ლიგა 2-ის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი და უკვე ქვედა დივიზიონში დაქვეითებული „ამიენი“ 5:0 დაამარცხა და ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ გაიმარჯვა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, 56-ე წუთზე დუბლის ავტორი ჯოშუა დუფუსი შეცვალა. დუფუსი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ქართველმა მორიგი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც გააკეთა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.3, Sofascore 8.0.

დავითაშვილის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 15 გოლი და 5 საგოლე პასია.

„სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატი 60 ქულით დაასრულა და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა. მესამე პოზიციაზე 59 ქულით "ლე მანია", რომელიც სტუმრად "ბასტიას" 2:0 ამარცხებდა, მაგრამ თამაში კომპენსირებულ დროში სტადიონზე არეულობის გამო შეწყდა.

დიდი ალბათობით, "სენტ-ეტიენს" ლიგა 1-ში გადასასვლელად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“

სენტ-ეტიენი - ამიენი 5:0

გოლები: 1:0 დუფუსი (7), 2:0 დუფუსი (40), 3:0 დავითაშვილი (69), 4:0 სტასინი (82), 5:0 მუეფეკი (85)

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა
"მამარდაშვილი მშვიდი და დამაჯერებელი იყო, თუმცა" - ინგლისური მედია მაინც ალისონს მისტირის
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" და მთელი მსოფლიოს ყველა ოქროს მედალს იმსახურებს
შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა
თანაბარი ტაიმის შემდეგ თსუ-მ ორბი დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა
შევალიე ალისონის შემცვლელად - სატრანსფერო ექსპერტი ინფორმაციას ავრცელებს
კვერნაძე "ფროზინონესთან" ერთად სერია A-ში დაბრუნდა
კვარაცხელიამ რუსები აღაფრთოვანა: ხვიჩას თამაშის ყურება ნამდვილი კაიფია - სამწუხარო იქნება, თუ წელს "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
სასიამოვნო სიურპრიზი - ცნობილი გახდა, როდის დაბრუნდება მამარდაშვილი
კიტეიშვილი ზედიზედ მესამედ აღიარეს ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად
MyHome-მა მომხმარებლებისთვის ფასების სტატისტიკის ახალი გვერდი დაამატა
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა თორნიკე კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა
ეს უმაღლესი კლასია - "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" ხვიჩასგან!..
"მილანმა" ნკუნკუ ტრანსფერზე დააყენა
მათი მოსაწონი არავინაა - ცნობილია რა მეტსახელი შეარქვეს "რეალის" ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელს
U22 | ვსა-მ ვინგსს გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალში რუსთავს შეუწყვილდა
პალმერს "ჩელსის" დატოვება და კარიერის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელება სურს
"კვარაზე" უარის მიღების შემდეგ, "არსენალმა" თვალი პსჟ-ს სხვა შემტევს დაადგა
შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და "ტენერიფეს" მარცხი "რიტასთან" ნახევარფინალში
ქვიზი: გამოიცანი, ვინ გამოიმუშავებს ევროპულ კლუბებში ყველაზე მეტს
ფოდენი რჩება - ინგლისელი "სიტისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენის" ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია კორსიკაში შეწყდა
დავითაშვილი მოხვდა, კვარაცხელია ვერა - საფრანგეთში საუკეთესოებს ირჩევენ
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
ჩემპიონატის შეჩერების გამო "ამიენმა" ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა
დავითაშვილის სრული მატჩი - "სენტ-ეტიენმა" კვლავ გაიმარჯვა
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა - "ბორდომ" გაიმარჯვა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
"ამიენი" - პსჟ: 3:0, 3:4 და 90+1-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გააყაიმეს [VIDEO]
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
მიქაუტაძის გოლი და საგოლე პასი - "მეცმა" მოიგო და მეოთხე ადგილზე გადავიდა [VIDEO]
ზურიკო შეცვლაზე შევიდა - "ბორდომ" "მონპელიესთან" ქულა მოიპოვა