16-17 მაისს „ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე“ თბილისის 7-კაცა ტურნირი გაიმართება, რომელშიც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

რვა მონაწილიდან შვიდი crocobet დიდი 10-ის წარმომადგენელია. ესენი არიან: ბათუმის ‘ბათუმი’, ქუთაისის ‘არესი’, რუსთავის ‘ხარები’ და თბილისის კლუბები - ‘ლელო’, ‘არმია’, ‘წიქარა’ და ‘ხვამლი’.

მერვე გუნდი, რომელიც თბილისის 7-კაცაზე ითამაშებს, საქართველოს 7-კაცა ნაკრების დებიუტანტი კანდიდატებისგან იქნება დაკომპლექტებული. ეს გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ნოზაძეს მისცემს შესაძლებლობას, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატამდე, დებიუტანტების უნარები და შესაძლებლობები უშუალოდ საქმეში იხილოს.

კაცთა გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფში დებიუტანტების ნაკრები, ‘წიქარა’, ‘ლელო’ და ‘ხარები’ ითამაშებენ, ხოლო ბ ჯგუფში ‘ბათუმი’, ‘არმია’, ‘არესი’ და ‘ხვამლი’ მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 16 მაისს 10 საათზე დაიწყება და ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გავა, მესამე-მეოთხეადგილოსნები კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. ნახევარფინალური შეხვედრები 17 მაისს 10 საათზე დაიწყება, ფინალი კი 14:30 საათზეა ჩანიშნული.

პარალელურად, გაიმართება 7-ქალას ოთხთა ტურნირი, რომელშიც ‘პრინცესები’, ‘ლოკომოტივი’, ‘აია’ და ნაკრების ბაზაზე შექმნილი გუნდები ითამაშებენ. 16 მარტს ისინი ჯგუფურ ეტაპს სამ წრედ ითამაშებენ, 17 მაისს კი ნახევარფინალებსა და ფინალებს გამართავენ.

ამავდროულად, თბილისში იმართება მსოფლიო რაგბის კურსი ტურნირის მენეჯერებისთვის, რომელსაც მსოფლიო რაგბის 7-კაცა ტურნირების ხელმძღვანელი დუგლას ლენგლი უძღვება. მასში საქართველოს რაგბის კავშირიდან ხუთი მსმენელი მონაწილეობს: გიორგი ანდრიაძე, ნატალი კურტანიძე, სანდრო ნიჟარაძე, ნიკა ჩიტალაძე და ლევან ხუხუნაიშვილი.

ორი დღის განმავლობაში მათ თეორიული სწავლება უტარდებოდათ, თბილისის 7-კაცაზე კი მათი მსოფლიო რაგბის კრიტერიუმებით შეფასება მოხდება და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები.

Rugby.ge

ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
ოფიციალურად: ბერნარდო სილვა "რეალის" ფეხბურთელია
ნებისმიერ შემთხვევაში წავა - მუნდიალის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება
უკვე მესამე მცველი დაიმატეს - "ტოტენჰემი" საგრძნობლად ძლიერდება
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 სპაერი. პირველად ამ სეზონში...
პსჟ-ს ნახევარმცველმა "ბაიერნის" და "ჩელსის" შეთავაზებები უარყო
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
"რეალმა" რიუდიგერს კონტრაქტი გაუგრძელა
დიდი ბრძოლა ტონალისთვის - იტალიელის ხელში ჩაგდებას ერთდროულად სამი ინგლისური გუნდი ცდილობს
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
მესამე მუნდიალი სამწვრთნელო კარიერაში - ტუნისის თავკაცი რენარი გახდა
"ეს აღარასდროს მოხდება!" - UFC-ის პრეზიდენტმა Freedom 250-ის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა
ისტორია სრულდება - გილერმო ოჩოა ფეხბურთიდან მიდის
ტრანსფერის ალბათობა მაღალია - მომდევნო სეზონიდან მიქაუტაძემ შესაძლოა, უკრაინის ნაკრების ფორვარდთან ერთად შეუტიოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] 4-გოლიანი თრილერი - ირანმა და ახალმა ზელანდიამ ქულები გაიყვეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
თოფურია რევანშის მოლოდინშია - ილიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა