საქართველოს ნაკრები ივნისის მეორე ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ ჩაატარებს - დღეს, 20:00 საათზე.

ვილი სანიოლის გუნდი "ერთა ლიგისთვის" ემზადება, მისი მეტოქის უახლოესი საფიქრალი სპარსეთის ყურის ლიგაა.

თუკი რუმინეთთან ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობა ვიხილეთ, ახლა მეტი ექსპერიმენტი უნდა იყოს, ოღონდ "ჯვაროსნებს" ლიდერი და ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფედბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდება(ერთ ტაიმს მაინც ითამაშებს). სწორედ "კვარას" გამოა, საქართველოს ნაკრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება რომ გაზრდილია. სანიოლმა “კვარას” სასტარტო და 6 ცვლილება დაანონსა.

წინა მატჩით სანიოლი უკმაყოფილო არ იქნება, რადგან მისი გუნდი თამაშს ძირითადად, აკონტროლებდა და საგოლე შანსებიც ჰქონდა. ეგაა, კიდევ უფრო მეტია საჭირო, "ერთა ლიგის" B დივიზიონში რომ წარმატებას მივაღწიოთ.

თუკი წინა მატჩიდან ვიმსჯელებთ, სანიოლს გურამ კაშიას შემცვლელად ამ ეტაპზე, ილია ბერიაშვილი წარმოუდგენია. მოსალოდნელია, რომ სამკაციან დაცვაში ამჯერად ლუკა გადრანმა და ლაშა დვალმა ითამაშონ.

კარში როტაციას და ლუკა გუგეშაშვილს ველით, ისევე როგორც მარცხნივ - საბა ხარებაშვილს(ერთ ტაიმს მაინც). მწვრთნელს ძალიან სურს, ახალ პოზოციას გიზი მამაგეიშვილი კარგად მოარგოს და შესაძლებელია, ის კვლავ სასტარტოში ვიხილოთ, მაგრამ საბა ლობჟანიძემ სათამაშო დრო აუცილებლად უნდა მიიღოს!..

ირაკლი ეგოიანს ამჯერად სასტარტოში ველით და ის ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის ადგილს დაიკავებს, ანზორ მექვაბიშვილმა კი წესით, გიორგი ქოჩორაშვილი უნდა შეცვალოს, თუმცა "ქოჩორას" პრაქტიკა სჭირდება. სანიოლლი ალბათ ნახევარდაცვის ამ ვარიანტსაც მოსინჯავს.

გიორგი კვერნაძეს ძირითად შემადგენლობაში ვვარაუდობდით, მაგრამ მაშინ "კვარას" არ უნდა დაეწყო. გიორგი ქვილითაია ბაჰრეინსაც შეუტევს.

Gurulo
უკაცრავად, ა ს ტ რ ო ნ ო მ ი უ ლ ი ხელფასიო,ხომ ვერ მეტყვი ვინ რამდენს ღებულობს?
Achi
ერთადერთი დადებითი ის იყო რომ ეგოიანი გამოჩნდა ᲓᲐ ის უდაოდ სასტარტოში ფეხბურთელი უნდა გახდეს. ჩაკვეტა,ქოჩორა(ფორმაში)კიტე, და ეგოიანი არ გვექნება ცუდი ცენტრი. წინ კვარა და ჟორჟი უალტერნატივოა მაგას კიდე წიტაიშვილს დავამატებდი ცენტრში და 3 მცველი კაკაბა ლოჩო და გოგლიჩიძე ყველანი დაცვაში და წინ ასე თუ მივაღწევთ რამეს 3-5-2 ძლიერ ნაკრენენთან ასე უნდა ითამაშო და ბაზრები და ეგეთებთან გამოსცადო ახალგაზრდები
Gurulo
ესპანეთმა ერაყს რომ ეთამაშა და საფრანგეთი კოტ დიუარს,თუ იცი ეგ ამბავი?:))
kkkk-ს
1000% !!!!)))
Gurulo
შენ აგაშენა ღმერთმა,ე.ი. დვალიშვილს,იანს და თოფურიას რომ ვეჩხუბო, უფრო ძლიერი გავხდები?კი დამაკარგვინებენ ცხოვრების ინტერესს,მაგრამ ჩემს სუსტ წერტილებს და მინუსებს ხომ დავინახავ,არა?
kkkk
kashia wavida movida qvilitaia exla amas vegar movicilebt
llcl
ამიტომ ვენაცვალე ხვიჩას, სულ სხვა ეფექტი იქონია მისმა შემოჭრამ, უმაღლეს დონეზე ასწია თამასა, უკვე ყველა ქართველი ახალგაზრდა მასზე აკეთებს სწორებას და არა მგონია ამიტომ ბართიშვილს და არც სხვას უკვე თავში აუარდეთ, ნუ რა თქმა უნდა თუ მენტალური პრობლემა არა აქვს ვინმე გამონაკლის. წარმატებები ყველა პერსპექტიულ ქართველ სპორტსმენს!
tazo
:))):))) 7:0 თუ არ წააგე ისე ვერ ხედავ ჩვენს სუსტ წერტილებს?:))ან კიდევ ,ყველგან ამ პოლიტიკის ხსენება და მიტინგობანა არ მოგბეზრდა?მაგრამ რა მოგაბეზრებს, 1989 წლის მერე ხალხი მიტინგებზე დაოჯახდა,შვილები გაზარდა და შვილიშვილს ელოდებიან იქეთა მიტინგზე.
აბა რაა!!!
სწორედაც რომ კვარას გამოა საერთაშორისო ყურადღება გაზრდილი, თანაც ისე გაზრდილი რომ მსოფლიოს ტოპ ნაკრებებმა ლამის ერთმანეთი ამოხოცონ ვის ექნება პატივი, რომ კვარას კაპიტნობით საქართველოს ნაკრებს ეთამაშონ, ამ ეტაპზე ბახრეინის უძლეველ ნაკრებს გაუმართლა....წაკითხულიან აზრის გამოტანა ვფიქრობ არ მიჭირს, მაგრამ მაინც არ მესმის რა საჭირო იყო აქ იმის ჩაკვეტება რომ თითქოსდა ამ გახურებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რატომ უნდა გაზრდილიყო საქართველოს ნაკრების მიმართ ინტერესი,თუნდაც კვარას გამო - ის უკვე ცნობილი, ჩამოყალიბებული ვასკვლავია და ყველამ იცის მის შესახებ, ხოლო ნაკრები,რასაც წარმოადგენს მის გარეშე,ან მასთან ერთად, მით უმეტესს...ან რა მოეწონა სანიოლს რუმინეთთან თამაშისას ,ესეც გაუგებარია ჩემთვის....არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც....
გიგო პაპა
ვინც 19-წლამდელთა თამაშს უყურეთ, ალბათ დამეთანხმებით. ხომ არ არის დრო ბართიშვილის პირდაპირ მთავარ ნაკრებში დაწინაურების? პირდაპირ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ ამ ბიჭის ტექნიკით და საშემსრულებლო კლასით. არ ვიცი ხვიჩა არის თუ არა მარადონა, მაგრამ ეს ბიჭი რომ მომავალი მესია, ამას ნაღდად წყალი არ გაუვა. ჯერ მარტო მისი შესრულებული თერთმეტმეტრიანი რად ღირს. პანენკაცაა და პანენკაც. ამ ასაკში ასეთი თავდაჯერებულობა მე იშვიათად მინახავს. მხოლოდ ერთი რამის მეშინია, ისეთ ასაკშია, ადვილად შეიძლება აუვარდეს თავში ცნობადობა და გამორჩეულობა. მკაცრი ხელი, დისციპლინა, ბევრი ვარჯიში(თუნდაც როგორც ხვიჩას ავარჯიშებდნენ) და დამერწმუნეთ, სულ რაღაც 2 წელიწადში ხვიჩას გადაასწრებს თავისი ჯადოქრობით. ეს ბიჭი არის ერთი ერთში მესი. ფანტასტიკური დრიბლინგის პატრონია. წარმატებებს ვუსურვებ!
tazo-ს
რა თქმა უნდა წაადგა. სწორედ ასეთ ძლიერ და მრისხანე მეტოქესთან დაინახავ შენი გუნდის სუსტ მხარეს და სამომავლოდ გამოსწორებას შეეცდები. აბა ძმაო ვეთამაშოთ ჭიათურის ან ლაგოდეხის ნაკრებს და დავტკბეთ ბევვრი გოლებით. საქმე იმაშია, რომ არცერთ საშუალო ან ძლიერ ევროპულ ქვვეყანას არ უნდა ჩვენთან საქმის დაჭერა, მიუხედავად იმისა რომ ხვიჩა, ჟორჟი, ბუდუ და ზურიკო გვყვავს.რა პოლიტიკასაც ვაწარმოებთ, ის ქვეყნებიც გვთანხმდებიან. რუმინეთიც გამიკვირდა რომ გვეთამაშა, ალბათ იმიტომ რომ ჩვენსავით უსუსურ ფეხბურთს თამაშობს. შემდეგი ალბათ სუდანი, მალი, ლიბია ან ჩრდ. კორეა იქნება ჩვენი მეტოქე. მე დიდი ხანია უკვე უკეთესის იმედი აღარ მაქვს. აბა, ჭკვიანი ქვეყანა მონღოლეთს და ტაილანდს რატომ უნდა ეთამაშო? უბრალოდ გაუგებარია. რა ვისწავლეთ, რომ ვეთამაშეთ? გოლების გემო გავიხსენეთ? კი ბატონო. და რა მერე? სად ავსახეთ ეს გოლები შემდეგ თამაშებში? ვინც იტანდა ადრე, ისევ ისინი იტანენ. თუ თქვენ მექვაბიშვილისგან ან ქვილითაიასგან მოელით თავის გამოჩენას, კარგად გვქონია საქმე.
tazo
როგორ გგონია პანამას წაადგა ბრაზილიასთან 6:2 წაგება?
toma
კი ბატონო ამხანაგურებს ათანხმებენ ფედერაციები,მაგრამ რატომ გგონია რომ პანამამ და იაპონიამ შეთავაზეს თამაში ბრაზილიელებს და არა პირიქით, ბრაზილიელებმა.ამხანაგურ თამაშებზე იცდება ახალი ტაქტიკა,ახალი მოთამაშეები,როგორ წარმოგიდგენიათ გრანდებთან ამხანაგური?75÷85% ბურთის ფლობა რომ ექნებათ და ბურთთან შეხება სანატრელი გექნება.ჩემი აზრით 60% სუსტ გუნდთან უნდავითამაშოთ,შევთამაშდეთ,გოლების გემო გავიგოთ და შიგ და შიგ ძლიერებთან,ასე რომ ვერაფერ სამარცხვინოს ვერ ვხედავ რუმინეთტან და ბახრეინთან თამაშში.
სიმართლე
უხდება, მაგრამ მაღალი არა.
tazo
აბა რაა,სასპარინგოდ ესპანეთი,გერმანია,საფრანგეთი,არგენტინა ბრაზილია ან პორტუგალია უნდა აგ ერჩია, უარს გვეტყოდნენ თუ რა რით ვართ მათზე უარესი?:)))
ნელსონ მანდელა
ვერ გავიგე რას იძახი. ფიფა რა შუაშია, ამხანაგურ თამაშებს ნიშნავენ ფედერაციები, პანამა მავრიტანია და ზიმბაბუეს ფედერაციას თუ აქვს იმის უნარი ბრაზილიასთან და არგენტინსტან ითამაშოს ამხანაგური ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?
Gurulo
ბრაზილია იაპონიასა და პანამას ეთამაშა,რომელია ამათგან გრანდი.ან ფიფა და უეფა ხვიჩას უბნელები ხომ არ გგონია,კვარაცხელიას კონტაქტები გამოიყენონო:))
XXX
ვის გულისხმობ ოქროს თაობაში?
პატივისცემით
ნაკრების ფეხბურთელი არის საქართველოს მოქალაქე და აქვს საქართველოს პასპორტი. ამიტომ, მისი სახელი და გვარი "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის თანახმად - უნდა დაიწეროს ქართული ენის ნორმების და სტანდარტების შესაბამსად. ეს ნიშნავს, რომ მისი სახლი და გვარი უნდა დასრულდეს ხმოვანზე და არამედ თანხმოვანზე. აი ამის შემდეგ არის შესაძლებელი მისი უცხო ენაზე (ამ შემთხვევაში ინგლისურად) დაწერის და ისიც ტრალსლიტრაციის წერსებით. ამიტომ სწორი ფორმა არის "ეგოიანი" და არა "ეგოიან". ისევე როგორც არა "ივანოვ, პეტროვ, სიდოროვ" არამედ "ივანოვი პერტოვი სიდოროვი". ასეა ეს კანონით "სახელმწიფო ენის შესახებ".და კონსტიტუციით. ეს რ არის პირადი საკითხი არამედ არის კანონმდებლობის საკითხი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს საკითხი სახელმწიფო ენის დეპარტამენტში ან ჰკითხოთ პირდაპირ შესაბამის კვალიფიციურ სპეციალისტებს და დარწმუნდებით.
სვანსკი
ლივერპული უფსკრულის პირას იდგა,მოვიდნენ გონს და შეცვალეს და რომელ გუნდსაც ვერ ერგება მწვრთნელი ცვლიან. ჩვენ უძირო უფსკრულში ვართ ოქროს თაობა რომელიც ახლა გვყავს არაფრად აგდებთ და ყოვლად გაუნათლებელი მწვრთნელი გვყავს სათავეში,გამობრძანდით და მოგვახსენეთ რა ხდება ქართულ ფეხბურთში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა რომ აქამდე ტალახს ვზილავთ ნაკრები წინ ვერ მიდის.რაში იღებს ფედერაცია ასტრონომიულ ხელფასებს
ალალად!
ხვიჩა! არ გიხდება წვერები!
ნელსონ მანდელა
ფედერაციის არასწორად მუშაობს მე ვხდები იმით თუ რა ამხანაგურ მატჩებს ატარებს გუნდი რავი ხვიჩას კონტაქტები მაინც გამოიყენონ იმისათვის რომ ნორმალურ გუნდებს შევხვდეთ, აგერ გადახედეთ არგენტინა და ბრაზილია რა გუნდებს ეთამშებიან მათი ქვეყნის არსებობაც რომ არავინ ვიცით... ასევე ფაქტია ვილის არ ცვლიან იმიტომ რომ კომფორტული ურთიერთობა აქვთ მასთან და არ უნდათ გარისკონ და მოიყვანონ სერიოზული მწვრთნელი იმის მიუხედავად რომ ამოწურა თავი ვილიმ.
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა