ლეგენდარულმა ოლივერ კანმა 2026 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

"ბაიერნის" ყოფილი მეკარის თქმით, გერმანიის ნაკრებს ნიჭიერი ფეხბურთელები არ აკლია, თუმცა პრობლემა მათ თავდაჯერებასა და თვითრწმენაშია.

"გერმანიის ნაკრების სამი მწვრთნელი ერთსა და იმავე ეტაპზე დამარცხდა: იოახიმ ლიოვი, ჰანსი ფლიკი და იულიან ნაგელსმანი.

როცა სამი მწვრთნელი, განსხვავებული მიდგომებით, ერთსა და იმავე ეტაპზე მარცხდება, ესე იგი მიზეზი უფრო ღრმაა.

როცა იოზუა კიმიხი პენალტის შემსრულებელს ეძებდა, ეს იყო ამ გამოვარდნის ყველაზე გამორჩეული მომენტი.მაღალი დონის ნაკრები ასეთ მომენტში ფეხბურთელებს არ ეძებს, ისინი თავად ითხოვენ ბურთს!

გერმანიას ნიჭის პრობლემა არ აქვს… ფეხბურთელებს აკლიათ თავდაჯერებულობა, რათა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.

ის, ვინც ამას არ აკეთებს, საკუთარ თავს იცავს წარუმატებლობისგან, მაგრამ ამავდროულად, კარგავენ ისტორიის შექმნის შანსს.

ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ ვიკითხოთ, რატომ ვუშვებთ ერთსა და იმავე შეცდომებს ყოველ წელს…ნაკრებში სახეებს ვცვლით და ამას ცვლილებას ვეძახით, თუმცა ვერიდებით რეალურ კითხვას: მზად ვართ თუ არა გადავიხადოთ ის ფასი, რასაც მაღალი დონე ყოველთვის მოითხოვს?

გადამწყვეტი მომენტი არ იწყება მაშინ, როცა ნაკრების მაისურს იცვამ… ის მრავალი წლით ადრე იწყება, იმ მომენტში, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი სწავლობს, რომ პასუხისმგებლობა არ არის ის, რასაც სხვას გადასცემ, ეს არის ის, რასაც საკუთარ თავზე იღებ.

ნიჭი მსოფლიო ჩემპიონატამდე მიგიყვანს… პასუხისმგებლობა კი განსაზღვრავს, რამდენ ხანს დარჩები იქ", - განაცხადა კანმა.

ვოოტ
გერმანელებს სწორად ოლივერ კანი და მისი ის მკვეთრად გამოხატული შვაბური დიალექტი აკლიათ, რომელსაც ხშირად თანაგუნდელებიც ვერ იგებდნენ და ხუმრობით ( ალბათ სანახევროდ) ყეფას ადარებდნენ... სიმბოლურია, რომ გუნდში საუკეთესო გამოსვლა ეროვნებით ქურთ უნდავის ჰქონდა...
რევალდო @ დავით 67
ე.ი. ტყუილად არ მქონია მისდამი არსიყვარული :) მაგრამ ეხლა კარგად გამოხატა პრობლემა.
დდდ
კანი მართალია, გერმანელების პრობლემები უფრო არასაფეხბურთო ხასიათისაა... ფრიდრიხ მერცმა ბუნდესნაკრებს მუნდიალზე გამოსვლა მიულოცა და მეტიც- დაწერა, რომ ამაყობს მათით... ცნობილი ამბავია - ფრიცების იუმორს მხოლოდ ფრიცები იგებენ, მაგრამ მერცს სიამაყე ხუმრობაში არ ჩაუთვალეს და ზოგი მის გადაყენებასაც ითხოვს...
დავით 67
ისე მაგის კაცობა რა ვთქვი. როდესაც კარიერა დაასრულა ბავშვთა სკოლაში (შშპ) მიიწვიეს და 9 წლის ბავშვებს პენალტები უნდა დაერტყათ მისთვის და რამდენსაც გაუტანდნენ იმდენ 1000ევროს მიიღებდა ეს ინტერნატი. 10 პენალტი დაურტყეს და ათივე მოიგერია. მაგრად "კაცურად" მოიქცა. იმ სკოლის დირექტორი ქალი იყო და შოკში ჩავარდა
რევალდო
აი კაცი. არასდრსოს მყვარებია, მაგრამ კაცია კაცური და ამას სადაც არ მოუსმენენ იქ ცუდად წავა საქმე.
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
არგენტინის ნაკრების მწვრთნელი შესაძლოა, გალარდო გახდეს
ნეიმარმა შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა დაასრულოს
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
უარი საჩუქარზე - იამალმა ჩეჩენი ბლოგერისგან "ბუგატი" არ მიიღო
გადაწყდა - ბელგიის ნაკრებს ვან ბომელი ჩაიბარებს
ნაკრების კანდიდატთა გუნდი ჩინეთში, სოლიდარობის თასზე საასპარეზოდ მიემგზავრება
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
7-კაცა | მეორე ეტაპზე სპლიტში
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] უნაი სიმონმა და იერემი პინომ ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს
"სლოვანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, "იბერია 1999" ფეხბურთელებსა და სტაფს 1 მილიონიან პრემიას გაუკეთებს
[PHOTO] ვინისიუსის ცნობა გაგიჭირდებათ - ბრაზილიელმა პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
დაღუპა არგენტინა - შირერმა ფინალში ფერნანდესის გაძევებას სულელური უწოდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
თბილისის "დინამომ" ფრანგ ნახევარმცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
"ამაზე კარგი დრო როდისღა ექნება?" - კანმა ნოიერს ფეხბურთელის კარიერის დასრულება ურჩია
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
გაჩემპიონებისთანავე "ბაიერნმა" კანი და სალიჰამიჯიჩი გადააყენა
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
"რეალს" სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება" - კანმა ალონსო გააკრიტიკა
კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნი" დატოვა
კანი: ნოიერი მთიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს - არასოდეს არავის უჯერებს