იტალიურ Virgilio Sport-ში ჟურნალისტმა დომენიკო ესპოზიტომ პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატია გამოაქვეყნა და ვარაუდი გამოთქვა, რომ მწვრთნელი ლუის ენრიკე მას ჯანლუიჯი დონარუმას მსგავსად მოექცევა.

კვარაცხელიას პსჟ-ში კრიზისი: „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტობიდან სათადარიგო ფეხბურთელამდე - ნუთუ ლუის ენრიკე ისევე ჩამოწერს, როგორც ოდესღაც დონარუმას?

"გაიხსენეთ ხვიჩას 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგაზე მოგებულ სეზონში. ახლა კი შეხედეთ, როგორ ხშირადაა სათადარიგოთა სკამზე. „ოქროს ბურთზე“ მეოცნებე „ნაპოლის“ ყოფილი ვარსკვლავი ლუის ენრიკესთვის ხელშეუხებელი აღარაა.

„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი კვარაცხელიასთვის გარდამტეხი უნდა გამხდარიყო, ამის ნაცვლად „ეტიჰადზე“ პსჟ-ს გამარჯვებაში მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ის გუნდის უდავო ვარსკვლავი იყო, როდესაც ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს ჩემპიონთა ლიგაზე, ამჟამად კი მყარად ჩაჯდა რეზერვში. რა ხდება კვარადონას თავს? სოციალურ ქესელებში დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ესპანელი ისევე ექცევა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ტრიუმფის გმირ დონარუმას, რომელიც საბოლოო ჯამში შემადგენლობიდან შევალიესთვის ადგილის გამოსათავისუფლებლად ამოაგდეს და „სიტიში“ გადავიდა.

კვარაცხელიას სიტუაცია ვითარცა მტკიცებულება „სიტისთან“ შეხვედრაში

ერთი შემთხვევა როგორც შემთხვევაა, ორი დამთხვევაა, ხოლო სამი უკვე მტკიცებულებაა. შეიძლება ითქვას, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ჯერ კიდევ ფაქტების „დამთხევათა“ წინაშე ვიმყოფებით. თუმცა, თუ სეზონის დასაწყისიდან ქართველის შედეგიანობას შევხედავთ, ცხადი გახდება, „ფაქტების“ რაოდენობამ სამს გადააჭარბა. ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ ოთხ მატჩში თავი ვერ გამოიჩინა (ორი ფრე, ორი წაგება და არცერთი გოლი), თუმცა 24 წლის მოთამაშემ ლიგა 1-ში „ლე მანთან“ მოედანზე შესვლიდან ორ წუთში გაიტანა.

იგივე მოხდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მანჩესტერელებთან, სადაც ლუის ენრიკემ ბოლო 24 წუთით შეუშვა შეცვლაზე, რაც „ოქროს ბურთის“ კანდიდატისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. კიდევ უფრო უარესი იყო მისთვის ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანთან“ შეხვედრა, სადაც უხვგოლიან მატჩში (6:1) სათადარიგოთა შორის დატოვეს და მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

კვარადონას საგანგაშო სტატისტიკა

ერთადერთი მართლაც კაშკაშა მომენტი სეზონის სტარტზე „ასტონ ვილასთან“ ჰქონდა, როცა გუნდს ევროპის სუპერთასზე გამარჯვებაში დაეხმარა და ისე იასპარეზა, როგორც „კვარადონას“ მეტსახელით ცნობილ ფეხბურთელს ეკადრება, რომელიც ნეაპოლში შეარქვეს. მას შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა (ლე მანთან) და სრულად არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მეტიც, მიმდინარე სეზონში ქართველი უმეტესად ან სათადარიგოა ან თამაშისას ცვლიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2001 წელს დაბადებული ხვიჩა ვერ ახერხებს სრულად თავის წარმოჩენას და ახალწვეულების ფერან ტორესის და აკლიუშის კონკურენციას გრძნობს.

„ოქროს ბურთის“ კანდიდატიდან რეზერვისტობამდე

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, პსჟ-ს ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებაში საკვანძო როლი ითამაშა. ამას გარდა, უეფამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა და ეს პრესტიჟული ჯილდო ქართველთაგან პირველმა მიიღო. ესოდენ მაღალი დონის ასპარეზობის შედეგად „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის მოხვდა, რომლის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. კონკურენცია სერიოზულია, რამეთუ პრეტენდენტებს შორის კეინი, დემბელე, მბაპე, იამალი, ჰოლანი, მესი, როდრი და ფაბიან რუისი არიან. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს იერარქიაში ხელშეუხებელი აღარაა.

ნუთუ ლუის ენრიკე ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

ჯიჯი დონარუმას პრეცედენტი, რომელიც პარიზელ გულშემატკივრებს აღელვებს - გადამწყვეტი როლი შეასრულა რა ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის პირველ გამარჯვებაში, იტალიის ნაკრების კაპიტანი 2025 წლის ზაფხულში ლუის ენრიკესთვის მეორე პლანზე აღმოჩნდა, შევალიეს მისვლამ კი მასთან დამშვიდობება დააჩქარა.

კვარაცხელიას ვითარება სხვაგვარად გამოიყურება, ყოველ შემთხვევაში, ახლა, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ყველაფერი იდენტურად დასრულდეს. ის ფაქტი, რომ უკანასკნელ ხანს ხშირადაა სათადარიგოთა შორის, განსაკუთრებით „სიტისთან“ ცოტა ხნის წინ გამართულ მატჩში, შეშფოთებას მხოლოდ აძლიერებს".

ჯონდო
დუე ათი თავით მაღლა დგას კვარადონაზე. ასე რომ მოუწევსრეზერვისტობა.
ედემი კორძაიას
ატყობ რო მაგარი სამკურნალო ხარ? მაგრამ ცოტა დაგრჩა აქ ბოდვების ფრქვევა.ხო დაპირდი ამ საიტის მომხმარებლებს კვარამ თუ ოქროს ბურთი ვერ მოიგო მეტს არაფერს არ დავწერო.ეჰ ედემ,ედემ არ ვარგა ბევრი ჩუკენობა
ედემი კორძაია
გადაყვება კვარას ამბავს ენრიკე და დაჯდება სახლში. სად დონარუმას სკამზე დასმა და სად კვარადონას.უმადური კაცი ყოფილა კვარამ 2 ლიგა მოაგებინა და როგორ იქცევა.ამ სეზონს ვერ ჩაამთავრებს ენრიკე წავა სახლში.ასეა ეს
მირო
კვარა შარშანაც ასე იყო ერთი პერიოდი.უღიმღამო თამაში ჰქონდა თავიდან.მერე რომ დაიწყო,ყველამ ვნახეთ, შეუჩერებელი გახდა.განსაკუთრებით ბაიერნთან კვარა რომ არ ყოფილიყო განწირული იყო პსჟ.ეხლაც იგივე მეორდება.ნაპოლიშიც ჰქონდა ასეთი პერიოდები.ეტგობა გარკვეული დრო სჭირდება,რომ გაიხსნას,ხასიათზე მოვიდეს.მალე ჩადგება მგონია ფორმაში და ისევ აალაპარაკებს მსოფლიოს.მოთმინება ვიქონიოთ.
რეზო
კვარას წირდება მუდმივი მოტივაცია, მოფერება, შექება, დაყვავება. ლუის ენრიკეს ჭირდება ჭანჭიკი აწყობილ მექანიზმში. არც მას გაემტყუვნება. კვარაზე დიდი ფეხბურთელები შეუწირავთ ენრიჯეზე დიდ მწვრთნელებს სისტემიათვის, მაგალუტად: საკის და ლიპის ბაჯო. ამიტომ დარწმუნებუკი ვარ რომ იქ უნდა გადავიდეს, სადაც ბოლომდე ენდობიან და ლიდეტობას მიანდობენ. აი, სად გაიფურჩქნება ბოლომდე ჩვენი ბიჭი
აჩი
ჩემი მოკრძალებული აზრით ხვიჩას არ უნდა კონტრაკტის გაგრძელება და ამ სეზონის შემდეგ ან ზამთარში გადასვლა უნდა და მაგიტო ისჯება ისჯება კიარა როცა წამყვანი ფეხბურთელი გტოვებს ხო უნდა მოძებნო შემცვლელი ზუსტად ასე იყო ნაპოლიში და ვერც თვითონაც თამაშობდა აი ნახავთ მასე თუარიქნება. პსჟ დიდი ალბათობით წელსაც მოიგებს ლიგას ხვიჩას მიზერული დახმარებით და წავა კვარა სად წავა ეგ უკვე არავინ იცის ნებისმიერი გრანდი დამატება დიდი სიამოვნებით ასე თუ არი ვეთანხმები პსჟ უკვე ამოწურა ნაპოლი რო ამოწურა თავის დროზე ისე
gio
ჩამოწერს და ვერც საფრანგეთს და ვერც ლიგას მოიგებენ

" წერტილის" კომენტარმა გამაწბილა.მყარი არგუმენტირებული აზრის მაგივრად უგერგილო და უაზრო კომენტარი მივიღეთ.
გიორჰი
რა გადაუხადეს ლუისს ნეტა ამდენი?
ჟორა
პსჟ-ეს ყავს ორი ნაღდი კანდიდატი ოქროს ბურთზე და ენრიკემ ორივე ჩააჩოჩა დღეის მდგომარეობით, რაც ზურგში დანის ჩარტყმად უნდა შეფასდეს. მე არ ვიცი დღეს სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელებს, როგორ უნდა მისცონ ოქროს ბურთი. ჩნდება ეჭვი, რომ ენრიკე ეხმარება ესპანელებს ოქროს ბურთის მოპოვებაში. ჩემი ღრმა რწმენით კვარამ ამოწურა პსჟ-ეში თავისი თავი და ახალი გამოწვევები უნდა ეძებოს.
Gia
ძალიან კარგი იქით მგონი ვინის აპაშოლებენ და გადავა რეალში, თუ არც ეგ გამოვა და არსენალში მივიღებთ გაშლილი ხელებით, ხვიჩა რო ყოლოდა შარშან და შარშანწინ არსენალს კი გამოაგდებდნენ პსჟ-ს.
гражданин-ს
гражданин! აქ რას ეძებ? ყველა რომ გააჩუმო, მერე ვის ასწავლი ჭკუას? საქმეს მიხედე.
Barmalei
კაი, დავუშვათ "სჯიან"..მაგრამ იმ დროში რაც ეძლევა უნდა ამტკიცებდეს რომ არასამართლიანად ხეხავს სკამს.. მე ვერ ვხედავ მცდწლობასაც კი მისი მხრიდან რაიმე დაამტკიცოს..
Levani
მერამდენედ უნდა მიგითითოთ რომ პანიკას მორჩეთ. ჯერ ერთი არ იცით რა ხდება,მეორე ჯუღელს რომ უწუნებდით მთელი საიტი ვინ არის ჯუღელის ფეხბუთელებზე უკეთესად დღეს? და ახლა ეს სისოკო შავი კაცი რომ აიყვანა ის ალბათ სტატისტის როლში არ არის და სავარაუდოდ მიდის მოლაპარაკებები პსჟ-ზე უკეთეს გუნდებთან. რომელია უკეთესი? რომელშიც ხვიჩა გადავა და მერე გამოიჭერს აკლიუშებს და ზაბარნებს.
კახა
ჩემი მოკრძალებული აზრით და ფაქტების ლოგიკურად დალაგებით გამოდის:გაუგეს რომ რეალთან აწარმოებდა მოლაპარაკებას რის გამოც სჯიან ან მოუწევს მოცდა ან კიდევ ბოდიშიის მოხდა და მოლაპარაკებებზე კონტროლს დაუწესებებ.
მოქალაქე
ამდენი უმაღლესი დონის მწვრთნელი კლავიატურშიკი გვყოლია საქართველოში. ყველა ბრძენია ხვიჩასთან. ვაი, ვაი და ვაი. ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ, ნუ შეჭამეთ ეს ბიჭი. მან იცის თავისი საქმე. თქვენ თქვენს თავებს და საქმეს მიხედეთ. ყველა ლუის ენრიკეს და ხვიჩას არიგებს ჭკუას.
ვაახ?!
ამ მწვრთნელებმა არ შეაკიკინეეს?
მორიელი
ცოლშვილიანი კაცია, ფული აქვს და ვარჯიში ეზარება. სტაბილურობა, ქართველი კაცის აქილვესის ქუსლია. კვარაცხელიას რომ სტაბილური თამაში შეეძლოს, მესის აჯობებდა. მაგრამ…
ამატაკი
რაც შეეხება ხვიჩას ამჟამინდელ სათამაშო ფორმას, ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ყურადსაღები: ზოგადად ყველა ქართველ ვარსკვლავს (დამოუკიდებლობის პერიოდში) მეტნაკლებად ახასიათებთ საერთო თვისება- მათვის უაღრესად მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და გუნდის ნდობა მის მიმართ. ყველა ქვეყნის ფეხბურთელებს აქვთ რაღაც თავისი, საერთო მენტალობის შემადგენელი. კვარასთვის ეს მხარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს. საუკეთესო ფეხბურთს ის მხოლოდ მაშინ აჩვენებს, როცა მის მიმართ ნდობაა. ეს არ ნიშნავს რომ სხვა მხრივ თამაში არ შეუძლია, საუბარია მხოლოდ უმაღლესი, მსოფლიო კლასის ფეხბურთზე.სწორედ ის მაშფოთებს, რომ ენრიკე ამ მდგომარეობაში( ერთგვარი აღზევებული და მედიდური, როგორიც სულაც არ ჩანდა კვარამდე) ხვიჩას მიმართ ეხლანდელ დამოკიდებულებას არ შეცვლის, სანამ მიწაზე არ დაეშვება. თუ ეს პერიოდი გაგრძელდა, ალბათ ტრანსფერზეც ღირს დაფიქრება. პრემიერლიგის გუნდები არ დაიხევენ უკან. აქ მისაღწევი ალბათ უკვე მიღწეულია! ფეხბურთში კი დრო შეზღუდულია.
ამატაკი
არც ისე დიდი დროა გასული, თითქოს გუშინ იყო ნაპოლიმ ნანატრი ჩემპიონობა რომ მოიპოვა და ლიგაზეც ამბები დაატრიალა. ზუსტად მახსოვს მაშინ იტალიის პრესაში და ჩვენთან ხომ შეუჩერებლივ, კონკრეტული ადამიანები ბოლო ხმაზე იძახდნენ, რომ რა კვარა და რის კვარადონა, თამაშებს ნახევარდაცვა იგებს და მთავარი კაცი ლობოტკააო. ის მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა, ყველაზე მაგარი თუ არაო. იმასაც ამბობდნენ დაცვა ყავთ გაუვალი, იქ ანგისა, ოსიმენი და ა.შ. გეგონება ის ხალხი იქ არ იყო, ან წინა 30 წელი მათზე ნაკლები ხალხი თამაშობდა ნაპოლიში. გადის დრო და ზუსტად, ერთიერთში იგივე ამბები იწყება ხვიჩას ირგვლივ პსჟ-სიც. რას და ვის აღარ უძღვნიან დითირამბებს. განსაკუთრებით აქაც ნახევარდაცვაზე არიან "ჩაციკლული". ვიტინია-ნევეში-რუისი ყოფილა თურმე ყველაფრის გადამწყვეტი. ვითომ არსენალს, ბავარიას, ბარსას ამათზე ნაკლები ნახევარდაცვა ჰყავს. ან ამ ნახევარდაცვაზე უკეთესი არ ყოლია თურმე პსჟ-ს. ჯერ ეს ერთი ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რუისზე იმასაც კი ვერ იტყვი, მსოფლიო კლასის ნახევარმცველიაო, უამრავი ხალხია მასზე უკეთესი. ასეთი მსვლელობა არ მოუტანს პსჟ-ს კაი ამბავს.იმიტომ კი არ ვამბობ, რომ რაიმე განჭვრეტის უნარი მალაპარაკებს, გვინახია უბრალოდ ეს კინო უკვე. ვინმეს პსჟ-ში ან ჩვენთან თუ ჰგონია რომ აკლიუში, გოტცი და ფერანი გაძლიერებაა და ესენი ლიგის მომგები ხალხია, აფერუმ ძმაო, თქვენ ყოფილხართ კოჭებში ჩემპიონების გამომცნობი.
ABARA
მესსმის სუბიექტური გულშემატკივარის, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები,თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ხვიჩა რბილად რომ ვთქვათ კარგ ფორმაში არაა, ხოლო თუ ყევლაფერს უფრო კონკრეტულად და მორიდების არეშე ვიტყვით შარშანდელ სეზონთან მიმართებაში საკუთარი თავის აჩრდილია, რაც ბუნებრივია მის სათამაშო დროზეც აისახება. ენრიკესთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოაგებინა შარშან და შარშანწინ ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა, ის შემადგენლობას იმ მოცემულობიდან გამომდინარე აყენებს, რომელიც კონკრეტულ მომენტში აქვს და მოცემულობა ისეთია, როგორიც არის. ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ვწერდი, რომ ტიტულებით გამაძღარ ფეხბურთელეთა ნაწილს გარკვეულწილად დაღმასვლა ეწყება და რომ კარგი იქნებოდა ხვიჩას უკვე ნელ-ნელა გუნდის გამოცვლაზე ეფიქრა, რადგან პსჟ-მ 2 სეზონში ლამის საუკუნის მოსაგები ტიტულები მოიგო. ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ხვიჩა პსჟ-სთვის გაცვდა, ხოლო პსჟ ხვიჩასთვის. ახალი გამოწვევა და პროექტი ჭირდება, ტიტულოვანი კლუბი, რომელსაც დიდი ხანია ტიტული სწყურია და დამშეულია. ხვიჩას ამჟამინდელი გასამჯელოდან გამომდინარე მის სახელფასო მოთხოვნებს ან პრემიერლიგის გრანდები დააკმაყოფილებენ, ან მადრიდის რეალი. ეს უკანასკნელი ისედაც გადავსებულია მეგა ვარსკვლავებით, ესეც რომ არ იყოს იქ ახლა მაურინიოა მესაჭე, ამიტომ ვფიქრობ ხვიჩას ყაიდის ფეხბურთელისთვის საუკეთესო მომენტი არაა რეალზე ფიქრისთვის, სამაგიეროდ არსენალი იდეალური ვარიანტი იქნებოდა, რადგან დიდი ხანია ჩემპიონთა ლიგას უმიზნებს და ჯერ არასდროს მოუგია, არადა ბევრჯერ იყო ახლოს, მათ შორის გასულ სეზონში. აქ ისიც გასათავლისწინებელია, რომ არსენალს ნომინალური მარცხენა ვინგერი ამ მომენტისთვის საერთოდ არ ყავს და სწორედ ახლაა კარგი დრო იმისთვის, რომ უკვე ინგლისურ კლუბში დაამტკიცოს ჩვენებურმა საკუთარი შესაძლებლობები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ არსენალსა და მის აგენტს შორის კონტაქტი შედგება, ლონდონური კლუბი საკმაოდ სოლიდურ თანხას გაიღებს მის გადასაბირებლად და საქმე იმგვარად მიდის, რომ ამ გარიგებით წესითა და რიგით ყველა მხარე კმაყოფილი უნდა დარჩეს.

რაღაცის როსკი ყოველთვის არსებობს,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,რომ ასე იქნება.კვარას შესაძლებლობები კარგად იცის,ახლად მოსულ ფეხბურთელებს კი,სრული შეთამაშებისთვის,სათამაშო დრო სჭირდებათ და რაც მეტი,მით უკეთესი.ზედიზედ ორი სეზონის ტრიუმფის შემდეგ,ენრიკეს ახალი სისხლიც სჭირდება და შემადგენლობის სიღრმის გაზრდაც.სანამ სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შესულა,რა თქმა უნდა მანამდე ეცდება,ამ ყველაფრის გაკეთებას და თუ ისე მოხდა,რომ მის პოზიციაზე ახლად მოსულმა,კვარაზე უკეთესად ითამაშა,რა თქმა უნდა არაა გამორიცხული,ენრიკე მას ენდოს.ენრიკეს ხომ კლუბის შედეგები აინტერესებს,პირველ რიგში.ჩვენგან განსხვავებით.ვიცი,კვარას რა შეუძლია და ამ მხრივ მშვიდად ვარ.ენრიკემაც იცის,რა შეუძლია და ისიც მშვიდად არის.თვითონ კვარამაც იცის,რა შეუძლია,მაგრამ მეტი თამაში ენდომება და ამან არ დაძაბოს,მაგისი რისკი არსებობს,თუმცა გადამწყვეტ მომენტში,თავის სიტყვას იტყვის.მთავარია მთლიანად კლუბი იყოს მზად,თავისი სიტყვის სათქმელად.გადაბმით სამჯერ ლიგა,მხოლოდ რეალმა მოიგო და უძნელესი საქმე იქნება,რეკორდის გამეორება.თუნდაც ისე მოხდეს,რომ მესამედ მოგება ვერ შეძლოს,თუ თუნდაც ნახევარფინალამდე გააღწია,ეგეც კი არ უნდა ჩაითვალოს წარუმატებლობად.პსჟ უკვე კარგად მომუშავე,დალაგებული ორგანიზაციაა,რომელიც,რაღაცა სერიოზული შცდომა თუ არ დაუშვეს,კიდევ კაი ხანს იქნება მოწინავეთა რიგებში,ლიგაზე გამარჯვებისათვის მებრძოლთა რიგებში მუდმივად რომ იქნება მოაზრებული და კვარამ ის სრომისუნარიანობა და მუხტი თუ შეინარჩუნა,მის კარიერას საფრთხე არ ელის.რაც შეეხება დონა რუმას,მან გადამწყვეტ მატჩებში ბრწყინვალედ ითამაშა,მაგრამ მაშინაც არ იყო შეუცდომელი და ამ თამაშშიც თავისუფლად შეიძლება მისი დადანაშაულება,გაშვებულ გოლებში.ასე რომ ენრიკე შესაძლოა არც ტყუოდა,მის გაშვებას რომ დათანხმდა.
ჯაბა
და როდის მიეცა საშუალება რომ თავი გამოეჩინა?
დდდ
ხვიჩას ჩამოწერა რომ უნდოდეს, ბარკოლას აღარ გაყიდდა... დონარუმა კი იმიტომ ჩამოწერეს, რომ გუნდის მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევდა თავს და ხელფასის მომატებას ითხოვდა, მსგავს პრეცედენტს კი პსჟ და ალ ხელაიფი კატეგორიულად არ დაუშვებდნენ... ხვიჩას არც განდიდების მანია აქვს და არც ზედმეტი ამბიციები აწუხებს, თუმცა დაანონსებული ახალი კონტრაქტი ჯერ ვერ გაუფორმეს, რაც შესაძლოა, გამოსასყიდ თანხას უკავშირდებოდეს. ამ მხრივ არანაირი ინფორმაცია აღარ ვრცელდება და ზოგადად, თუ ახალი კონტრაქტის გაფორმება ჭიანურდება, მოთამაშის სკამზე გადასმა ჩვეულებრივი ამბავია... არც იმის გამორიცხვა იქნება, რომ ლუის ენრიკეს ასეთ ხვიჩას გაბრაზებული ხვიჩა ერჩიოს და ესეც მისი გეგმის ნაწილი იყოს... ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია და ხვიჩას ფასი პსჟ-შიც კარგად იციან და მთლიანად საფეხბურთო სამყაროშიც, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, ჩვენზე ბევრად უკეთაც...
შენზეა ყველაფერი დამოკიდებული
თავს ხომ არ მოვიტყუებთ? კვარა ამ სეზონში ის აღარაა რაც წინა სეზონში. ენრიკეს როგორ უნდა დავაბრალოთ რამე, როდესაც ნაკრებშიც ვეღარაა ის კვარა რაც წინა სეზონში იყო. კვარას დაავიწყდა ის დრო როდესაც კაზანში ბაზაზე ცხოვრობდა და მხოლოდ ბურთზე ფიქრობდა. ახლა ოჯახის პატრონს არავინ სთხოვს ბაზაზე ცხოვრებას და მხოლოდ ბურთზე ფიქრს. მაგრამ ბურთი ისევ თუ არ დარჩება მისი განუყრელი ნაწილი უკვე რეგრესი სახეზეა და ეს გაგრძელდება. თავის თავში უნდა ეძებოს მიზეზები კვარამ და გამოასწოროს ეს დღევანდელობა. თუ რა თქმა უნდა ჩვეულევრივი ქართველი არაა ვინც მილიონებით დაკნაყოფილდა და მეტზე პრეტენზია არა აქვს. დიდი ფეხბურთელები ყოველდღიურად ოფლს ღვრიან და შრომობენ.
zura222
მართალია ესპოზიტო ! ლუისა როგორც სააკაშვილი ავტორიტეტებს ვერ იტანს და პოპულარობაში მეტოქეებად მიიჩნევს @ დემბელეზეც აწია კუდი მაგრამ დემბელე "ფრანგია" და დააბიჯეს კუდზე ფეხი და არ დააჩაგრინეს. ერთია--ფერან ტორესი 9 ნომერია და არაა ხვიჩას კონკურენტი
იან-კრისტიან დრეესენი
ჩვენ კიდევ ლუის ენრიკეს ჩამოვწერთ 😂 პარკ დე პრენსზე ისე ვგრძნობდით თავს როგორც ალიანს არენაზე 😂
ყვავ ყვარე !
ენრიკეს პსჟ ორიენტირებულია ბურთის ხანგრძლივ ფლობაზე, სწრაფ პასებსა და მკაცრად გაწერილ პოზიციურ შეტევებზე. ენრიკეს ტაქტიკური ფილოსოფია მოითხოვს, რომ ბურთი იმოძრაოს ძალიან სწრაფად, ძირითადად ერთ-ორ შეხებაში, და მოთამაშეებმა დაიცვან მკაცრად განსაზღვრული ზონები. ამ სისტემაში ბურთის გაჩერება, დაყოვნება ან უკან უსაფრთხო პასის გაკეთება საჭიროა მხოლოდ მანამ, სანამ მეტოქის დაცვაში სივრცე არ გაჩნდება.ი, რატომ ჩანს ხვიჩას თამაში ამ დროს „უცნაური“ და შეუსაბამო,„ნაპოლიში“ ან საქართველოს ნაკრებში ხვიჩა იყო თავისუფალი მხატვარი. მისი ძალა არის ბურთის მიღება, გაჩერება, მცველის პირისპირ დაყენება, შეტევის ტემპის შეცვლა და დრიბლინგი. მას სჭირდება ბურთთან შეხება, რომ თამაშის „გემო“ იგრძნოს.ენრიკეს არ უყვარს, როცა ფეხბურთელი ბურთს აყოვნებს და ინდივიდუალურ დრიბლინგს იწყებს იმ ზონაში, სადაც ტაქტიკურად პასი იყო გაწერილი. ამიტომ, როცა ხვიჩას არ აქვს დრიბლინგის მკაფიო სივრცე, ის იძულებულია ბურთი გააჩეროს და უკან ან გვერდით პასი გააკეთოს, რათა ბურთი არ დაკარგოს. ეს კი მის ბუნებრივ დინამიკას სრულად კლავს.ენრიკეს პსჟ-ში ფეხბურთელები ხშირად გვანან საათის მექანიზმს — ყველა პასი და გადაადგილება წინასწარაა გათვლილი. როდესაც ხვიჩა იღებს ბურთს და ინსტინქტურად ელოდება მომენტს აფეთქებისთვის, გუნდის საერთო ტემპი თითქოს ჩერდება.შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხვიჩა „სიუჟეტიდან ამოვარდნილია“ — ან იძულებული ხდება ითამაშოს უსაფრთხო, „ფრთხილი“ პასები უკან (რაც მას საერთოდ არ უხდება), ან ცდილობს ინდივიდუალურ რისკზე წასვლას და სისტემიდან ვარდება.ხვიჩა პარიზში პრაქტიკულად საკუთარ ინსტინქტებსა და ტაქტიკურ დისციპლინას შორის ბრძოლაშია. როცა ის უკან პასებით თამაშობს, ეს ენრიკეს დავალების შესრულებაა და არა ხვიჩას ნამდვილი ფეხბურთი — სწორედ ამიტომ ჩანს მისი თამაში ზოგჯერ ხელოვნური და შეზღუდული.ენრიკეს უკვე აქვს ამის გამოცდილება „ბარსელონადან“. როდესაც ის „ბარსას“ წვრთნიდა, იქაც ჰყავდა მკაცრი პოზიციური სისტემა, მაგრამ შეტევაში ჰყავდათ მესი, ნეიმარი და სუარესი — სამი სრულიად თავისუფალი ინდივიდუალისტი. ენრიკემ იცის, რომ იდეალური გუნდი არის მკაცრი სისტემისა და თავისუფალი გენიოსების ნაზავი.ენრიკესთვის ხვიჩა არ არის „პრობლემა“, რომელსაც სისტემაში ვერ სვამს. ხვიჩა არის მისი „სპეციალური იარაღი“ — ფეხბურთელი, რომელიც გუნდს აძლევს იმას, რასაც ტაქტიკური დაფა და პასების სქემა ვერასდროს მისცემს: სუფთა ნიჭს, იმპროვიზაციასა და მოულოდნელობას.
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"მეტს იმსახურებდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე შეუფერებელი ადგილი მიაკუთვნეს" - ენრიკემ თავისი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება" - ენრიკემ საფონოვის პროგრესსა და ძირითადი მეკარის სტატუსზე ისაუბრა