ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი

[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა და 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა მუნდიალის გამარჯვებული.

ესპანეთი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა არგენტინა თავს უნარიანად იცავდა, უხიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ფურია როხას“ განუწყვეტელმა იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო, კომპენსირებულ დროში ფერნანდესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, არგენტინა რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

96-ე წუთზე უილიამსმა გაიტანა, მაგრამ იქამდე მერინოს მხრიდან ოტამენდიზე უხეშობა დაფიქსირდა. მერე მერინოს თავური ოდნავ ასცდა მიზანს. 106-ე წუთზე კი ტორესმა მარტინესის კარი დალაშქრა. ბოლოს კაცნაკლულმა "ალბისელესტემ" შეუტია, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“

ესპანეთი - არგენტინა 1:0 (ძირ. დრო 0:0)

გოლი: ტორესი (106)

გაძევება: ფერნანდესი (90+3, არგენტინა)

- ესპანეთმა მსოფლიო და ევროპის პირველობები ზედიზედ ორჯერ მოიგო.

- მესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სამ მუნდიალზე სასტარტოში იყო.

- ფინალში განაცხადში ერთი გუნდის, „ატლეტიკოს“ 9 ფეხბურთელი იყო, რაც 1934 წელს „იუვენტუსის“ რეკორდის განმეორებაა.

- არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც ფინალში 90 წუთში კარში ვერ დაარტყა.

- არგენტინას ფინალებში 3 გაძევება აქვს - ეს ანტირეკორდია.

- ბოლო 6 ფინალიდან 5-ში დამატებითი დრო დაინიშნა.

- მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტორესი დაასახელეს.

- არგენტინამ 4 ფინალი წააგო და გერმანიის ანტირეკორდი გაიმეორა.

- ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის 8 მატჩში 1 გოლი გაუშვა და რეკორდი დაამყარა.

• ზაზა

ლუკა შვილო, რამდენი თვეა რაც ფეხბურთის ყურებ? ჯობია გენაცვალე, წიგნები იკითხო, განათლებაც მოგემატება და ანალიტიკური აზროვნებაც.

• ნეიტრალური

მეგონა დახოცავდნენ ერთმანეთს, ეს რა იყო, არც არაფერი იყო!

რა თქმა უნდა ფინალებს გულისხმობენ!კარგ პოსტებს წერთ,მეგობარო!

• მეგრელი

როგორც ყველა მნიშვნელოვან თამაშში, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, თავჩაქინდრული დადიოდა. ესპანეთმა ისე მოუგო რო მსაჯიც ვერ დაეხმარა, ერთი სუფთა ბურთი კი გააუქმა მაგრამ ბურთი არ ათხოვეს და სხვა გზა არ იყო.

• კეთილისმსურველი

მერედა წერტილ თუ არ გინახია პელეს თამაში, მაშინ მესის რატომ აყენებ წინ? 58ში და 62-ში თავისთავად ვერ ნახავდი, ტელევიზია არ იყო, 70ში ხომ იყო.მოკლედ სად პელე და სად დანარჩენები

• თემური

არგენტინელი გააძევეს, ხო წესი-წესია! მაგრამ მაშინ ის კუკურელიაც უნდა გაეგდოთ! ესპანეთი ღირსი იყო ჩემპიონობის, მაგრამ საღოლ მაინც რა არგენტინა! დამატებითის ბოლოს არგენტინელებს ორი საგოლე მიმენტი ჰქონდათ, რომლის დროსაც ესპანეთი საკმაოდ დაბნეული და ჩანდა!

• გიგო პაპა

ზუსტად ისე წარიმართა თამაში როგორც ვიწინასწარმეტყველე. ფაქტიურად კაცნაკლული იყო არგენტინა მესის გამო და თანაც ვისთან, ესპანეთთან, რომლის ბურთის ფლობაც ყველასთვის ცნობილია. ორჯერ მეტი პასი გააკეთეს. ვთქვი, იუხეშებენ არგენტინელები მეთქი და წითელიც გამოვიცანი. ბინძურად ითამაშეს სამხრეთამერიკელებმა. ყოჩაღ ესპანელებს, ეტყობოდათ მწვრთნელის დავალება, რომ არ უნდა აყოლილიყვნენ პროვოკაციებში. ფინალში რომ კარში ერთხელაც ვერ დაარტყამ, რა მსოფლიო ჩემპიონობაზე უნდა გქონდეს პრეტენზია, ნამდვილად გაუგებარია. გაიმარჯვა ძლიერმა. ტიკი-ტაკას დავუძახებთ თუ კანკანს, არა აქვს მნიშვნელობა. მომენტებიც ხომ შექმნეს? ჩვენი ნაკრები რომ ასეთ ტიკი-ტაკას თამაშობდეს, ხომ ვიქნებოდით ბედნიერები? ა, ძმაო მწვრთნელი! საათივით ჰქონდა დაქოქილი გუნდი. სამწუხაროდ, მხოლოდ უნდა ვიოცნებოთ ასეთ მწვრთნელზე. მერე რა იოლად მიდიან? მსოფლიო ჩემპიონი გახადა გუნდი და მიდის კაცი. აქ ორი შესარჩევი ნოლზე ჩააგდო და ყურსაც არავინ იბერტყავს. სასწაული ქვეყანა ვართ.....

• ლუკა

ესპანეთს არ გაუმარჯვია, არამედ მსაჯმა! გამარჯვება იყო ფრანგებთან (უფრო აფრიკელებთან) მაგას ვაღიარებ, მაგრამ არგენტინასთან არა!

• Lelo

არგენტინის გულᲨემატკივარი ვარ მაგრამ დᲦეს ესპანეᲗი არგენტინაზე Ძლიერია, სკალონი კი არგენტინის საუკეᲗესო მწვრᲗნელებს Შორის ნამდვილად არაა, ბევრს ᲨეიᲫლება გაუკვირდეს ეს ნაᲗქვამი, არგენტინაᲨი როგორ არ მოიᲫებნა ერᲗი ბურᲗის დამკავებული ნახევარმცველი, რომელიც ᲗამაᲨის რიტმს გააკონტროლებდა, ასეᲗია მაგალიᲗად კომოᲨი მოᲗამაᲨე ნიკოლა პაზი, არგენტინას ყოველᲗვის ყავდა ცენტრალური ნახევარმცველები რომლებიც ბურთს იᲭერდნენ, ახლო წარსულს გავიხსენებ იქეᲗ რო აᲦარ წავიდე, რიკელმე, ორტეგა, გალიარდო, ვერონი, მᲗლა ასეᲗებეს ვერ მოᲫებნიდა დᲦეს სკალონი მაგრამ აუცილებლად იქნებოდა ვინმე არგენტინაᲨი კრეატიული ნახევარმცველი, მაგრამ სკალონი არის დაცვიᲗი მწვრᲗნელი და Ძებნა არავის დაუწყო მაგიტომ.

ესპანეთის ნაკრები,ყველაზე დალაგებული და მაღალი კლასის ნაკრები იყო ჩემპიონატზე!არგენტინამ თავი წარმოგვიდგინა,ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიან ნაკრებად,რომელმაც მესის გენიასთან ერთად ფინალამდე მიაღწია და იქაც გამარჯვების იმედი ჰქონდა.სამწუხაროდ,ფინალში მატჩის შემოსაბრუნებლად,ძალები აღარც ნაკრებს ეყო და აღარც ლიონელ მესის.ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი,არგენტინელების დამრიგებლის მასწავლებელი იყო და მესიც ესპანური ფეხბურთს გამოზრდილია.შესანიშნავად იცნობდნენ ორივეს და კარგადაც გაშიფრეს,ორივე.ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია და ვულოცავ ამ ტიტულს,თუმცა მესის ჩემპიონობა ძალიან გამიხარდებოდა.პელეს თამაში,ისიც საკმაოდ ცუდად,მხოლოდ 1970 წლის ჩემპიონატიდან მახსოვს,მას შემდეგ კი,ვინც მინახია,ლიონელ მესი,ჩემთვის უდიდესი ფეხბურთელია.დღეს როცა პელეზე ლაპარაკობენ,უმრავლესობა ჩანაწერების მიხედვით მსჯელობს მასზე და ერთი რაღაცა შევამჩნიე:სულ სხვაა ჩანაწერიდან ფეხბურთელის შეფასება და სულ სხვა,როცა მის თამაშს პირდაპირ უყურებ.პირდაპირი რეპორტაჟის ყურებისას ფეხბურთელის მოედანზე გავლენასაც გრძნობ,ჩანაწერში ეს ემოცია გამქრალია.

და რა თქვა ზაზამ არასწორი. რომელი თამაშობს ევროპულ ფეხბურთს, გერმანია ,ინგლისი, საფრანგეთი თუ აგერ უკვე ესპანეთიც ?. შეიძლება იტალია თამაშობს , მაგრამ არ იყო .😅 მარტო დარბიან ბოლტივით , ვარკაა , თამაში კი არა.

• სიმართლე

გინდა ასე თქვი გინდ ისე, არცერთის ფანი არ ვარ, მაგრამ დამატებულ მე-3 წუთზე ასეთ მატჩში წითელი ბარათი ზედმეტი იყო. წინა ყვითელი კიდევ უფრო უაზრობა, ფაქ-ის დაძახებაზე, რასაც ალბათ ყვე;ლა მეორე ფეხბურთელი აკეთებს. თუ ასეთი მკაცრი იყო და ზედმიწევნითი, მაშინ კუკურელიაც უნდა გაეგდო. ფაქტი აშაკარაა. არცერთი არ ბრწყინავდა, ეს იყო ყველაზე მდაბიო ხარიხის მატჩი, არასაფინალო. ესპანეთმა მსაჯის დახმარებით გაიმარჯვა, ფაქტია.

• ქობულეთიდან

ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია! ფინალში გასული გუნდი რომ 120 წუთის განმავლობაში კარში ვერ დაარტყამს,რაზეა საერთოდ საუბარი?! არგენტინა ფინალში გასვლაზეც კმაყოფილი უნდა იყოს. კიდევ ერთი, ვერ გამიგია სად დაინახეს მსაჯის დახმარება ესპანეთისადმი? არ იყო გასაძევებელი ენცო ფერნანდესი? ყვითელი ქონდა და როგორ იუხეშა. გუშინ ფეხბურთმა და სამართალმა იზეიმა!

• კოტე

მეტი რაღა გაექაჩა, თვითონ რომ შესულიყო მოედანზე, რას იზამდა, გოლი კი გაუუქმეს ესპამეთს და შეტევაზე არგენტინა ვერ გადადიოდა, ან პენალტი დაედო, ან რამე უფრო მახვილგონივრული მოეფიქრებინა მსაჯს

ლოგიკურად დასრულდა ყველაფერი, არგენტინა მთელი ტურნირი იყო მუხტის და 39 წლის მესის ამარად. თავის თავს გადაახტა მესი ამ ტურნირზე თორემ მის საუკეთესო ვერსიასთან ახლოსაც აღარ არის. ესპანეთი უდაოდ საუკეთესო ნაკრებია ახლა

• გელა

90 წუთი იყო ნაგავი.გუნდები მამაძაღლობაზე უფრო ფიქრობდნენ,ვიდრე თამაშზე,რაშიც მსაჯიც უწყობდა ხელს.და საერთოდაც,ეს ის ფეხბურთი აღარ არის-გამარჯვება ნებისმიერ ფასად.

• alexandre

გეთანხმები სრულებით, თან იგივეს ვიტყვი 1966 წლიდან!!!

• ამაშია საქმე

მესი რა ცხარე ცრემლით ტიროდა.სიბერე ხომ არ შეეპარა.ეტყობა მილიარდელობამდე ცოტა დააკლდა.კრიშტიანოს პონტში გავიდა.მესის გარეშე არგენტინა ხელის კვრებით და უხეშობით თუ ითამაშებს რაც დღევანდელ ფეხბურთში წახალისებულია.ყველა სპორტში უხეშობას ებრძვიან გარდა ფეხბურთისა.ფეხბურთის ბოსებს რაში აწყობთ ვინმემ ამიხსნას.

• ნახევარქათამა

ყველაფერი ხო გააკეთა ინფანტინომ არგენტინას რო მოეგო მარა ესპანეთმა მსაჯებიან ინფანტინოიანა შეუსრულა

• ირაკლი17

ხალხი გამაგიჟებს. მსაჯმა მოაგებინა ესპანეთსო წერენ სოც. ქსელებში. ვერ გავიგე არგენტინამ რომ საერთოდ ვერ დაარტყა კარში, ეგეც მსაჯის ბრალია? თანაც, ვინმე თუ ამბობს რომ იქ ენცოზე წითელი არ იყო, ფეხბურთის აზრზე არაა, და არაფრის საერთოდ.

• lasha

პორტუგალიას რა უთხარი. მეორეზე რო გავიდა ჯგუფში. თავისუფლად შეიძლებოდა ესპანეთი-პორტუგალიის ფინალი გვენახა :) პორტუგალია კარში მაინც დაარტყამადა :)

• უკრაინული დრონი

ესპანეთის ნაკრები ბარსელონას იდენტურ ფეხბურთს თამაშობს.დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. გამოუშვით კახეთში, რუსების გამო დაჭერილი ქართველი. სირცხვილს ნუ ჭამთ!

• მირიან

ყველაზე უსახური ფინალი და ჩემპიონი.რა მოგეწონათ ესპანეთის თამაშში.ბურთის გორება, მოკლე პასი, თუ მოწინააღმდეგე ვერ დაღალეს და ან შეცდომა არ დაუშვეს, გოლს ვერ იტანენ.პრაქტიკულად არანაირი ლამაზი გრძელი პასი, დრიბლინგი.დრიბლინგის შემდეგ კარში დარტყმა.სამი დარტყმა მხოლოდ კარში. კვარას ერთი დეიბლინგი და შეწეულზე დარტყმა, სულ უდრიდა ესპანელთა ჯახირს. საფრანგეთი, ნახევარფინალამდე, ათი თავით უკეთესი იყო.

• დავით 67

ტორო-ს! საქმეც მაგაშია რომ სწრაფად გამდიდრების სურვილი უნდა გააქრონ. ეს არ ხდება. აქ არავის არაფერს მოაგებინებენ. როცა ხედავს ადამიანი.ერთხელ ორჯერ ასჯერ არ გაუმართლა უტვინო უნდა იყო რომ გააგრძელო თამაში. და ამით აზარალო საკუთარი ოჯახი. არ ვარ მართალი?

• Achi

მესის რო მოეგო კი მინდოდა მარა თავზემოთ ძალა რო აღარარი რას იზავ ისე არ იყო არგენტინა ფინალის ღირსი

• სიმართლე

ესპანეთის ტიკი ტაკა და ლონდონი არსენალის კუთხურები ერთიდაიგივეა. არც ერთია ფეხბურთი. ნამდვილი ფეხბურთი არის საფრანგეთის ნაკრების. არგამოუვიდათ წელს მარა არაუშავს. შემდეგ მსოფლიოს აიღებენ იმედია.

• მაგრად გესმის ფეხბურთი ))

რა მოგეწონა ინგლისის თამაშში? 😄 ან ესპანეთს რას უწუნებ, ორი თამაში კარში ვერ დაურტყა ვერც შენმა ნაქებმა საფრანგეთმა და ვერც არგენტინამ.

• ტრიბუნა A

ინგლისელთა უთაურობა რომ არა , ფინალი ესპანეთი ინგლისი უნდა ყოფილიყო

• ირაკლი

საფრანგეთი-ინგლისი იყო ნამდვილი ფინალიც და ფეხბურთიც. შემთხვევით გაძვრნენ ეს გუნდები. იმედია აღარ ვნახავთ ფინალში ამ ორ გუნდს და 90 წუთში კარისკენ დარტყმა რო არ გექნება ფინალში რა გინდა. ან ტიკი ტაკას რა უნდა ფრხბურთში. რაღა კუთხურა არსენალი და რაღა ეს გუნდი.

• ტორო

მერე და სად მუშაობს კაზინო კარგად? ღარიბ ქვეყანაში, სადაც ადამიანს სხვა გამოსავალი აღარ რჩება და სწრაფად გამდიდრების სურვილსაც ვერსად გაურბის.

• alexandre

ნამდვილად ესპანეთმა დამსახურებულად მოიგო! ის რომ არგენტინამ კარისკენაც კი ვერ დაარტყა თითქმის მთელი მატჩის მანძილზე - ესპანელების დამსახურებაა. თან უტევდნენ და მომენტებს ქმნიდნენ. ანუ არა დაცვითი ფეხბურთის, არამედ სწორი თამაშის წყალობით. გაიხსენეთ, იგივე უქნეწს ფრანგებსაც. ვულოცავ ყველა ფეხბურთის ნაღდ გულშემატკივარს. ესპანელთა გამარჯვება - ფეხბურთის და სამართლიანობის ზეიმი იყო! ერთი კითხვა ადმინს. "მესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც სამ მუნდიალზე სასტარტოში იყო" - ეს ფინალებზეა ნათქვამი? როგორც რიგითმა მკითხველმა გამოხმაურებაში მიპასუხეთ, გთხოვთ.

• რეალისტი

არგენტინელები კი არ თამაშობდნენ, იბრძოდნენ პრინციპით - მოგება ყველაფრის ფასად. ამ თამაში ყურებას, მატჩის სტატისტიკას რომ დახედო უკეთესია, ციფრები ყველაფერს მეტყველებენ და კომენტარს არ საჭიროებს. რეზიუმედ კი შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფინალი არც ყოფილა და იმედია, არც არასოდეს იქნება. მატჩი ერთი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს - "ცალკარა".

• მასტერს

გამეხარდებოდა მესის რომ ჩემპიონობა ეზეიმა, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ფეხბურთი ესპანეთმა ითამაშა. ვულოცავ, მართლაც დხმსახურებულად გსიმარჯვეს!

• ზვიადი

1994 წლიდან ყველა ფინალზე მაქვს ნაყურები და ასეთი სამარცხვინო თამაში რაც არგენტინამ ითამაშა (თუ თამაში ქვია) არასოდეს მინახავს. ვქომაგობდი არგენტინას 70-75 წუთამდე მაგრამ შემრცხვა და გადავერთე ესპანეთზე რადგანაც არგენტინის ჩემპიონობა ფეხბურთის ქომაგების შეურაცყოფა იქნებოდა!

• ესეც, თქვენ!

რაო სექტამ? ფეხბურთს 11 კაცი თამშობს, თუ ერთიო?

• Solo

აქაც რომ ერთმანეთს ეჩხუბებით, იმან გაქაჩა ამან ჩააწყო, ესეც გინდათ და ისეც გინდათ)) ესპანეთი ნამდვილად ყველაზე ძლიერია, მესი მოვლენა იყო და კუკურელია მეგრელია !)

• S.K.K.

მიუხედავად იმისა, რომ 1000 პროცენტით დარწმუნებული ვიყავი ესპანეთის გამარჯვებაში ფსონი არ დამიდია. ტოტალიზატორზე უბრალოდ ვერ ვითამაშებ. ვულოცავ ესპანეთს - სრულყოფილი გუნდია, თუმცა ბრაზილიელთა საუკეთესო "გამოშვებებს" სილამაზით ვერ შეედრება.

• ფიფა ბოი

რაო სექტა ვეღარ გაქაჩა თქვენმა ფიფა ბოიმ? ერთ ადგილზე აკოცოს თავის მამას ინფანტინოს ფინალამდე რო გაიყვანა.მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და ეტყობა უთხრა მეტს ვეღარ გაგიქაჩავ შვილოო და ფინალში ერთი წაიინტრიგანა მეტი

• მორიელი

საყურებლად ყველაზე ბანძი ფინალი იყო, კაცობრიობის ისტორიაში.

• zura222

უსამართლობა კი იქნებოდა მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობა იყო არის და იქნება 1954 წლის ფინალი უნგრეთი გერმანია 2-3 ჯერ ერთი უნგრეთი გერმანიას ბევრად სჯობდა ვიდრე გუშინ ესპანეთი არგენტინას და მეორე--ისეთი უნამუსო მსაჯობა არ ყოფილა მარტო ფინალებზე კი არა საერთოდ ! უნგრელებს ორი სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს ორი სუფთა პენალი არ დაუნიშნეს და გერმანელების სამი გატანილი გოლიდან ორს ვარი რომ ყოფილიყო აუცილებლად გააუქმებდა ! არის ის თამაში იუთუბზე და ყველას შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს

• Dima

1 თვის წინ ვიღაცა კლოუნი გამოდიოდა აქ, ევროპული ფეხბურთი კრიზისშიაო, ზაზა შათირიშვილი ენატრება ეტყობა. რეალობა კიდევ ისაა, მესის ტრავმა რომ მიეღო, სწრაფად გაირკვეოდა, რომ ევროპული ფეხბურთის გარეშე არც არაფერი არსებობს.

• Gio

დღეს ნამდვილმა ფეხბურთმა გაიმარჯვა.ალბათ არგენტინა როგორც სჩვევია პენალტებით მოიგებდა ფინალი ევროპელს რომ არ ემსაჯა :)

ფინალი ვერ იყო ისეთი , როგორიც უნდა ყოფილიყო , მაგრამ ესპანეთი უკეთესი იყო რათქმაუნდა . სამწუხაროდ მესიმ , რომელმაც მთელი ჩემპიონატი ათრია ეს უნიჭო ნაკრები , მეტი ვეღარ შეძლო . 8 გოლი , 4 პასი , ფინალი და არ მისცეს საუკეთესო ფეხბურთელის თასი.

• დავით 67

ეხლაც ფეხბურთმა გაიმარჯვა. საცოდაობა იქნებოდა არგენტინას რომ მოეგო. ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია! დასრულდა ჩემპიონატი, დარჩა გაღარიბებული ხალხი ტოტალიზატორში მოთამაშები. რამდენად მართალია არ ვიცი, მითხრეს რომ საქართველოში 800 000მდე მოთამაშე ყოფილა. თუ ეს მართალია უბრალოდ კატასტროფაა, ამდენი უტვინო ადამიანი

• Ardiles78

ვულოცავ ესპანეთის გულშემატკივრებს დიდ და ღირსეულ გამარჯვებას!გრანდიოზული გუნდია და გრანდიოზული ითამაში აჩვენა.არგენტინამ თავისი ფინალი 3 დღის წინ იომა ინგლისთან და შეალია ყველა წმინდა საფეხბურთო უნარები.დღეს იყო მხოლოდ ემოციები და არაფერი სხვა

• გგ

ესპანეთის ქომაგი არ ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ვერ მოიგო გუნდმა, რომელსაც 120 წუთი კარში არ დაურტყამს. და კარისკენ მხოლოდ 115-ე წუთზე გაუშვა ბურთი, მესის აბრაგანს ასეთ კატეგორიაში თუ გავიყვანთ.

• მამუკა

მესი უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინას პენლებამდე რო მიეყვანა საქმე და იქ მოეგო ეს იქნებოდა ყველაზე დიდი უსამსრლობა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში

• გიო გიო

სამარცხვინო ფეხბურთი ითამაშეს, ეხლა ხო გამოჩნდა რო ეს გუნდი ფინალში არ უნდა ყოფილიყო, 120 წუთი და 0 კარში დარტყმა, გილოცავთ ესპანეთის და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრებს.

• ქართველი

ვულოცავ ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონობას. ღირსეულად გაიმარჯვა.

• Ioseb

Anti fexburti damarcxebulia!!! Yvelas gilocavt

[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა

მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ

[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?

ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო

დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს

კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა

გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი

აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა

18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა

20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ

"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი

L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა

კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა

"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა

[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია

"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება

შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო

"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი

დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი

აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა

გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი

[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?

მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ

[VIDEO] მესი ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა

"დე ლა ფუენტეს ისეთ ადგილას დავიხატავ, რომ..." - კუკურელია პირობას ასრულებს