ის გახდეს ენრიკეს X ფაქტორი?! სასიამოვნოა ფაბიან რუისის დაბრუნება (რთული სათქმელია, რამდენი წუთი მიეცემა). ის "კვარასთან" დიდებულად კომბინირებს.

"ბაიერნი" ფორმაშია, ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეექვსე მატჩში გატანა სურს. მიუნხენელთა მთავარი დანაკლისი მოედანზე გნაბრია და მის მიღმა მთავარი მწვრთნელის, კომპანის დისკვალიფიკაცია.

ეს გუნდები ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რომ შეხვდნენ, დასამახსოვრებელი მატჩი იყო - პარიზელებმა მეორე გოლი 9 კაცით გაიტანეს; დონარუმამ მუსიალას მძიმე ტრავმა მიაყენა. შემდეგ იყო მატჩი ლიგის ფაზაზე, სადაც უკვე კაცნაკლულმა "ბაიერნმა" პარიზში გაიმარჯვა.

შესაძლოა, ჩვენ ნაადრევ ფინალს ვუყურებდეთ და წყდებოდეს სეზონის MVP-ის ვინაობაც - კვარაცხელია თუ კეინი. ფაქტია, ამ მოცემულობაში ვართ!..

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ბერალდო, ნევეში, ზაირ-ემერი - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

ბაიერნი: ნოიერი - სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი - პავლოვიჩი, კიმიხი - ოლისე, მუსიალა, დიასი - კეინი.

ოთხშაბათი, 23:00 სთ, ატლეტიკო - არსენალი.

თბილისელი
ჩემი აზრით პსჟ-მხრიდან ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება ნუნუ მენდეში და მასზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ეს შეეხება მარცხენა ფრთის კონტროლს და კვარას მომარაგებას პასებით.ჰარი კეინს პერსონალური მეურვე სჭირდება და რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ - ეს უნდა იყოს უნივერსალი ზაირე-ემერი.
გიორგი 3
ვიტინიას გარეშე პსჟ განწირულია ბავარიასთან.
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
Opta-ს პროგნოზს არ ეთანხმება - სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"კვარას" კონკურენტი და ბარკოლას შემცვლელი? - პსჟ-მ "არსენალის" შემტევთან მოლაპარაკებები გამართა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" სამიზნეები ცნობილია
დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
მატჩის დღე - კვარაცხელიამ უნდა დაიწყოს!
[VIDEO] "უპატივცემულო ბავშვები მძულს" - ენრიკემ ენდრიკი ამ ფაქტის გამო დააიგნორა
[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
"მსაჯმა" თანაბარი და ძალიან ლამაზი დაპირისპირება გააფუჭა" - ალვარო არბელოა
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
ლუის ენრიკე: "კვარას" უეჭველი ჩემპიონთა ლიგის მატჩი ეგონა
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
ნოიერი: პსჟ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ არის
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
ლუის ენრიკე: "კვარა" უნიკალურია - სიამოვნებაა, რომ გუნდში მყავს
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩათი აღფრთოვანებულია
პსჟ დუეს კონკურენტის შეძენას გეგმავს
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
მუნდიალს კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოაკლდა - გნაბრი გერმანიის ნაკრებს ვერ დაეხმარება
ორი მთავარი სამიზნე შეტევაში - პსჟ-მა ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?