13 ივნისს თბილისში, „ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე“ (დიღომში), რაგბის მოყვარულთა შორის თაჩ რაგბის ტურნირი გაიმართება.

თაჩ რაგბი მარტივი, უსაფრთხო, სახალისო და ყველასათვის ხელმისაწვდომი თამაშია, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად, კონტაქტის გარეშე თამაშობენ. თამაშისთვის არ არის საჭირო გამოცდილება და მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად (გუნდს ჩვენ შეგირჩევთ).

გუნდები 5/5-ზე ითამაშებენ. თითოეულ გუნდს მარქაფაში უნდა ჰყავდეს არაუმეტეს სამი შემცვლელი. ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ შემადგენლობაში ჰყავდეთ ერთი პროფესიონალი მოთამაშე.

თამაში ორი 5-წუთიანი ტაიმისგან შედგება, შესვენება კი 1 წუთი გაგრძელდება. ბურთიანი მოთამაშე უნდა შეჩერდეს მოწინააღმდეგის მხრიდან ორი ხელით შეხებისთანავე. გუნდს ეძლევა სამი შეტევა და თუ ამ სამ შეტევაში ლელო ვერ გაიტანა, ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგეს. არ შეიძლება ბურთის წინ გადაცემა, ფეხით თამაში, უხეში თამაში, ძალისმიერი კონტაქტი, ხელის კვრა და დაჯახება.

გართობისა და რაგბის თამაშის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე:

ინდივიდუალური: https://form.jotform.com/261411949051454

გუნდური: https://form.jotform.com/261411990539461

წყარო: Rugby.ge

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
მოდი და ცადე - ითამაშე თაჩ რაგბის ფესტივალზე!
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
ციფრული PR-ის გავლენა სპორტსმენის კარიერულ წარმატებაზე
გულიაშვილს ოპერაცია მადრიდში წარმატებით ჩაუტარდა
"ბატრაკოვის პსჟ-ში გადასვლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს" - ღურწკაია წინასწარმეტყველებს
ქალთა ნაკრებმა ივნისის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
უოდლი: "ლივერპულის" მთავარი პრობლემა ცენტრალური მცველებია - ვან დეიკი უნდა წავიდეს
თუ ალისონი დარჩება - მამარდაშვილი “ლივერპულიდან” იჯარით წასასვლელად მზადაა
შმეიხელმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უკან პრემიერ ლიგაში - ვარდი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობი დემჩენკო აზერბაიჯანული გუნდიდან დაითხოვეს
დიბალა "რომაში" დარჩა - არგენტინელი სამშობლოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს
ექპერიმენტული შეტევით - რას მისცემს ივნისი ვილისა და ნაკრებს?
მაურიციო სარი "ატალანტას" მთავარი მწვრთნელი გახდება
"ფიორენტინას" ახალი მწვრთნელი ეყოლება - გროსო ფლორენციაში მიდის
ლეაოს თურქეთში უხმობენ - პორტუგალიელ ფეხბურთელს მსუყე გასამრჯელო ექნება
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცას" ვერ მოუგო - ყველაფერი 29 მაისს გადაწყდება