აზერბაიჯანის "საბაჰმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბეერ შევას "ჰაპოელი" დამატებით დროში 5:2 დაამარცხა, ორი შეხვედრის ჯამში 6:4 მოუგო და ლიგის ფაზის ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ აზერბაიჯანული გუნდის 49 წლის მთავარმა მწვრთნელმა ლიეტუველმა ვალდას დამბრაუსკასმა UEFA-ს ოფიციალურ საიტს უთხრა, რომ "საბაჰი" საუკეთესო გუნდია, რომელიც მას დაუმოძღვრავს.

"ფანტასტიური საღამოა, მადლობა გულშემატკივრებს! ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და "საბაჰი" საუკეთესო კლუბია, რომელიც აქამდე გამიწვრთნია. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ტურნირის მთავარ ეტაპზე გავედით და დღეს მე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ.

"ჰაპოელმა" დიდი ზეწოლა მოახდინა და დასაწყისშივე გოლი გავუშვით, მაგრამ დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ. სტადიონზე მოსული გულშემატკივრები ამ საღამოს არასდროს დაივიწყებენ. აუცილებლად აღვნიშნავ ჩვენს მიღწევას", - თქვა დამბრაუსკასმა.

ინფორმაციისთვის ლიეტუველი მწვრთნელი კარიერის განმავლობაში ისეთ გუნდებს მოძღვრავდა, როგორებიც "ჟალიგირისი", "ლუდოგორეცი", "ჰაიდუკი", "ომონია" და სხვა კლუბებია.

სათქმელია ისიც, რომ 2002 წელს, 22 წლის ასაკში დამბრაუსკასი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისში ლიეტუვის ერთ-ერთ არხზე გადაცემა "ვის უნდა გახდეს მილიონერში" გამოჩნდა, სადაც მან 4000 ლიტვური ლიტა (დაახლოებით 1160 ევრო) მოიგო.

მან მიღებული პრიზი ინგლისში გადასვლის დასაფინანსებლად გამოიყენა, სადაც ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სპორტული მეცნიერებები და მწვრთნელობა შეისწავლა.

შემდეგ ის "ფულჰემის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბრენტფორდის" ახალგაზრდულ გუნდებში მუშაობდა, სანამ თავის პირველ სამწვრთნელო თანამდებობას "კინგსბერი ლონდონ ტაიგერსში" დაიკავებდა.

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"შახტარმა" საშინაო არენად "სტემფორდ ბრიჯი" შეარჩია
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
ცნობილი გახდა "ჰაპოელისა" და ბათუმის "დინამოს" სასტარტო შემადგენლობები
azerisport კახა ცხადაძის შესაძლო ახალ კლუბზე საუბრობს...
დავით ვოლკოვმა კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
თბილისში აზად რაჰიმოვის თასი შეიქმნა - "საბურთალო" აზერბაიჯანულ გუნდს შეხვდება
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
იმრანი თბილისის "დინამოდან" "ჰაპოელში" გადავიდა
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
ბათუმის "დინამო" "ჰაპოელთან" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]