ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხედფინალური სერია კატალონიურმა გრანდმა მძლავრი გამარჯვებით გახსნა. „ბარსელონამ“ სტუმრად შანსი არ დაუტოვა „მურსიას“ და მეტოქე 23 ქულის სხვაობით, 91:68 დაამარცხა. სტუმრებმა მატჩზე კონტროლი პირველივე ტაიმში დაამყარეს, რომელიც 16-ქულიანი ჰანდიკაპით დახურეს, დარჩენილ დროში კი უპირატესობის შენარჩუნება და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გაუჭირდათ.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, როჯერ გრიმაუს სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 16:37 წუთში ქართველმა ფორვარდმა 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი მეტოქეები 3-ჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკემ ბურთი ორჯერ დაკარგა.

კატალონიელთა მხრიდან საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი დარიო ბრიზუელას ჰქონდა, რომელმაც გუნდს 18 ქულა შესძინა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ვილ კლაიბერნმა, ხოლო ხუან მარკოსის, იან ვესელისა და იუსუფა ფალის ანგარიშზე 10-10 ქულაა.

სერიის მომდევნო მატჩს „ბარსელონა“ უკვე საკუთარ კედლებში, 4 ივნისს გამართავს. შინ მოგების შემთხვევაში გუნდი ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებს. ამ წყვილში საუკეთესო კი ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში „მადრიდის რეალისა“ და „ლაგუნა ტენერიფეს“ დუეტში გამარჯვებულს შეხვდება.

GBF.GE

შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
შენგელიას 9 ქულა | "ვალენსიამ" "ბარსას" ფინალური სერია გაუთანაბრა
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
ბათუმის "დინამომ" 17 წლის მცველი დაიმატა
7-ქალა | სამი ცვლილებით მეორე ეტაპზე
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
რაისმა თავისი საქმე გააკეთა - მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
[VIDEO] J ჯგუფში ბევრი კითხვის ნიშანია - ალჟირმა იორდანიას დაუქამბექა
[VIDEO] უამინდობით გამოწვეული ორსაათიანი შესვენება, მბაპეს დუბლი და საფრანგეთის ადვილი გამარჯვება ერაყთან
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 სპაერი. კითხვები ითხოვს პასუხებს...
საქართველოს ნაკრებმა იურმალაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-0 რუსთავი. ლიდერის ტვირთი მძიმე აღმოჩნდა
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს
[VIDEO] შენ დაუკა - სალაჰმა ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
შენგელიას 25 ქულა და 30-იანი მარგი ქმედების კოეფიციენტი - "ბარსელონა" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
შენგელიას "ბარსელონამ" ესპანეთის ფინალური სერია ვალენსიაში გამარჯვებით დაიწყო
შენგელიას 9 ქულა | "ვალენსიამ" "ბარსას" ფინალური სერია გაუთანაბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა