ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე.

ივნისში, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია ენერგიის ბოლო რესურსების მობილიზება. ვეცადეთ, მოთამაშეებისთვის დამატებითი მოტივაცია მიგვეცა და მეორე ტაიმი უკეთესი გამოგვივიდა.

საერთო ჯამში, ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც პირველი მატჩით. თუმცა, დღევანდელი თამაშით ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი, რაც ბუნებრივია.

ზოგჯერ უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ მსგავსი ხასიათის მატჩს დიდი ანგარიშით ვერ იგებ, მაგრამ გამარჯვება მაინც გამარჯვებაა. ასეთი მოგებები გვეხმარება პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ".

NAKREBI.GE

მურმან
შეგვეშვი რა ძმურად , შენც კარგად იცი , რომ შედეგს ვერ დადებ.კაცურად წადი რა
სვანსკი
რატომ არ იქნები კმაყოფილი, ვინ რას გთხოვს? პენსიასავით იღებ ჩვენი გადასახადებიდან აღებულ ფულს
სვანსკი
ვისაც თაფლში ხელი აქვს ჩაყოფილი მხოლოდ ისაა კმაყოფილი
Silovan Dzgeria
ტვინი ნუ შეჭამეთ მაგ უმოტივაციო გამართლებებით ! ფეხბურთის რომ რაიმე გესმოდეს , გეცოდინებოდა ის მაინც , რომ ამდენი ჩაგდებული შესარჩევის და თამაშის შემდეგ , არცერთი გუნდი , არათუ ნაკრები , მწვრთნელს არ ტოვებს . დანარჩენზე არაფერს გეტყვი , ვერ გაიგებ . არ ხარ იოტისოდენადაც მცოდნე ფეხბურთის .
Levani
კმაყოფილი არც მე ვარ როგორ გინდა შეამოწმო ბერიაშვილი როცა მეტოქემ მარტო ერთხელ პირველ ტაიმში პრასტრელი სცადა და სხვა არ გაუკეთებია. პრინციპში ჩვენები ხვიჩაც, კიტეიშვილი და ბერიაშვილი საკმაოდ იღებდნენ მცირე ჯარიმებს იმათი კონტრშეტევის გასაჩერებლად. არადა მიეშვათ და გვენახა ჩვენს მცველებს რა შეუძლიათ. არადა ჩამოვა მერე ვიღაც დოვბიკი თუ იარმოლენკო და ამ ბაჰრეინელებთან შედარებით რო კოსმოსში არიან ხო ვიცით და რა შეუძლია ბერიაშვილს მართლა ნორმალური შეტევის წინააღმდეგ ეგ არ ვიცით ჯერჯერობით
გია
კმაყოფილი ნამდვილად არა ვარ. ეს გუნდი იმის აჩრდილია რაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გვყავდა. ერთი თამაში რაც ვითამაშეთ ჩემპიონატის მერე ეს ჩეხეთთან გამარჯვება იყო.
ABARA
ბაჰრეინის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩი ვერ იქნება ოპტიმალური საზომი ნაკრების თამაშის შესაფასებლად, რაც არ უნდა ეცადოს სანიოლისა და ფედერაციის მყვარებლებმა ამ შეკრებების შედეგი მაინც შესარჩევ ციკლში ნაჩვენები თამაშის მიხედვით გამოჩნდება. არ მინდა აუგი ვთქვა, თუმცა რაც აქამდე არ უჩვენებია და შეუმეცნებია, ახლა რა უნდა შეიმეცნოს ვილიმ ჩემთვის ცოტა არ იყოს გაურკვეველია. პერსონალიებს არაფერს ვერჩი, მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ეს თაობა ამ ეტაპზე ვერ ახერხებს ყველაზე დიდ საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობას და როგორც ყველა გულშემატკივარს, მეც ძალიან არ მინდა, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატიც გამოვტოვოთ.
გიორგი
უკან პასა ნაკრები
Levani
ისე ვინც წერთ "უნიათო ფედერაცია წავიდეს" მე პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონიხართ. მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და იქნება გამარკვიოთ რომელი სხვა კეთილსინდისიერი ჯგუფი გესახებათ ფედერაციის სათავეში და რატო გგონიათ რომ ის სხვები უკეთესად იმუშავებენ.. რატომ ხართ დარწმუნებული იმ "სხვების" კეთილსინდისიერებაში,რომ იმ " სხვებს" არ ჰყავთ ნათესავები და "ძმაკაცის ბოვშები" იმ სხვებს არ ჰყავთ ცოლები რომლებსაც დიდი მადა აქვთ შოპინგების და ფულებს არ მოტეხავენ. რატო ფიქრობთ ასე მეც გამარკვიოთ იქნება. ამათ რასაც ვუყურებ ცოტა უნიჭობის გარდა (აი ჩემპიონატის გაზაფხულზე დაწყება, ბიუჯეტის ფულის ვუღაც უნიჭო ლეგიონერებზე შეტენვა და ა.შ.) სხვა დაშავებული ცოტა მახსოვს. რაც შეუძლიათ აკეთებენ. ახლა აკრიტიკებთ ბრაზილიას რატომ არ ვეთამაშებით ამხანაგურსო და იცით ბიძიკო რამდენს ითხოვენ ფულს ის ბობოლები? მეც ვფიქრობ რომ ფედერაცია ერევა შემადგენლობის შერჩევაში,მაგრამ მკიდია იმიტომ რომ კობიაშვილმა და იაშვილმა ქართული ფეხბურთი ვიღაც ჩამოთრეულ მწვრთნელზე უკეთ იციან. ისე დომენტი სიჭინავა მომიკითხეთ თუ არ გადათვრა აფხაზეთის დამოუკიდებლობის სადღეგრძელოებით
კნოპსი
სანიოლიმ გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, ვისაც მოკლე მეხსიერება და არაობიექტური პრეტენზიები გაქვთ. რამდენი მწვრთნელი გვყავდა მანამდე და ვინ დადო რაიმე შედეგი ?
lasha
მე ვფიქრობ ზედმეტი კრიტიკა გადაჭარბებულია. ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა. ყოველშემთხვევისთვის დამრჩა შთაბეჭდილება რომ გამოდიან კრიზისიდან. ერთი რაც მაკვირვებს ჩვენს ნაკრებში. უბრალდო არ არსებობს ბირთვი. ვერცერთი ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი, რპოფესიონალიც კი ვერ დაასახელებს ჩვენი ნაკრების ძირითადი11-ეული რომელია :)
ნაჯახი
სანიოლმა თუ ნაკრები ევროპაზე და მსოფლიოზე გაიყვანა- ყოველ ენადაგრძელებულს სათითაოდ მოგაკითხავთ
დდდ
ივნისის ამხანაგურებში უნდა გამოკვეთილიყო, ვის დავეყრდნობით სექტემბრის მატჩებში და უფრო კი ის გამოიკვეთა, ვის აღარ უნდა დავეყრდნოთ... მარჯვენა ფლანგი საერთოდ მოგვიკვდა და კაკაბაძის არყოფნაში ( მასზე სიტყვაც არავის დაცდენია) სანიოლს მის ადგილზე არავინ მოუსინჯავს - ლობჟანიძე ჩამოსაწერია, გოგლიჩიძე და გოჩოლეიშვილი თავიანთ მაჩანჩალა გუნდებში ვერ ხვდებიან სასტარტოში და ვისი იმედი გვაქვს მარჯვენა ფლანგზე?!... კიტემ რამდენჯერმე კი შეიწია მარჯვნივ, მაგრამ სერიოზულ თამაშებში მაგის ფუფუნება არ გვექნება, რომ ნსხევარდაცვას კაცი მოვაკლოთ და თანაც ჩამშლელი, ეგოიანი კიტეს ამ მხრივ ვერ შეცვლის, როგორც ეს შესაძლოა, სანიოლს ეიმედებოდეს... გამოდის, რომ სექტემბრის მატჩებს სანახევროდ დაკომპლექტებული ვხვდებით, რადგან მარჯვნივ არავინ ჩანს ისეთი, ვინც მთლად აშრაფ ჰაკიმივით თუ არა, აგერ ლოჩოშვილ-აზაროვივით მაინც ავად თუ კარგად ფლანგს ჩაიბარებდა... საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მარცხნივ კვერნაძე გამწესდება და მარჯვნივ ხვიჩას მოუწევს წინ და უკან სირბილი, რაც მის მარგი ქმედების კოეფიციენტს გაანახევრებს და სექტემბერს ვხვდებით ასე - არ ვიცით, ვინ იქნება პირველი მეკარე და ვინ შესძენს თავდაჯერებას ისედაც ახალბედა და შეუთამაშებელ ცენტრალურ მცველებს, მარჯვნივ არავინ მოისინჯა და არვიცით, რა იქნება, ნახევარდაცვაში თუ ტრავმებს ავცდით და სათამაშო პრაქტიკაც გვექნა, თითქოს არა გვიშავს და დიდი ალბათობით, ექსპერიმენტალური ფლანგის შემტევებით, რომლებიც ბურთს მიიტანენ ერთადერთ თავდამსხმელზე ( მიქაუტაძე), თუმცა არც ისაა გამორიცხული, გასვლით თამაშებზე სულაც ნომინალური ფორვარდის გარეშე მოგვიწიოს თამაში - გააჩნია, სად და რამდენი ხვრელის ამოვსება მოგვიწევს მის ხარჯზე... და თუმცა ჩვენ რა ხანია, ვიძახით, რომ მეფე შიშველია ( ზუსტად ჩვენი მარჯვენა ფლანგივით), თავად მეფე შიშველიც საკმაოდ კმაყოფილია...

ქვილითაია არსად დაგეკარგოს!
1981
ტიპმა კმაყოფილი ვარო.
გიორგი
სანიოლი თავის “კომპეტენციას” ამ ინტერვიუთიც ამტკიცებს. და რაც მთავარია, გვეღადავება, იმიტომ რომ უნიათო ფედერაცია ამის უფლებას აძლევს.
მწარე
ამ ორმა თამაშმა აჩვენა, რომ გუნდი ნელ-ნელა გამოდის ევროპაზე წარმატებული გამოსვლის ეიფორიისგან. ამაში მთავარი წვლილი ეკუთვნის: კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივარს, ევროპელ ტრენერს და ევროპელ მოთამაშეებს. (პოლიტიკის გარეშე.) ევროპელებს უყვართ ანალიზი და ამ ანალიზიდან გამოაქვთ დასკვნები, რასაც იყენებენ წინსვლისთვის. მეჩვენება ჩვენი გუნდის ეს თაობაც ესეთია. ყურადღება მინდა გავამახვილო ტრენერზე, მგონი ამ ეტაპზე სწორი არჩევანი გაკეთდა. გუნდმა თავის მწვრთნელიანად, ერთად გადაიტანა კრიზისი (იმედია კრიზისი დამთავრდა). ახალი მწვრთნელი რომ მოსულიყო, ის შეეწირებოდა ამ კრიზისს, დაიწყებოდა მწვრთნელების ცვლა და გუნდის დონის მკვეთრად ვარდნა. მოკლედ ეგეთი არეულობა ბევრი გვახსოვს. ეხლა უფრო ნათელი სურათია. სამწუხაროდ მართლა ძლიერ ჯგუფში ვართ, მაგრამ ბ ანუ მე-2 ჯგუფების დონე არც არის დაბალი. დიდი მნიშვნელობა აქვს აქ ადგილიდ შენარჩენებას. მესმის მოგება უკეთესია და უნდა მოვითხოვოთ კიდეც. ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყოთ ბოლო თამაშამდე. მომავალში ერთა ლიგის ფორმატი იცვლება, ამიტომ აუცილებელია ჯგუფში დარჩენა. პ.ს. მეც ძაან მინდა მსოფლიოზე რომ გასულიყვნენ, მაგრამ ობიექტურად ორი ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა ჯგუფში და ჩვენებსაც ცოტა თავში აუვარდათ. აგრეთვე დაცვის გადაბერების პროცესი იყო, 4*3*3 ნაადრევი გამოდგა. მოკლედ მომავლის იმედით ვარ.
ჟორა
ეს თუ კარგი თამაში იყო ცუდი თამაში როგორია? 50% გადაცემებისა არაზუსტი რომაა და რაც ზუსტია ისიც არასწორად რომაა მიწოდებული და შეტევას აყოვნებს, ამით კმაყოფილება როგორ შეიძლება? ეს რა უბედურება? "უკეთესი მეორე ტაიმი". პირველ თაიმში შეხვედრის წაგება, რომ შეიძლება ეს ახალია სანიოლისთვის?
პეპე
ეს ვერარი დროზე წავიდეს ამის დდდდდდდდდდ
Levani
პოზიტივი რაცაა ორი ლომფხვი გამოჩნდა მარცხნივ- ხარებაშვილმა იქნებ მოახერხოს ბაშაქშეჰირში ძირითადში თამაში(არც იქნება გასაკვირი-იმათაც ბრილიანტი ჩაიგდეს ხელში) და კვერნაძეც მგელია რაც საშუალებას იძლევა ხვიჩა შუაშიც შეიწიოს და მარცხნივ დაცვაში წიტაიშვილი ს და აზაროვის ეპოქაც მორჩება. ამასთან ერთად წიტაიშვილი შეიძლება ნახევარდაცვაში გამოიყენო რაც სიღრმეს ზრდის. პრობლემა რჩება დაცვაში ერთი კარგი ცენტრი და მარჯვენა ფლანგი. საზონოვი და გოჩოლეიშვილი თუ იპოვნიან კარგ გუნდებს მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ისე კიდე რაც გვჭირდება მამარდას ახალი გუნდი ჩაკვეს სხვა გუნდი ქოჩორას სხვა გუნდი კიდევ ბევრი რამ გულიაშვილის დროზე გამოჯანმრთელება და ათამაშება.
Knarik222
ეს კომენტარი სურიკამ ფეისბუკიდან მოიპარა.
Knarik222
ფეოლას კომენტარი სურიკამ დაწერა.
llcl
კიდეც ბიძგვინოიდების პროევროპულობაში გეპარებათ ეჭვი, ხომ ხედავთ როგორ გააფთრებით უჭერენ მხარს ბეტონის ჯუნგლების მეფის საძმაკაცო ევროპელს მხარს, თუნდაც ის მაგარი ბერძენიშვილი იყოს!
zura222
ვერ გავიგე ეს კაცი სხვა თამაშებს უყურებს ? რითაა კმაყოფილი ?? ამ სამი გოლიდან ერთი პენლით გავიტანეთ ერთი ბახრეინელი მცველის ჩამოძინებამ და და ერთიც რუმინეთის მეკარემ გვაჩუქა ! ამ კაცს ტაქტიკის თუ არაფერი ესმის სხვა გუნდებს მაინც უყუროს შეისწავლოს და ისწავლოს და ათამაშოს იმ ტაქტიკით გუნდი !@@
ფეოლა
წილი სულ გიცავდი.და ვიძახდი არა იმდენი ფეხბურტელი რომ სკამზედაც ყავდეს ფეხბურთელი უმტკივნეულოდ შეცვალო თუ ვინმე გამოგაკლდებოდა.მაგრამ ამ თამაშით 2 ვე თამაშს მოგვიგებს უკრაინა და ზემოდან უნგრეთიც ნუ შეიძლება სახლში რაგაცა ვკნად ისიც ტუ გაგვიმართლა.ანუ 4 თამას წავაგებთ უშუალო კონურენტებთან.ერთი ფეხბურთელით ვერაფერს ვერ იზავ.დაცვა რას გავს ან ნახევარ დაცვა რას გავს.და ამ ნაკრებით გინდათ რამე ვქნად? ან ამ თამაშებით.გმერთმა ქნას მაგრამ ძალიან მეჭვება.გმერთმა კნას ვცდებოდე!
პაატა
ვილი უკვე იმ სტადიაშია როდესაც უვიცობა უტიფრობაში გადაუვიდა…:( ფედერაციას ვერაფერს მოსთხოვ, ეგენი კარგა ხანია ამ სტადიასაც გასცდნენ!!!
დავით 67
"დღევანდელ შეხვედრაში სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან ეს მატჩი სექტემბრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოგვეყენებინა. ამხანაგური მატჩები ყოველთვის იმისთვის არის, რომ ოფიციალური თამაშებისთვის მოემზადო. სწორედ ამიტომ ვითამაშეთ ასე". ნახეთ ტიპი რას ამბობს. მეტი რაღა უნდა მოხდეს რომ ეს კაცი ნაკრებიდან გაუშვან. სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ჩვენი ნაკრების წარმატება ევროზე მისთვის უბრალოდ გამართლებაა.
უფროსი
წადი, სანიოლ, წადი.
ირაკლი
მოკლედ ვაისი იყო და ლადო დვალიშვილი ყავდა ამოჩემებული,ეს არის და ქვილითაია ამოიჩემა,რა დავაშავეთ ხალხოო!!🤦
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
კვარაცხელიამაც ივარჯიშა. საქართველო - ბაჰრეინი | 4 ივნისის განრიგი
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ