საქართველოს 7-ქალა ნაკრები რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში, 5-7 ივნისს ითამაშებს.

გიორგი მაისურაძის შეგირდები ბ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები რუმინეთის, მოლდოვისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან.

ა ჯგუფში იტალია, შვეიცარია, ნორვეგია და ხორვატია, ხოლო გ ჯგუფში უკრაინა, უნგრეთი, ავსტრია და ანდორა ითამაშებენ.

ჩვენმა 7-ქალამ, პირველად ისტორიაში, შარშან რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და წელს მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნებას ისახავს. რაც შეეხება მის მეტოქეებს, შარშან ალაფაზე ორი ეტაპის ჯამში რუმინეთმა მე-5 ადგილი დაიკავა, მოლდოვა მე-8 პოზიციაზე გავიდა, ხოლო მონტენეგრო კონფერენც დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა და ალაფაზე აღზევდა.

საქართველოს 7-ქალა 5 ივნისს ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს: ჩვენი დროით 13:36 საათზე მონტენეგროს, ხოლო 18:06 საათზე მოლდოვას ვეთამაშებით. ჯგუფურ ეტაპს 6 ივნისს რუმინეთთან მატჩით ვასრულებთ, რომელიც 13:36 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გუნდი, თასის 1/4-ფინალში გადის და თამაშები 6 ივნისს შედგება. 7 ივნისს ნახევარფინალები და ფინალებია ჩანიშნული.

რაგბი ევროპის ქალთა ალაფას მეორე ეტაპი 26-28 ივნისს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართება.

აგენოს მოსამზადებელი ტურნირის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 13 მორაგბე, რომლებიც მაკარსკას ეტაპზე ითამაშებენ.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას პირველ ეტაპზე მაკარსკაში (ხორვატია)

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

Rugby.ge

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
ჟოაო კანსელო "ბარსელონაში" დაბრუნდა
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
Netflix-ი შუმახერის 1994 წლის ჩემპიონობაზე დოკუმენტურ ფილმს უშვებს
ჭორები გაქარწყლდა - ვერსტაპენი რედ ბულში 2030 წლამდე დარჩება
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ფორვარდს ნამდვილად ვეძებთ. ამ ადამიანს კი ძალიან ვენდობი" - ფლიკმა "'ბარსას" გეგმებზე ისაუბრა
"შევიძენდი თუ არა იამალს?" - მოურინიოს უცნაური პასუხი
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
პსჟ-სა და "რენის" მატჩი პარიზში არ ჩატარდება
გეგმავს "ბარსელონა" მიქაუტაძის შეძენას? - COPE დეკოს სიას ასახელებს
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
პსჟ შეტევის სათადარიგოთა სკამის სრულად გადახალისებას და "მონაკოს" სკანდალური თავდამსხმელის დამატებას აპირებს
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
7 ფეხბურთელი, რომელმაც "რეალს" "ბარსელონა" არჩია
[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა