მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინამ შვეიცარიას დამატებით დროში 3:1 სძლია და ისტორიაში მეექვსედ, ბოლო ოთხ ტურნირზე კი მესამედ გავიდა ნახევარფინალში.

„ალბისელესტე“ დებიუტშივე დაწინაურდა - კუთხურიდან მესის ჩაწოდებულ ბურთს მაკ ალისტერმა თავურით კობელის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული თამაში გათანაბრდა, ე. მარტინესთან პირისპირ გასულმა ემბოლომ ვერ გაიტანა, მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და სამხრეთამერიკელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

შესვენების შემდეგ არგენტინა არადამჯერებლად გამოიყურებოდა, ევროპელებმა შეუტიეს, ე. მარტინესმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მომდევნო ეპიზოდში კი ნდოიემ ანგარიში გაათანაბრა. მერე ემბოლომ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეორე აღმოჩნდა და შვეიცარია რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. არადა, იმ მომენტისთვის იაკინის გუნდი ინიციატივას ფლობდა და არგენტინა არცთუ სახარბიელო სიტუაციაში იმყოფებოდა. არგენტინა იერიშებზე გადავიდა, მესიმ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, ლ. მარტინესის დარტყმული კობელმა მოიგერია და ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

შვეიცარია ექსტრა ტაიმებშიც არაფერს უთმობდა მეტოქეს, მაგრამ ალვარესმა დიდებული გოლით თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ბოლოს ლ. მარტინესმაც გაიტანა და არგენტინამ გაიმარჯვა.

არგენტინა 15 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.

კანზასი. „ეროუჰედი“

არგენტინა - შვეიცარია 3:1 (ძირ. დრო 1:1)

გოლები: 1:0 მაკ ალისტერი (10), 1:1 ნდოიე (67), 2:1 ალვარესი (112), 3:1 ლ. მარტინესი (120+1)

გაძევება: ემბოლო (72, შვეიცარია)

- მესიმ მუნდიალებზე 32-ე მატჩი ჩაატარა. მან პლეი-ოფში მეთხუთმეტედ ითამაშა და კლოზეს რეკორდი დაამხო.

- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე საგოლე გადაცემების რეკორდი გააუმჯობესა - 10.

- არგენტინამ ზედიზედ 12 მატჩში გაიტანა 2+ გოლი და 1930-1954 წლებში ურუგვაის დამყარებული რეკორდი დაამხო.

- პირველად ისტორიაში ნახევარფინალში რეიტინგის პირველი ოთხი გუნდი ითამაშებს.

Goga
რეებს წერთ რით ფიქრობთ საერთოდ
SS
"მესის რომ ესიმულიანტა გააგდებდნენ"🤦🏻♂️ ამ ხალხმა ბიღმისგან აზროვნების უნარი დაკარგა.რატო გააძევეს? მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სიმულაციის გამო და არ ყოფილა პირდაპირ გაძევება
ტიჯანი
შენ ასაკში ამ დროს ძინავთ!
ენძო
არ უნდოდათ შვეიცარია ნახევარფინალში(ინგლისი-არგენტინა უფრო პრესტიჟულია და მაყუთსაც მეტს დადებს).განმკითხავი არის ვინმე?! არავინ!
მესსის
ერთი მსოფლიო რო აჩუქეს არ კმარა და მეორეც უნდათ რო მიცენ მარა არ გამოუვათ
ფანი
მესის ხსენებაზე ეგ ოხერი პირები გამოირეცხეთ!
ბაბანგიდა
აიღეთ ეგ თასი და პირდაპირ მიეცით მესის.რაღას გვაწვალებთ? მეისის რო ესიმულიანტა გააგდებდნენ?
[VIDEO] ინგლისმა ბელინგემის დუბლით ნორვეგიას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი: საქართველო შვეიცარიასთან დამარცხდა
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
ჰოლანი, მესი, რონალდო, იამალი, ნეიმარი - პერუში ბავშვებს მასობრივად ფეხბურთელების სახელებს არქმევენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
"საფრანგეთის რატომ უნდა გვეშინოდეს? მათ ბოლო ორი მატჩი მოვუგეთ" - ლამინ იამალი
"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა
[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის
[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა - ბოსნიას და ჰერცეგოვინას
"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
[VIDEO] კინაღამ სასწაული მოხდა. მესის რეკორდები - არგენტინამ კაბო-ვერდეს ძლივს მოუგო
"იქამდე იქნება საუკეთესო, სადამდეც თავად გადაწყვეტს" - სკალონიმ მესიზე ისაუბრა
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
[PHOTO] ტელევიზიით არ აჩვენეს - აშშ-ში მოედანზე შიშველი ქალი შევარდა
[VIDEO] მესის მაგია - არგენტინამ ეგვიპტეს საოცარი მატჩი შემოუტრიალა და მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
20 წლის მანზამბიმ ყველაფერი შეცვალა - შვეიცარიამ ბოსნიას მოუგო
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
ფავორიტებიდან ლუსაილამდე: საფრანგეთისა და არგენტინის 20-წლიანი საფეხბურთო ოდისეა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ