ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა - 0:0.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა და მოედანზე გადახალისებული ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა. მეტოქე ორთაბრძოლებს გვიგებდა, ხიფათის შექმნას უმეტესად სტანდარტულებით ცდილობდა. ჩვენს ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება ისევ უჭირდა. პირველი მომენტი დავითაშვილმა შექმნა, რომლის დარტყმული მეკარე ჩარლზმა მოიგერია. მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც კელი ქოჩორაშვილს გაექცა, გადაცემა გააკეთა და ბურთი დვალმა ჩაჭრა.

სტუმართა თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, თან გაყვითლებული ქოჩორაშვილი გაძევების საშიშროების წინაშე იმყოფებოდა და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მის ნაცვლად მოედანზე სვანაძემ წიტაიშვილი შეუშვა. წვიმამ იმატა, თანდათან უპირატესობას დავეუფლეთ, მექვაბიშვილი და დავითაშვილი ლომინაძემ და ჩაკვეტაძემ შეცვალეს, ხოლო ტრავმირებული მამაგეიშვილი იეგოიანმა. კვარაცხელიამ ლამზი დრიბლინგის შემდეგ ბურთი მიზანს ააცილა. მერე კი მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მაჯენისს არ გაატანინა, ლომინძემ კი ფეხი თავში კელის გაარტყა, ჩვენმა მეკარემ პრაისის შესრულებული პენალტი მოიგერია და წაგებისგან გადაგვარჩინა.

ბელფასტი. „უინძორ პარკი“

ჩრდ. ირლანდია - საქართველო 0:0

გამოუყენებელი პენალტი: პრაისი (84)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, საზონოვი, დვალი, ლოჩოშვილი, მამაგეიშვილი (იეგოიანი 74), მექვაბიშვილი (ლომინაძე 65), ქოჩორაშვილი (წიტაიშვილი 46), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 65), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 86)

ჯგუფში მომდევნო ტური 14 ნოემბერს ჩატარდება - საქართველო უნგრეთს, ჩრდილოეთ ირლანდია კი უკრაინას უმასპინძლებს.

• Levani

საჩინოს კომენტარს ვეთანხმები. მამარდამ რო გადაგვარჩინა ლომინაძემ ვითომ აკოცა,მაგრამ მგონი უფრო ის ჩაუჩურჩულა არ გამოვიდა ჩაჯმა და სხვა რამეს მოვიფიქრებ და პენლითაც ვერ გატანის და მერე შეეშვა. ესაა შეფასება, მაგრამ ამის მიუხედავად ლომინაძე მირჩევნია მექვაბას და ქოჩორაშვილს ორივეს. ქოჩორაშვილი ვერ თამაშობს უკვე,მარტო ჯარიმას იკიდებს,გადავეჩით რო არ გააგდეს პირველივე ტაიმში.ლომინაძე კიდე მანდრაჟისტი არ არის,კი გასაგებია ტემპი ვერ იგრძნო უთამაშებელმა,მაგრამ ტიპს ძალა აქვს,პასი იცის მაღალია კერიკივით ტიპია ცენტრში და მაგას უნდა მიეცეს მეტი დრო. ქოჩორაშვილის იმედზე ვერ ვიქნებით აწი უკვე,მატარებელი ჩქარა მიდის და ზოგი უკვე ჩამორჩა. აქ რომ წერთ კლუბებში მოემზადნონო- აწი უკვე გვიანია. და კიდე-მე არა მგონია რომ ამ რესურსით ეს შედეგი უნდა დამდგარიყო. მშიშარა ტაქტიკამ მოიტანა ეს შედეგი-პრესინგი 0 დავსდევთ მეტოქეებს ჩვენს ნახევარზე და მაგაში ვიღლებით. წინ რო აიტანო არავინაა წინ,უკან პასით ვერ ამოვდივართ და თუ გაძვრა კაკაბაძე ან ხვიჩა გაგრძელება არ აქვს შეტევას. ამას არ ჯობდა წაართვა იქვე ბურთი,იქვე ეთამაშო მის ნახევარზე უგორაო ბურთი? ცაიშის გუნდი ახერხებდა მაგას ჯაბა-კვეკვესკირით და ახლა მეტი რესურსი არ გვაქვს? ჯაბა და კვეკვე ტობოლში თამაშობდნენ ისე მაგ დროს ერთად.

• ჯარჯი

ეს უკვე ზედმეტია.ეს ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და სამშობლოს ღალატია.გრცხვენოდეთ.თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ და საქართველო ფეხებზე გკიდიათ.ნათქვამია თევზი სათავიდან ყროლდებაო

• ტიგრან ტერ შტეგენი

სვანაძემ ვერ გაბედა კვარაცხელიას შეცვლა.ეგ ვეღარ დაიჭერს სიტუაციას. რომ შეეცვალა ქონდა შანსი რაღაც შეეცვალა. Მკაცრი ხელი უნდა.

• Galaqto

Ქარიქრისქარიქრისქარიქრის Ისევწვიმსისევწვიმსისევწვიმს Უგოლოდუგულოდუგოლოდ Უგულოდუგოლოდუგულოდ

• რაგბის ფანი

სვანაძე, მატჩის დროს ბიჭებს რამე რომ უკარნახო, ყელი დაგეღლება?! თუ 11-ვე მოთამაშე ისე იდეალურად ასრულებს შენს გენიალურ ტაქტიკურ ჩანაფიქრს, რომ არანაირი კორექტირება არ არის საჭირო? გაგვეცი პასუხი 🙏

• Willy Sagnol

გული მატკინეეეეთ მაგრამ მაინიიინც მსურს გაპატიოოოთ ;( <3

• გიორგი

ამ გუნდს ეშინია ფეხბურთის თამაში დაკომპლექსებულები არიაან ესენი თამაშობენ არ წავაგოოთ

• Andoni Iraola

ასნავნოი ჩემზე იყოს <3

• Lautaro Martinez

ეხლა არგენტინიდან გიყურეთ ბიჭებმა რაღაცა პატარა ლუდი რამე შევკლასეთ და ვუყუროთო ბიჭებმა გაგვისწორდებაო მესიც აქ არის და ეს რა ქენით მთელი არგენტინა გამ....დით ბიჭოოოო საააღოლ ძმაო მაგრა გაგვიტყდა ყველას ფხა გამეჩხირა ყელში ბლდ ვაა...

• Luis Enrique

შენ დარჩი აღარ ცამოხვიდე ბიჭო!

• ედემი კორძაია

რა სამწუხარო ფაქტიც არ უნდა იყოს ნაკრებმა ჩააგდო ეს ჯგუფი. უსამართლობაა ჯგუფში ყველაზე კარგი შემადგენლობა გვყავს და ვერ მოვიგეთ. კვარა მეცოდება პასის მომცემი არ ყავს მაპატიე სვანაძე მაგრამ ეა გამოკლევბული მექვაბიშვილი არ უნდა გამოიძახო და შენ სასტავში დააყენე. წავიდეს ამერიკაში ფული გააკეთეოა რა უნდა ნაკრებში. მაპატიეთ აღელვებილი ვარ

• მამუკა სვანი

ამ უიღბლობას რა ვუთხარი რა გიზი რა მექვაბა, ჯიბეში ჩაისვავენ ამათ ნინუა და არაბიძე

• ლადო, ისევ წვიმს, თუ მხოლოდ ცრის?))

გავიგეთ, რომ სანიოლამ არაფერი გვითხრა. იქნებ სვანაძემ მაინც გვითხრას ვინ მოგვისაჯა ანზორას და კაკაბას ყურება 100 წლით?)) ვავა საქართველო, ვავა. ნახევარი გუნდი ვერ დარბის. ირლანდია ბოლო წუთამდე გვეთამაშა პრესინგს.

• ზაზა

ძაან შემეცოდა ლომინაძე, სამწუხაროდ არაა სანაკრებო დონის, არ მეგონა თუ მის ადგილას მექვაბიშვილს ვინატრებდი. კაკაბაძეს მაქსიმუმი ესაა და რა ქნას ამ კაცმა, შემცვლელიც ვერ ვიპოვეთ. ზურიკოსგან ნამდვილად მეტს ველოდი, არა მარტო დღეს ზოგადად. ხვიჩა ძალიან, ძალიან დაღლილი და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულიც ჩანდა. დვალი და ლოჩო ნუ ღონე არ დაუშურებიათ მაგრამ რაც არის ეგ არის. საბა საზონოვი კარგად გაისარჯა, ქონდა რაღაც ეპიზოდებში ერთი ორი შეცდომა, თუმცა დიდი ხნის უთამაშებლის კვალობაზე კარგად გაართვა თავი. ქოჩორა აშკარად აჭრილი იყო. ჩაკვეც გადაღლილი ჩანდა და ცოტა უმოტივაციოც. ეგოიანი არ ჩანს ცუდი ბიჭი, მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ დაგვამახსოვრა თავი. გიზოც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. წიტაიშვილიც რიგ მომენტებში ნორმალურად ირჯებოდა მაგრამ ეგეც თითქოს დაღლილი იყო, მიუხედავად ენთუზიაზმისა. ბუდუ გაისარჯა მაგრამ მარტო ვერაფერს გახდა. მადლობა მამარდას რომ გადაგვარჩინა. სვანაძეზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ იმედი არ მინდა გადავიწურო, ეგებ რაიმე შეცვალოს ნოემბრისთვის. ნუ მოკლედ როგორი პოსტიც დავწერე აი ესეთი უღიმღამო ნაკრები გვყავს სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის. სანამ პრესინგს, უბურთოდ სირბილს, ბურთიან კაცზე ალტერნატივად სულ მცირე ორი კაცის გახსნას, ასევე კუთხურ, აუტების და ჯარიმების ნორმალურად გათამაშებას თუ ვერ ვისწავლით, სულ ასეთ საცოდავ დღეში ვიქნებით. წარმატებები.

• ევკრიტე

იხენიეთ ახლაც სანიოლის დედა/მამა, მაიკლ ოლისეზე რომ თქვა, „ოქროს ბურთი“ ეკუთვნისო - აგერ, ტიპმა დღესაც ჰეთ-თრიკი შეუსრულა ბელგიას და სეზონის დასაწყისიდან 15-მდე გოლი აქვს უკვე გატანილი, ნაკრებშია, თუ „ბავარიაში“! აბა, სადაა ახლა ხვიჩა და სადაა ოლისე?!

• იკა

აბსოლუტურად ყველაფერი მოშალეს ამ ქვეყანაში სპეციალურად. ხალხს არაფერი არ უნდა უხაროდეს. რა ქვეყანაც შექმნეს, ის გუნდი და მწვრთნელია. არჩევნებზეც იყენებენ ზოგს უვარგისს. მოკლედ ტელევიზიას ბევრი წელია არ ვუყურებ და აწი აღარც ფეხბურთისკენ გავიხედავ. მოკლეს რა ბოლომდე საქართველო

• საჩინო

საშინელი დონე ჩვენი გუნდის თამაშის.განსაკუთრებით პირველი ტაიმი სვარკაზე უარესი იყო.მეორეში თითქოს ცოტა მოუმატეს,თუმცა სწორედ მეორე ტაიმში ვღებულობდით გოლს,რომ პენალტი მეტოქეს კარგად დაერტყა.მამარდამაც იყოჩაღა. მეორე ტაიმში შემოსულებმაც თითქოს უკეთესად წარმოაჩინეს თავი.ლომინაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა განსაკუთრებით ბურთის ფლობისას,თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო,რამეთუ ფორს-მაჟორის დროს შემოსული სრულიად უთამაშებელი მოთამაშე ,ბუნებრივია მეტოქის მჭიდრო პრესინგთან დაიბნეოდა,თუმცა მე მასში დავინახე პოტენციალი და კარგი სათამაშო პრაქტიკის შემთხვევაში ის უფრო გამოადგება გუნდს ვიდრე სხვები. პენალტი კი მსაჟის სინდისზეა(ამათ კიდევ წაჩაგვრა უნდათ?).სასჯელი დანაშაულის შესაბამისი უდა იყოს.

• დავით 67

მგონი მოიხსნა პრობლემა ბევრისთვის, იმის მაგივრად ეს უნდა დაეყენებინას პოლიტიკა! მარტო მექვაბიშვილზე დარჩა აგრესია.ფაქტი ისაა რომ გუნდი არ ვარგა და აქ სვანაძე არ იმსახურებს იმდენ კრიტიკას ,რასაც ზოგიერთი გულშემატკივარი პოსტავს. დაშინებული გამოდიან მინდორზე. ფრეზე თამაშობენ, მიზნად დასახული აქვთ ოღონდ არ წავაგოთო, მოგებაზე არც ფიქრობენ. ც ჯგუფი გარანტირებულად ჩვენია!

• კრიმანჭო

ტყუილად ნერვიულობთ,გოლების გატანის ლიმიტი სომხეთთან ამოიწურა.ახალ წლამდე ტყუილად ელოდებით,პროსტო არ გვიმხელენ!)

• ბოროტი ბეჰემოტი

"მიდით ახლა და თავ-კვასურად დაუარეეეეთ... ჰა-ჰა-ჰა... ახლა კი წავააალ, საქეიფოდ" - სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწილეს"

• Lelo

ᲗავიანᲗ კლუბებᲨი უნდა გახდნენ ᲫირიᲗადის უცვლელი წევრები და ნაკრებსაც დაეტყობა მერე, ᲩაკვეტაᲫე უდინეზეᲨი, საზონოვი ხეტაფეᲨი, ᲗავიანᲗ კლუბებᲨი მეტი უნდა იᲨრომონ და იᲗამაᲨონ ნაკრებსაც მერე მოუვა Შედეგები, სვანაᲫეს დრო Ჭირდება კარგ გუნდს აუცილებლად გააკეᲗებს, იმავე ბიᲭებს ევროპაზე ტაᲨს უკრავდნენ და ადიდებდნენ, დᲦეს კი მიწასᲗან ასწორებენ, გუნდს და ვიᲗუმეტეს ახალ მწვრᲗნელს Თანადგომა Ჭირდება. ახალი გუნდის კეᲗდებას სვანაᲫე აუცილებლად ᲨეᲫლებს.

• Geo

რა ტაკტიკით ათამაშე გუნდი სვანაძე? რა საცოდაობა იყო ეს? ან ეს 8 ნომერი სად მოძებნეთ-არაა შენი საქმე ფეხბურთი, ერთი ერთზე გაიყვანა ირლანდიელი , მერე პენალტი აჩუქა! მამარდა 10-ან 10!ქომაგებს ბრავო, კარგად დაუჭირეთ მხარი, ისმოდა თქვენი ხმა! არ ვუყურებ მეტს ამათ თამაშს! არაა ფეღბურთი ჩვენი! თუმცა რაა ჩვენი? გამახსენფა , ბლატაობა და ღორმუცელობა, კაი პონტში გაჩითვა, და მიშასა და ბოძინას სპეკტაკლები!!! ყველაფერში როგორ უნდა იყო 30 წელი ტრ**ში??

• rermbo))

lominadze dadgeba normaluri centraluri mcveli. dges kinagam dagvgupa, magram wkuis saswavlebeli iqneba . xdeba xolme ase, vis ar mosvlia uaresi ? . dvali dzalian uklasoa , vegar ganvitardwba iseve , rogorc meqvabishvili . kakabadze dziritadshi agar unda ikos , shemcvlelia mosadzebni . witaishvili kvaracxelias flangze unda idges . shetevis sqmebia shesaqmneli .ar sheidzleba ase uazrod , uwkuod vitom sheteva .azarovi araa gadasagdebi biwi -gamamwvavebelia .mivcemdi shanss Kirkitadzes me gdes Budus madlobas- tavi ar dauzogavs ,rac sheedzlo ibrdzola .es shesarchevi katasrofaa kochorashvili . mokled , svanadze ver gaqachavs me ase mgonia .

• დათა

ისე ჩანს, რომ სამწუხაროდ, მეტი არ შეუძლიათ. რას იზამ, სხვა ფეხბურთელები არ გვყავს. ეგ არი რეალობა. სვანაძეს ცოტა დრო უნდა მიეცეს იქნებ გამოასწოროს რამე, თუმცა ლუის ენრიკეც რომ მოიყვანო ამათ არაფერი ეშველება ასეთი მენტალობით. ის შემთხვევაა როცა ნიჭით დაჯილდოებულები არიან, მაგრამ მისი გამოყენების უნარი არ გააჩნიათ.

• გიო

კვარა ორ სკამზე უნდა დაჯდეს და დაჯდება აუცილებლად. ერთი პსჟ და მეორე ნაკრები. დაჯდეს მერე როლსიზე და აკატავოს ჩანთებიანი..........

• მეიცა, არი ვინმე ცოცხალი აქანა?

არალი?? ნახევარდაცვა ქვტარია?? თუ ახალი.. რა უნდა თქვა კაცმა ვერ გევიგე ((( ვაი თქვენს პატრონს.. როგორც ამბობდა..

• ლუარასაბი

ყველა ყველა, მაგრამა ის სუდია/მსაჯი დიდი *როჭ* ვინმე კი იყო

• თემო

კარგათ ითამაშა ნაკრებმა. რა ქვეყანაც გვაქვს ის ფეხბურთიცა. მეტს ტყუილად ითხოვთ ნაკრებიდან. ატმის ხეზე ვზივართ და ბლის ჭამა გვინდა. ასე რომ ყოჩაღ ფეხბურთელებო. ის მაინც ვიცით რა შეგვუძლია.

• 912

საზონოვი მოსაკვეთია ნაკრებიდან

• პაატა

სვანაძე თავისი შტაბით სანიოლსა მის შტაბზე მძიმე ამბავი ჩანს… ასეთი სამწრთნელო შტაბი კარგა ხანია არ ყოლია ნაკრებს… ჯერ სვანაძე რა დონის მწვრთნელია და თანაშემწეებად კვეკვესკირს და კაშიას რომ მიუსვავ… ფედერაციას მგონი ამ ნაკრების წარმატება არ უნდა…

• nelsona

კვარაცხელიას ხავსი მოედო და მთელი ჩვენი წყალწაღებული ნაკრები ამ ხავსზეა ჩამოკიდული, მოვიდა დრო ხვიჩა დაჯდეს სკამზე რომ რაღაცნაირად გუნდი განთავისუფლდეს, თავისი ძალების ირწმუნოს. ამას თუ სვანაძე დაალაგებს მაშინ იქნება ეს კაცი გუნდის მწვრთნელი და არა ვიღაცის პაშკა, როგორც აწ უკვე პორტუგალიის მუხრუჭი კრიშტიანუ დასვეს სათადარიგოზე (თან ხვიჩასთვის ეს ხომ კუმირია და პირიქით გაუსწორდება)

• ფედერაცია კატორღაში

მოაშორეთ ეს ვაი მწვრთნელი და ბოლო კაცამდე ფეხბურთელად წოდებული მარიაჟი ნაკრებს. რვა ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს ლეშებმა. პრესინგი ამათმა არ იციან. გოლი ვერ გააქვთ. მეტი რა არის ფეხბურთი. ვერც პენალი გააქვთ კიდევ................

• გიორგი

წვიმა იყო თორე მოვიგებდით. სამარცხვინოა 4 თამაში ითამაშეს და გოლი ვერ გაიტანეს. რას ვერჩიდით სანიოლის? ყოფილიყო რამე შეიცვალა? საზანოვი კარგი იყო ზოგადად დაცვის შუა ხაზი მამარდამ ხო საერთოდ იფრინა რომ არა ის კიდე ამოგვდებდენ. არ არის სვანაძე ის კატეგორია რო ნაკრებს წაუძღვეს მკვდარი ვენოკზეა არანაირი რეაქცია კაცი მწვრთნელია თუ პანაშვიდზე თავი კაცი რო დადის დამწუხრებული სახით. დიდი მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ რომ გაგვაბედნიერეთ

• გიორგი

ყველას გილოცავთ! კოშმარი სახელად "სექტემბერ - ოტომბრის სანაკრებო ციკლი" დამთავრდა!

• მადლიერი

მადლობა ბიჭებს! ოთხ თამაშში გარანტირებულ ბოლო ადგილზე ვერც ვიოცნებებდით. ასეთივე წარმატებები თქვენს კლუბებში...

• lisandro

რაღაც თავისი სტილი იპოვა მგონი ამ ნაკრებმა, გინდ სვანაძე დაუნიშნე გინდ კლოპი სტრატეგიას არ ღალატობენ. ეს კვარაცხელიაც ამ ოქროს ბურთის გათამაშების დროს სულ გაშტერდა, ერთი კი დაიბარა ყველაფერი ღვთის ნებითაოო და გაქრა რადარებიდან, არადა კონკურენტებს გადახედეთ რეებს შვებიან და ამას კარშიც არ დაურტყამს გოლს ვინ ჩივის. კვარაცხელია კვარადონადან გარდაიქმნა აგული ერისთავად, გახსოვთ ფილმში თავისი მოსწავლე რომ ეხვეწება იქ მას ყველას მკვდარი ღონიხართ და უდეპეშეთ ცოცხალი რომ ხართო, მასეა მაგის საქმეც ფიფაში მაგაზე ფიქრობენ წინა სეზონის მერე დაამთავრა კარიერაო, ან წითელი აიკიდოს, ან იჩხუბოს და დისკვალიფიკაცია მიიღოს( მაინც აღარაა მაგისგან ხეირი), ან ფედერაციიდან ან ნაკრებიდან ცოტა შეანჯღრიეთ მაგი, ე ბიჯო ცოტა უჯიკეთ მაგას! ვაი თქვენს პატრონს თქვენ ვის უნდა უჯიკოთ იქეთ ხართ საჯიკებელი

• ესეა ეს

უვარგისი მოთამაშეები უვარგისი მწვრთნელი. ესაა შეფასება

• aleko

es ras tamashoben 4 tamashia evropis chempionatis cilisyra ro iqneba amati imedi gaqvt es mcvrtneli moashoret tavisi dekanosidzian lmominadzianad

• Ღმერთო მიშველე

Ბავშვებს ვერ უგებენ, პოდიუმზე ხართ თუ დაფნის დიადემა შემოგავლოთ

• დონ ვიტო

მენთეშაშვილს არ დააბრუნებდეს ნაკრებში ეს ზაურაა თუ რამაზა და ))))))))))) აბრეზიჩი კიდე ცალკე თემაა, ტიპი ღამის პეპელასავით დაფაფხურებს ხანდახან მგონია რო ექსტაზი აქვს დალეული და უაზროდ უნდა იმოძრაოს

• გიო

სანამ ეს უვარგისი ფედერაცია იქნება, არაფერი გვეშველება. ახაი გუნდია შესაქმნელი პატარა ბიჭებისგან როგორც ირლანდიაა

• ლევანი

სირცხვილი! ეს გუნდი, ქვეყნის სირცხვილია. რაც ითამაშეს, ისიც იმ დროს, როცა ისინი გაჩერდნენ, თორემ როცა ის ბავშვები თამაშობდნენ, მხოლოდ ისინი თამაშობდნენ, ესენი ან უკან დასდევენ, შტერებივით, ან ერთმანეთს უყურებენ და ფიქრობენ რა ქნან, მოკლედ, ეს არის ჩემთვის სირცხვილი, ეს ფეხბურთი ნამდვილად არ არის.

• ლუი

ამ ციკლში გოლი, მარტო ჩვენ, სან მარინომ და ლიხენშტეინმა ვერ გაიტანეს. გილოცავთ. მივედით....

• T.q

ბიჭო მინდა რო ვიგლოვო და ნუ მაცინებთ რა :D :D

• ზურა

სვანაძე არ არის ნაკრებია დონის მწრთვნელი ჯერ ჯერობით

• gio

ეს გუნდი თავისი ვითომ მწვრთნელიანად უნდა დაიშალოს. რა სვანაძე და რა ფეხბურთელები. ახალგაზრდული გუნდი უნდა შეიქმნას მშიერი ბიჭებით

• achi

kargi is ari ro mamarda martla avarjishes

• Tornike

არიან მასეთი ნაკრებები ოხრად. დ ლიგა სავსეა მასეთი გუნდებით. აგერ არც სან მარინოს გაუტანია ჯერ. ასე, რომ სულ მთლად წყალწაღებულები არ ვართ. ლომინაძე სვანაძეს ხელში ნოემბერში უკვე კაპიტანი იქნება.

• დიტო

გამოვაკლოთ კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ღირებულება და გამოვა ყველაზე იაფი. :)

• იკა

რომელმა დურაკმა ურჩია ლომინაძე ნაკრებში და ამანაც გამოიყვანა. საერთოდ ფეხბურთელია ?????

• gzp

კი, მამარდაშვილი შეიყვანეს ფორმაში

• იკა

სვანაძეს დრო სჭირდება, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ისეთი ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც დიდი დრო არ ეძლევათ ხოლმე..., მწვრთნელია და უნდა მოსინჯოს ვის რა შეუძლია. ეს თამაში მამარდაშვილის თამაში იყო, იქნებ ლივერპულში თვალები გაახილონ. ეგოიანი ვირივით მშრომელია, ჯორივით დარბის და კარგად დარბის. სხვა მეტ კომენტარს ამ თამაშზე ვერ გავაკეთებ

• :D

როგორ არ უნდა გაგეცინოს კაცს, რომ ამ ნაკრების საუკეთესო მხარედ შეტევა ითვლება )) არადა, ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული ამ ნაკრების მთავარი კოზირი მამარდაშვილია, თუმცა ისიც არასტაბილურია და როცა თამაში არ მისდის, წაგება გარანტირებულია. აქვე, "კაპიტანი" უკომენტაროდ დდ

• ვაჟა მასწავლებელი

ჩვენ ნაკრებს დინამოს სტადიონის შესასვლელთან 5 ნოლისგან შემდგარი ვარსკვლავი უნდა გავუხსნათ კვარას "ოქროს ბურთზე" ოცნების ფონზე!

• ზაზა

სვანაძე არ ხარ შენ ის კაცი და დაგვანებე თავი, ნუ დაგვაგლიჯე ნერვები! რა ცვილებებს აკეთებს ან როდის, ან რა სასტავია უკვე საკუთარ ხორცებს ვიგლიჯავ ამათი შემყურე! ეს ანზორა რატო გადაგვკიდე, გინდა დავხვდეთ სადმე და ფეხი მოვტეხოთ თუ რას გვერჩი?! ლომინაძე და მამუჩაშვილი ტორპედოიანად ჩაძირულები რო არიან ნაკრებში რა უნდათ?! ეგოიანს ერთი თამაში არ მიეცი ისე, რომ ტავისუფლად ემოქმედა, უნგრეთთან 2 ტაიმში გამოიყვანე, ახლაც გიზო რო არ დამტვრეულიყო არ შეცვლიდი და უკრებთან ხო საერთოდ საოცრება ქენი! და როცა მოგება გინდა, როცა შედეგი არ გაწყობს და არ მიგდის თავდასხმაში თამაში, ამ დროს მიქაუტაძის მსგავსი კაცი გიზის სკამზე, 5 წუთით ადრე კი არა მინიმუმ 25 წუთით ადრე მაინც უნდა შემოიყვანო! არაა მწვრთნელობა შენი საქმე და რატო გვაგიჟებთ რა ჯანდაბა გინდათ?!

• T.q

• gzp

წაგებას ისევ ეს ჯობდა. რას იზამ? თავს ზემოთ ძალა არ არის. ასეთ თამაშებში შეიძლება ჩამოყალიბდეს/გამოიწრთოს რამე შემადგენლობა.

• გიორგი

თან როგორი კონკურენტი ამოაგდებს სასტავიდან უეჭველი:)))

• ირაკლი

სვარკა

• გია

ეს ის შემთხვევაა როცა უგოლო ფრემ ვერაფერი შესძინა ნაკრებს. თამაშის ხარისხი და კლასი კვლავ ვერ უძლებს კრიტიკას.

• Anzori

Mekvabishvils konkurenti gamouchda, Lominadze))

• Levan1

რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩვენ ფეხბურთელებზე , მიუხედავად იმისა რომ დაბალი დონე გვაქვს ბევრ პოზიციაზე შეგვეძლო თამაში ამ დონის გუნდებთან , კატასტროფაა, 4 თამაშში გოლს რო ვერ გაიტან... მწვრთნელი და კარგი ფსიქოლოგი უნდათ ამ ბიჭებს . სულ მეკარე ვერ გადაარჩენს თამაშს.

• ჯემალი

ლომინაძეს ადგილი არაა ნაკრებში. ტორპედოში რამდენი შეცდომები აქვს და ეს რა ქნა.

• სტატისტიკა

ჯგუფში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები და თან ყველაზე უშედეგო და უგოლო ნაკრები. შედეგი სახეზეა

• გგ

ერთადერთი, რაც პოზიტივში შეგვიძლია გავატაროთ, - მამარდაშვილი ფორმაში შევიდა. ამისთვის მთელმა ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა 4 მატჩის განმავლობაში, საქმე არ გამოულიეს. უბრალოდ სასწაულია, რომ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

• მსოფლიო რეკორდი

მსოფლიო რეკორდი დამყარებულია. ჯერ არ არსებობს ნაკრები რო ოთხ თამაშში ზედიზედ გოლი ვერ გაეტანა.

გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?

უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?

ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც  წარმატებას მივაღწევთ

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია