საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც „ქუთაისმა“ “თელავს” უმასპინძლა და 88:80 დაამარცხა. ამ გამარჯვებით იმერულმა კლუბმა სერიაში უპირატესობა განიმტკიცა და ანგარიში 2:0 გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალამდე მათ მხოლოდ ერთი მოგება აშორებთ.

მატჩის სტარტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და პირველი პერიოდი ფრედ, 25:25 დასრულდა, თუმცა შეხვედრის ბედი დიდწილად მეორე ათწუთეულმა გადაწყვიტა, რომელიც მასპინძლებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს და 22:9 მოიგეს. ამ მონაკვეთში კახა ჯინჭარაძე, ჯავიონ ოგუნიემი და გიორგი სულაბერიძე გამოირჩნენ, რამაც „ქუთაისს“ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოუტანა.

თამაშის მეორე ნახევარში თელაველებმა ბრძოლა განაგრძეს, მესამე პერიოდი 22:18 მოიგეს და სხვაობა 6 ქულამდეც კი შეამცირეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დეტრეკ ბრაუნინგის შედეგიანმა თამაშმა სტუმრებს წარმატების მიღწევის შანსი არ მისცა. რაც შეეხება ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი იყო 29 ქულითა და 6 პასით, ორმაგი დუბლი შეასრულა ჯავონ ოგუნიემიმ (18 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო კახა ჯინჭარაძემ გუნდს 19 ქულა შესძინა. თელავის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლუკა ლიკლიკაძე აღმოჩნდა 17 ქულითა და 7 პასით, ტაისონ ჯექსონმა 15 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ხოლო ტერენს პარკამმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გუნდს 15-15 ქულა მოუტანეს.

სერია კახეთში გადაინაცვლებს, სადაც მომდევნო მატჩი 29 აპრილს, თელავში ჩატარდება.

GBF

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო: თსუ-მ კავკასია დაამარცხა, მარგვეთმა – ორბი
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა: პლეი ოფის წყვილები ცნობილია
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ვიტინიას აგენტი ტრანსფერს ითხოვს - სად გააგრძელებს კარიერას პორტუგალიელი?
"წარმოგიდგენიათ?" - ბენზემას პსჟ-ზე გაკეთებულმა ამ განცხადებამ "რეალის" ქომაგები გაანაწყენა
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
[VIDEO] დოსუნმუს ბრწყინვალე მატჩი, ჩხუბი და გაცოფებული იოკიჩი - "დენვერი" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა