ლეგენდარული პაოლო მალდინი ფრანკო ბარეზის გარდაცვალებას ემოციური წერილით გამოეხმაურა.

"ნახვამდის, ფრანკო. დღეს ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც მაშინ, როცა რაიმე მიზეზით შენ ჩვენთან ერთად მოედანზე ვერ გამოდიოდი, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებას ჩვენი კაპიტნის გარეშე.

შენ მასწავლე, რომ ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა იბრძოლო, მაჩვენე რას ნიშნავს იყო ერთგული მაისურის მიმართ და რა არის ნამდვილი ლიდერის ფასი. ამას ყოველდღე საკუთარი მაგალითით აკეთებდი, ცოტა სიტყვით, მაგრამ უამრავი საქმით.

ბავშვობაში შენ მიცავდი, ახალგაზრდობაში გზას მაჩვენებდი, ხოლო კაცად ჩამოყალიბებაში შთამაგონებდი. შენ იყავი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაშის პატივი მქონდა.

დიდ ჩახუტებას ვუგზავნი შენს მთელ ოჯახს, განსაკუთრებით მეუღლეს მაურას და შვილებს, ედოარდოსა და ჯანანდრეას. ჩვენ მოგვენატრები, კაპიტანო. თუმცა შენი ვარსკვლავის სინათლე ჩვენთან სამუდამოდ დარჩება და ჩვენს გზას გაანათებს", - დაწერა მალდინიმ.

გასულ წელს ბარეზის ფილტვზე აღმოჩენილი კვანძის გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ის ბოლომდე აქტიურად იყო ჩართული "მილანის" ცხოვრებაში და კლუბის საპატიო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

ფრანკო ბარეზიმ მთელი პროფესიული კარიერა მხოლოდ "მილანში" გაატარა. 1977-1997 წლებში მან "როსონერის" მაისურით 719 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად იქცა. მისი კარიერის დასრულების შემდეგ იტალიურმა კლუბმა 6-ნომრიანი მაისური სამუდამოდ გააუქმა.

ბარეზიმ "მილანთან" ერთად ექვსჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ ევროპის თასი/ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ უეფას სუპერთასი, ოთხჯერ იტალიის სუპერთასი და ორჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბარეზიმ 81 მატჩი ჩაატარა. 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1990 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 1994 წელს "სკუადრა აძურას" კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

ტოტო
უფალმა აცხონოს! უძლიერესი იყო თავის საქმეში!!!!!
ზაკო
უმაგრესი ცენტრ. მცველი
მეგრელი
კარგი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზიზე არ შეიძლება თქვა (ჩემი აზრით) ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო იყო უდავოდ

ღმერთმა აცხონოს , კარგი ფეხბურთელი იყო ძლიერი ხასიათით . კარგია , რომ მილანმა 6 ნომერი გააუქმა , ასეთი ფეხბურთელი კი არა ,ზოგადად ადამიანებიც კი იშვიათია .
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"შეცდომა დაუშვეს, გუნდმა სულისკვეთება დაკარგა" - ლეონარდო "მილანიდან" პაოლო მალდინის გათავისუფლებაზე
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
მარკო ვან ბასტენის სიმბოლური: უკან "მილანი", წინ "ბარსელონა", შუაში ზიდანი
ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
უთანხმოება ასე დასრულდა - პირლოს სკანდალის შემდეგ, მალდინიმ და ლეონარდომ თანამდეობები დატოვეს
ლამაზი მცველი - რა აჩუქა პოლ გასკოინმა ალესანდრო ნესტას?
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
მალდინის რეკორდი დამხობილია - ტეო ერნანდესი "მილანის" ისტორიაში შევიდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა
ეს დაუნდობელი ფეხბურთი - ძმა ძმის წინააღმდეგ
"ვენესუელა თავისუფალია" - მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
ბარეზი: ვინ იყო ჩემი საუკეთესო მოწინააღმდეგე? პასუხი მარტივია...