საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. მთავარი კითხვა მაინც ისაა, თუ რა უნდა მოგვცეს ამ თამაშებმა ისეთი, რასაც შემოდგომაზე გამოვიყენებთ?!

შარშანდელი გამოცდილება: შერჩეულმა მეტოქეებმა არაფერი მოგვცა ისეთი, რაც ისეთ ნაკრებთან გამოგვადგებოდა, როგორიც თურქეთია. მეტიც, მთავარი მწვრთნელი ერთგვარ შეცდომაში შეიყვანა, რომ 4-მცველიანი ტაქტიკისთვის მზად ვიყავით. ეს ხომ თავად სანიოლმა აღიარა იმით, ახლა ისევ სამ მცველზე რომ გადავიდა, ჩვენ შეფასებას ცოტა ხანი შევეშვად.

რა იქნება რუმინეთთან 2 ივნისს? - პირველ რიგში, ექსპერიმენტულ შეტევას დავეყრდნობით კვარაცხელიას, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გარეშე(ორს საკლუბო მატჩი აქვს ერთი ტრავმირებულია). უახლოესი რეზერვის გამოცდა ისაა, რაც აქ შეიძლება მოხდეს. ბუდუ ზივზივაძეს ნაკრებში დასამტკიცებელი ნამდვილად არ აქვს, აი, ამ სტატუსს კი გიორგი კვერნაძეს მივაკუთვნებდით. "ფროზინონეს" შემტევს რუმინეთთან სასტარტოში ველით და მეტი ნდობის პირობებში საუკეთესო მხარეებს უკეთ წარმოაჩენს, როგორც ეს იტალიაში მოხდა.

ირაკლი ეგოიანი - ამხანაგური მატჩი იმიტომაა, შანსი ასეთ ფეხბურთელს მისცე. "ექსელსიორის" ნახევარმვველს ის უნარები გააჩნია, რაც ჩვენ შუა ხაზს მრავალფეროვანს გახდის, დანარჩენს კი მინდორზე ვნახავთ. მთავარია, ვილი სანიოლი მას რომელ სქემაში, ვისთან ერთად და რა დავალებებით გამოიყენებს.

გურამ კაშია გამოსამშვიდობებელ მატჩს ითამაშებს და ცენტრალური მცველის სამეულის (თუ წყვილის) კუთხითაც სამომავლო კონტურებს ვერ მოვხაზავთ. ისევ მატჩის სტატუსიდან გამომდინარე, ივა გელაშვილისთვის მეტი დროის მიცემას ვივარაუდებდით, მაგრამ მას ორიოდე დღით ადრე ქორწილი აქვს (ბედნიერებას ვუსურვებთ) და უფრო 5 ივნისს, ბაჰრეინთან ველით.

ფრანგი მწვრთნელისგან საბა ხარებაშვილის დატვირთვას ვვარაუდობთ. აშკარაა, ვილი ირაკლი აზაროვს ნაკლებად სწყალობს და სხვადასხვა ალტერნატივის მოძიებას, აქ ამპლუით მარცენაფლანგელს დაეყრდნობა. აი, მარჯვნივ კი გიზი მამაგეიშვილის თამაში ნავარაუდებიცაა და დაანონსებულიც.

მეკარის საკითხი სპეციფიკურია და ვნახოთ, ლუკა გუგეშაშვილი დროს თუ მიიღებს.

მატჩების განრიგი

2 ივნისი, 21:00 | საქართველო - რუმინეთი;

5 ივნისი, 20:00 | საქართველო - ბაჰრეინი

არ დაიღალეთ?
სანამ საქოცეთი არ წავა მანამ იქნება სანიოლიც ან პირობითად სხვა სანიოლი. ასეთე სანიოლებს კარგად ეწყობიან დვალიშვილები, იაშვილები და კობიაშვილები. აღარ გავაგრძელებ რატომ და რისთვის, მგონი ლოგიკის უნარი აქ ბევრს გაქვთ.
მირო
ვილი მოსვლის დღიდან ექსპერიმენტებშია და ისე წავა,სულ ექსპერიმენტებში იქნება.ამდენი წელი კაცმა გუნდის ძირითადი ბირთვი ვერ ჩამოაყალიბა და ყოველ თამაშზე ახალ ახალ ექსპერიმენტებს გვთავაზობს,ძირითადად გაუგებარს და უცნაურს.მადლობა ევროპაზე გასვლისთვის და დროა სხვაგან გააგრძელოს ეს ექსპერიმენტები,სანამ გვიან არაა და არ ჩაგვიგდია ევროპაზე გასვლა.
Levani-ს
კიდევ რამდენი შესარჩევი უნდა ჩააგდოს სანიოლმა რომ მოითხოვო მისი გაშვება?
Levani
ობიექტურობა არ დაკარგოთ- წინ მშვენივრად და ადეკვატურად ხდება რესურსების გამოყენება. ხო არ გაგახსენოთ წინა წლებში როგორ იყო შემადგენლობა 4 მცველი მათწინ კვეკვე,კანკავა აბურჯანია,გვილია და ერთი თავდამსხმელი. გული გვერეოდა შემადგენლობა რომ ცხადდებოდა და ოცნებად გვქონდა ისეთი მწვრთნელი რომელიც ხვიჩას კიტეს ჩაკვეტაძეს წიტაიშვილს და ზურიკოსნაირ ფეხბურთელებს ერთად ათამაშებდა. ევროს მერე ვვარაუდობდით რომ კაშია კვირკველია და გველესიანი 2-3 წელს კიდევ ითამაშებდნენ და ამასობაში ვინმე გამოჩნდებოდა დაცვაში. არადა კაშიას უკვე ვადა გაუვიდა, კვირკველიას ტორპედოში უნდა ეთამაშა მაგრამ შორი მანემ და შიმიჩმა კონკურენცია მოუგეს, გველესიანი არ იგუგლება და დარჩა ნაკრები მცველების გარეშე. საბა საზონოვი უნდა ყოფილიყო ნომერი 1 რეზერვი და რაც ხდება მის თავს კარგად იცით. გოგლიჩიძე და ლოჩო კი გვყავს და კი ხედავთ როგორ თამაშობენ. ბულგარეთთან სახლში 3-0 თამაშშიც კი დაუშვეს უპატიებელი შეცდომა პირველ ტაიმში თავით რომ დაარტყმევინეს, არაფერს ვამბობ თურქეთზე. ახლა გეკითხებით თქვენ - მართლა ვილი ხო არ დაბადავს ამ მცველებს? არ უნდა ამ კაცს მართლა ეს ავტობუსის თამაში- მაგარი თაობა რო გვყავს წინ უნდა ათამაშოს და აკრიტიკებთ. იგივე უკრაინასთან და ალბანეთთან სახლში მართლა ორივეს გადავუარეთ თამაშით და ფეხბურთელებმა მიზანი ვერ გაისწორეს- აქეთ კიდე კონტრშეტევა არ გაგვპარვია- ორივემ საშუალო მანძილიდან იღბლიანად დატგვირტყა და გაგვიტანა. ასე რომ მე ვერ დავინახე დიდად ვილის ბრალი წაგებულ თამაშებში- პრობლემა თაობათა ცვლაა დაცვაში და თუ ვინმე ვერ უწყობს ფეხს ჩვენს შემტევებს ეს სწორედ ჩვენი მცველებია. ახლა ვილის გაშვება და სხვა ვიღაცის მოყვანა არ მოიტანს არაფერს სასარგებლოს
საბა
ზოგადად.მარᲗალია.რაც ეხა მᲗავარია დავიᲗაᲨვილმა და კვარაცხელიამ ეს ერᲗი მატᲩი გამოტოვონ და დაისვენონ რაც მᲗავარია ბაჰრეინᲗან იქნებიან ხოდა ᲗავისᲗავად რაც მᲗავარია Ძლიერი დაცვა გვყავდეს კაი ტაქტიკები იყოს Თან კვარა დაᲦლილი Ჩამომა ერᲗი ᲗამაᲨი დაისვენოს 🇬🇪🇬🇪💖❤
ვაჟას
გუცაევი-ყიფიანი-შენგელია!
ვაჟა მასწავლებელი
ორი ევრო(მსოფლიო) დონის "კაშკაშა ვარსკვლავი" თავდასხმელი ერთდროულად საქართველოს მესხი-მეტრეველის დუეტის შემდეგ არა გვყოლია და ამ ხვთის საჩუქარის გამოუყენებლობა თუ მოხდა - შესაბამისი სახელი უნდა დაერქვას და ქმედებები უნდა მოყვეს აუცილებლად!!!
ზუკა
ფედერაციის თანამშრომლები ამინუსებენ უეჭველი აბა რას არ ეთანხმებით დაწერეთ
ჯარისკაცი
სანიოლი კლავს ამ მშვენიერ თაობას!
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ფეინოორდმა" ვან პერსი გაათავისუფლა
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
ქვიზი: როგორ გახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები?
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
რუმინეთთან ბევრი რამ ვნახეთ - რა გამოიკვეთა და გასარკვევი დარჩა
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ