საფეხბურთო ინსაიდერის ჯამალის ინფორმაციით, პსჟ-მა გუნდის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი შესთავაზა.

ჩვენებური მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით "პარკ დე ფრანსზე" 2029 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ ფრანგული გრანდი ქართველს გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად მიიჩნევს და მისი დიდი ხნით შენარჩუნების გარანტიის მიღება სურს.

მოლაპარაკებები ამჟამად საწყის ეტაპზეა და ყველაფერი ხვიჩას გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

შეხსსენებისთვის, კვარაცხელია პსჟ-ში 2025 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. ის კლუბის შეუცვლელი წევრი გახდა და წელს "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტიცაა.

სიმართლე
დარჩენილ სამ წელიწადში რამდენი რამე შეიცვლება, რა გადარბენაა, ამ სეზონში ბევრი რამ გაირკვევა, პსჟ ისევ გრანდია, თუ....ხოდა შეხედოს, იფიქროს და მისთვის საუკეთესო ვარიანტს ჩვენზე კარგად ის გადაწყვეტს, ისიც ვიცით რომ ასეთ ასაკში შემოსავალს არ დახარბდება,რომელსაც 10 წლის შემდეგ არაბეთში ორმაგად გადაუხდიან.😂
16
მილიონზე მეტი აიღო წელს ისე ცნობისთვის თუარა არმიყვარს სხვისი ნაშოვი ფულის თვლა 10.5 აქედან სუფთა ხელფასი +1.5ბონუსები არეკუთნოდა თუ რა მიანგრია მთელი ევროლიგა. დანარჩენი რეკლამები.ალბათ ასე თხუთმეტამდე შეთავაზებენ ხელზე ასაღებს.
ვეა
ხვიჩას ხელფასის თვლას თქვენი ხელფასი ითვალეთ და მიხედეთ თქვენ ცხოვრებას ჯობია
გოგა
კონტრაქტის განახლების სანცვლოდ, ხელფასას აუწევენ და ბონუსას დაურიცხავენ თავისთავად, ეხლა მეორეა ხელფასით გუნდში და ალბათ გაუთანაბრდება დემბელეს ხელფასით, წარმატებები
ნიკა
ჩემი აზრით უკვე წასვლის დრო ახლოვდება, მაინც საფრაგენთის ჩემპიონატია, დროა ესპანეთი ან ინგლისი დალაშქროს ხვიჩამ, ხელფასე არც იქ ექნება ნაკლები
კონტეს მამა
ხიე ხვიჩა 25-30 მილიონი წელიწადში. შენი რა მიდის? აქეთ უნდა გეხვეწებოდნენ! 20-ს მაინც მოგცემენ.)))

ლევან,ლარიან მაღაზიები სავსეა ნემსების ნაკრებებით,სადაც მახათიც არის ხოლმე,მაგრამ მაინც შენი ანალიზები სჯონია,მის გაყრას.საინტერესო მოსაზრებები გაქვს ხოლმე და თუნდაც არ გეთანხმებოდე,მაინც სიამოვნებით ვკითხულობ.ვისაც ფეხბურთი უყვარს,მასზე საუბარიც სასიამოვნოა.

ხვიჩას დემბელეზე თითქმის ორჯერ ნაკლები ხელფასი აქვს და რა თქმა უნდა პსჟ მის გაზრდას შესთავაზებს,რათა სხვაგან არ გაიხედოს და მოტივაცია შეინარჩუნოს.პსჟს პრეზიდენტი არ არის დე ლაურენტისი,ფეხბურთელს მონად რომ განიხილავდა.მასთან მოლაპარაკებაც შეიძლება და შეთანხმებაც. გაზეთ ლელოს ვებ გვერდზე ძალიან საინტერესო ანალიზური სტატიაა დადებული,რომელიც ესპანელ ჟურნალისტს ეკუთვნის და საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების სისტემაზე საუბრობს.ვისაც მართლა უყვარს და აინტერესებს ქართული ფეხბურთი,მათთვის მართლაც საინტერესო და ინფორმაციის მომცემი სტატიაა,ამ სისტემის მუშაობასა და განვითარების პერსპექტივებზე.
ქუთაისი
ეხლა არ უნდა დათანხმდეს.
zura222
ყველაზე დიდი საგადასახადო შვეციაშია 65% მიდის გადასახადებში
Levani
მე მგონი მე არ დამეკითხება არავინ,მაგრამ მახთიც არა მაქვს და უსაქმურობისგან ჩემს აზრს ვიტყვი. მეც მინდა ხვიჩა ელ კლასიკოში ან პრემიერლიგის ჯახებში ვნახო,მაგრამ ყველაფერს აქვს პრო და კონტრ არგუმენტი. წარმოიდგინეთ მაისში ბოქსინგი დეის და ათას უბედურება გამოვლილი ფეხბურთელი,გამოფიტული ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ევროპაზე როცა გავიდეთ იქაც ვერ ითამაშებს ჩვეულად. პსჟ კაი პონტია -ცალი ფეხით იგებ ლიგას და ჩემპიონთა ლიგაზე ჯანზე ხარ. ბევრი ვარჯიში და სტრესი შეგიძლია პროფესიონალიზმით დაძლიო ფიზიკურად,მაგრამ არის კიდევ ნერვული სისტემა რომელსაც ვერაფერს ვერ მოუხერხებ. მერე იწყება ძილის პრობლემები,დამამშვიდებლების მიღება. ისედაც მე მგონია რომ პრემიერლიგის ფეხბურთელები ფარმაციით არიან გაჭყეპილები. რამდენი ფეხბურთელი ვნახეთ 2-3 წელი რო ბრწყინავს და მერე ათასად არ ჩანს,მაგის გამოა ყველაფერი. ასე რომ ჩემი აზრით კარ ადგილზეა და უნდა დარჩეს სადაცაა
დდდ
პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ხვიჩას ფასი ტრანსფერმერკეტზე მინიმუმ გაორმაგდა და უდიდესი ალბათობით, კონტრაქტსაც გაუმჯობესებულს შესთავაზებენ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ალბათობით, გამოსასყიდ თანხასაც კატასტროფულად გაზრდიან და ვფიქრობ, სწორედ ამ მიზნით უნდათ ახალი კონტრაქტის გაფორმება მოქმედი კონტრაქტის ვადის გასვლამდე მთელი სამი წლით ადრე... ამასთან, თუ ხვიჩას მხარე გაზრდილ გამოსასყიდს გააპროტესტებს, ხელმძღვანელობას ეჭვი გაუჩნდება, რომ თავად ფეხბურთელი არ უკავშირებს საკუთარ თავს ამ კლუბს გრძელვადიან პერსპექტივაში და შესაძლოა, პრობლემებიც შეუქმნან... მე რომ ხვიჩას ადგილზე ვიყო, ხელფასის დაკლებასაც კი დავთანხმდებოდი მეტნაკლებად მისაღები გამოსასყიდი თანხის სანაცვლოდ...

ყველაზე დიდი საგადასახადო აქვს მგონი საფრანგეთს, ხელფასის 50%-საც არ იღებენ მგონი ხელზე, მთლად 6 მილიონი არ ვიცი მარა 10 მილიონზე მეტი ნაღდად არ ექნება.
ჟორა
ტიტულები თუ უნდა უკეთეს ადგილზე სად წავა, ფული თუ უნდა არაბეთია მაგისთვის. საერთოდ კი საფრანგეთში იმხელა გადასახადებია ბოლოს აღარაფერი რჩებათ. გამიგონია ხვიჩა ხელზე 6 მილიონამდე იღებსო. არაბეთში კი ერთ ცენტსაც არ ართმევენ გადასახადს.

უნდა დარჩეს კიდე 2-3 სეზონი, სანამ ლუის ენრიკე აქაა. გუნდის ბირთვი კიდევ 5 წელი პრაიმში იქნება, მერე გააჩნია თვითონ რა ფორმაში იქნება. თუ ისევ მაღალ დონეზე იქნება წავიდეს პრემიერ ლიგაში, თუ მოუკლებს წავიდეს არაბეთში ან ამერიკაში და ფული გააკეთოს.
ლაშა
ჩემი აზრით უნდა გაახანგრძლივოს. მაგრადაა, მაგარ ქალაქში, ყველაფერს იგებს, უმაგრესი მწვრთნელი ჰყავს რომელიც ენდობა,ფანებს უყვარს, მაღალი ხელფასი აქვს და ალბათ კიდევ უკეთესს შესთავაზებენ.
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
პსჟ-მა ევრო 2016-ის ჩემპიონს კონტრაქტი გაუწყვიტა
"გვყავს ფაბიან რუისი და უსმან დემბელე" - ენრიკეს თქმით "ოქროს ბურთი" პსჟ-ს ფეხბურთელმა უნდა მოიგოს
Le Parisien: "ოქროს ბურთზე" კვარაცხელიას მიმართ აჟიოტაჟი იზრდება - რვა მთავარი კანდიდატია
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"ოქროს ბურთის" გამარჯვებულის გამოცხადებამდე - ცნობილი გახდა, რატომ ჩქარობს პსჟ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას