ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება

"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება

„თბილისის თასი 2026“-ის დაწყებამდე, რომელიც „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპია, ორი დღე რჩება. 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, „ავჭალაზე“ ჯამში ცხრა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართება.

რაგბის ქართველ ქომაგს უმაღლესი დონის საკლუბო რაგბის ხილვის შესაძლებლობა ექნება, რომელშიც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკული და ევროპული სარაგბო სკოლები დაუპირისპირდებიან. „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი ეტაპის გათვალისწინებით, თამაშები უხვქულიანი უნდა გამოდგეს სტადიონზე მისული გულშემატკივარიც ლელოთა მრავალფეროვნებით ისიამოვნებს.

„თბილისის თასზე“ ექვსი გუნდი ითამაშებს: სამი სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატის ლიდერი და სამიც ევროპული ფრენჩაიზი. სათამაშო დღეებია 24 და 29 სექტემბერი, ასევე 4 ოქტომბერი და თითო სათამაშო დღეს სამ-სამი შეხვედრა შედგება - ევროპული გუნდები სამხრეთ აფრიკელებს შეერკინებიან. თამაშები 14, 17 და 20 საათზე იწყება.

ივნისში, სამხრეთ აფრიკაში გამართული „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი ეტაპის მსგავსად, ‘შავ ლომთან’ ერთად „თბილისის თასზე“ ითამაშებენ ქარი ქაფის მოქმედი ჩემპიონი, კიმბერლეის ‘სუზუკი გრიქასი’, ფინალისტი მბომბელას ‘აირლინკ პუმასი’ და მესამეადგილოსანი ბლუმფონტეინის ‘ტოიოტა ჩიტასი’; ასევე პორტუგალიური ფრენჩაიზი ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ფრენჩაიზი ‘იბერიანსი’ (რომელმაც რუმინელები ჩაანაცვლა).

24 სექტემბერს, თბილისის თასის გახსნით მატჩში, ‘აირლინკ პუმასი’ ‘იბერიანსს’ 14 საათზე ეთამაშება, ‘ტოიოტა ჩიტასი’ ‘ლუზიტანუშს’ 17 საათზე შეხვდება, დღის ბოლოს კი, 20 საათზე, ‘შავი ლომი’ სამხრეთ აფრიკის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასს’ შეერკინება. ივნისში ‘გრიქასმა’ ‘შავ ლომს’ 56:21 აჯობა.

შეგახსენებთ, ‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის ახალი სეზონისთვის ემზადება და „თბილისის თასი“ მის მთავარ, დასკვნით ეტაპად მოიაზრება. ჩვენმა გუნდმა უკვე გამართა ორი გასახურებელი თამაში: „ავჭალაზე“ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ გუნდ ‘ბენეტონთან’ და ინგლისში პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სეინთსთან’.

თბილისის თასი 2026-ის მონაწილეები

შავი ლომი (საქართველო)

პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი“ 2021 წელს დაარსდა. მისი შექმნის მიზანს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის (ბორჯღალოსნებისთვის) კანდიდატების მომზადება და მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობა წარმოადგენდა.

2021 წლიდან ის რაგბი ევროპის სუპერ თასში (რომელიც 2021 წელს დაარსდა. ‘შავ ლომთან’ ერთად მონაწილეობდნენ ესპანეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, ისრაელის და რუსეთის (მოკვეთამდე) ფრენჩაიზები და გუნდები) ჩაერთო. ‘შავმა ლომმა’ ზედიზედ ოთხი სუპერ თასი მოიგო, 2024 წლის შემდეგ კი, ეს ტურნირი დატოვა.

ამავე პერიოდში ‘შავმა ლომმა’ ითამაშა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის, ქარი ქაფის პირველ დივიზიონში (2022 წელს) და ნახევარფინალში გავიდა; 2023 წელს კი სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა და ითამაშა (კონკურსგარეშე) სუპერ რაგბი ამერიკას გუნდებთან.

2023/24 წლების სეზონიდან, ‘შავი ლომი’ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის მეორე დონის ტურნირზე - ჩელენჯ თასზე თამაშობს. გასული სამი სეზონის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა ყოველ სეზონში მოახერხა პროფესიული გუნდის დამარცხება - 2023 წლის დეკემბერში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსური ‘სქარლეთსი’ 23:7; 2024 წლის დეკემბერში ფრანგული ტოპ 14-ის ‘ვანი’ 22:19 და 2026 წლის იანვარში ასევე ტოპ 14-ის ‘მონტობანი’ 31:28.

წელს ‘შავი ლომი’ მეოთხედ ითამაშებს ჩელენჯ თასზე და 17ოქტომბერს უელსურ ‘ოსფრეიზს’ უმასპინძლებს; 13 დეკემბერს ტოპ 14-ის გრანდ ‘ტულონს’ საფრანგეთში ეწვევა; 10 იანვარს ასევე სტუმრად ტოპ 14-ის ‘ვანს’ შეერკინება; ხოლო 17 იანვარს შოტლანდიურ ‘ედინბურგს’ თბილისში დაუხვდება.

შარშან ‘შავმა ლომმა’ „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში ორი შეხვედრა გამართა სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზ ‘ტოიოტა ჩიტასთან’. ტურნირმა წელს ფორმატი იცვალა და მასში ექვსი გუნდი ჩაერთო - სამი სამხრეთ აფრიკული და სამი ევროპული. პირველ ეტაპს ივნისში სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და ‘შავმა ლომმა’ ‘აირლინკ პუმასი’ 46:36 დაამარცხა, ‘სუზუკი გრიქასს’ და ‘ტოიოტა ჩიტასს’ კი შესაბამისად, 21:56 და 31:47 ჩამორჩა.

‘აირლინკ პუმასი’ (სამხრეთ აფრიკა)

‘აირლინკ პუმასი’ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდია. ის 1969 წელს დაარსდა და წარმოადგენს მპუმალანგას პროვინციას. 2012 წლიდან გუნდი ქალაქ მბომბელაში, „მბომბელა სთედიუმზე“ თამაშობს, რომელიც 43 500 მაყურებელს იტევს.

განვითარების გზაზე გუნდმა ყველა მნიშნელოვანი ეტაპი გაიარა. ის ანგარიშგასაწევ ძალად რაგბის პროფესიონალური ერის დაწყების შემდეგ იქცა. 2005 წელს ‘პუმასმა’ მოიგო სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის, ქარი ქაფის პირველი დივიზიონი და ეს მიღწევა კიდევ ორჯერ, 2009 და 2013 წლებში გაიმეორა.

2015 წელს გუნდი ვოდაკომის თასის გამარჯვებული გახდა, 2022 წელს კი ქარი ქაფი მოიგო და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ‘პუმასი’ 2023 და 2026 წლებშიც იყო ქარი ქაფის ფინალში, თუმცა მარცხი განიცადა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ამასთან, 2025 და 2026 წლებში ის სამხრეთ აფრიკის თასს დაეუფლა.

„ტოიოტა ჩელენჯის“ თბილისის თასზე ‘აირლინკ პუმასი’ სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონისა და თასის მფლობელის რანგში მოდის.

გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს უთამაშიათ ისეთ ცნობილ სამხრეთ აფრიკელ მორაგბეებს, როგორებიც არიან დუან ვერმულენი, ფაფ დე კლერკი, ვინსენტ კოცი და როსკო სპეკმენი.

‘სუზუკი გრიქასი’ (სამხრეთ აფრიკა)

‘სუზუკი გრიქასი’ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი უძველესი გუნდია. ის 140 წლის წინ, 1886 წელს დაარსდა და ნორთ ქეიფის პროვინციას წარმოადგენს. ის ქალაქ კიმბერლიში ბაზირებს და საშინაო შეხვედრებს „გრიქუა პარკზე“ ატარებს, რომელიც 11 ათას მაყურებელს იტევს.

1891 წელს, ‘გრიქასი’ სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფ ბრიტანელ ლომებს შეერკინა და 0:3 დამარცხდა, თუმცა სტუმრებმა ის სამხრეთ აფრიკის საუკეთესო გუნდად მიიჩნიეს.

გუნდმა ხუთჯერ მოიგო სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატი ქარი ქაფი - შორეულ 1899, 1911 და 1970 წლებში, ბოლოს კი 2025 და 2026 წლებში და თბილისში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის სტატურით მოდის. ერთხელ, 2022 წელს, მან მეორე ადგილი დაიკავა.

‘გრიქასი’ ხუთჯერ ფლობდა სამხრეთ აფრიკის ვოდაკომის თასს (1998, 2005, 2007, 2009 და 2014) და ერთხელ სამხრეთ აფრიკის თასს (2024).

გუნდის აღზრდილი მორაგბეებიდან ბოლო წლებში სპრინგბოქსის რიგებში უთამაშიათ უილ ლე რუს, ჯასპერ ვიზეს, კობუს ვიზეს, ქუან ჰორნის, ბოან ვენტერს, ფრანცის ვენტერს, რუან სმიტს, ზაკ ბურგერს და სხვებს.

‘ტოიოტა ჩიტასი’ (სამხრეთ აფრიკა)

‘ტოიოტა ჩიტასი’ 1895 წელს დაარსდა. ის ბლუმფონტეინში ბაზირებს და საშინაო თამაშებს „ფრი სტატე სთედიუმზე“ ატარებს, რომელიც 46 ათას მაყურებელს იტევს.

გუნდი ქარი ქაფის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, 9-ჯერ მეორე ადგილს დასჯერდა. ‘ჩიტასმა’ ქარი ქაფის ფინალში პირველად 1973 წელს ითამაშა, ტიტულს კი 1976 წელს დაეუფლა, თუმცა ანგარიშგასაწევ ძალად 21-ე საუკუნეში იქცა და 7 ჩემპიონობიდან ხუთი უკანასკნელ 20 წელიწადზე მოდის. ‘ტოიოტა ჩიტასმა’ თასი ბოლოს 2023 წელს შემართა, წელს კი მესამე ადგილს დასჯერდა.

2006-2017 წლებში ‘ჩიტასი’ სუპერ რაგბიში თამაშობდა, 2017 წლიდან კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაინაცვლა და გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში, იმხანად პრო 14-ში ჩაერთო, თუმცა 2020 წლის შემდეგ, კოვიდ-პანდემიამ მათ ამ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მისცა.

2022 წელს, ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბიმ, ‘ჩიტასი’ ‘შავ ლომთან’ ერთად “ჩელენჯ თასზე” მიიწვია და მას შემდეგ წვეული გუნდის სახით ევროტურნირების მონაწილეა.

გუნდს რამდენჯერმე უთამაშია ‘შავი ლომის’ წინააღმდეგ, ერთხელ კი ბორჯღალოსნებსაც უმასპინძლა.

‘ჩიტასის’ რიგებში სხვადასხვა დროს უთამაშიათ: უილი ლე რუს, ხუან სმითს, ფრანს სტეინს, ლუდ დე იაგერს, ოქს ნჩეს, რუან პინარის, ტრევორ ნიაკანეს, კორნალ ჰენდრიქსს, იოჰან გუსენს და სხვები.

‘ლუზიტანუში’ (პორტუგალია)

‘ლუზიტანუში’ პორტუგალიის რაგბის კავშირის მიერ შექმნილი პროფესიული ფრენჩაიზია, რომელიც პორტუგალიის შიდა ჩემპიონატის წარმატებულ მორაგბეებსა და ნაკრები გუნდების კანდიდატებს აერთიანებს.

გუნდი პირველად 2013 წელს შეიქმნა და 2013/14 წლების ჩელენჯ თასზე ითამაშა, სადაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრა დათმო.

მას შემდეგ, რაც რაგბი ევროპამ ახალი ტურნირი, რაგბი ევროპის სუპერ თასი დააარსა, ‘ლუზიტანუში’ აღდგა და 2021 წლიდან ტურნირში ჩაერთო. განვლილ პერიოდში გუნდი სამჯერ გავიდა სუპერ თასის ფინალში, თუმცა სამივეჯერ მარცხი განიცადა - 2022 და 2024 წლებში ‘შავ ლომთან’ და 2026 წელს ესპანურ ‘იბერიანსთან’.

‘კასტილია ლაიონ იბერიანს’ (ესპანეთი)

‘კასტილია ლაიონ იბერიანს’ ესპანეთის რაგბის კავშირის მიერ შექმნილი პროფესიული ფრენჩაიზია, რომელიც ესპანეთის შიდა ჩემპიონატის წარმატებულ მორაგბეებსა და ნაკრები გუნდების კანდიდატებს აერთიანებს.

ის რაგბი ევროპის სუპერ თასისთვის, 2021 წელს შეიქმნა და პირველი დღის შემდეგ, ამ ტურნირის მუდმივი მონაწილეა. 2023 წლამდე გუნდში მხოლოდ სამი ადგილობრივი კლუბის მოთამაშეებს იწვევდნენ, მას შემდეგ კი იქ მოხვედრის შანსი ესპანეთის ნაკრების ყველა კანდიდატს აქვს.

მას შემდეგ, რაც ‘შავმა ლომმა’ სუპერ თასი დატოვა, ‘იბერიანსი’ ტურნირის ლიდერად იქცა და 2026 წელს, პორტუგალიური ‘ლუზიტანუშის’ დამარცხებით თასი პირველად მოიპოვა.

თბილისის თასი 2026. „ავჭალა“

24 სექტემბერი

პუმასი - იბერიანსი (14:00)

ჩიტასი - ლუზიტანუში (17:00)

შავი ლომი - გრიქასი (20:00)

29 სექტემბერი

ჩიტასი - იბერიანსი (14:00)

შავი ლომი - პუმასი (17:00)

გრიქასი - ლუზიტანუში (20:00)

4 ოქტომბერი

პუმასი - ლუზიტანუში (14:00)

გრიქასი - იბერიანსი (17:00)

შავი ლომი - ჩიტასი (20:00)

Rugby.ge

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს

ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს

დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ

U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

რატიშვილი ბაქოში გაასამებს

ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა

გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში

"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო

17-წლამდე ნაკრები პოლონეთში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი

U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში

"ბარსელონა" მესის საპატივსაცემოდ ღონისძიებას გამართავს

"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა

[VIDEO] ცარიელი კარის წინ დემბელეს მოქმედებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია

კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში

"ხვიჩასთვის "ოქროს ბურთის" მიცემა? - შეუძლებელია! დღეს სრული "ფეიქი" იყო" - რიოლო კვარაცხელიას კვლავ აკრიტიკებს

"რატომ შეცვალეთ კვარაცხელია?... არის რაიმე პრობლემა ხვიჩასთან დაკავშირებით?" - ენრიკემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა

"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება

პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა

"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"

"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"

"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში

"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"