რთული სიტუაციაა „ლივერპულში“ „ბრენტფორდთან“ პრემიერლიგის ბოლო, ოცდამეთვრამეტე ტურის მატჩის წინ. გუნდმა სეზონი ჩააგდო და 1986 წლის შემდეგ პირველად მისი ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა დიდ ტურნირზე ინგლისის ნაკრების განაცხადში.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ მწვრთნელს არნე სლოტს სამუშაოდან დაითხოვენ, ის მაინც იმედიანადაა განწყობილი. Foot Mercato-ს მტკიცებით, კლუბის სპორტულ დირექტორს რიჩარდ ჰიუზს სურს „წითლები“ ანდონი ირაოლას ჩააბაროს, რომელიც „ბორნმუთს“ დატოვებს. სწორედ ჰიუზმა მიიყვანა ის 2023 წელს „ბორნმუთში“, როდესაც ამ კლუბის ტექნიკური დირექტორი იყო. გამოცემის ცნობით, ირაოლას სამსახურით აგრეთვე „კრისტალ პალასია“ დაინტერესებული და უკვე დაუკავშირდა კიდეც.

სლოტმა პრესკონფერენცია ჩაატარა და თქვა, რომ ალისონი დღეს ივარჯიშებს, რაც კარგი სიახლეა და შეიძლება „ბრენტფორდთან“ ითამაშოს. ისე როგორ იქნებოდა, გიორგი მამარდაშვილი არ გაეკრიტიკებინოთ. This Is Anfield-ი წერს: „თუ ალისონი დაბრუნდება, ქართველის ნაცვლად დაიკავებს კარში ადგილს, რომელმაც ბოლომდე ვერ დაგვარწმუნა, რომ მზადაა მომავალ სეზონში ძირითადი მეკარე გახდეს“.

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდის შესახებ ისაუბრა: „უკეთესები გავხდებით, რადგან გარდამავალი ეტაპი გვქონდა და ამ ფეხბურთელებმა ჩვენთან მეტი დრო გაატარეს. მათ შეუძლიათ მოგვცენ ის, რაც აქამდე არ გვყოფნიდა. ეს ბუნებრივად მიგვიყვანს პროგრესამდე. ერთი ან ორი მოთამაშის დამატება პროცესის დაჩქარებაში დაგვეხმარება. ეს ჩემი პირველი სეზონია, როდესაც არაფრის მოგება არ შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გამარჯვებას არ ნიშნავს. ჩემი თავი თავად გავხსენი, რომ შემიძლია ვითარებას გავუმკლავდე. თავი არც მთლიანობაში და არც ცალკეულ შემთხვევებში არ დამიკარგავს. უმეტესად ისეთივე ვიყავი, როგორიც მაშინ, როცა საქმე კარგად მიგვდიოდა. ახლა ვიცი, შემიძლია გუნდს წინ გავუძღვე მაშინ, როდესაც ყველაფერი იდეალურად არაა.

სალაჰის კომენტარი? ვფიქრობ, „მო“ მართლაც კმაყოფილი იყო იმ სტილით, რომლითაც გასულ სეზონში ჩემპიონები გავხდით. ფეხბურთი შეიცვალა, ვითარდება, მაგრამ ჩვენ ორივეს „ლივერპულისთვის“ კარგი გვინდა. რაც შეეხება ფეხბურთელების მიერ სალაჰის პოსტზე „დალაიქებას“, სოციალური ქსელები მაშინ შეიქმნა, როდესაც ასაკით საკმაოდ დიდი ვიყავი, ბევრმა იცის, რომ ამაში არ ვმონაწილეობ. ბოლომდე არც მესმის, რას ნიშნავს მოწონების ნიშნის დასმა“.

ლივერპული სეზონის ბოლო მატჩს ატარებს და ალისონი თუ ჯანმრთელადაა,სავარაუდოდ გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს.ამას ნამდვილად იმსახურებს.
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"ვინ, თუ არა "კვარა"? - ნასრიმ "ოქროს ბურთზე" საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
პლატინი: "ოქროს ბურთზე" ფსონს კვარაცხელიაზე ჩავდივარ
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU15 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარებობა ისრაელთან გამარჯვებით დაასრულა
"იუვენტუსს" "ნიუკასლის" ფორვარდის დამატება სურს
"როდესაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს, უნდა დაიცვა" - არგენტინის ნაკრების ფსიქოლოგმა "ატლეტიკო" გააკრიტიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
კიტეიშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "შტურმი" "რაპიდთან" დამარცხდა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
[VIDEOS] სულამანიძის ოქრო და თუშიშვილის ბრინჯაო - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
არგენტინის ნაკრების მეკარე "ჩელსიში" გადავიდა
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელების გაცვლაზე მსჯელობენ
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
"ლივერპულის" შემტევი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
This Is Anfield: მამარდაშვილმა შეიძლება პრემიერლიგაში გუნდი გამოიცვალოს
"მოუქნელი ბარკოლას 145 მილიონად შეძენა ბოდვაა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"უზარმაზარი წარმატებების მიღწევის იმედი მაქვს" - ბარკოლა "ლივერპულში" გადავიდა
დუბლიორი თუ კონკურენტი მამარდაშვილისთვის - "ლივერპული" ბელგიელ მეკარეს ყიდულობს
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
შეთანხმება ვერ ხერხედება - სლოტს ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობა მხოლოდ 2 წლით უნდა
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
რატომ გაათავისუფლა "ლივერპულმა" მოულოდნელად სლოტი - ოუენმა მიზეზი განმარტა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
"ჩათვლიან, რომ მამარდაშვილი დუბლიორობით ბედნიერია" - კოლიმორი გიორგის დაუყოვნებლივ იჯარით წასვლას ურჩევს
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ალისონის დაბრუნება (გამომშვიდობებასთან ერთად?), სალაჰის გაცილება და "ლივერპულის" ფრე "ბრენტფორდთან"
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია