საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები 17 ქულის სხვაობით — 83:66 დაამარცხა.

წლეულს ევროპირველობის B დივიზიონს ხორვატიის ქალაქები — რიეკა და ოპატია მასპინძლობენ. ელიტარული A დივიზიონის 3 საგზურისთვის სულ 22 ნაკრები იბრძვის, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო 5-გუნდიან ჯგუფში მოხვდა უნგრეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და შვედეთთან ერთად. ჩვენი ჯგუფის მეორე პარალელურ შეხვედრაში უნგრეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 11 ქულით დაამარცხა.

მატჩი ქართველებისთვის საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველი ტაიმი ორმხრივი იერიშებითა და ქულა-ქულაში თამაშით წარიმართა: პირველი პერიოდი ჩვენმა გუნდმა 1-ქულიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედი ზუსტად ამავე სხვაობით დათმო, რის გამოც დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ.

დიამეტრალურად განსხვავებული გამოვიდა შეხვედრის მეორე ნახევარი. მესამე პერიოდიდან ანატოლი ბოისას შეგირდებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს. აგრესიულმა, გუნდურმა დაცვამ და მჭიდრო პრესინგმა მეტოქეს თამაშის რიტმი სრულიად არია. მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 22:13 მოიგო, მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და მატჩი ლოგიკურ, დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა.

საქართველოს ნაკრებში ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე გამოირჩა:

მათე ყავლაშვილი — გუნდის ბომბარდირი 17 ქულით, 2 მოხსნით, 2 ჩაჭრით და 2 დაფარებით (მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო +/- მაჩვენებელი: +24).

დავით ფაჩულია — 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

მათე ხატიაშვილი — სარგებლიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი (EFF 21): 11 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა (ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა).

ილია სულაძე — ორმაგი დუბლი: 11 ქულა და 10 მოხსნა.

საბა ფაჩულია — 10 ქულა (100%-იანი სიზუსტე ორქულიანებში – 2/2) და 2 მოხსნა (+/-: +24).

ილია ქურდაძე — 9 ქულა და 2 მოხსნა.

სანდრო შერვაშიძე — 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 დაფარება.

გუნდურად საქართველოს ნაკრებმა ფარზე უპირატესობა აშკარად მოიპოვა, განსაკუთრებით დაცვაში მოხსნებში, სადაც სანდრო შერვაშიძემ, მატე ხატიაშვილმა და ილია სულაძემ დიდი სამუშაო შეასრულეს.

ტურნირზე მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც პირველ ტურში ისვენებდა.

GBF

საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გამარჯვებით დაწყებული ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს U18 ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
7-კაცა | სამი წლის შემდეგ - პორტუგალია და საფრანგეთი დამარცხებულია!
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კანდიდატთა გუნდმა ჩინეთში მონტენეგრო დაამარცხა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
საქართველოს 18-წლამდელ ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ქეცბაიას ლიეტუველებმა დიდი გამარჯვების სტრატეგი უწოდეს - მან თორნიკე კვარაცხელია შეაქო
საქართველოს ნაკრებმა ჩინეთში, ჰაიკოუს Wuyuanhe Gymnasium-ში ივარჯიშა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ხორვატიაში გაემგზავრა
7-კაცა | ხვალ მეორე ეტაპს ვიწყებთ
[VIDEO] ძლივს ვნახეთ ქართული კლუბის კარგი თამაში - ქეცბაიას "დინამომ" "ჟალგირისს" დამაჯერებლად მოუგო
0:4 - "დილა" სახლში "აპოლონს" ვერ გაუმკლავდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
პსჟ ზაბარნის შეძენას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს სთავაზობს
ნეიმარი თავისი კლუბის მატჩის დღეს პოკერის ტურნირს თამაშობდა