‘შავი ლომი’, რომელიც ივნისში სამხრეთ აფრიკაში გასამართი „ტოიოტა ჩელენჯისთვის’ ემზადება, 2 და 8 მაისს crocobet დიდი 10-ის ნაკრებთან, სასელექციო და გასახურებელ თამაშებს გამართავს. მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა დააკვირდნენ ახალ მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე.

შეხვედრები გორის სარაგბო მოედანზე დაიწყება და ორივე შემთხვევაში 15 საათზე დაიწყება.

crocobet დიდი 10-ის ნაკრები ფინალის შემდეგ დასახელდა. მასში 6 კლუბის 30 მოთამაშეა და ისინი მზადებას დღეს, ქუთაისში შეუდგნენ. ნაკრებ გუნდს ფინალისტი გუნდების მწვრთნელები თავკაცობენ. მთავარი მწვრთნელი ჩემპიონი გუნდის, ‘ბათუმის’ დამრიგებელი ირაკლი ნინიძეა, რომელსაც პალიკო ჯიმშელაძე (ბათუმი), ‘არესის’ მთავარი მწვრთნელი სერგო ფრუიძე და მწვრთნელი ზურა გოგლიჩიძე დაეხმარებიან.

30-კაციან შემადგენლობაში 12 მორაგბე ჩემპიონი ‘ბათუმიდანაა’, 7 ‘არესიდან’, 4 რუსთავის ‘ხარებიდან’, სამ-სამი ქუთაისის ‘აიადან’ და თბილისის ‘ლელოდან’, ერთი კი ‘წიქარადან’.

სიახლეებია ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში. ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებიან მიხეილ ბაბუნაშვილი, ლუკა თაყაიშვილი, სანდრო მამათავრიშვილი და იოსებ გუშარაშვილი.

სამაგიეროდ გუნდმა დიდი 10-ის კლუბებიდან 8 მოთამაშე დაიმატა. ესენი არიან: მერლს პიტერსი (‘არმია’), გიგა კობახიძე (‘ბათუმი’), ოთია გიორგაძე (‘აია’), ბაჩანა მონიავა (‘ხვამლი’), გიორგი ბოლქვაძე (‘ლელო’), დავით იმნაძე (‘წიქარა’), ვასო ზღუდაძე (‘ხარები’), მიშო ყაჩლავაშვილი (‘ლელო’).

შავი ლომი: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე; თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე; ოთარ მეტრეველი, მერლს პიტერსი (‘არმია’), გიგა კობახიძე (‘ბათუმი’), ოთია გიორგაძე (‘აია’), ბაჩანა მონიავა (‘ხვამლი’), გიორგი ბოლქვაძე (‘ლელო’), დავით იმნაძე (‘წიქარა’), ვასო ზღუდაძე (‘ხარები’), მიშო ყაჩლავაშვილი (‘ლელო’).

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

დიდი 10-ის ნაკრები: ალეკო შამილიშვილი, გიორგი შერვაშიძე, გაგა არაბული, გიორგი შუკაკიძე, გიორგი მარგალიტაძე, რეზი ჯინჭველაშვილი, ბუბა ნოზაძე, გიორგი წიკლაური, რომა მახათაძე, ზურა ნინიძე, ვანო ფუტკარაძე, ვაჟა მიქაძე (ყველა ‘ბათუმი’), შოთა ხელაძე, მურთაზ ცხადაძე, ზურა ძნელაძე, დავით კვირიკაშვილი, იაგო ხაბულიანი, ცოტნე კვესელავა, ზურა ოდიკაძე (ყველა ‘არესი’), ბაჩუკი ბარათაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი ფრუიძე (ყველა ‘აია’), გიორგი ჯამბურიძე, ლუკა კოხია, დავით ხუროშვილი, ანარე ტუიტაი (ყველა ‘ხარები’), ბადრი ალხაზაშვილი, ლევან ბაჩილავა, ნიკა აბესაძე (ყველა ‘ლელო’), ბექა ყორიაული (‘წიქარა’).

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ნინიძე

მწვრთნელები: პალიკო ჯიმშელაძე, სერგო ფრუიძე, ზურა გოგლიჩიძე

Rugby.ge

7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
"მესიმ მუნდიალზე გოლების ლიმიტი ამოწურა" - ირწმუნება განელი შამანი
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] რუსული ხაჭაპურის დიდი სიყვარული და პუტინის წყალობით აცილებული პრობლემები - ვინ არის არმან ცარუკიანი?
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
[VIDEO] ესპანეთმა ავსტრიის ბარიერი უპრობლემოდ გადალახა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] ბაგატსკისის და უკრაინის ნაკრების მორიგი პროვოკაცია - საქართველოს ეროვნული გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
"ინტერმა" 37 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
შიდა ჩემპიონატები სექტემბერში იწყება
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"