ბადალონაში მიმდინარე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ გიორგი შერმადინის გუნდისთვის მოულოდნელი მარცხით დაიწყო. „ლა ლაგუნა ტენერიფე“ ნახევარფინალში ვილნიუსის „რიტასთან“ დამარცხდა — 69:87. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო, ესპანური კლუბის მეორე ნახევარი ნამდვილ კატასტროფად იქცა.

შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო და პირველი ორი მეოთხედი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა — 17:18 და 17:22. დიდ შესვენებაზე გუნდები 6-ქულიანი სხვაობით გავიდნენ, რაც „ტენერიფეს“ მატჩის შემობრუნების კარგ შანსს უტოვებდა.

თუმცა, მატჩის მეორე ნახევარი შერმადინის გუნდისთვის სრულიად ჩავარდა. „ტენერიფემ“ მესამე და მეოთხე პერიოდებში მხოლოდ 19 და 16 ქულა დააგროვა, მაშინ როცა ლიეტუველებმა 22 და 25 ქულა მიითვალეს. ესპანელებმა ვერაფერი მოუხერხეს „რიტასის“ აგრესიულ შეტევას და დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ფინალის საგზური მეტოქეს დაუთმეს.

გიორგი შერმადინმა მოედანზე 21:40 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა.

„ტენერიფეს“ რიგებში საუკეთესო მარსელინიო უერტასი იყო 21 ქულით, ფრან გუერამ კი აქტივში 13 ქულა ჩაიწერა. გუნდის სხვა ლიდერებმა — პეტი მილსმა (7 ქულა), ხაიმე ფერნანდესმა (5 ქულა) და ჯოან სასტრემ (5 ქულა) — გადამწყვეტ მომენტში ლიეტუველების წინააღმდეგობის გატეხა ვერ შეძლეს.

„ტენერიფეს“ მსგავსად, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა კიდევ ერთმა ესპანურმა გუნდმა — „უნიკახამ“, რომელიც ბერძნულ აეკ-თან 65:78 დამარცხდა.

შესაბამისად, 9 მაისს, ბადალონაში, ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის ნამდვილი ესპანური დერბი გაიმართება. „ტენერიფე“ და „უნიკახა“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თბილისის დროით 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალში კი, 22:00 საათზე, ტიტულისთვის ბრძოლაში აეკ-ი და ვილნიუსის „რიტასი“ შეხვდებიან.

GBF

Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
ჩაკვეტაძე იტალიურ გუნდში გადავიდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა
კარლო და ბრაზილია არ შედგა - დიდების სურვილი მუნდიალზე, ხასიათის სიმტკიცე და მოსალოდნელი კრახი(?!)
ნუთუ, კვლავ მესი? - "ოქროს ბურთის" მფლობელი შესაძლოა, კვლავ ლეგენდარული არგენტინელი გახდეს
ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებს ოლისესთვის მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სურთ
ხორვატიაში ახალი ერა დაიწყება - 9 წლის შემდეგ ზლატკო დალიჩი ნაკრებიდან წავიდა
სადებიუტო მუნდიალზე რეკორდმენს გაუთანაბრდა - ჰოლანს მუნდიალზე ვერ აჩერებენ
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"დიდი უსამართლობა გამოასწორეთ" - ტრამპმა ინფანტინოს ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნისთვის მადლობა გადაუხადა
რა მოხდა რეალურად და ვის გულისხმობს საზონოვი პრობლემაში? - ქართველი "ტორინოს" ხმაურიანი პოსტით დაემშვიდობა
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
იჯარა და შემდეგ გამოსყიდვა - ქოჩორაშვილს საბერძნეთში უხმობენ, მაგრამ ქართველს სხვა გეგმები აქვს
“ეს დასასრულია” - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებიდან წავიდა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი - 10-კაციანმა ინგლისმა მექსიკა დაამარცხა
[VIDEO] ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილიას სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
გულის არითმია - გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე