ქარი ქაფის მოქმედი ჩემპიონი ‘სუზუკი გრიქასი’, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე მატჩში, ‘შავი ლომის’ შეცვლილ შემადგენლობასთან სრულად დომინირებდა და 56:21 გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, რომლის მიზანიც ამ ტურნირზე მოთამაშეთა საქმეში ნახვაა, ‘აირლინკ პუმასთან’ გამარჯვებული (46:36) შემადგენლობიდან სასტარტოში 12 მორაგბე შეცვალა. შედეგად, ‘შავ ლომს’ შეთამაშების მხრივ პრობლემები შეექმნა, რითაც მასპინძლებმა კარგად ისარგებლეს და ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩის დებიუტში ‘გრიქასმა’ ცენტრში ორჯერ სუფთად გაჭრა ხაზი და ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. მე-14 წუთზე მეტოქემ შერკინებაში დაგვაჯარიმა, რასაც 5-მეტრიანთან ჯარიმის ორიგინალური გათამაშება და მესამე ლელო მოყვა, 34-ე წუთზე კი აფრიკელებმა მეოთხე, ძალისმიერი ლელო მიითვალეს. ‘შავ ლომს’ ტაიმის მიწურულს შეეძლო ლელოს გატანა, მერლს პიტერსის ჭკვიანური გადაკიდების შემდეგ, ამირან შვანგირაძეს და სანდრო თოდუას კარგი წინსვლა ჰქონდათ, აფრიკელები საკუთარ 22-ში დაჯარიმდნენ, მაგრამ ბურთის გათამაშების შემდეგ, მას ვეღარ გავუფრთხილდით - 0:28.

მეორე ტაიმის დასაწყისში დაშვებულ შეცდომას კიდევ ერთი გაშვებული ლელო მოყვა, რაზეც 50-ე წუთზე ძალისმიერი შეტევით ვუპასუხეთ, თუმცა მსაჯმა დამიწება ვერ დააფიქსირა. სამაგიეროდ ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნდა, რომლის გათამაშების შემდეგ გიორგი სინაურიძემ ლელო მაინც შეიტანა, პიტერსმა კი გარდასახა.

გაშვებულ ლელოზე ‘გრიქასმა’ ლელოთი მალე გვიპასუხა, 59-ე წუთზე კი მეორე ძალისმიერი ლელო გავიტანეთ. რამდენიმე ფაზის შემდეგ, კარგად ითამაშა გუგა ღანიაშვილმა, რომლის 5 ქულას ლუკა ცირეკიძის გარდასახვა მოყვა. ამ ეპიზოდში მეტოქის მორაგბე მაღალი და სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათითაც დაისაჯა, მაგრამ 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი ჩვენც მივიღეთ და თამაში 14-14-ზე გაგრძელდა.

დასკვნით წუთებში ქარი ქაფის ჩემპიონმა კიდევ ორი გარდასახული ლელო მიითვალა, სულ ბოლოს კი შალვა აფციაურმა ბოჭვის შემდეგ ბურთი სწრაფად გაათავისუფლა, ის თავად აიტაცა და ‘შავი ლომის’ მესამე ლელო მიითვალა - 21:56.

‘შავი ლომი’ „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში მორიგ შეხვედრას 14 ივნისს, ჩვენი დროით 18:30 საათზე ‘ტოიოტა ჩიტასის’ წინააღმდეგ გამართავს.

2026 წლის “ტოიოტა ჩელენჯი”

სამხრეთ აფრიკა. ბლუმფონტეინი. “ტოიოტა სთედიუმი”. 10 ივნისი

შავი ლომი - სუზუკი გრიქასი 21:56 (0:28)

შავი ლომი

ხაზი: 15. სანდრო თოდუა, 14. შალვა აფციაური, 13. ბაჩანა მონიავა, 12. ზაურ ლუტიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. მერლს პიტერსი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. გიგა კობახიძე, 2. თამაზ ჭამიაშვილი, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. გუგა ღანიაშვილი, 5. გიორგი ნიკოლაძე, 6. ლაშა ციხისთავი (კაპ.), 7. გიორგი კერვალიშვილი, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე, 17. ბაჩუკი ბარათაშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი, 22. გიორგი ფრუიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ბორტოლამი

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლადო კილასონია

3 ლელო: სინაურიძე, ღანიაშვილი, აფციაური

3 გარდასახვა: პიტერსი, ცირეკიძე (2)

5 ივნისი

შავი ლომი - აირლინკ პუმასი 46:36

სუზუკი გრიქასი - რუმინეთი ა 35:20

ტოიოტა ჩიტასი - ლუზიტანუში 54:24

10 ივნისი

სუზუკი გრიქასი - შავი ლომი 56:21

აირლინკ პუმასი - ლუზიტანუში (17:30)

ტოიოტა ჩიტასი - რუმინეთი ა (20:00)

14 ივნისი

სუზუკი გრიქასი - ლუზიტანუში (14:00)

აირლინკ პუმასი - რუმინეთი ა (16:00)

ტოიოტა ჩიტასი - შავი ლომი (18:30)

Rugby.ge

თოკო
თოდუა უდავოდ ძალიან საამაყო მორაგბეა, ისტორიული ლელოები აქვს დადებული და ყველას კარგად გვახსენდება და გაგვახსენდება. თოდუა სად დავაკნინე ან შევურაწყვე მეტყვი? ვთქვი რომ ასაკშია უკვე და ჩემი აზრით 38 წლის მორაგბის თამაში არც ეროვნულში და არც შავ ლომში სწორი არ არის. მითუმეტეს როცა მაგ პოზიციაზე სანაკრებო და მიბმულ საფრანშიზო სტრუქტურაში ბოლო წლების განმავლობაში ერთი და იგივე თითზე ჩამოსათვლელი ფრთები თამაშობენ. ხომ შეიძლება ის ხალხი გამოცადო მაინც? იქნებ რა დონეზე შეუძლიათ თამაში რა პოტენციალი აქვთ, თუ არ გამოცდი როგორ გაიგებ? ეს პრობლემა შენი აზრით არ არსებობს? რამე ლიცენზია უნდა მქონდეს რომ ეს აზრი ვალიდურად ჟღერდეს და უვიცად არ ჩამთვალო? არცერთ მორაგბეს პირადად არ ვეერჩი, არავისზე არ მითქვამს შეურაწყოფელი არაფერი, არც გავბედავ. ეგ მწვრთნელები თუ სელექციონერები კი ყველაფერი რო იციან რა როგორ გააკეთონ და საქმეს რო კარგად აკეთებენ შედეგებზეც და ხარისხსაც აისახება.
თოკოს და რეზოს
შავ ლომში ახალგაზრდებიც არიან და ასაკოვნებიც.ეს არის ნაკრების საბაზო გუნდი,სადაც თამაშობენ ის მორაგბეები,საქართველოს ნაკრებს რომ აინტერესებს და წამყვან სარაგბო ქვეყნებში ვერ წავიდნენ.მათ გვერდით ისეთი მორაგბეებიც თამაშობენ,რომლებიც ან ჯერ ვერ არიან ამ დონეზე,მაგრამ პერსპექტივა აქვთ და განვითარების შანსს აძლევენ,თამაშობენ ისეთებიც,რომლებიც ნაკრებში ვერ ხვდებიან,მაგრამ ტრავმების გამო,რომელიმე პოზიცია თუ ვერ შევავსეთ,მას შეუძლია ჩანაცვლება,რადგან იგივე სისტემით ვარჯიშობენ შავ ლომში,როგორც ნაკრებში.ნაკრებს და შავ ლომს ,ერთი და იგივე მწვრთნელები ამზადებენ და იციან,რას და რატომ აკეთებენ.თქვენ კი,უბრალოდ ადამიანებს,რომლებმაც მთელი წლები რაგბს და ნაკრებს შეალიეს,სულში აფურთხებთ და არც კი გრცხვენიათ.რაგბი შეიძლება არ იცოდე,მაგრამ ადამიანობაც რომ არ იცი,დასახურებული ადამიანების დაფასება რომ არ იცი,უბრალოდ ადამიანის დაფასება რომ არ იცი და ვიღაცის დაუმსახურებლად შეურაცხყოფა,სიამოვნებას განიჭებს,ეგ საშინელებაა!სულში გიტრიალებთ სიძულვილი და არ ვიცი,რა გეშველებათ.მეცოდებით!
რეზო
სწორი ანალიზია
Bs
არაუშავს! კარგია ასეთი სპარინგები
თოკო
თოდუა როდემდე უნდა ათამაშოთ ხო კარგად ხართ? ეს ამდენი ხალხი რისთვის იკლავს კიდე თავს დიდ 10-ში ვერ ვხვდები. "არავინ გვყავს" არგუმენტი არ არის ყველა გუნდს ყავს დიდ 10-ში უკანახაზელი მითუმეტეს ახალგაზრდა უკანახაზელი და იმათაც თუ იწუნებთ ლეგიონერები მაინც აიყვანეთ ვერ გავიგე რას ემსახურება თოდუას გამოძახება, მერედა 15ზე თამაში. 39 წლის თოდუა უნდა ათამაშოთ მსოფლიოზე? შავმა ლომმა თუ არ მისცა დიდი 10-ის ბიჭებს განცითარების საშვალება, ათამაშეთ კოჭო და დაბერდებიან ამასობაში სხვებიც და სხვა ვარიანტი რო აღარ იქნება და რომ მოიყვან 25-28 წლის მორაგბეს მის პოზიციაზე რომელსაც გამოცდილიც არ აქვს საერთაშორისო 15 კაცას ინტენსივობა და სრულიად დაკარგული რომ იქნება მოედანზე მერე რაღას იზავთ? კომენტატორებმა შკინინსაც ხო არ დავუძახოთო სერიოზულად იძახდა... შეუძლებელია ქართველი კომენტატორების წაყვანილი მატჩის ყურება. ამ დროს ეს ანგარიში სრულიად მისაღებია თუ ხალხი გამოიცდება ბოლო ბოლო არანაირი სატურნირო დატვირთვა არ აქვს ამ მატჩებს ტესტებია ჩვეულებრივი და სასიხარულოა რო შემადგენლობა დავატრიალეთ და დრო მოიეცათ იგივე მონიავას, ლუტიძეს, კვაჭებს და სხვებს. მაგრამ ამგვარი ანომალიები უნდა აღმოიფხვრას.
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
"შავი ლომი" | სექტემბერში "ბენეტონი" გვეწვევა
ძალა არ ეყოთ - კარგი პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ტოიოტა ჩიტასთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ