საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში გადამწყვეტი მატჩების დროა. გუშინ 18-წლამდელთა გათამაშებაში ფინალური წყვილი შეიკრა. დაძაბულ შეხვედრაში, რომელიც „ვინგსის“ „ჰიუნდაიზე“ აკადემიური გამარჯვებით დასრულდა, მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა. რატომ აკადემიური გამარჯვება? „ვინგსმა“ ითამაშა ლამაზი, გააზრებული, კლასიკური კალათბურთი, რომლის ლოგიკური დაგვირგვინებაც დამსახურებული გამარჯვება იყო.

„ჰიუნდაიმ“, რომელმაც ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო, მეორეში კი საფინალო წამზე ნასროლი ორქულიანი რომ ჩაეგდო, სერიას ასრულებდა, შეხვედრა ამჯერადაც კარგად დაიწყო. პირველი პერიოდი ქულა-ქულაში წარიმართა და „ვინგსის“ 2-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე პერიოდი ფრედ დამთავრდა და დიდ შესვენებაზე სხვაობა ისევ 2 ქულა იყო. აი, მესამე პერიოდიდან კი „ვინგსი“ სულ სხვანაირად ათამაშდა. როგორც დაცვაში, ისე შეტევაში — გუნდის მოთამაშეები შეცდომებს ფაქტობრივად არ უშვებდნენ, რაც ანგარიშზეც უმალ აისახა.

მესამე მეოთხედში ჩაყრილმა საფუძველმა შედეგი მომდევნო პერიოდში გამოიღო, რომელშიც „ვინგსი“ უკვე შეუჩერებელი გახდა. დიდებული მატჩი ჰქონდა გაბრიელ ბალანჩივაძეს, რომელმაც გუნდს 23 ქულით, 13 მოხსნით, 6 პასით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით ულიდერა. მასთან ერთად გამორჩეულად გაისარჯნენ სანდრო რობაქიძე და გიორგი გოგოლაშვილი. პირველმა 19 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორემ — 14 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი.

„ჰიუნდაის“ მოთამაშეები კი ცდილობდნენ, მაგრამ მეტოქის გამართულ თამაშს ეფექტური იარაღი ვერ დაუპირისპირეს. შეხვედრა საბოლოოდ 83:67 დასრულდა და „ვინგსი“ ფინალში 1 ივნისს გასულ ვსა-ს (ვიქტორ სანიკიძის აკადემია) შეუწყვილდა.

სხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში (A ლიგები) ამჟამად ასეთი ვითარებაა: 14-წლამდელებში ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია — ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემია და „თბილისი ბასკეტი“ შეხვდებიან, ხოლო მესამე ადგილს „რუსთავი“ და „მენსანა“ გაითამაშებენ. 16-წლამდელთა ჩემპიონატში კი ნახევარფინალური ეტაპია. „ვინგსისა“ და „რუსთავის“ სერიაში ანგარიში 1:1-ია და გადამწყვეტ მატჩს ქვემო ქართლი მასპინძლობს, მეორე წყვილში კი ზაზა ფაჩულიას აკადემია „აკადემიას“ 1:0-ს უგებს.

GBF

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
"ბოდო გლიმტის" კაპიტნით ხუთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა
Junior NBA-ს საიუბილეო, მე-10 სეზონის გამარჯვებული რუსთავის „გოლდენ სტეიტი“ გახდა
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში ქულით დამარცხდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
ზედიზედ მეორედ - კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონია!
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მაჭარაშვილმა RAF-ში მეორე გამარჯვება მოიპოვა
"სენტ-ეტიენი" დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს - Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] დებიუტიც ასეთი უნდა - გენო პეტრიაშვილმა მეტოქე 10:0 დაამარცხა!
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ჩაკვეტაძეს ნაკრებში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო