მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა და ბოლო ექვსი მუნდიალიდან მეხუთედ გავიდა მეოთხედფინალში.

ეგვიპტემ თამაში აქტიურად დაიწყო და იბრაჰიმის თავურით დაწინაურდა, რომელმაც ლ. მარტინესს დაასწრო და ბურთს ე. მარტინესის კარში მიუჩინა ადგილი. აქედან მოყოლებული არგენტინა შეტევებზე გადავიდა და მალევე შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - საჯარიმოში ჰასანმა ტალიაფიკო წააქცია, მაგრამ მესის დარტყმული პენალტი შუბეირმა მოიგერია. შემდეგ შუბეირმა მაკ ალისტერს და ალვარესს არ გაატანინა, მესის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი კი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმში სამხრეთამერიკელებმა ზეწოლა გააგრძელეს, ხოლო ზიკომ კონტრიერიშისას გაიტანა, თუმცა იქამდე ჰაფეზის მხრიდან ლ. მარტინესზე უხეშობა დაფიქსირდა. მაინც დალაშქრა მალე ზიკომ ჰასანის პასით ე. მარტინესის კარი და „ალბისელესტე“ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ არ გატყდა: ჯერ რომერომ ლეოს გადაცემის შედეგად სხვაობა შეამცირა, მერე თავად ლიონელმა გაიტანა, ხოლო ბოლოს ფერნანდესმა დაამწუხრა მეტოქე და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

მეოთხედფინალში არგენტინა შვეიცარიას დაუპირისპირდება.

ატლანტა. „მერსედეს ბენცი“

არგენტინა - ეგვიპტე 3:2

გოლები: 0:1 იბრაჰიმი (15), 0:2 ზიკო (67), 1:2 რომერო (79), 2:2 მესი (83), 3:2 ფერნანდესი (90+2)

გამოუყენებელი პენალტი: მესი (21, არგენტინა)

- მესი ტურნირზე გატანილი 8 გოლით ბომბარდირია.

. მესი 21 გოლით მუნდიალების ბომბარდირი და 9 საგოლე პასით საუკეთესო ასისტენტია.

- მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს 1 ჩემპიონატზე 2 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მან მუნდიალებზე 8-დან 4 პენალტი გაიტანა.

- მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 31-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდი გააუმჯობესა.

- მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.

- მესის ანგარიშზე კარიერაში 919 გოლია - რონალდოს 976 აქვს გატანილი.

napoleoni
ვეთანხმები გამყრელიძის დასკვნას
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
მესი ბიძია შენ გაიხარე შენს ცოლ-შვილში როგორც მე გამახარე.

მესის და არგენტინის ჰეითი ალაპარაკებს ხალხს უბრალოდ. ვინც ობიექტურად აფასებს კითხვაც არ იქნებოდა სალაჰის ეპიზოდზე. კაცს დაკარგული ჰქონდა უკვე ბურთი და ძალით წამოედო ფეხზე მცველს, თვითონაც არ აპროტესტებდა, გადაახვიეთ და ნახეთ. სტოპკადრით ყველაფერი დარღვევად გამოჩნდება
suxumchanin
აკი ვერ გაიტანსო მესი-თქვა კუკუ-კვაკამ, ლაუტარო ბრავო!
@vanio
მოურინიოს გაფიცებ
მსოფლიო პირველობა
ევროპის საკლუბო პირველობამ დაჩრდილა ძალიან დაბალი დონეა, თამაშის ინტენსივობა დაბალი, პრესინგის ნატამალი არჩანს გეგონება ფეხბურთელებს ძალით მიერეკებიან მოედანზე.სამოციანი წლების ტემპში თამაშობენ.დაცვაში კიდე ღია კარის დღეები აქვთ.
ზაზა
მესი მართლა გენიოსია და პატივისცემა მას. თუმცა მისი არგენტინა ვერაა ის გუნდი, დარჩენილი სამი თამაში მოიგოს და თასი აღმართოს. შვეიცარია, ინგლის-ნორვეგია და ბოლოში საფრანგეთ-ესპანეთი ამ გუნდებთან ნებისმიერთან მათი გამარჯვების შანსები 20% დაბლაა. მხოლოდ ერთი კაცი ვერაფერს გახდება.
კოტე
მერე დაიტყავებენ თითებს და ენას მესის ქებით, თუ ეგვიპტის მეორე გოლი უნდა გაუქმებულიყო, გაეუქმებინათ არგენტინის მესამეც და დაენიშნათ პენალტი არგენტინის კარში, საათნახევრით უკან რომ ჩაყვნენ ეგვიპტის გოლის მომენტს, ოღონდ მიზეზი მოეძებნათ. მესიმ რომ ჯგუფურში კაცს კინაღამ ფეხი მოსტეხა, იქ სად იყო ვარი? ესაა შერჩევითი სამართალი და ორმაგი სტანდარტები. ბალოგუნის ამბის მერეც კი ვერ ხვდება ხალხი ვერაფერს, არადა ღიად გამოაცხადეს, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, ყველაფრის უფლება გვაქვსო
lasha
ამ კომენტარზე დასმული დისლაიკებიც მეტყველებს რომ ჩვენი საზოგადოება არაადეკვატურია და ძალიან ღღმა ორმოში ვართ. კაცი ამბობს ჯერ არგენტინა ძლიერ გუნდს არ შეხვრედრიაო. და არ მოწონთ. რაო. ტყუილი დაწერა რამე? :) დამსოფლიო გრანდები გამოყარა ტურნირიდან? და ჩვენ არ ვიცით?
იკა
ზოგადად სუსტი მსოფლიოა ინდივიდუალისტების, აქ პსჟ რო თამაშობდეს გადახნავდა აქაურობას.
სიმართლე
არგენტინა არა, მარა ფიფამ დაადო ეგვიპტეს.
Lasha
არგენტინა ინგლისის დაპირისპირება იქნება საინტერესო. საფეღბურთო პაექრობის გარდა მათ შორის ძველი კონფლიქტია. ფოლკლენის კუნძულები ომით წაართვა ინგლისმა 45 წლის წინ. ჯერ მარადონამ შეუსრულა და ეხკა მესის ჯერია.
ჟორა გაბრიჭიძე
დღეს თითქმის ყველა გუნდი ტოტალურად იცავს თავს ათივე მინდვრის მოთამაშე თავის საჯარიმოშია, ასე იყო ამ თამაშზე და მესიც კი თავის საჯარიმოში იცავდა თავს. ის კი რასაც დიდი ხანია ვურჩევ პსჟ-ეს (ენრიკეს) და სხვა მწვრთნელებს, მხოლოდ საუდელთა მწვრთნელი აკეთებდა, ანუ, როცა არგენტინა უტევდა სალაჰი მოედნის ცენტრთან ახლოს ტრიალებდა და უცდიდა მოგერიებულ ბურთს. ამ დროს კის იქ მას ორი არგენტინელი მცველი ყარაულობდა, ამიტომ არგენტინა 8 კაცით უტევდა 9 არაბს. სწორედ ამას ვურჩევ ენრიკეს, რომ როცა მოწინააღმდეგე უტევს კვარა და დემბელე საკუთარ საჯარიმოში კი არ უნდა იყოს, არამედ გარეთ უნდა დაელოდოს მოგერიებულ ბურთს და 3-4 მცველი შეაკავოს. იქნებ გაქვთ ვინმეს საშუალება ეს რჩევა მიიტანოთ ენრიკემდე?
გლეხი
სადღაა ფეხბურთი...მოკვდა დიდიხანია..უბრალოდ შოუა ეს ყველაფერი...ფეხბურთელს მილიონები რომ ექნება შემოსავალი იქ მოკვდა ფეხბურთი...ეს დიდი ბიზნესია მეგობრებო...
რევალდო
მესიმ გუშინ უდავო და აშკარა პირველობა მოიპოვა ჩვენი დროის ყველა საუკეთესოთა 'ორთაბრძოლაში', მაგრამ დანარჩენი არგენტინა ცისფერი 'პარაგვაია', უსაზიზღრესი გუნდია. ასეთი გუნდის ასე ამდენჯერ ამოქაჩვა ხუმრობა არ არის. მესი მესია.
მწარე
აღარ მიბეჭდავენ პოსტებს ამ გაზეთში. გულს მაინც მოვიოხებ. არგენტინამ ზუსტად ასეთი "ჭიდაობით" მოიგო წინა მსოფლიო.
zaza
მსაჯი იყო არგენტინის მთავარი მოთამაშე და არა მესი.
ჯარისკაცი
ბრავო, ლეო! ვისაც არ მოგწონთ, ჭამეთ ....!
zura222
ლეოო პენალი აღარ დაარტყაა !
ყვავ ყვარე !
მაგარი შემოუტრიალა არგენტინამ ! მესი ხომ ზეციურია ! მაგარი ხარ ბებერო !ისე ვეღარ დარბის მაგრამ მაინც მაგარია (ისე არც ახალგაზრდობაში იკლავდა თავს დაცვაში სირბილით) სულ სხვების შემყურე რომ ვართ მსოფლიოზე იქნებ ჩვენც შევძლოთ რაიმე მომავალში ეეეხ !
მამუკა
სიმრთლე ითქვას, ჯერ-ჯერობით არგენტინა საშუალოზე სუსტ გუნდებს ხვდება, მეოთხედფინალში ვნახოთ საშუალო დონის გუნდთან რას იზავს. ისე ეს ეგვიპტელები ფარაონები კი არა, ფარაონის მზეებიც არ ყოფილან, 10 წუთში როგორ უნდა გაუშვა 3 ბურთი მსოფლიოს მერვედფინალში
ქართველი
არგენტინა-ინგლისი მინდა რა, რომ მესიმ შეუსრულოს ფეხბურთის სამშობლოს და გაუშვას ნისლიან ალბიონზე))) მერე ბევრი აქ ხმას ჩაიკმენტავს)))
ქართველი
ვინც ამბობს რომ მსაჯმა მოაგებინა არგენტინას უბრალოდ უვიცია, როდესაც ბურთზე ითამაშებ ჯერ და შემდგომ უკვე რომც ფეხი მოტეხო მოწინააღმდეგეს არასდროს პენალი არ იდება მანდ,რადგან პირველი კონტაქტი გქონდა ბურთზე ანუ სუფთად აართვა ტიპმა და მერე ფეხი მიაყოლა, ეგ არასოდეს არ არის ფოლი, უბრალოდ მესის დაკნინება უნდათ ,მაგრამ ტიპმა რაც ჩაუტარა ეგვიპტეს, საუკუნის ბოლომდე ემახსოვრება დედამიწას!
უვიცი
არ მეგონა მესი თუ ასეთ კარგ ფორმაში იქნებოდა. ყოჩაღ მიუხედავად ყველაფრისა, ორი აზრი არ არის, რომ მშვენივრად გამოიყურება. თუმცა ეგვიპტეზე არ დანიშნული პენალტი და შემდეგ იმავე შეტევაში არგენტინის გოლი მსუბუქად, რომ ვთქვათ უსამართლობა იყო. საპირისპირო მხარეს კი გაცილებით ადრე მომხდარი ეპიზოდის გამო მსაჯმა გაუუქმე ეგვიპტელებს გოლი. ჰასანის ტრამვამაცვსულზე მოუსწრო არგენტინას...
დავით 67
არ ვარ არგენტინის ქომაგი, მაგრამ სად დაინახეთ რომ მსაჯმა მოაგებინა? მითების და ჩაწყობების არ მჯერა, მაგრამ არგენტინას შედარებით სუსტი გუნდები რომ შეხვდა ეს ხომ ფაქტია. ამ მხრივ არ გაუმართლდათ ჰოლანდიას და ხორვატიას, ასევე პორტუგალიას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მესის ყურება უდიდესი სიამოვნებაა. უყურეთ თქვენ ბეყეებო,ვითომ კრიტიკოსებო,ბოლო ჩემპიონატს თამაშობს, მეტს ვეღარ ნახავთ.თუმცა ზოგისთვის ფეხბურთი მხოლოდ ტოტალიზატორთან ასოცირდება. მესიზე რომ იტყვი აღარ ვარგაო, იქ დამთავრებულია უკვე ფეხბურთის ცოდნა.
ტრიბუნა A
ეგვიპტეს გამოცდილება არ ეყო თორემ ჩემს ბანტებს მოუგებდა არგენტინა . თანაც 10-15 წუთში
ტრიბუნა
ეს ჩემპიონატი მეორე ხარისხოვანი გუნდების ბუმი გახდა
ვაახ?!
ბოღმისტები რა დღეში ხაართ? როცა ასეთ დღეში ვარდებითდა ვეღარ თოკავთ ნერვებს, რაღას უყურეებთ მესის სპექტაკლეებს? ცოდოები ხართ, ცოდოები!
zlatani
დიდ გუნდებთან შანსი არ აქვთ. 80 წუთი ფეხი არ გაანძრევინეს ლეოს.
ზაზაჯან
რამდენი რამე დავწერე და ეტყობა დანარჩენს ეთანხმები , ეს ერთი რომ მოგხვდა პედანტ გულში .
ბობი ჩარლტონი
ამ არგენტინას ჩემი ინგლისი უპრობლემოდ ჩაახრამუნებს.
დიმო
არ იყო ჯარიმა ბურთზე ითამაშა .
დდდ
ფრ%ხილად იყვნენ, სხვა გუნდებთან აეგ ტურბო ერაზ-ის ძრავად არ ექცეთ...
Vano
რა გჭირთ ბიჭებო,ასე რამ დაგბოღმათ.ალბათ რეალს რო აუცრა 26 ჯერ ის ვერ მოგინელებიათ.40 წლის ასაკში საქართველოს მეოთხე ლიგაში ვერ ითამაშებს კაცი,ის კიდე რეკორდს რეკორდზე ამყარებს.რაც შეეხება თემას შეახვედრეს რეებს ბოდიალობთ
დდდ
ვერც წარმოვიდგენდი, ეგვიპტე თუ ასე შემეცოდებოდა, მინიმუმ დამატებით დროს იმსახურებდნენ, მაგრამ მეორეს მხრივ, მესი არ იმსახურებდა იმას, რომ დარჩენილი ცხოვრება ენანა, პენალტის დროს პაუზის გაკეთება რომ არ იკადრა ზოგიერთივით... ეგ პაუზა ასაკრძალია, უკვე იქამდე აპაუზებენ, სანამ მეკარე არ გაიშხლართება და მერეღა ურტყამენ, რაც პენალტის მთელ მუღამს კლავს, - ვიღას ახსოვს პანენკა ან ჩელებაძე... არგენტინის ნაკრებს კი, ჩემი აზრით, იმაზე მეტად სჭირდება ერთი ხვიჩა კვარაცხელია, ვინემ ჩვენს ნაკრებს - ერთი ლეო მესი...
გიო
არგენტინა მარათონული მიდგომით თამაშობს დასჭირდა და ჩართო ტურბო და ათამაშდა..ეს ფანებიც რა მაგრები ყავთ მოგანდომებს რომ შენც უგულშემატკივრო
ზაზა
60 გრადუსი არა 1500 გრადუსი :))) გადახურულია ეგ სტადიონი ჯოო…
უშანგი
მსაჯმა ვერ გაბედა მესამე გოლის გაუქმება სალაჰზე ჯარიმის გამო, რადგან ჯარიმა საჯარიმოში იყო და მაშინ პენალტი უნდა დაენიშნა, რაც უსამართლო შემობრუნება იქნებოდა, ძირითადად მესი მიმართ
პეტუხი კრიშტიანუ
ჩემი ძაღლიც წკუმუტუნებდა დღეს,მესი მესიო დაწკმუტუნებდა თამაშის დროს ))))))
ქართველი
რა ეგვიპტე, რა ფარაონი და კლეოპატრა, როცა იქეთ არიან დი სტეფანო, მარადონა და მესი. ფეხბურთია და არქეოლოგიური გათხრები.
llcl
წადი ძამიკო მოტობურთს უყურე! რას იშლი ამ მესით ნერვებს, ეგ ხომ ფეხბურთელი არაა!)))))))))))))))))))))))))))))))0
გიო
ესპანეთი არგენტინა იქნება ფინალი
ზურიკო
ნუ იბოღმებით ბიჭო ))) 39 წლის კაცმა შეუძლებელი შეძლო. 1000% დარწმუნებით ვამბობ, რომ დღეს ვინც თამაშობს ამათგან ვერცერთი ვერ შეძლებს ამის გაკეთებას 39 წლის ასაკში. მსაჯობას რაც შეეხება ძალიან სალამართლიანი იყო, ვერავინ ვერ შეედავება არგუმენტირებულად,გავიგე რო ცოდოა ეგვიპტე, მაგრამ თავის თავს დააბრალონ 10 წუთში 3 გოლი არ უნდა გაუშვა )))
Bs
შეახვედრეს?! რაღაც აბსურდს წერთ! რბილად რომ ვთქვათ
inviz 9
მათხოვარი და გულის ამრევი არგენტინა-ეს ლეტეზიეა თუ ლესბეზიე რა უსირცხვილოდ უჭრდა მხარს არგენტინას-ასეთი მსაჯობა მსოფლიოზე კი არა შიდა ჩმპიონატებზეც აღარ არის-დიდი უსამართლობაა
Giorgi
ჯგუფში კიდევ იორდანია და ალჟირი...

რავა სულ უკმაყოფილოები ხართ . ეგეთ ხასიათის ზეიმს შეიძლება ვეღარ ვნახავთ ვერასდროს . სასწაული გააკეთა .
გიო
მესიმ დაამყარა ანტირეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაფუჭებული პენალტების რაოდენობით.. ამ რეკორდს ვერავინ დაამხობს ვერასდროს ამდენ პენატს არავის დაუნიშნავენ

გიჰანტი არა , ისა . და არგენტინამ კი არ სძლია , ერთმა მესიმ მოუგო მთელ ეგვიპტის გუნდს .
ვაჟა
უსუტესი ბადე შეახვედრეს არგენტინას ნახევარფინალამდე და აქაც ვერ იგებს მსაჯების დახმარების გამო..
კახა
სირცხვილია... ეგვიპტეს მეორე გოლი გაუუქმეს ფეხში ჩარტყმის გამო... არგენტინას არ გაუუქმეს მესამე გოლი სალაჰისთვის საჯარიმოში ფეხში ჩარტყმის გამო.. სირცხვილია

მარადონას მაინც ვერ ვუყენებდი გვერდზე , გენიოსია მაკედონელის ხასიათით. ეს რა გააკეთა , როგორ აიღო უნიჭო ახალგაზრდების წაგებული თამაში თავის თავზე. თვითონ გადავიდა კრაიზე და დაგეგმა რამდენი შეტევა . სასწაული კაცია 40 წლის 60 გრადუს სიცხეში და პოროხი აქვს მაინც , აი ვინ არის ამ მუნდიალის გმირი და ლეგენდა ზოგადად.
Giorgi
მესი მაგარია.. მაგრამ არგენტინას არ შეუძლია ეგვიპტეთან გამარჯვება მსაჯების დახმარების გარეშე!!
ავჭალიდან
გაგვიმართლა მესის ეპოქას,აპოგეას მოვესწარით… ჩემი 11 და 9 წლის ვაჟებიც დატკბნენ. ამბობენ იმასაც რომ მესი უფრო დიდია….
footbal
სამარცხვინოა ფიფა. ვერ ვიტან ესეთ ტენდენციურ და მიკერძოებულ მსაჯობას. საფეხბურთო თვალდაზრისით პატარა ეგვიპტემ სძლია გიჰანტ ატგენტინას.
Tt
კაპოვერდეს ეგვიპტეც მიაყოლეს, მალადეეც :)
ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
პსჟ სასწრაფოდ იაპონელ მეკარეს და საფრანგეთის ნაკრების მცველს შეიძენს
20-წლამდელთა ნაკრებმა EHF-ის ჩემპიონატი მონტენეგროსთან მარცხით დაიწყო
"შიში მესისთან დაკავშირებით სასაცილოა, არგენტინა როგორ აპირებს მუნდიალის ნამდვილი სუპერვარსკვლავი შეაჩეროს?" - პირს მორგანი
ხორვატიის ნაკრებს კვლავ ბილიჩი ჩაიბარებს
გრინვუდი "ფენერბაჰჩეს" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება
ურუგვაის ნაკრები დიეგო ფორლანმა ჩაიბარა
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
შალამბერიძის ზედიზედ მეორე ფინალი და პირველად – მთავარი მსაჯის ამპლუაში
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: U16 გოგონათა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
"ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა - "შესანიშნავი ხარ" - ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
"პატარა ერების დიდი ოცნებები: მუნდიალი, რომელმაც ეჭვები გააქარწყლა"
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში
[VIDEO] შენ დაუკა - სალაჰმა ფანებთან ერთად ქუჩაში იცეკვა
"მესი მოკვდავს ჰგავს - დავაძინებთ" - ინგლისელები წინასწარ ზეიმობენ გამარჯვებას
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
"პატივისცემით მესაუბრე" - მესისა და პორტუგალიელი მსაჯის შელაპარაკება
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა