იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა, ფრანკო ბარეზი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია "მილანმა" სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.

გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღმოჩენილი კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული "მილანის" ცხოვრებაში და კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ფრანკო ბარეზიმ მთელი პროფესიული კარიერა მხოლოდ "მილანში" გაატარა. 1977-1997 წლებში მან "როსონერის" მაისურით 719 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მისი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიურმა კლუბმა 6-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა.

ბარეზიმ "მილანთან" ერთად ექვსჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 81 მატჩი ჩაატარა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1990 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1994 წელს "სკუადრა აძურას" კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

რა ძალიან მეწყინა... 1999 წელს, როდესაც 13 წლის ვიყავი, შემთხვევით ჩამივარდა ხელში საფეხბურთო ჟურნალი „ფეხბურთი“. იმ ნომერში სტატია ეწერა „მილანზე“ და მის ლეგენდებზე, მათ შორის იყო ფრანკო ბარეზის მოკლე ბიოგრაფიაც. იმ დღიდან მე „მილანის“ გულშემატკივარი გავხდი და, იმის მიუხედავად, რომ ბარეზის თამაში არ მინახავს, მისდამი უდიდესი პატივისცემა გამიჩნდა. შემდგომ წლებში კი, როცა აღარ ვტოვებდი „მილანის“ თამაშებს, სტატიებსა თუ რაიმე სხვა სახის ინფორმაციას, მის არსებობას ყოველთვის ვგრძნობდი კლუბის გარშემო... ძალიან დამწყდა გული
რობერტო ბაჯო
ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, სამწუხაროა
Რობერტ ჩხარტიშვილი
Ძალიან საწყენია
Რობერტ ჩხარტიშვილი
Უდიდესი ფეხბურთელი და გენიალური მცველი, დაცვის ნამდვილი ნოვატორი, მილანის დიდი გუნდის ნამდვილი გენერალი, ბარეზი,მალდინი ტასოტის ტრიო გაუვალი იყო
ზაურ სპანდერაშვილი
ერთერთი საუკეთესო მცველი ფეხბურთის ისტორიაში!
"არსენალმა" ინგლისის ნაკრების მცველის ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
გახდა თუ არა მუსლიმი - რობერტო კარლოსმა კომენტარი გააკეთა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
ზაბარნიმ შეიძლება პსჟ დატოვოს და ინგლისში დაბრუნდეს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
რობერტო კარლოსმა ისლამი მიიღო - თურქული მედია ლეგენდარული ბრაზილიელის გადაწყვეტილებაზე
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
"ვილიარეალმა" "ბარსელონას" მიქაუტაძის ტრანსფერისთვის თანხა დაუსახელა - რამდენად რეალურია ქართველის გადასვლა კატალონიურ გრანდში
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
მარკო ვან ბასტენის სიმბოლური: უკან "მილანი", წინ "ბარსელონა", შუაში ზიდანი
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ლამაზი მცველი - რა აჩუქა პოლ გასკოინმა ალესანდრო ნესტას?
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ
"ბავშვობაში მიცავდი, როცა კაცად ვყალიბდებოდი, შთამაგონებდი" - მალდინი ბარეზის ემოციური წერილით დაემშვიდობა
ბარეზი: ვინ იყო ჩემი საუკეთესო მოწინააღმდეგე? პასუხი მარტივია...