ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე - 6 ფეხბურთელი შეცვალა. მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველი მომენტი მხოლოდ 37-ე წუთზე შექმნეს, როდესაც კიტეიშვილის თავური ოდნავ ასცდა კარს. აღსანიშნავია, რომ დაბალ ტემპში უტევდნენ და თანაც პირველ ნომრად თამაში უჭირთ.

შესვენებაზე სანიოლმა ხარებაშვილი და ქვილითაია აზაროვით და ზივზივაძით შეცვალა, ჩვენი გუნდი აქტიურად გადავიდა იერიშებზე და ლოჩოშვილმა კიტეიშვილის ჩაწოდებულ ბურთს ელ ღარაბლის კარში მიუჩინა ადგილი. მერე კვარაცხელიამ ბურთი ხარიხას გაარტყა. შეცვლაზე შესული კვერნაძე 74-ე წუთზე საჯარიმოში მცველმა წააქცია და კვარაცხელიამ პენალტით ანგარიში გაზარდა. ცოტა ხანში კვერნაძემ, რომელიც ჩინებულად ჩაერთო თამაშში, მცირედით ააცილა ბურთი კარს და საბოლოოდ - 2:0.

გამარჯვება კარგია, თუმცა მთავარია სანიოლმა დაინახა, ვის როგორი შესაძლებლობები აქვს და ვის შეიძლება დაეყრდნოს მომავალ მნიშვნელოვან შეხვედრებში.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ბაჰრეინი 2:0

გოლები: 1:0 ლოჩოშვილი (52), 2:0 კვარაცხელია (77, პენ)

საქართველო: გუგეშაშვილი (კერესელიძე 81), ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, ბერიაშვილი (გელაშვილი 80), ხარებაშვილი (აზაროვი 46), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 71), კიტეიშვილი (კვერნაძე 71), ლობჟანიძე (მამაგეიშვილი 80), ეგოიანი (გაგნიძე 71), კვარაცხელია, ქვილითაია (ზივზივაძე 46)

• გიორგი

კვერნაძის კარგი ჩართვა გამიხარდა ერთადერთი. ეგოიანი ისე თმაშობდა თითქოს უკვე ძირითადის შემადგენლობის სტაჟიანი წევრი ყოფილიყო. უკვე დაღვინება ეტყობა. მამაგეიშვილსაც ვაკვირდებოდი.კარგია პრინციპში მაგრამ სწორედ დაღვინებულობა აკლია. ფაცი-ფუცობს ზოგჯერ თამაშის ნაცვლად. მამარდაშვილს რაც დაემართა ძალიან სამწუხაროა. მაინც და მაინც ლივერპულის მეკარეობა კი არ უნდა უნდოდეს, არამედ განვითარება სანამ ჯერ ახალგაზრდაა. სანიოლის უშრეტი ოპტიმიზმი გადმოგდებოდეთ, არ მოიწყენთ ცხოვრებაში.))

• საჩინო

მომთმენის დედა იცინისო. კი ბატონო მაგრამ მოთმინებასაც ხომ აქვს ზღვარი .35 წელი არ კმარა? ცხოვრება ისე მოკლეა მუდმივად მოთმენაც არ შეიძლება.მწვრთნელი ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს ვერც ტექნიკური და ვერც ფიზიკური დონის ამაღლებაში ვერ დაეხმარება,მაგრამ სწორი ტაქტიკური გეგმა კი უნდა შეურჩიოს და პატარ-პატარა ნიუანსების ათვისებაში კი უნდა დაეხმაროს.მაგალითად აუტის მოწოდებისას ,რად უნდა ზოზინი,ბურთი თამაშში უნდა შეიყვანო უსწრაფესად და ეს უნდა გააკეთოს ,იმ მომენტში ბურთთან ყველაზე ახლოს მყოფმა ფეხბურთელმა.აქ დროის გამოყენებასთან გვაქვს საქმე,უნდა მოასწრო მოწოდება სანამ მეტოქეები ყველას აიყვანენ.ძნელია? სულ მარტივია და ეფექტი კი ხელშესახები იქნება.ანდა კიდევ რა გახდა ამ კუთხურების მოწოდება? კარისკენ დახვეული ბურთი მეტოქის მეკარის და ცენტრალური მცველებისაა,თუ მკვდრები არ არიან. და შენ აწოდებ ისე რომელიც ხელსაყრელი უფრო მეტოქისთვისაა,ვიდრე შენი პარტიორებისთვის? რა მოხდება ბურთი კარისკენ ,რომ არ დაახვიო და პირიქით "ატხადიაში" ჩააწოდო და მეორე სართულზე კარგად მოთამაშე შენი ცენტრალური მცველების მზადყოფნით, პენალტის ნიშნულის მიდამოებიდან იქნას შეტევა განხორციელებული? ან კიდევ,___როცა ბურთი გაქვს გასატანი ,წინ თავისუფალი სივრცეა ,შენ ამ დროს უკან პასს რატომ აკეთებ? ეს შეცდომა აღარაა,ეს დანაშაულია.ნაკრების მწვრთნელს,ასეთი მარტივი დეტალების დახვეწა დამუშავება არ უნდა შეეძლოს?

არც სხვებს დაუნთიათ ცეცხლი,მექვაბიშვილს კი,საერთოდაც, გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და მილოცვის მაგიერია?!

• ბუ ჰე, ბუ ჰე ჰეეე

კლოპი უმუშევარია, გვარდიოლაც უმუშევარი დარჩა... ამ სანიოლის გადამკიდე მართლაც უნიკალურ შანსს ვუშვებთ ხელიდან რომ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები გავხდეთ.

ახლა ამბობ,ქეცბაიას უსამართლოდ მოვექეცითო და მაშინ ხომ კარგად გახსოვს,რამდენი დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მიაყენეს თემურს?თემური მაშინ იმას აკეთებდა,რაც მაშინდელ ნაკრებს შეეძლო და იმაზე ცოტა მეტსაც.ერთ ტაიმზე მეტს გუნდი ვერ თამაშობდა,შეტევაში მხოლოს ოქრიაშვილის იმედზე ვიყავით,სხვები კი,მცველების ზურგს უკან იმალებოდნენ,ემანდ ბურთი ჩემთან არ მოვიდეს და გოლი რომ ვერ გავიტანო,სტადიონი გინებას დამიწყებსო.ჯერ ისედაც რა შეეძლოთ და მაყურებელმა და მედიამ ისე დააბულინგეს,მოედანზე გასვლა არ უნდოდათ.მაშინ იმ ერთწლიანმა წაუგებელმა სერიამ გამოიწვია გულშემატკივრებში ამბიციების ზრდა.ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებულმა გამოსვლამ.ამბიციები იცოცხლე,ინგლისმა,ან გერმანიამ როგორ უნდა მოგვიგოსო,ნაკრების ორი მწვრთნელი მოინელეს!რეიტინგში სადღაც 70 ადგილზე ვართ და რაც უფრო მაღლა იწევ ამ რეიტინგში,მით უფრო ძნელია,შემდგომი დაწინაურება.წინსვლას უზარმაზარი მოთმინება,თანადგომა და შრომა სჭირდება,ბაზები სჭირდება,კვალიფიციური მწვრთნელები.დღეს ეს საფუძველი იქმნება და ის შედეგებს,აუცილებლად მოიტანს.მოიტანს,მაგრამ რაღაცა დროის,რამდენიმე წლის შემდეგ.ფეხბურთელის გაზრდას ხომ რამდენიმე წელი სჭირდება.საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის,არც ფული აქვს ბევრი,სამწუხაროდ აღარც ბავშვები გვებადებიან ბევრი და არც მათი გამზრდელი კვალიფიციური.ეს ფედერაცია დღეს მაგ საფუძვლების შექმნით არის დაკავებული და ვინც მაგ ყველაფერს ანგრევდა,იმათ მორალური უფლება არ აქვთ,საერთოდ ხმა ამოიღონ.სამწუხაროდ,მათ მორალიც არ აქვთ და თავის დანგრეულის ამათზე გადმობრალებას ცდილობენ.სადაც არაფერი კეთდება,შეცდომასაც არ უშვებენ,მაგრამ სადაც კეთდება,იქ შეცდომებიც არის და ანგელოზები არ ვართ,ხელის გატკბილიანების მსურველი ყოველთვის საკმარისზე გაცილებით მეტი გვყავს.მთავარი მაინც ის არის,რომ კეთდება,საფუძველი ძლიერდება და თანდათან შედეგებიც წამოვა.ვიცი,დამეტაკებიან,მაგრამ სულ მკიდია!ვიცი რა ამოძრავებთ და იმიტომ.ბევრი კი,მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები და რაღაცის გააზრების სურვილიც არ აქვთ.

• ბადრი

უპერსპექტივო ფეხბურთელები უნდა ჩავანაცვლოთ ახალგაზრდებით.ენრიკესაგან აიღეთ მაგალითი.

• Bs

პოლიტიკაზე ხმა არ ამოიღო და სპორტზე ძირითადად ლაიქები გარანტირებული გექნება

მგონი გავიწყდება,რა უფსკრულიდან დავიწყეთ ამოძვრომა.დღეს ორმოში ვართ,მაგრამ ორმოდან უკვე ცის სინათლეც ჩანს.ერთა ლიგაზე დ ჯგუფიდან მოვდივართ და ამ ბიჭებმა,ბ ჯგუფამდე ამოაღწიეს.ისე ლანძღავ,თითქოს ამათ გარდა,ორი ამათზე ძლიერი შემადგენლობა გეგულებოდეს.ეგეც არ იყოს,სეზონის ბოლოა,ზოგიერთს უკვე ერთი თვეა არ უთამაშია და რა თქმა უნდა თამაშზეც შეეტყოთ.4-5 წლის წინ,ტოპ ლიგაში ფეხბურთელიც არ გყავდა,დღეს ნახევარი გუნდი,იქ თამაშობს,მეორე ნახევარი კი,იქ მოსახვედრად იბრძვის.ხე იზრდება და მოსავლიანობაც მატულობს,მაგრამ თუ არ დააცდი,დღეს არ ისხამსო და მოჭრი,რა გამოვა?ახალ ნერგს დარგავ და იმასაც თუ არ დააცადე,ისევ იგივე მოხდება.ორ წელიწადში,მთელი დაცვა გადახალისდა და სანამ ახალი ფორმაცია არ ჩამოყალიბდება,სულ გვექნება არამდგრადობის პრობლემა.რა დონეს მიაღწევენ,ეგ სხვა საკითხია.ბიჭები იზრდებიან,ზოგი სწრაფად იზრდება,ზოგს განვითარება უფერხდება,ზოგი საერთოდაც ვერ ქაჩავს.დროა საჭირო,დასტაბილურებისათვის.გვეჩქარება,მაგრამ აჩქარება თითქმის ყოველთვის შეცდომებსაც ნიშნავს,შეცდომა ქულების დანაკარგებია,ქულების დაკარგვა კი,საბოლო ცუდი შედეგი.ამიტომ მოთმინებით უნდა ვიყოთ.სამწუხაროდ მოთმინება,ჩვენი ყველაზე ძლიერი თვისება არ არის და ამით,ძალიან ბევრსაც ვკარგავთ(არა მხოლოდ ფეხბურთში).სანოლმა ჩვენზე კარგად იცის,რომ უფრო აქტიური შემტევი თამაშისთვის 4 მცველზე გადასვლა სჯობია,მაგრამ არსებული რესურსებით მისი ცდა,კატასტროფით დამთავრდა.არადა ნახევარი საქართველო მაგას უკიჟინებდა,დროა უფრო შემტევ სტილზე გადავიდეთო.როცა მაგისი რესურსი გაგვიჩნდება,არც სანიოლი და არც ვინმე სხვა,ვინც შესაძლოა იმ დროს იყოს ნაკრების მწვრთნელი,უარს არ იტყვის შესაძლებლობაზე,მაგრამ დღეს რაც გვაქვს რესურსი,ეს არის და ამას უნდა დავეყრდნოთ.კრიტიკა რა თქმა უნდა საჭირო კი არა,აუცილებელიც არის,მაგრამ კრიტიკა მტრულიც არსებობს და გულშემატკივრულიც.ერთი საქმეს აფუჭებს,თამაშის ხალისს სპობს,მეორე კი ფეხბურთელს აქეზებს,სრული თავდადებით ითამაშოს.სამწუხაროდ ამ საიტზე,უმეტესობა,პირველ სახეობას უფრო მისდევს და ეს,ფეხბურთელების შებოჭილობას რომ იწვევს,მათ თამაშზეც აშკარად ეტყობათ ხოლმე.

• Gurulo

:)))ეს ამხანაგურები რომ დაიგეგმა,იყო ერთი ვაი ვუი,რა ჩვენი საკადრისია რუმინეთი და ბახრეინიო(ბრაზილიამ პანამასთან, და ესპანეთმა ერაყთან ითამაშა და იქ აუტეხიათ ამხელა ამბავი) ახლა თურმე არაფრად არ ვვარგივართ ერთი ორის გარდა(კიდევ კარგი არაბიძეს არ ნატრულობთ,ერთხანს არაბიძის გარაშე დავიღუპებითო,მერე ბუდუს რატომ არ ათამაშებენ ძირითადშიო)ახლა ბართიშვილი,ბართიშვილიო...ამევსო თვალები ნაცრით,ამდენი ნაცარქექია ამ პატარა ქვეყნისთვის ნამეტარია...

• გია

ძალიან მაფიქრებს ჩვენი გუნდის დაბალი კლასი. სექტემბრამდე იმედია მდგომარეობა გაუმჯობესდება

• ზურა

თუ სერიოზულად შევაფასებთ ამ ორ თამაშს, რალობა ესაა რომ არსად არაფერი გვესაქმება: მამარდაშვილი - 0 ხარებაშვილი - 0 კიტეიშვილი - 0 ზივზივაძე - 0 ლობჟანიძე - 0 ბერიაშვილი - 0 ქოჩარაშვილი - ცდილობს და ვერ თამაშობს ქვილითაია - ცდილობს და ვერ თამაშობს კვერნაძე - ცდილობს და ვერ თამაშობს 35 წლიანი ისტორია გრძელდება, როცა ორი სამი კაცით უნდა მოგვეგო სერიოზული თამში და ვერც ვერასოდეს ვიგებდით!

• zura222

თამაში მართალია სვარკა იყო მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ --გამოჩდა ძირითადში ეგოიანი და ეს ძალიან კარგია ჩვენი ნახევარდაცვის სამეულს კარგი შემცვლელები სჭირდება მოდიან მაგარი ახალგაზრდები მაგალითად კვარას ძმა და განსაკუთრებით ბართიშვილი მგონი ეს ბიჭი უმაგრესი ფეხბურთელი დადგება კოჭებში ეტყობა ! ცუდი ისაა რომ ორივე მარცხენაფლანგელია(( მოკლედ ნამდვილი ეპიდემია(კარგი გაგებით) გვაქვს მარცხენაფლანგელების DD ხვიჩა ზურიკო ჩაკვეტაძე კვერნაძე გულიაშვილი წიტაიშვილი ესენი ყველანი მარცხენა ფლანგელები არიან პლიუს ეს ორი ბიჭიც ! და ამ დროს მარჯვენა ფლანგელი ერთი ნორმალური არ გვყავს @ ლობჟანიძის თამაშია უაზრო სირბილი და უაზრო ჩაწოდებები თითქოს ჩაწოდებების გეგმა აქვს შესასრულებელი და ამ გეგმას ასრულებს და არ აინტერესებს ზუსტი იქნება თუ არა @ იქნება გოჩოლეიშვილი წავწიოთ წინ და მარჯვენა შემტევად ვათამაშოთ ? ჩემი აზრით ლობჟანიძეს ბევრად აჯობებს ! კიდევ--ამ ორთამაშში გამოჩდა რომ არც ქვილითაია და არც ზივზივაძე არაფერი ფორვარდები არ არიან @ ქვილითაიამ კი გაიტანა გოლი მაგრამ მეკარეს უნდა ვუთხრათ მადლობა ! მთელი დანარჩენი თამაში არაფერი არ გაუკეთებია დღესაც იგივე იყო ზივზივაძე აბსოლუტური ნული @ ღმერთმა არ ქნას მიქაუტაძეს რამე რო მოუვიდეს ვის იმედად ვრჩებით ? სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს და განოიცადოს ახალი 9 ნომერი იგივე დეისაძეც და სხვებიც უნდა გამოსცადონ ! ორივე თამაშმა კი დატოვა ცუდი შთაბეჭდილება მაგრამ მაინც იმედიანად ვარ დაგვემატებიან მიქაუტაძე ზურიკო წიტაიშვილი გოჩოლეიშვილი ჩაკვეტაძე საზონოვი ! მოკლედ მაგარი თაობა კი გვყავს მაგრამ მწვრთნელი გვინდა მწვრთნელიი !!!

• zura222

არავითარი ! პლიუს ზივზივაძეც არაფრის მაქნისი არაა

• ეჰ

მექვაბიშვილი და ქოჩორა მეორეთი დარბიან. სიჩქარეს ვერ უმატებენ არც სხვებიარიან სწრაფები და სხარტები.ტიპები აჩქარებით უნდათ ფეხბურთი ითამაშონ.

• ეჰ

რასგვანან.და ამ ნაკრებით გინდათ მოუგოთ უკრაინას და უნგრეთ?გმერთმა ქნას.მაგრამ მაგრად მეჭვება.მეჭვება კი არა 4 თამაშ წავაგებთ.უკრაინასთან და ზემოდან უნგრეტან.ესენი უნდა დაეშვან მიწაზე კიდევ ევროპის განცხრომაში არიან.ერთი ფეხბურტელით ვერ მოიგებ.ან რას გავს ჩვენი დამცველები.ნახევარ დაცვაზე საუბარიც აგარ მინდა...სეკტებერში ესენი ქვას გვაზე არ დატოვებენ:)) ვაი თქვენ პატრონს

• პატრიოტი1994

ფედერაციას მივმართავ და ხელისუფლებას , თქვენ ფული ჭამა არ გაკლიათ , მოაშორეთ ეს ჩამოწერილი მწვრთნელი და მოიყვანეთ ვინმე სახელიანი ტრენერი თანხას ნუ ჟმოტავთ

• დავით 67

სხვისი არ ვიცი და ჩემთვის უკვე ნათელია ამ ნაკრების მომავალი. ლობჟანიძეს და ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში? კვარაცხელია თუ ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის ორივე ხელით თანახმა ვარ. ეს უჯიგროები ხვიჩასაც აკნინებენ. ხვიჩა ნუ ჩამოხვალ ნაკრებში! ვისაც იმედი აქვს რომ ეს ნაკრები შესარჩევში რაიმე წარმატებას მიაღწევს ის უბრალოდ სამკურნალოა. ისე რა გინდა მესამეხარისხოვანი ქვეყნის ნაკრებმა მოუგო პირველხარისხოვან ქვეყნის ნაკრებს! სულ ნავთობში აბანავა. ისე ვინც არ იცის. კატარში ბავშვის დაბადების დროს სახელმწიფო ახალშობილს 150ათას დოლარს ურიცხავს ანგარიშზე და მთელი 18 წლის განმავლობაში 24,5% ( წლიური) მოგება ერიცხება. სრულწლოვანობის დროს მთლიანად შეუძლია მოხსნას თანხა. ასევე თუ ახალგაზრდა გადაწყვეტს ევროპის ნებისმიერ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა მას სახელმწიფო დააფინანსებს 100%-ით. ასევეა კუვეიტშიც.

• კობა

ბართიშვილი რომელ დიდებში მოთამაშე ფეხბურთელზე ნაკლებად თამაშობს? ხვიჩაზე არ მაქვს ლაპარაკი. ჯერ პატარაა ანდრია და მაგიტომ. 2-3 კაცს მაინც ატყუებს. არ შეიძლება გამოეძახათ? ცისანა 17 ის იყო, ყენია 17 ის იყო. ხარებაშვილი 17 ისაა. დროა უკვე მოსინჯოთ დიდ ნაკრებში. ნათესავი ან ძმაკაცი არ გეგონოთ.

• gzp

რა აზრი აქვს ასეთ მეტოქეებს. ცოტათი უკეთესი თუ ვერა თანაბარი ნაკრები მაინც უნდა შეარჩიო, რომ რეალური წინააღმდეგობა გაგიწიოს. ისეთები როგორიცაა აღმოსავლეთევროპული ან ჩრდილოევროპილი.

• ჩვენ გადავცურავთ ზღვას

ჩვენ მოვიგებთ ომს.

• არტ

მოაშორეთ ეს პრაქტიკანტი საქართველოს ნაკრებს! თან თავხედიცაა- ამ სვარკაზე, რასაც ორივე თამაშის დროს ვუყურეთ, კმაყოფილი ვარო! გარჩევასაც არ აქვს აზრი, მოძველებული ფეხბურთი, ასეთ ფეხბურთს იგივე ბახრეინი არ თამაშობდა ,უბრალოდ ძალიან უკლასო ფეხბურთელები ყავთ და ამის გამო ვერაფერს გახდნენ, თორემ თამაშის ორგანიზაცია ჩვენზე უფრო თანამედროვე ქონდათ, დამუშავებული კომბინაციებით და უფრო ვერტიკალური ფეხბურთით.თუ რაღაც გამოუვიდა ჩვენს გუნდს მხოლოდ მაღალი ინდივიდუალური დონის ხარჯზე. მოკლედ უმწვრთნელო გუნდი ვართ. ნორმალური პროფესიონალი მწვრთნელის ხელში მსოფლიოზე ვიქნებოდით. ერთა ლიგიდან ამის მშვენიერი შანსი გვქონდა.

• Levani

გაგზავნა დამეჭირა ვწერდი ხარებაშვილმა და ბართიშვილმა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა თქო

• Levani

რა აზრი აქვს ქოჩორას მიერ ყველა 4დან 3 პასის მცველებზე მიცემას? ლოჩო მისცემს გოგლიჩიძეს გოგლიჩიძე ქოჩორას ქოჩორა ლოჩოს და ლოჩო მარცხენა მცველს მერე ისევ იგივე.. რატომ ვამბობ ამას- აი ესპანეთის მცველებს როცა ბურთი აქვთ- პოროს ან კუკურას იგრძნობა საფრთხე, ანუ თუ მეტოქე არ ამოიწია და ხელი არ შეუშალა წინ წამოწევს და 0,5 წამში ან კარში დაარტყავს,ან საგოლე პასს გააკეთებს- ბურთიანი მცველი იმწუთას შემტევ ნახევარმცველად იქცევა- ამიტო ხსნიან ყველას კონსერვივით ბუძუ. ჩვენი მცველები კიდე უბრალოდ გაგორობანას თამაშობენ და მათგან საფრთხე არ იგრძნობა. ერთადერთი ხარებაშვილი მომეწონა- 16 წლის ბიჭის პირობაზე პასს იძლევა და თავისუფალ ზონაში გარბის და შეტევა და გამწვავება არ ეშინია- ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს და დიდ ფეხბურთს ითამაშებს. სხვები ხვიჩას რად უნდა შეფასება. ხვიჩას უნდა გვერდზე -ჩაკვე,კიტე, ზურიკო და ჟორჟი. ეგოიანი და გიზო კარგია ორივე, ოღონდ ძირითადი ჯერ კიდევ ადრეა -შეცვლაზე შეიძლება. კვერნაძე ძალიან კარგი იყო და იმედია კიდევ მოუმატებს. სხვები კიდევ არ არიან სანაკრებო დონის არც ანზორი,არც გაგნიძე,არც ბერიაშვილი,არც ქვილითაია, ბუდუც მხოლოდ სკამზე(მაინც ბუნდესლიგა კაცია) მერე არც აზაროვი და არც საბა ლობჟანიძე. ეს პესიმისტური კომენტარი არ არის,ეს არის შანსი რომელიც უნდა განოიყ

• T.q

მოკლედ ამ ყველაფრიდან რეალობა, ძირს დავეშვათ გული რომ აღარ დაგვწყდეს, ეს ნიშნავს არანაირი ზედმეტი მოლოდინები არანაირი რაიმე ზედმეტი იმედი ასე ჯობს სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ რაღაცეები აღარ იქნება მტკივნეული პიტოქით გაგვიყუჩდება კიდეც სიმართლე სინათლეო ხომ იცით ეს რასაც ნიშნავს არ მაქ მოლოდინი იმის რომ შემდეგ შესარჩევში გუნდი ან გაიზრდება ან შედეგებს დადებს არც შესაეჩევის იმედი მაქ და არც ამ ერთა ლიგის ჯგუფის. ევროლის მერე ევროპასთან ერთად დამთავრდა ყველაფერი, ვიფიქრეთ ევროპით ეპოქა დაიწყო და სანამ დაიწყებოდა იქვე დამთავრდა და სანამ დამთავრდებოდა დამთავრდა სამწუხაროდ იმიტომ გვეტკინა ევროპის მერე რაც გვეტკინა იმიტომ არ მივიდა ხალხი რუმინეთთან იმიტომ არ მივიდა ხალხი კაპიტნის გასაცილებლად იმიტომ ჩატარდა მესხზე რომ არ მივიდოდა დინამოს რაოდენობის ხალხი რატომ? იმიტომ რომ ხალხს ეწყინა უღალატეს გულშემატკივარს ერს ჯიგარს ყველაფერს ოცდახუთიათასიანი სტადიონი არ გაივსო კაპიტნის გასაცილებლად რატო არ გაივსო? პასუხი ყველამ იცის თავის გულში აი ამ სიმართლის გამო იცის რო უჯიგრო გახდა კსევ ყველაფერი

• ეჰაა

ამას ქუჩის ფეხბურთიც არ ქვია რაა…ეგ არის ინდივინდების ფეხბურთი ვისაც გაუმართლებს მომენტში გააკეთებს დრიბლინგს ან ჩააწვდის სახიფათოდ ( ბოლო დარტყმა პრობლემაა) და ეგრე თუ ვინკეს მოხვდა ბურთი შეიძლება შევარდეს კარში …არანაირი ტაქტიკა არანაირი სათამაშო დისციპლინა გაუაზრებელი სტანდარტები ქაოტური შეტევები ოკ ჯანდაბას …მაგრამ ქაოტური დაცვა და შუახაზი პირველად სანიოლთან ვნახე …ოკ ამ ბახრეინს მოვუგეთ ზოგიერთთა კლასის ხარჯზე ( და მოგონილი პენალტით ) ვილიიი ….აი შემდეგ რას შვები …?! არადა მაგარ თაობას ვანიავებთ …ფედერაცია თუ სხვა უკეთეს მწვრთნელს ვერ პოულობთ საზღვარგარეთ მიეცით ნაკრები სვანას …ან დააბრუნეთ ქეცბა ამას ნაღდად აჯობებს თან იმ კაცს უსამორთლოდ მოვექეცით როდესაც ყავდა ასე თუ ისე ფეხბურთელები 10 თამაში არ წაუგია ზედიზედ მთლიანიკალენდარული წელიწადი მერე როდესაც შემორჩა ჭ კლასის ფეხბურთელები და ჩვენ ყველანი მოგებებს ვითხოვდით აიჭრა ის კაცი თითქოს მას სხვაზე ნაკლებად უნდოდა გამარჯვებები …უბრალოდ ქეცბას ფრთხილი ფეხბურთი კი უყვარს სამაგიერიდ სათამაშო დისციპლინა და გამართული დაცვა იქნება და კონტრშეტევებსაც უკეთესად დაალაგებს აბა პოზიციური შეტევები 1981 წლის დინამოს შემდეგ მე არ მინახავს ქართულ ფეხბურთში მაგისთვის სხვა დინის მწვრთნელია საჭირო ..( ან ესპანელი ან გერმანელი ახალი ლეპტოპ თაობიდან) რასაც ქინქი და არველაძეები თამაშობდნენ ის იყო წინ ქაოტური შტურმი და უკან კი უღობო ბოსტანი …მაგიტომაც ჩანდა ეგრე თითქოს კარგად ვითამაშეთ მაგრამ მაინც დავმარცხდით …!!! ჩემი აზრით დღესდღეობით საუკეთესო ვარიანტო მაინც სვანაძეა ასე თუ ისე ამ ბიჭებს იცნობს ყველას … უბრალოდ 6 ოქტომბერს მაინც გაუშვებთ სანიოლს და იმ დარჩენილ ბოლო 2 თამაშს მაინც სვანას ჩაატარებინებთ და ახლა რომ ქნათ ეგ უკეთესია თან დრო 6 თვე გექნებათ რომ ვიღაც მაღალი დონის მწვრთნელი იპოვოთ ( თუ სვანასაც არ წაუვიდა ) …ბიჭებს კი მადლობა უმწვრთნელობის ფონზე არაუშავს შედეგია ამ 2 თამაშში ..!!!

ჩვენს ნაკრებში თავდამსხმელებზე მეტი გოლი ცენტალურ მცველებს აქვთ გატანილი🤣🤣

• კონტეს მამა

ვერც ლობჟანიძე და ვერც აზაროვი ფლანგებიდან ნორმალურად ვერ აწვდიან ბურთს საჯარიმოში.

• დემბელეს დედა თამთა

ანზორი მაინც სულ სხვაა. მერე როგორ მრისხანე გამოხედვა აქვს.

• გიგი

ამ ორ თამაშში ყველაზე კარგად ითამაშეს კვერნაძემ,ეგოიანმა,მამაგეიშვილმა და ლოჩოშვილმა!

• აი ყველაფრის პასუხი

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველი მომენტი მხოლოდ 37-ე წუთზე შექმნეს. )))))))))

კვერნაძე ყოჩაღ!ყველაზე კარგი იყავი მოედანზე!

• უკანპასა ნაკრების გულშემატკივარი

ეს ბერიაშვილი მინდორზე საქმეების გასარჩევად გამოძახეს თუ სათამაშოდ. თანაც ამ ხელებით თამაში რა უბედურებაა? ტატამზე ჭიდაობენ. მაგდენს ოფიციალურ თამაშში ვინ აპატიებს. ქოჩორაც ხშირად ეკამათება მსაჯს. ყველაფერთან ერთად დისციპლინაც მოიკოჭლებს. გუნდი ტემპში ვერ თამაშობს. როგორც კი ჩართეს სისწრაფეები, მაშინვე გაუჭირდა ბაჰრეინს. კვერნაძე მაგარი და მებრძოლია, იტალიაშიც სულ ეგრე ითამაშა მთელი სეზონი. საზონოვია საჭირო ნაკრებში. ბალასტი ისევ დაგვიგროვდა. სანიოლი გასაშვებია. ნებისმიერი საშუალო ევროპული ნაკრები ასეთ ბაჰრეინს მინიმუმ 7-8 გოლს გაუტანდა.

• სოსო

ლობჟანიძის და ქვილითაიას გამოძახებას საერთოდ აზრი აქვს??

• ziz

უპირველეს ყოვლისა გილოცავთ გამარჯვებას! ძალიან გამიკვირდა თავისუფალი ადგილბის დანახვა სტადიონზე, ბოლობოლო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი(ამ წუთისთვის ეს ასეა) თამაშობდა, ათი წლის წინ მესი ან რონალდო ჩამოსულოყო ამდენი თავისუფალი ადგილი იქნებოდა?.. ერთი რამ მინდა ვთქვა: პირველი გოლის მერე ჩვენი ნაკრები ერთის მხრივ ულამაზეს წუთებს ატარებდა, მაგრამ კაცურად რო ვთქვათ ჩვეულებრივი ჟონგლიორობა იყო, და სეთი მომენტებია ყველაზე საშიში ჩვენთვის-რაღაც უაზროდ დაიღალნენ და სადღაც 65-ე წთზე ეგოიანმე თუ არ ვცდები ბერიაშვილს ადგილის გაცვლაც თხოვა რო ცოტა ამოესუნთქა... ანუ რისი თქმა მინდა-ეგოიანი ახალგაზრდაა და ასეთი დაღლა მაგ ასაკში მოსულა, მაგრამ აი გამოცდილი მოთამაშეების როლი იმაშია რომ ასეთი ენერგია მასეთ წუთებში არ გაიფანტოს და ფეხბურთელები ნორმალურ რიტმში დარჩნენ. კიტე და ბუდუს შეეძლოთ კვარასთან ერთად ამ მხრივაც ემართათ გუნდი სტადიონზე. ყველას დიდი მადლობა, ჩანს რო ჩვენი ნაკრები სერიოზულ თამაშებს სერიოზულად ითამაშაბს!

• ჟორა

გულშემატკივრებო! წინასწარ შეეგუეთ ყველაფერს და გულს ნუ აიტკიებთ, ეს გუნდი არსად გამსვლელი არ არის არცერთ დონეზე. მართალია, არანაირი ტაქტიკა არ გვაქვს, მაგრამ პასის სწორად მიწოდებას, რომ არანაირი ტაქტიკა არ ჭირდება ეს ხომ არახალია?

• ონისე

დაგლიჯა მექვაბიშვილმა.

გუნდით დავაქამბექებთ, მწვრთნელით ვერა.

• ალფა

არავითარი ტაქტიკა, არავითარი მონახაზი არ ჩანს, ისევ ინდივიდუალური გავარდნები. ნაკრებს არ ყავს მწვრთნელი.

• A

ასეთ თამაშს მწვრთნელი არ ჭირდება, რამდენიმე ფეხბურთელი საერთოდ არაა სანაკრებო, არც ამხანაგურში

• გიორგი

ძალიან მძიმე გუნდივართ პირველი თუ გაგვიტანეს ამ გუნდით ვერასდროს დავაქამბექებთ

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ