საფეხბურთო დრამატურგიას ერთი საოცარი თვისება აქვს, ის არასდროს ივიწყებს ძველ სცენარებს და ადრე თუ გვიან, ვალებს ყოველთვის აბრუნებს.

2022 წლის 18 დეკემბერი, ლუსაილის სტადიონზე გამართული არგენტინა-საფრანგეთის ფინალი შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. ეს იყო ფინალური წერტილი იმ გრძელი, 20-წლიანი ციკლისა, რომელიც 2002 წელს, აზიურ მიწაზე, ორივე გრანდის უპრეცედენტო, პარალელური ტრაგედიით დაიწყო.

უნდა ვაღიარო, იმ დროს ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში არ ვუყურებდი და მოვლენების სიმძაფრეც პირადად არ მიგრძნია. თუმცა, სპორტის სიყვარულმა 18 წლის შემდეგ, არქივების ქექვისას და კადრების გადახვევისას, ზუსტად (ან მიახლოებულად მაინც) ისე მაგრძნობინა ამ მატჩების მნიშვნელობა, როგორც მათ, ვინც მაშინ ეკრანებთან იჯდა.

საუკუნის დასაწყისში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში გამართულ მუნდიალზე, საფრანგეთი და არგენტინა ტურნირის ურყევ, მონოლითურ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. როჟე ლემერის საფრანგეთი მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი იყო, რომლის შემადგენლობაშიც პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრი, სერია A-ს უმსხვილესი მეგოლე დავიდ ტრეზეგე, ლიგა 1-ის ვარსკვლავი ჯიბრილ სისე და ნახევარდაცვის ბურჯები: პატრიკ ვიეირა და კლოდ მაკელელე თამაშობდნენ. პარალელურად, მარსელო ბიელსას არგენტინა თავისი „გიჟური“ (ულტრა-ინტენსიური 3-3-1-3)ტაქტიკით სამხრეთ ამერიკაში ყველას ანადგურებდა, მოედანზე კი ხუან სებასტიან ვერონი, დიეგო სიმეონე, ერნან კრესპო და ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტა დირიჟორობდნენ.

თუმცა, ბედისწერამ ორივე გუნდს იდენტური მახე დაუგო: საფრანგეთს ტურნირის წინ ზინედინ ზიდანის ბარძაყის ტრავმამ გამოაცალა ძალა, რამაც გუნდი პარალიზებული დატოვა და სენეგალთან მარცხის შემდეგ (0:1) ჯგუფიდან ისე გავარდა, რომ ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა.

ზუსტად ამ დროს, მეორე ჯგუფში ფიზიკურად გადაღლილი და ბიელსასეული მძიმე პრესინგისგან გადამწვარი არგენტინა საკუთარ ამბიციებში იხრჩობოდა — ინგლისთან წაგებული პრინციპული დუელისა (0:1) და შვედებთან ფრეს შემდეგ, „ბატიგოლის“ ცრემლებმა დაადასტურა, რომ საფეხბურთო ღმერთებმა ორივე ფავორიტი ჯგუფურ ეტაპზევე გაწირეს. საუკეთესო ნაკრებები ტურნირს მიღმა აღმოჩნდნენ ისე, რომ ერთმანეთს მოედანზე ვერც კი შეხვდნენ. ეს პარალელური ხაზები ერთმანეთს 16 წლის შემდეგ, რუსეთის მუნდიალზე, ყაზანის არენაზე გადაეკვეთა 2018 წელს.

ხორხე სამპაოლის იდეოლოგიურ კრიზისში მყოფი არგენტინა მთელი სიმძიმით ლიონელ მესის მხრებზე გადავიდა, რომელსაც ანხელ დი მარია და ვეტერანი ხავიერ მასკერანო უმაგრებდნენ ზურგს. საფრანგეთმა კი მოედანზე გამოუშვა ახალი ერის გუნდი: ნახევარდაცვაში პოლ პოგბა და ნ’გოლო კანტე ცენტრს აკონტროლებდნენ, ანტუან გრიზმანი შეტევას უძღვებოდა, ხოლო მთავარ იარაღად 19 წლის კილიან მბაპე მოგვევლინა.

ყაზანის გიჟურ მატჩში (4:3 საფრანგეთის სასარგებლოდ) მბაპეს სისწრაფემ გააცამტვერა არგენტინის დაცვა. 19 წლის ბიჭმა, რომელმაც პელეს შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი ფლეი-ოფში ამ ასაკში, წაართვა მესის მსოფლიო ჩემპიონობის ოცნება და საფრანგეთმა სწორედ არგენტინის ნანგრევებზე ააშენა თავისი საჩემპიონო გზა…

სწორედ აქ იკვრება დიდი 20-წლიანი საფეხბურთო ციკლი, რომელმაც პიკს კატარში, ლუსაილზე მიაღწია. 2002 წელს ჯგუფში ჩარჩენილი „არც ისე საუკეთესო“ როლიდან, ეს ორი ნაკრები ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფინალის მთავარ გმირებად მოგვევლინა. დეშამის საფრანგეთს კვლავ მსოფლიო ელიტის მწვერვალზე მყოფი, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი კილიან მბაპე, ანტუან გრიზმანი და ოლივიე ჟირუ ლიდერობდნენ, ხოლო ლიონელ სკალონიმ არგენტინისგან შექმნა გუნდი, რონელშიც ლიონელ მესის გენიას იდეალურად აჰყვნენ ახალი ვარსკვლავები: როდრიგო დე პაული, ენცო ფერნანდესი, ხულიან ალვარესი, ფინალების უცვლელი გმირი ანხელ დი მარია და გიჟი “დიბუ” მარტინესი. და იცით, სად იყო აქ მესის ნამდვილი სიდიადე? იმაში კი არა, რომ რაღაც ზებუნებრივი გააკეთა, არამედ იმაში, თუ როგორ ატარებდა ოცნებით გამოწვეულ სიმძიმეს. კატარში ჩვენ ვნახეთ 35 წლის კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება აკრიტიკებდნენ, რომ ნაკრებში მარადონასავით ვერ ლიდერობდა… თუმცა ლა პულგამ მოახერხა და ცხრა ახალგაზრდა, ამბიციურ ბიჭს საკუთარი ეგოს წინააღმდეგ გაამარჯვებინა. იბრძოდნენ იმისთვის, რომ თავიანთი კერპის სახეზე ბავშვური ღიმილი დაენახათ.

ლუსაილის ფინალში მესის დუბლსა და დი მარიას გოლს მბაპემ ფენომენალური ჰეთ-თრიკით უპასუხა, თუმცა 3:3-ის შემდეგ, პენალტების სერიაში, არგენტინამ საბოლოოდ დაძლია თავისი 36-წლიანი წყევლა. ლიონელ მესიმ აიხდინა ის ოცნება, რომელიც 2018 წელს მბაპემ წაართვა.

საკუთარ თავს ვეკითხები: რა არის ფეხბურთი? - ეს არის დროის ის მანქანა, რომელიც წლებს არ ინდობს.

და საერთოდ, რატომ გვაგიჟებს ეს ტურნირი ასე? იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არის ერთადერთი რამ დედამიწაზე, სადაც მილიონობით ადამიანი ოთხ წელიწადში ერთხელ გიჟდება. მუნდიალი იმიტომაა უდიდესი, რომ მას შეუძლია გაგიჩინოს ერთი კონკრეტული ოცნება, მსოფლიოს მოგება და მერე მთელი 20 წელი არ გაძინოს, გაიძულოს ამ მიზნით ისუნთქო და ყოველი მარცხის შემდეგ თავიდან, სიზიფეს მსგავსად დაიწყო გზის გავლა. აქ ერთი სანტიმეტრით აცილებული ბურთი მთელი ცხოვრების განაჩენია და მოედანზე სამუდამოდ ჩამოგდებული თავით დაგტოვებს, როგორც რობერტო ბაჯოს 94-ში…ხოლო ერთი სანტიმეტრით შიგნით შეგორებული უკვე ეროვნული დღესასწაულია.

2002 წლის უდიდესმა კრახმა ორივე გუნდს ასწავლა, რომ მხოლოდ ცნობადი სახელები მუნდიალს ვერ იგებენ. როგორც პირლო ამბობს თავის ჯარიმებზე: ეს არ არის უბრალო დარტყმა, ეს არის 50-მეტრიანი გზა „მწვანე მილზე“, სადაც საკუთარ შიშს უყურებ თვალებში. 2022 წლის ფინალში ორივე გუნდმა ჩახედა ამ შიშს თვალებში, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად არგენტინამ ამ შიშს გაუღიმა.

2018 წლის ყაზანის მატჩმა საფუძველი ჩაუყარა ეპოქალურ დაპირისპირებას, ხოლო 2022 წლის ფინალმა საბოლოოდ ჩამოჰბანა ოცი წლის წინანდელი სირცხვილის ლაქა ორივე ქვეყანას, უფრო კი არგენტინას და აჩვენა, თუ როგორ უნდა გაიარო გზა სულიერი განადგურებიდან საფეხბურთო, სამუნდიალო უკვდავებამდე.

და მე მივხვდი, ვპატიობ საკუთარ თავს ამ პაუზას…18-წლიანი პაუზა, რომელიც არ მინახავს, მხოლოდ იმისთვის მჭირდებოდა, რომ 2022 წელს ეს ტრიუმფი სრულფასოვნად დამეფასებინა, რადგან დიდი ისტორიების სილამაზე ხშირად სწორედ იმაშია, თუ რამდენად შორიდან იწყებ მათ ყურებას. დღეს კი, როცა 2026 წლის მუნდიალის კარი უკვე ღიაა, სრულიად სხვა სიმშვიდით ველოდები შედეგს. იმ უმძიმესმა, 20-წლიანმა ტვირთმა, რომელიც ლუსაილის ღამეს მხრებიდან ჩამოგვეხსნა, ფეხბურთის ყურების სხვანაირი, უფრო ლაღი სიხარული გვაჩუქა. ახლა ყოველი მატჩი ჩემთვის ბონუს-ტრეკია იმ უდიდესი ალბომიდან, რომლის მთავარი სიმღერაც უკვე მოვისმინეთ. რაც არ უნდა მოხდეს ამერიკის, მექსიკისა და კანადის მოედნებზე, ისტორია უკვე დაწერილია…

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
შვეიცარიამ ალჟირი დამაჯერებლად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
"ინტერმა" 37 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
[VIDEO] კეინმა დუბლით ინგლისი 1/8-ფინალში გაიყვანა
Breaking: სანდრო მამუკელაშვილი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელია!
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჰოლანმა რქებიანი ჩაფხუტი დაიხურა - როდრიგომ ბრაზილიასთან დასვენება ურჩია
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
[VIDEO] დიდი ფეხბურთი დაიწყო. შეუჩერებელი მბაპე - პასიური საფრანგეთი გარდაისახა და სენეგალს სძლია
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
[VIDEO] დიდ არს ლეო! რეკორდები, ანტირეკორდიც - არგენტინამ ავსტრიასაც მოუგო
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] უამინდობით გამოწვეული ორსაათიანი შესვენება, მბაპეს დუბლი და საფრანგეთის ადვილი გამარჯვება ერაყთან
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს