საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს გახსნის და ბაჰრეინამდე "მიხეილ მესხზე" რუმინეთის ნაკრებთან ითამაშებს - დღეს, 21:00 საათზე, სადაც კაპიტან გურამ კაშიას გავაცილებთ.

ვილი სანიოლის გუნდმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია ლიეტუვაში (2:0) შეწყვიტა და სექტემბრისთვის კარგ ხასიათზე მოსვლას ეცდება. შემადგენლობას უფრო ექსპერიმენტულს ველით, რაც "ერთა ლიგისთვის" ახალ ტაქტიკასთან შეთავსებას ხელს არ შეუწყობს. არადა, ფრანგი მწვრთნელი ამ ამბავზე ისევ ვერ ჩამოყალიბებულა.

ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი იყო, იმის შემდეგ კი წარმატების მიღწევა ჭირს.

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე კი ტრავმირებული არიან. საინტერესოა, შეტევაში როგორ გადანაწილებას ვიხილავთ.

როცა რუმინეთს ბოლოს, ასევე ამხანაგურად ვეთამაშეთ, გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში სადებიუტო გოლი, ოთარ კიტეიშვილის პასით გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა (2:1) გაიმარჯვა და ერთგვარად ჩამოირეცხა ამავე სტატუსის მატჩში დიდი ანგარიშით (1:5) მარცხი, როცა ჩვენთან სამწვრთნელო მოღვაწეობას ვლადიმირ ვაისი იწყებდა. რუმინელებთან წარსულში თითქმის ყოველთვის გვიჭირდა.

რუმინეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში თურქებს ვერ აჯობა და ტურნირის გარეშე დარჩა. თბილისში ახალი ერა იწყება, რადგან ლეგენდარული გეორგე ჰაჯი ნაკრებში მეორედ დაბრუნდა. სამწუხაროდ, წინა მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა. მათ სტუმრად ძალიან უჭირთ, 5 მატჩია არ მოუგიათ და ბოლოს მხოლოდ სან მარინოს აჯობეს. გამოვარჩევთ "ტოტენჰემის" მცველ დრაგუსინს.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, კაშია, დვალი - გ. მამაგეიშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ლობჟანიძე, ზივზივაძე, ჩაკვეტაძე.

ნუგზარი
ლომინაძე კარგი ბიჭია მაგრამ დიდი ხანია არ უთამაშია. პორტუგალიაში ვერ ხვდება შემადგენლობაში. მამაგეიშვილი დამკვიდრდა კიტეს გუნდში და კარგად თამაშობს. ლილიპუტი როგორაა 180 -ია სიმაღლე. ისედაც მექვაბიშვილი, ლომინაძე და მამაგეიშვილი სხვადასხვა პოზიციებია საერთოდ.
უაზრობას წერთ
არასად არავინ არცწავა და არც არავინ გაუშვევს. ეს ჯიუტი თვითნება კასტაა, რომელსაც სულ კიდია ყველაფერი. მთავარია მათ თავისი კაცი ყავდეთ. სანიოლი უკვე მაგათ კაცია და რატომ შეიწუხებენ თავს? პროპაგანდა სანამ იმუშავებს “ევროპაზე გაგვიყანა” “აბა ომი გინდათ”? მანან არაფერი შეიცვლება. თვითონ არიან შესაცვლელები მარა უკვდაობაც(დიქტატურა) წესდება საქართველოში
Lelo
სანიოლი ისევ ᲨემოგვᲗავაზებს Თავისეულ ტაქტიკას ნელი ტემპი, 2-3 პასის ვერ გადაბმა, არანაირი კომბინაციები,ᲗამაᲨის მსვლელობის დროს ვერანაირი გადაწყვეტილება, ვერც ანალიზი, მოკლედ მწვრᲗნელია პრობლემა, ამ ᲨემადგენლობიᲗაც ᲨეუᲫლია ამ გუნდს მოსაწყენი ფეხბურᲗი არ იᲗამაᲨოს, მაგრამ ამას მწვრᲗნელი Ჭირდება. აგერ არის მაგალითი ქეცბაიამ დინამო როგორ აᲗამაᲨა გუნდი გუნდი მანამდე უსახურად გამოიყურებოდა, მეორე კარგი მაგალითი ᲭიაბრიᲨვილის ბაᲗუმი ᲗიᲗქმის დუბლებიᲗ ᲗამაᲨობს მაგრამ, კარგ ფეხბურთს აᲗამაᲨებს, განსაკუთრებით საᲨინაო ᲗამაᲨებს ბაᲗუმი Თანამედროვე ფეხბურთს ᲗამაᲨობს, ასეა მწვრთნელი დᲦეს ნახევარი გუნდია მᲗლიანი Თუ არა. სანიოლი კი ნაკრების ფეხბურᲗელების დონეს ᲩამორᲩა, მაგრამ არის ერთ ახლა მის გაᲨვებას აზრი არააქ, იმიტომ რომ ახალ მწვრთნელს დრო არ ექნება, ეს არის პრობლემა. მსოფლიოს ᲨესარᲩევისᲗვის კი ახალი მწვრთნელია საᲭირო ქარᲗველი Თუ იქნება მᲗლად უკეᲗესი ნაკრებისᲗვის. სანიოლმა კი მოახერხა და 2 ციკლი Ჩააგდო უკვე, რაც მანამდე ᲨეᲫლო დიდი მადლობა, დიდი მადლობა,უმადური აქ არავინაა უბრალოდ დგება მომენტი რო უნდა წახვიდე, ეს დრო გაეპარა სანიოლის, სამომავლოდ სხვა სისხლია ნაკრებისᲗვის საᲭირო.
nika
ახლა გინდ წავიდეს გინდა წამოვიდეს - ეგ უნდა გაეშვათ ევროპის მერე, რომ მსოფლიოზე გასვლის შანსი გვქონოდა. ამ თაობას მსოფლიო დააკარგვინა, შეიძლება ოქროს ბურთიც კი და მეტი რაღა გაფუჭდება
კონტეს მამა
კარგია თუ რუმინეთი გადაგვივლის. ადგება და ეხლა მაინც წავა სანიოლი ნაკრებიდან. ახალი მწვრთნელს კიდევ ექნება დრო შესარჩევამდე.
გურამ გარეჯ-აბასთუმნელი
ზურიკომაც დაიკიდა? კარგია. არავინ უნდა ჩამოვიდეს, რომ ვერ შეკრიბავს 11 კაცს, მერე თვითონ ხო არ გავა მინდორზე? აბა, ისე ვერ ხვდება რომ კაი ხნის წასული უნდა იყოს მწვრთნელის პოსტიდან.
მირო
რუმინეთი ჩვენზე ძლიერია.პატრიოტობა კარგია,მაგრამ რეალობა სხვაა.სანიოლი რაც მოვიდა მუდმივ ექსპერიმენტებშია.ჯერ თამაში არ ყოფილა რომ ექსპერიმენტი არ ჩაეტარებინოს.ეტყობა მის გაშვებას არ აპირებენ ჯიუტად და ჯიუტად დაგვტოვებენ ევროპის ჩემპიონატის გარეშე.სანიოლის დატოვების შემთხვევაში ეს გარანტირებულია.ხვალაც წაგება გარანტირებულია.
ბორია წიფურია
მამაგეიშვილს და მექვაბიშვილს ნაკრებში თუ დააყენებთ საერთოდ აღარ ვუყურებ ნაკრების თამაშებს, ვაცხადებ შიმშილობას:) ომინაძე ათამაშეთ ჯუჯების მოყვარულებო, თანი და ძალა რომ გჭირდებათ და შუა ხაზში
rona
ამ შემადგენლობით გადაგვივლის რუმინეთი.დ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
7-ქალა | მაკარსკაში რუმინეთთან, მოლდოვასა და მონტენეგროსთან
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
თანამედროვე საკალათბურთო ტაბლო და ახალი შესაძლებლობები ახმეტელი მოზარდებისთვის
სიომინი: შემდეგ "ოქროს ბურთი" ხვიჩას - მაშინ ამას ვერც ვიფიქრებდი
ქალთა ნაკრები ივნისის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
დიდი გაურკვევლობა "ლივერპულში" - სალაჰმა წასვლა გადაიფიქრა და რას ფიქრობს ირაოლა?
დიდი აღიარება - უეფამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა!
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
ლიზარაზუ: ხვიჩა გადამწყვეტი იყო - "არსენალი" აკვიატებული იდეით მოქმედებდა
"ვარ თუ არა ლეგენდა?" - ლუის ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
უარი ვარსკვლავებზე - მოურინიოს თხოვნა პერესს
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სრული დომინაციით! - მერაბ დვალიშვილმა ედგარი უშანსოდ დაამარცხა
"მეც მინდა ჩემი გუნდი პსჟ-სავით თამაშობდეს" - მიკელ არტეტა
"ახალი გამოწვევის დროა" - ლეაომ "მილანის" დატოვების სურვილი გამოთქვა
"ის მსოფლიოში საუკეთესოა" - პსჟ-ს პრეზიდენტი ფინალის შემდეგ
გასაძევებელი იყო თუ არა მოსკერა კვარაცხელიას წაქცევისთვის - ეპიზოდი მსაჯმა შეაფასა
"გამარჯვებისაკენ გასაღები რაში იყო?" - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
ჯერ კვარაცხელიას და დავითაშვილის გარეშე - ეროვნულმა ნაკრებმა შეკრების მეორე ვარჯიში გამართა
აღარ გვინდა, ვილი "გაიჭედოს"! - კითხვები სამართლიანობისთვის
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
Geo Team: მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ლიზარაზუ: ხვიჩა გადამწყვეტი იყო - "არსენალი" აკვიატებული იდეით მოქმედებდა
დიდი აღიარება - უეფამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა!
სიომინი: შემდეგ "ოქროს ბურთი" ხვიჩას - მაშინ ამას ვერც ვიფიქრებდი
"ეს ჩემი ოცნებაა" - ფაბრიციო რომანომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ექპერიმენტული შეტევით - რას მისცემს ივნისი ვილისა და ნაკრებს?
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
კოლოსკოვი: არ ღირს საფონოვისგან გმირის შექმნა - კვარაცხელია არ გინდათ გაიხსენოთ?
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
დაიმსახურა და დაუფასდა - კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება სერიოზულად გაიზარდა
"თუ ის შრომას გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია