ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ იქმნება ეპოქა?

ჩვენს რეალობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამას საკუთარი ხელით, ჩვენს შემთხვევაში კი ფეხის ერთი მოძრაობით ახერხებენ. ხვიჩას კარიერაა დიდი სპორტული ამბავი, რომელსაც თანამედროვე ზღაპარს ვუწოდებდი. ზღაპარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება პატარა გულით, ქართული სულითა და ენერგიით მთელი პლანეტის თვალები შენკენ მიაპყრო. ყველაფერი იქიდან და იმ ასაკიდან დაიწყო, როდესაც ბავშვური ჟინი და შეუპოვრობა იბადება. ახლა კი გირჩევთ,რომ გონებით ზუსტად იმ პატარა, მტვრიან ეზოებში გადავინაცვლოთ, სადაც დიდი მიზნები იღებს სათავეს...

ხვიჩამ ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში, თბილისის საფეხბურთო აკადემიის „ოლიმპიკის“ ბავშვთა გუნდში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელები გიგლა და დათო იმნაძეები იყვნენ, და ალბათ თავადაც არ იცოდნენ, ვის უზრდიდნენ საქართველოს. შემდეგ იყო „ავაზა“, ხოლო 2013 წლიდან თბილისის „დინამოს“ აკადემია და ახალგაზრდული გუნდები, სადაც სულიკო დავითაშვილმა, ლადო კაკაშვილმა და სხვა სპეციალისტებმა მისი ტალანტის ფუნდამენტი ჩაყარეს.

პროფესიონალური კარიერა მან 2017 წელს თბილისის „დინამოში“ დაიწყო. პირველად ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, „კოლხეთი-1913“-ის წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე (1–1): 18 ნომრით მოთამაშემ 62-ე წუთზე შეცვალა აკაკი შულაია და 83-ე წუთზე ბექა ქავთარაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომლითაც გუნდი მარცხისგან იხსნა. სწორედ ამ ერთი პასით ჩაეყარა საფუძველი იმ დიდ გზას, რომელსაც დღეს მთელი საქართველო გულშემატკივრობს...სადებიუტო სეზონში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც შეაგდო.

მომდევნო წელს „რუსთავში“ გადავიდა (18 მატჩი, 3 გოლი). 2019 წლის 15 თებერვალს იგი მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჩაირიცხა, სადაც 10 მაისს ყაზანის „რუბინს“ გაუტანა. თუმცა, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, იური სიომინის დიდი გულისტკივილის მიუხედავად, რომელსაც მისი შენარჩუნება სურდა, ხვიჩამ „რუბინი“ არჩია. 2019 წლის 6 ივლიდან ყაზანური კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა, სადაც ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა: გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი, 2020 წელს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო L'Equipe-მა XXI საუკუნეში დაბადებული 50 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანა.

2022 წლის მარტში, უკრაინაში შექმნილი მოვლენების ფონზე, მან რუსული კლუბი დატოვა და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. აჭარულ კლუბში ჩატარებულ 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და ივნისში ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

2022 წლის 1 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა (სატრანსფერო ღირებულებით 10–12 მილიონი ევრო). იტალიური ზღაპარიც დაუყოვნებლივ დაიწყო. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭის ემოცია, რომელიც უცხო ქვეყანაში, თავბრუდამხვევი ტემპით იჭრება ფეხბურთის დიდ სამყაროში...15 აგვისტოს, „ელას ვერონასთან“ გასვლით მატჩში (5–2), მან სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. მალე იყო დუბლი „მონცასთან“, გამარჯვების გოლი „ლაციოსთან“ და სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. „სან სიროზე“ მოქმედ ჩემპიონ „მილანთან“ მნიშვნელოვანი პენალტი მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულისა“ (4–1) და „აიაქსის“ კარში თავისი ჯადოსნური ხელწერა დატოვა. ნეაპოლში მისმა თამაშმა იმდენად დიდი ვნება და სიყვარული გამოიწვია, რომ ქალაქმა მას სახელი შეარქვა. გულშემატკივრებმა დიდ მარადონას შეადარეს და საპატიოდ „კვარადონა“ შეარქვეს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იტალიელებმა მას კიდევ ერთი, უფრო ღრმა და მხატვრული მეტსახელი უბოძეს „კვარავაჯო“. მსგავსად იმისა, როგორ ქმნიდა დიდებული მხატვარი კარავაჯო თავის უკვდავ ტილოებს სინათლისა და ჩრდილის ოსტატური თამაშით, ხვიჩასაც ეყო სიმამაცე და მწვანე მინდორი თავის საფეხბურთო კანვასად აქცია.

გახსოვთ 2023 წლის მაისი? „უდინეზესთან“ იმ ფრედ დასრულებულმა მატჩმა (1–1) მთელი სამხრეთ იტალია ფეხზე დააყენა და „ნაპოლიმ“ ისტორიაში მესამედ მოიპოვა სკუდეტო. სეზონის ბოლოს კი ხვიჩა სრულიად დამსახურებულად იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. როგორ უნდა დაივიწყო „იუვენტუსის“ განადგურება (5–1) ან კიდევ 2024–25 წლების სეზონის სტარტი „ბოლონიასთან“… თუმცა, მზის და მარადონას ქალაქთან ეს ლამაზი თავი 2025 წლის 16 იანვარს დასრულდა: 107 მატჩი, 30 გოლი და 29 საგოლე გადაცემა.

დარწმუნებული ვარ იცით, რომ ცხოვრება მუდმივი ბრძოლა და ძიებაა ახალი მწვერვალებისკენ…2025 წლის 17 იანვარს ფეხბურთის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო: პარი სენ-ჟერმენმა კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა, რითაც იგი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში. დებიუტიც ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ვარსკვლავებს შეეფერება: 25 იანვარს, „პარკ დე პრენსზე“, „რეიმსის“ წინააღმდეგ მატჩში, მეტოქის სამი მცველი ჩამოიშორა და დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ უსმან დემბელეს შეუდარებელი ასისტი გაუკეთა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი პოზიტიურად შეაფასა.

მალე პირველი გოლის დროც მოვიდა: 7 თებერვალს, „მონაკოსთან“ მატჩში (4–1), ბრედლი ბარკოლას გადაცემა მიიღო, ზუსტი დარტყმით ბურთმა თავი ბადეში ამოყო. 23 თებერვალს იგი „ლიონი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 5 აპრილს კი „ანჟესთან“ მატჩში (1–0) დეზირე დუეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, Sofascore-მა მატჩის საუკეთესოდ დაასახელა და პსჟ-სთან ერთად სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე საფრანგეთის ჩემპიონობაც იზეიმა, რითაც გახდა პირველი ქართველი, ვინც ტოპ-5 ლიგიდან ორის (იტალიისა და საფრანგეთის) ტიტული დაისაკუთრა.

არ უნდა დავივიწყოთ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯადოსნური ღამეებიც: 9 აპრილი, მეოთხედფინალი „ასტონ ვილასთან“ (3–1), სადაც ემილიანო მარტინესის კარში გამორჩეული სილამაზის გოლი გაიტანა და გახდა პირველი ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თავი გამოიჩინა (მატჩის საუკეთესო მოთამაშე). 7 მაისი, ნახევარფინალი ლონდონის „არსენალთან“ (2–1), გამარჯვება, პრესტიჟული ტურნირის ფინალის საგზური და მოხვედრა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში. 17 მაისი, „ოსერის“ წინააღმდეგ (3–1) შესრულებული პირველი დუბლი საფრანგეთში, როდესაც მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტა.

თუმცა, რამდენი ბრწყინვალე მწვერვალიც უნდა დაიპყროს საკლუბო დონეზე, ხვიჩასთვის მთავარი მაინც საქართველოა, ის ერთადერთი გვარი და ეროვნული ნაკრები, რომლის მაისურით თამაშზეც ბავშვობიდან ოცნებობდა. ყველაფერი 2016 წლიდან, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაიწყო. ეროვნულ გუნდში კი მისი დებიუტი 2019 წლის 7 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ შედგა. თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით 2020 წლის 14 ოქტომბერს, ერთა ლიგაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გაიტანა (1–1). შემდეგ იყო დაუვიწყარი 2021 წელი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ისეთ გრანდებს გაუტანა, როგორებიც ესპანეთი, საბერძნეთი და შვედეთი იყვნენ (დუბლი). დადგა 2022 წელი: წელი, როდესაც კვარამ და მისმა თანაგუნდელებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით სასწაული მოახდინეს. ერთა ლიგის 4 ტურში გატანილი 3 გოლით, 2 პასითა და მოპოვებული ორი პენალტით იგი Sofascore-მა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 23 სექტემბერს, „დინამო არენაზე“, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონის საგზური გაინაღდა, ამ ისტორიულ წარმატებაში კი კვარას ხელწერა წაშლილი არასდროს იქნება.

რამდენად დიდი ამბავია პატარა ქვეყნისთვის ასეთი შვილის ყოლა, არა? წარმოიდგინეთ მიწა, რომელსაც ბევრი ტკივილი და განსაცდელი ახსოვს, და უცებ, ამ მიწაზე იბადება ბიჭი, რომელიც მთელ პლანეტას აიძულებს იცნობდეს საქართველოს და მის შვილს. გიორგი კეკელიძის წიგნში ის შესანიშნავადაა დასათაურებული: „ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი“. და მართლაც, მეგრულ ენაში „ხვიჩა ხვიჩა მურიცხეფი“ მოკაშკაშე ვარსკვლავს ნიშნავს. ის ჩვენი ცის კაბადონზე აჭრილი ამომავალი მზე და მარადიული მურიცხია, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენი შესაძლებლობებს ზღვარი არ უნდა ჰქონდეს.

დღეს, როდესაც ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაშია, მისი სახელი სულ უფრო ხშირად ისმის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბურთს როცა განიხილავენ. და დაფიქრდით, რამდენად ახლოს ვართ ამ ოცნების ასრულებასთან…მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა და კვარამ ზაფხულის მთავარი გლობალური სპორტული ფორუმი გამოტოვა, მისმა თამაშმა ამით ფასი არ დაკარგა. მართალია, კონკურენცია საშინლად მძიმეა, ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, უსმან დემბელე, მაიკლ ოლისე თუ ჯუდ ბელინგემი ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძვიან, მაგრამ საფეხბურთო სამყაროს ნაწილის მტკიცე აზრით, კვარა წელს ამის სრულუფლებიანი კანდიდატი და ფავორიტია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის უკან 25/26 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე 16 თამაშში გატანილი 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დგას.

იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს, ნიჭთან და თავდაუზოგავ შრომასთან ერთად (რის დეფიციტსაც კვარა არ განიცდის) კლუბსაც უდიდესი როლი აკისრია. ზუსტად ისე, როგორც პსჟ-მა შარშან უსმან დემბელეს დაუჭირა მხარი და სრული ნდობა გამოუცხადა, ფრანგულმა გრანდმა ხვიჩას უნდა შეუქმნას იდეალური გარემო. კვარას ნიჭი მზად არის მსოფლიოს მწვერვალები დაიპყროს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს.

ხვიჩა დღეს ჩვენი იმედია და მის უკან ამ დიდ გზაზე მთელი საქართველო დგას. და როცა ის მორიგ მწვერვალს მიაღწევს, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ზღაპრისა, რომელსაც ერთად ვწერთ… Kvara ballon d'or. დაიმახსოვრეთ: “ეს ცეკვა “ქართულია”, მას ვერავინ იცეკვებს, რასსა არ ეყოფა!”.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

ჯუსიფრუტ
იამალმა ხო გადლიჯა, კილიანმა ხო ყველაფერი მოიგო, როდრიმ რაც აიღო იმaზე მეტის მიცემა მართლა ზედმეტია. ერთი კეინს ქონდა სტაბილური სეზონი და გერმანიიაში ჩემპიონობას, თასს და გერმანიის სუპერთასს მესამე ადგილი დააწია მსოფლიოზე. ერთადერთი თუ კვარას არა მაშინ კეინს ეკუთვნის. მაგრამ ჩვენ ჩვენს ვარსკვლავს უგულშემატკივროთ. კაცმა რომელმაც ყველა მნიშვნელოვანი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ფაქტიურად პსჟ ლიგაზე გამარჯვება მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ისევე როგორც შარშან და საფრანგეთის ჩემპიონატშიც უშუალო კონკურეტს (Lens) მნიშვნელოვან მატჩში გოლი შეუგდო კრიტიკის საპასუხოდ. პირადად კეინის ბაიერნსაც მოუგო და განვმეორდები ლიგა მოაგებინა პსჯ-ს მაგ დაპირისპირებაში ბაიერნთან გადამწყვეტი როლი ითამაშა.
მახმუდ
ქიგალე მარგალ კვარა ქეცბა დიდება უფალს ვინც ტქვენზე ცუდი ტქვას გული გაუპოს დანამა დანამა დანამა......................
პერსონალურად ვილიკოს
შენ ფეხბურთის ხეპრევ …როდესაც “თამაშობდი” მხოლოდ სირბილი პადკატი და ჩეხვა შეგეძლო …შემდეგ გამოხტი და ზიდანს ვეჩხუბე ფინალის შემდეგო …დაგვაღალატაო !! შე …ვ იმ ზიდანის გარეშე იმ მსოფლიოზე ჯერ ვერ გადიოდით საერთოდ ბოლოსკენ ზიზუმ გაგათრიათ და მერე ფინალამდისაც მიგათრიათ რომ არა ზიზუ მსოფლიოს ფინალს კი არა მსოფლიოს ვერ ეღირსებოდი საერთოდ !!! ხოლო იმ საქციელის გამო საფრანგეთის 80% მხარი ზიდანს დაუჭირა იმის გათვალისწინებით თუ რამოდენა ამაგი ჰქონდა ზიდანს ერთი და მეორე შენისთანა ამტანები ანუ “ჩმორები” გმირებად ვერ ხდებიან…ეს ხალხნო საერთოდ არასდროს ვყოფილვარ ზიდანის ფანი როდესაც მეუბნებოდნენ ნახე რა მაგარიაო ყოველთვის ვპასუხობდი ეგ არის კოპია მე კი ორიგინალი და თან ბევრად უკეთესი ბავშვობაში მყავს ნანახი და ვარ მასზე გაზრდილი ფეხბურთის დიდი “ველიკიი კნიაზ” ანუ თავადზე ( ეგ საქართველოში გვყავდა უამრავი თავადები თორემ სადაც ეს შეარქვეს იქ მეფეების ძმებს ერქვათ ველიკიი კნიაზ)დავით ყიფიანზე და ზიზუს თამაში ნოსტალგიის გარდა არაფერს იწვევდა …!!! ვილიაა რაც შეეხება წლევანდელ სეზონს 9 თვის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა ხვიჩამ ხოლო მეათე თვეში სადაც ხვიჩა შენს გამო ზუსტად რომ შენს გამო არ იყო ითამაშა მესიმ და არა შენმა კიკინებიანმა ოლესიამ !!! დარჩა ბოლო 2 თვე სადაც შეიძლება გადამწყვეტიც გახდეს და დიდი მნიშვნელობა ხვიჩასთვის იქნება ის სუპერფინალები და მითუმეტეს სანაკრებო თამაშებს სადაც დარწმუნებული ვარ შენი უვიცობის გამო ვერ შეძლოს ხვიჩამ თავისი თამაში აჩვენოს შენ უშლი ამაში ხელს და არც ახლა იქნება გამონაკლისი …!!! ასე რომ ხვიჩა მესმის თავდამბლობა მესმის არ გიყვარს ზედმეტად თავის გამოჩენა მინდორს გარეთ მაგრამ დადგა დრო რომ თქვენ თვითონ ფეხბურთელბმაც ამოიღოთ ხმა რომ შეიგნოს ფედერაციამ ეს კაცი ღუპავს უმაგრესს თაობებს უკვე და გასაშვებია მე ვიძახი 1:7 მერე უკვე არ ვარ მარტო მაგრამ ხალხის აზრს ( როგორც ზოგიერთ ფეხბურთელებს მიაჩნიათ ამათ ფეხბურთი არ უთამაშიათ აზრზე არ არიანო …ეს …ბი იმას ვერ ხვდებიან რომ ადრე მითუმეტეს ფეხბურთს ვთამაშობდით ყველა თან 24 საათი თითქმის და წვიმაშიც და თოვლშიც და შენ თუ სადმე კოლხოზების ჩემპიონატზე მოხვდი ეს არ ნიშნავს ჩემზე ან სხვაზე მეტად გესმის ფეხბურთი ბურთზე თავის მირტყმამ უმეტესად დაყ-…. ბა იცის ვიდრე თავში ცოდნის გაზრდა)ასე რომ მხოლოდ ხალხის აზრით არ ცვლის ფედერაცია მწვრთნელს …თქვენც უნდა ამოიღოთ ხმა ხომ ხედავთ ყველას კარიერას აფერხებს მერე მას ოლისეები და მითუმეტეს ფრანგები უფრო მოსწონს ვიდრე კვარები და ქართველები და გაუშვით რა ეს კაცი მის მშობლიურ საბაყაყეთში ისე ბაყაყის ხინკალიც გაატანეთ …და კომპენსაციაზე არის საქმე გამოვიდეს და თქვან ამდენია საჭირო დარწმუნებული ვარ 2-3 დღეში აგროვდება ეს ფული ….!!!ხვიჩას კი ერთ რამეს ვთხოვ რაც არ უნდა მოხდეს გულთან არ მიიტანო ხომ ხედავ რაები ხდებოდა მსოფლიოზე როგორ ჩალპა ყველაფერი ფიფაში არანაკლებია უეფაც და საერთოდ უსამართლობების ზეიმია ყველგან და ყველაფერში შენ გააგრძელე ეგეთ ტემპში გააასამე ლიგა და აი მერე რაღას გადააბრალებენ არც მსოფლიო და არც ევრო ხომ არ არის მაგრაააამ სანიოლის კვანტების მიუხედავად მოგიწევს ნაკრების მინიმუმ 2 ადგილზე გაყვანა და ეს შეგიძლიათ ისევე ლიგის გასამებაც ..წარმატები ხვიჩასაც და ბიჭებსაც !!!!
Porto
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია!!!!!!!!!!!! და არა მარტო ამ სეზონის!!!!!!!!!!!! წერტილი!!!!! კლავიატურის ვირთხებს, უსამშობლო პარტიის ანასხლეტებს, ბოღმიან და რეგვენ ტიპებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ურჩევს ბევრი წყალი დალიონ და კბილები გაიხეხონ!!!!!!!!!
ქართველი
7 კიარა 27 რომ გაიტანოს მსოფლიოზე არ უთამაშია და ლიგა 1-ში არაფერი გაუკეთებია
მამუკა
რამ გაგაბოროტათ, რა ბოღმაზე სკდებით, ასე ბოღმაში ამოგხდებათ სული. ერთი კი არა ათი აიღოს თქვენი რა მიდის. ის კაცი მაგისთვის შრომობს და წვალობს. იმის მაგივრად რომ გაგიხარდეთ ბოღმაში იხრჩობით!!!!!!!!!!!!!! საქართველოს და ქართველების სადღგრძელოს ხომ სვამთ დიდი ყანწებით!!!!!!!!!!!!!!!! რა თქმა უნდა ყველას არ ეხება.
ჟორა
დაიცადეთ 3-4 წელი და თორნიკე ხვიჩას დაგავიწყებთ. ამის გარანტიას კი ის მაძლევს, რომ ის დღეს 16 წლის ხვიჩაზე ბევრად უკეთესია.
გიგო პაპა
ჯერ აქვს კიდევ შანსი ხვიჩას რომ გამოიჩინოს თავი. იქნებ 7 გოლი გააქვს ასტონ ვილას კარში? ვიღას ემახსოვრება მერე მესის გოლები მსოფლიოზე? ვაცადოთ ჯობია, რა იცი რა ხდება.
ის სიმართლე არ ვარ
ობიექტურად არ ეკუთვნის კი. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რომ გახდა, მაგას ცალკე ჯილდო აქვს გამოყოფილი და აიღო კიდეც ეგ. მაგრამ მარტო ჩემპიონთა ლიგის გამო ხო არ აძლევენ ამ ოქროს ბურთს, მითუმეტეს მსოფლიოს წელს სანაკრებო შედეგს უფრო დიდი უპირატესობა ენიჭება. მსოფლიოზე საერთოდ ვერ გავიდა. კვარაცხელიას ამ ვითარებაში ერთადერთი შანსი ექნებოდა თუ სტატისტიკით იქნებოდა ყველაზე წინ და ზუსტად მაგაში მოიკოჭლებს. ლიგა 1-ში გაიტანა სულ 8 გოლი და 4 ასისტი დააგროვა და ჯამში სეზონურად აქვს 29 საგოლე მოქმედება. შედარებისთვის კეინმა გაიტანა 73 გოლი ამ სეზონში და ჰქონდა 8 ასისტი, ანუ ჯამში 81 საგოლე მოქმედება. ითამაშა ყველა ტურნირი სტაბილურად მაღალ დონეზე, შესაბამისად თუ ვინმეს ეკუთვნის ოქროს ბურთი ამ ვითარებაში არის ჰარი კეინი
დავით 67
კი ნამდვილად მასეა. დავამატებ კიდევ რომ არცერთ ქართველს წარმატება საკუთარ ქვეყანაში არ მიუღწევია. თენგიზ ჩანტლაძის მონოლოგი მახსენდება მიხაკზე. მერე გამოვლენ ქარველები დაიწყებენ ქართველია ჩვენ გავზარდეთ და ა.შ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს რომ ჭაობში ვართ და მუდამ ასე ვიყავით 1921 წლიდან. აქ ახალგაზრდისთვის გაჩერება არ ღირს, ყველანაირ ტალანტს ჩაგიკლავენ. ხვიჩას ადგილას ნაკრებში თამაშზე უარს ვიტყოდი. მერე იქნებ მიხვდნენ რა ბრილიანტი ჰყავს ქვეყანას. თუმცა მაინც მეეჭვება. ერთი ფაქტი მინდა კიდევ ავღნიშნო, სანდო წყაროებიდან ვიცი რომ ხვიჩამ დიდი როლი ითამაშა საფონოვის და ზაბარნის ურთიერთობებში. ასე რომ ეს ბიჭი დიპლომატიც არის. ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. დღეს ცოცხალ ქართველებში N1ქართველია.
Star lord
არ გვინდა რა ეს კვარავაჯო, კვარაბანჯო და ეგეთები. ამ კაცს აქვს მშვენიერი გვარი საქართველოს ულამაზესი კუთხიდან - სამეგრელოდან. პატივი ეცით ქართულ კულტურასა და ენას. ნუ უძვრებით სხვას!
ქართველი
ძალიან გვინდა ყველა ნამდვილ ქართველს კვარას ოქროს ბურთი,ამას აუცილებლად ვნახავთ მარა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგით ვერ გაქაჩავ ხუთეულსაც კი, როცა საფრანგეთის ჩემპიონატში არაფერი გაუკეთებია და მსოფლიოზე ვაფშე არ უთამაშია, სამწუხაროდ ყველამ მაგის კონკურენტმა დაგლიჯა მსოფლიოზე სტადიონები და არც ლიგა ერთში გაუკეთებია არაფერი კვარას, შესაბამისად ოქროს ბურთს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მაგარი თამაშით ვერ მოიგებ და მაგას განსაკუთრებით თუ მსოფლიოზე არ თამაშობ და იქ თუ თამაშობ, თან უნდა ანახო ძალიან მაგარი თამაში, რაც მაგისმა კონკურენტებმა გააკეთეს. მომავალ წელს უნდა მოუმატოს და უეჭველი აიღებს ოქროს ბურთს. რომ არ დომოდა ევროპას კვარაცხელიას აღიარება, არც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესოს არ მიცემდნენ!
ლადო-არ დაიდარდო
ასეთი კომენტარით შენს სიმდაბლეს ამხელ,ღვარძლი დაგახრჩობს
სპორტი
კარგად წერთ მარიამ.

ან კვარა-ლადო ხო? თან რითმაშიც კარგად ჯდება

გამოჩნდება ვიღაც ქართველი,რომელიც სხვებზე მეტად აღმატებულია,კაშკაშებს,მაგრამ სანამ უცხოელები არ აღიარებენ,ქართველი არაფრით არ იკისრებს მისი სიდიდის აღიარებას.ეგ კი არა,უკვე აღიარებულსაც მუდამ ჩასაფრებულები ელიან,ერთი ფეხი გადაუბრუნდეს და გული ვიჯეროთ,მასზე ტალახის სროლითო.ეს ისტორიულად მოგვდგამს და ერთერთი ყველაზე ცუდი ეროვნული თვისებაა.ამას ვერც კვარა გადაურჩა და ამ საიტის ისტორიასაც მრავალი ასეთი ტალახის გუნდა ახსოვს.ლოკომოტივიდან კვარას წამოსვლაში ლოკომოტივის ქართველი ფუნქციონერის საკმაო წილიც არის.როცა კვარასთან კონტრაქტის დადებაზე დაიწყეს ლაპარაკი,მას უთქვამს მაგისთანა ფეხბურთელები,ჩვენ საფეხბურთო აკადემიაში დუჟინი გვყავსო და სწორედ ამის მერე აღარ გაჩერდნენ,ლოკომოტივში.ისე,მაინტერესებს,მთელი ლოკომოტივის ღირებულება რამდენია,ხვიჩას ღირებულებასთან ახლოს მაინცაა?!ან ის დუჟინი კვარაზე პერსპექტიული ახალგაზრდა სად არიან და მათი ფასი რამდენია.ისე,შესაძლოა კვარას ამანაც მისცა მოტივაცია,სულ წინ ევლო და მისი შეფასების საწინააღმდეგოდ,დაემტკიცებინა თავისი შესაძლებლობები.
დავით 67
ერთი გიყვარს თუ არა დაბრმავება, მაგრამ ფაქტი სხვაა. დაბრმავებული რომ ხარ. არ ვიცი აქ ხშირად აკეთებს ადამიანი კომენტარს სიმართლის სახელით. არადა ყველაზე დიდ ტყუილს წერს. არ ვიცი ეს შენ ხარ თუ სხვაა. აქ მისცემენ თუ არ მისცემენ ამაზე არაა საუბარი. მე და არამარტო მე, ასევე ბევრი უცხოური სპორტული საიტები,მათ შორის რუსულიც,წერენ რომ ხვიჩამ ეს დაიმსახურა, რადგან ჩემპიონთა ლიგაა უმეღლესი ტურნირი ფეხბურთში და არა მსოფლიო ჩემპიონატი,სადაც ნაკრები 5-6 თამაშს ატარებს. თუნდაც 8 იყოს. კიდევ პარადოქსი ისაა რომ ამბობ არ ეკუთვნისო. აქ მთავრდება უკვე შენი სიმართლე.
ვაჟა მასწავლებელი
მარიამის სტატიას +, ძალიან მომეწონა და კარგია, მაგრამ თუ მაინცადამაინც მხატვრებიდან ვირჩევთ ზედმეტსახელს, იქნებ "კვარასმანი"-ს დარქმევა გვეცადა? რომელ ევროპელ მხატვარზე ნაკლები და უცნობი იყო ქართველების მსოფლიოში განუმეორებელი ნიკალა? როგორც "პრიმიტიულად" და ბავშვურად ხატავდა ნიკალა, ზუსტად ისე - "პრიმიტიულ", ბავშვურ და ძველქართულ, ანუ ძველთბილისურ იტალიურ-ეზოურ, მხოლოდ მსოფლიო დონეზე აყვანილ თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს კვარა ევროპაში აღიარებულ Top - 5 ლიგებში და ამითაა დიდებული და განუმეორებელი!
საუკუნო სიმართლე
როგორ არ მიყვარს ეს თავის დაბრმავება. ყველა იცით გულის სიღმრეში, რომ წელს ოქროს ბურთს ვერ აიღებს კვარაცხელია (ობიექტურად არც ეკუთვნის).
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
ეს უმაღლესი კლასია - "ცხოვრება ვარდისფერ ფერებში" ხვიჩასგან!..
კვარაცხელია და "ოქროს ბურთი" სულ უფრო რეალური ხდება - ხვიჩამ საფრანგეთიდან დიდი მხარდაჭერა მიიღო
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - მუნდიალის გმირი მალე პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"
მოულოდნელი ამბავი - ალ-ხელაიფი პსჟ-იდან წავა და FIFA-ს პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს?
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
მოიგებს "კვარა" "ოქროს ბურთს"? - დეტალური ანალიზი
Le Parisien: ასეთ შემთხვევაში კვარაცხელია "ოქროს ბურთს" დაეუფლება