UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ამერიკელმა მებრძოლმა გააკეთა.

"ისეთი ნაზი ბიჭია, სისხლის დანახვაზე მაშინვე პანიკაში ჩავარდა. uppercut-ის შემდეგ სისხლი წასკდა, გაუთავებლად ისვამდა ხელს დარტყმის ადგილას და ამოწმებდა. ილია ისეთი საშიშია, საერთოდ არ ვიცი, იმ დარტყმებს თავი როგორ ავარიდე.

პირველი რაუნდი კი მოვიგე, მაგრამ ძალიან მაგარი წინააღმდეგობა გამიწია. მეორეში კი ღვიძლი პირდაპირ ამომიწვა. ჯიუ-ჯიცუზე ბევრი ვიმუშავე, სწორედ ამან შემინარჩუნა სიმშვიდე იმ ქაოსში და მესამე რაუნდამდე მიმიყვანა.

საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებდი, რომ ჩემი შესაძლებლობებისთვის მეწამა და ემოციებს არ ავყოლოდი. როცა ვამბობ, ემოციები არ მაქვს-მეთქი, იმას ვგულისხმობ, რომ იმაზე უკეთესი შეგრძნება, რასაც ახლა ვგრძნობ, არაფერია.

ასე რომ, ემოციები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ მესმის, რომ მათ შეუძლიათ დაგღუპონ - აუცილებლად დაგღუპავენ, დაგაბნევენ, ზედმეტ ფიქრს დაგაწყებინებენ და ზოგჯერ საქმის იოლად მოგვარებისკენ გიბიძგებენ, რადგან გგონია, რომ ამის გაკეთება შეგიძლია.

თუმცა, მაქსთან ნოკაუტში ჩავარდნა ჩემთვის ნამდვილი კურთხევა იყო. იდიოტივით ვიჩხუბე, მაგრამ ეს მაინც დიდი საჩუქარი აღმოჩნდა, რადგან ამით მთელი ეს ისტორია ბევრად უფრო შთამბეჭდავი გახდა", - თქვა გეიჯიმ.

ამერიკელს შესაძლო რემატჩზეც დაეკითხნენ, რაზეც გეიჯიმ თქვა, რომ ეს შეხვედრა სავარაუდოდ არ შედგება, რადგან მოწინააღმდეგეს დანებება სკამზევე აიძულა.

შეგახსენებთ, UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. ილიას MMA-ს კარიერაში ეს მარცხი პირველია. "მატადორის" ანგარიშზე 17 გამარჯვება და 1 წაგებაა.

37 წლის გეიჯისთვის ეს გამარჯვება 28-ე გახლდათ. მას 5 ბრძოლა აქვს წაგებული.

ზაზა
ქალი(ცოლი) მეომრის პირველი მტერია! ამერიკაში თეთრ სახლში, დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავზე გამარჯვების იმედი კი, სიშტერის აპოგეაა!
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
"ვინც ხმას აიმაღლებს, დამდაბლდება" - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
საქართველოს 3×3 ნაკრებებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-1 დინამო (თბ). ძალთა გათანაბრება ძლიერთა დასუსტების ხარჯზე...
პსჟ-ს მეკარემ ქორწილი გადაიხადა - ყოფილი მეუღლე ისევ უჩივის
ჰაკიმი: ბრაზილიასთან ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვართ
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
მენსანამ რუსთავში იმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
"პირველ ტაიმში ძალიან სუსტები ვიყავით" - ვინისიუსი მაროკოსთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერია - მბაპემ მოდელის იმიჯიც მოირგო
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
[VIDEO] ჰაიტიმ მაგრად იბრძოლა - შოტლანდიამ მუნდიალზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა
შენგელიას 11 ქულა ტენერიფეში | ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] კატარმა 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით შვეიცარიასთან ფრეს მიაღწია
"შავი ლომი" | როტაციით აფრიკული ტურნეს დასკვნით მატჩში
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 ტორპედო. ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეორე მარცხი...
საზონოვი შეიძლება რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 მეშახტე. ცვლილება არ გამოვრიცხოთ
[VIDEO] თანაგუნდელებმა დასცინეს - პსჟ-ს ფეხბურთელი ვარჯიშზე შერცხვა
[VIDEO] ეს როგორ შეიძლება?! - ასე წარსდგა UFC-ის მებრძოლი აწონვებზე
მოდრიჩის ბოლო ტურნირი - ლუკა მუნდიალის შემდეგ ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, მაგრამ ფეხბურთში დარჩება
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
[VIDEO] ეს როგორ შეიძლება?! - ასე წარსდგა UFC-ის მებრძოლი აწონვებზე
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა
"ილია "აღარ არის" თოფურია" - ცარუკიანი ქართველი მებრძოლის მარცხს გამოეხმაურა
"ვინც ხმას აიმაღლებს, დამდაბლდება" - ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას მარცხს გამოეხმაურა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება
თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს - დანა უაითმა ილიას მომავალ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა