„რენთან“ ლიგა 1-ის პირველ ტურში ფრედ დასრულებული მატჩის (2:2) შესვენებაზე შეცვლილ პსჟ-ს შემტევს უსმან დემბელეს კლუბმა ორშაბათამდე მისცა დასვენების უფლება და ის 28 აგვისტოს „ლილთან“ მეორე ტურის გასვლით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

PlanetePSG-ს ცნობით, დემბელემ შვებულება ნაადრევად შეწყვიტა, რათა „ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასის შეხვედრისთვის მომზადებულიყო, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღდგენა ვერ მოასწრო, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კი ხანმოკლე შვებულება შესთავაზა, რაზეც სიხარულით დათანხმდა.

აღნიშნულია, რომ სეზონის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტი, საჭიროების შემთხვევაში, დასვენების საშუალებას სხვა ფეხბურთელებსაც მისცემს.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ პსჟ უსმანთან 2028 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული კონტრაქტის 2029 ან 2030 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზე მუშაობს, საკითხი უკვე რამდენიმე თვეა განიხილება და თუ მხარეებმა სწრაფად ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა, სიტუაციის გამწვავება გამორიცხული არ არის.

ბევრი ვარაუდობს, რომ პსჟ-მ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და ფერან ტორესი სწორედ დემბელეს შემცვლელად დაიმატა.

ჯონდო
რა გინდათ ქართული კლუბი ხომ გავიდა ევროტურნირზე
ლშა
როგორ არ უჩანს , აიქსიდან აბა ვინ იყიდეს ?
papai
ძაან პროფესორობს უკვე ენრიკე.. არაფერი არ მოგვიგიაო ისე იძახის გეგონება წლები გავიდა ჩემპიონთა ლიგის მოგებიდან, კვარა ეს წელიც და წავიდეს უნდა უკეთეს ლიგაში.. ამ საფრანგეთის ჩემპიონატის ყურება უკვე შეუძლებელია

ორ,სამ და ზოგჯერ ოთხ ფრონტზე მებრძოლი გუნდისათვის,თითო პოზიციაზე სულ ცოტა ორი კარგი ფეხბურთელის ყოლა,აუცილებელია.პსჟს ჰყავდა სრულფასოვანი კვარა,დემბელე,დუე და ბარკოლა.აგრეთვე კარგი გონსალო რამუში.რამუში წავიდა და ბარკოლასაც წასვლა უნდა.ფერან ტორესმა უკვე დაამტკიცა,რომ რამუშის ადგილს წარმატებით დაიკავებს და უფრო მეტის პრეტენზიაც ექნება,ბარკოლა ჯერ არ წასულა და თუ გუნდში დარჩა,გუნდისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნება,ხოლო თუ მაინც წავიდა,კვარას სრულფასოვანი შემცვლელი ჯერ არავინ ჩანს და ახლად დამატებულებიდან ვინ უკეთესი იქნება,ალბათ იმით მოათქმევინებენ სულს.კვარა, დუე,ბარკოლა და დემბელე,ერთმანეთს წარმატებულად უცვლიდნენ ადგილებს,სათამაშო დროსაც ინაწილებდნენ,დღეს ეს ადგილების ცვლა ნაკლებად ხდება ეს პსჟს თამაშსაც უარყოფითად დაეტყო.საუკეთესო კონდიციებში რომ შევლენ,ალბათ კვლავ დაუბრუნდებიან მსგავს პრაქტიკას და ახალ ფეხბურთელებსაც ჩართავენ,მსგავს გადანაცვლებებში.რამდენად წარმატებულად შეძლებენ,ამაზე იქნება დამოკიდებული მათი შედეგები,თუმცა არსენალმა იმდენად გააძლიერა შემადგენლობა,რომ მესამე ჯერზე პსჟსგან ლიგის მოგება,უძნელესი საქმე უნდა იყოს.არადა მათი მთავარი მიზანი,დარწმუნებული ვარ,სწორედ ეგ არის.თანაც,მხოლოდ არსენალი ხომ არ გაძლიერდა.
მიხო
ხვიჩა საუკეთესოა არ შეიძლება ფეხბურთელს ყველა თამაში ერთნაირად წავიდეს ამის გამო ნუ აკრიტიკებთ მას უბრალოდ მგონია რახან ქართველია ბევრჯერ უსამართლოდ იჩაგრება და ესეც იქნება თუ ოქროს ბურთი სხვას ერგო თუ სადმე სამართალია ხვიჩიას უნდა ერგოს ეგ ჯილდო
სახოს
ნუ დაკარგავთ სახეს, ერთი სული გაქვთ ეგ მოხდეს, მაგრამ ჰოი,რა დაუნდობელია სამყარო, მუდამ პირში ჩალაგამოვლებულები რჩებით. გამარჯვევებები ჩვენს სიამაყეს, საქართველოს შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას!
სახო
ვაი თქვენს პატრონ მართლა, დემბელეც და ბარკოლაც ფრანგები არიან,სამშობლოში თამაშობენ, საფრანგეთის ნაკრების მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან და მათ ასე ხელაღებით ვერავინ დაჩაგრავს, თქვენ იმაზე იდარდეთ, იმას რა ელის, იმას!! ისე მოისვრიან გამოწურული ლიმონივით ვითომც არაფერიიი.
Ika
ამის შედეგია, ესეთი დამოკიდებულების რომ პსჟ_ს ვერავინ ამარცხებს. მკაცრი დისციპლინა და სიფხიზლე. ჯერ სადვართ, 2 სეზონი ეგ მოთელვა იყო.
უფროსი
ხალხი ოსიმენის შესაძლო ტრანსფერზე რომ ლაპარაკობდა, მე აქ დავწერე: "ლუის ენრიკე ოსიმენს არ აიყვანს. ბარკოლა და დემბელე არ იცის, როგორ მოიშორის, და ოსიმენს რატომ დაიმატებს?"
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
ეს უკან დახევაა? - რა თქვა მბაპემ "ოქროს ბურთზე" დემბელეზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
[VIDEO] ცარიელი კარის წინ დემბელეს მოქმედებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა