ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?

არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?

ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაცია მართლაც საგანგაშოა, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი რბილად რომ ვთქვათ, ვერაა ფორმაში, რაც „სტრასბურგთან“ მატჩში ნათლად გამოჩნდა.

ვიდრე სავარაუდო მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე უნდა ვთქვათ, რომ ყველა კომპონენტის მიხედვით „ოქროს ბურთს“ იმსახურებს და მისი ამ სეზონში ასპარეზობა ჯილდოს მიღებასთან არავითარ კავშირში არაა. თუმცა, ალბათ, არ მისცემენ. რას იზამ, ქართველობა ძნელი, მაგრამ აუცილებელია.

ახლა რაც შეეხება კვარაცხელიას ვითარებას - სადაც მიდის, ის გუნდი გამარჯვებული ხდება. შემთხვევითობაა ეს თუ დამთხვევა? გახდებოდა „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ან პსჟ ზედიზედ ორჯერ მოიგებდა ხვიჩას გარეშე ჩემპიონთა ლიგას, რისთვისაც იქამდე არასოდეს მიუღწევია და სანუკვარი ოცნება იყო? მიუხედავად ამისა, „კვარა“ ისევ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა და თითქოს რაღაცნაირად დათრგუნულია.

კლუბი დამქირავებელია, ფეხბურთელი დაქირავებული და აქ ხშირად წარმოიშვება ინტერესთა კონფლიქტი - კვარაცხელიას კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და „პარი სენ ჟერმენს“ უნდა გაუხანგრძლივოს, მაგრამ შიშობს, რომ თუ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა, გასამრჯელოს მომატებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ დიდი ალბათობით, რაღაც „წყალქვეშა დინებებს“ აქვს ადგილი. პსჟ-ში არსებობს სახელფასო ჭერი, რომლის დარღვევას არ აპირებენ. სიტყვაზე, კვარაცხელიას რომ ანაზღაურება მოუმატონ, იგივეს სხვებიც მოითხოვენ და პროცესი ჯაჭვურ რეაქცის გამოიწვევს. მოთამაშის კარიერა ხანმოკლეა, მან ამ პერიოდში თავისი ცხოვრების უზრუნველოფა უნდა მოახერხოს და არ არსებობს არანაირი ერთგულება რომელიმე გუნდის მიმართ - სიყვარული და მაისურზე კლუბის ემბლემის კოცნა მხოლოდ სენტიმენტებია. გაიხსენეთ ჯანლუიჯი დონარუმას მაგალითი, რომელსაც დამსახურება არ დაუფასეს და დაემშვიდობენ.

ხვიჩა აღარაა პატარა ბიჭი, თებერვალში 26 წლის გახდება და უთუოდ თავის მომავალზე ფიქრობს. მით უმეტეს, როდესაც ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე „სლოვანთან“ შეხვედრა გავიხსენოთ, როცა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ერთი სიტყვით, ესპანელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელების დავალებას ასრულებს (წელიწადში 30 მილიონ ევროს მარტო კარგ მწვრთნელობაში კი არ უხდიან). ასეთ წნეხს ყველა ვერ გაუძლებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მორალურად გატყდა. მუდმივად ბურთის დაკარგვის შიში აქვს, დრიბლინგზე წასვლას ერიდება და იმედგაცრუებულია. ჩავარდნა ყველას აქვს, თანაც ხვიჩა როგორც წესი, სეზონის მეორე ნახევარს გაცილებით უკეთესად ატარებს, პსჟ-ს წარმატებული სერიაც ადრე თუ გვიან დასასრულს მიუახლოვდება და ქართველის დახმარება დასჭირდებათ, თან როგორ დასჭირდებათ.

ასეთ ვითარებაში „კვარასთვის“ თანამემამულეთა მხარდაჭერა აუცილებელია, ზოგიერთი კი ისე ემტერება, გეგონება ვინმესთვის რაიმე დაეშავებინოს. რა თქმა უნდა, ისინი დიდ უცირესობას წარმოადგენენ, მაგრამ ცუდი ხომ უფრო ჩანს. შური კაცთა წესია და გავიხსენოთ დიდი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას აფორიზმი: „დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“. აქ რატომღაც კიდევ პოლიტიკური შემადგენელიცაა, თუმცა ხვიჩა საერთოდ აპოლიტიკურია.

ასეთია კვარაცხელიას ხვედრი, განა მარტო მეტოქეებთან უწევს ბრძოლა, უკვე ბევრჯერ გადალახა სირთულეები და გვჯერა, მალე მოედანზე ისევ ძველ ხვიჩას ვიხილავთ.

მიმომხილველი

• კახი

მიდი ხვიჩაააააა, ნაპოლიშიც არ გაძლევდნენ პასებს და მაინც გაიტანე ლელო. აქაც მიაღწევ ლიდერობას როგორც წინა სეზონში იყავი.

ფუტკრის სკას სხვა სკა რომ დაესხმება თავს,პირველ რიგში დედა ფუტკარს ეძებენ და მას ჰკლავენ,რათა და დამხდური ფუტკრის გუნდმა,წინააღმდეგობის უნარი დაკარგოს.ომშიც მეთაურის მოკვლას,ან სახელის გატეხას და წყობილებიდან გამოყვანას ცდილობენ.დღევანდელი ქართული ფეხბურთის ლიდერი,ხვიჩა კვარაცხელიაა და ვისაც სურს საქართველოში ფეხბურთის განვითარება შეაჩეროს,პირველ რიგში მის ლოკომოტივს,ხვიჩა კვარაცხელიას ებრძვის.რაც შეეხება პსჟს,იქ ენრიკეს მიზანი,გუნდის გაზაფხულისათვის საუკეთესო ფორმაში მიყვანაა და ხვიჩას ფორმაში დღეს შეყვანას სულაც არ ჩქარობს.ისინი,ვინც მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშობდნენ და ბოლომდე გავიდნენ,ინერციით ჯერ კიდევ ფორმაში არიან და ჯერჯერობით მათ ეყრდნობა ენრიკე.2024წელს საქართველოს ნაკრების ისტორიაც გვახსენებს,რომ მალე ეს ფეხბურთელები ფორმიდან ნელნელა ამოვარდებიან და სანამ ისინი სულს მოითქვამენ,მანამდე ხვიჩას და სხვა პარტნიორებს მოუწევთ,გუნდის გათრევა.გაზაფხულის პირზე,ყველას საუკეთესო ფორმაში შესვლა დასჭირდება ლუის ენრიკეს.რაც შეეხება კონტრაქტის განახლებას,შესაძლოა ეგეც მოქმედებდეს,მაგრამ ამის გულისთვის გუნდის სათამაშო ფორმას საფრთხეში არ ჩააგდებს და ბოლო ბოლო,კვარაცხელიაც უარს იტყვის კონტრაქტის განახლებაზე,მისთვის არასასურველი პირობები თუ იქნება,შეთავაზებული.მეორე მხრივ,განახლებული კონტრაქტი,დღევანდელზე უარესი ნამდვილად რომ არ იქნება,მგონი ცხადია.კვარას უკვე აქვს მწარე გამოცდილება,აგენტიც გაცილებით გამოცდილი ჰყავს და ვფიქრობ საკუთარ ინტერესებს წარმატებით დაიცავს.ჩვენთვის ცუდი ის არის,რომ კვარას საუკეთესო ფორმა,ჩვენ როცა გვჭირდება,სწორედ მაშინ არ სჭირდება პსჟს და რაკი ის პსჟში ვარჯიშობს,მათთვის სასურველი გრაფიკით იცვლება მისი სათამაშო ფორმა.ამას ვერც კვარა უშველის და ვერც ნაკრების მწვრთნელი.მათ მხოლოდ იმ დროს აესებული რესურსის სრულად გამოყენების მცდელობა შეუძლიათ.ჩვენი ვაიგულშემატკივარი კი,ამის გაგებასაც არ ცდილობს და უარყოფითი ემოციებით განუწყვეტლივ,თანაც ზოგი მიზანმიმართულად,ზოგი კი,სხვისი წამხედურობით და დაუფიქრებლად ტვირთავს კვარას და არა მხოლოდ კვარას.საბოლოო ჯამში,ნაკრები აშკარად შებოჭილი თამაშობს და ისევ იგრძნობა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების და ინიციატივის გამოვლენის შიში.კი წერს ავტორი,უმცირესობააო,მაგრამ ეს არის ძალიან აგრესიულად განწყობილი უმცირესობა და რაკი ბევრს ყვირიან,მათი ხმა უფრო მეტად ისმის,თანაც უაზროდ ამყოლებიც ბევრნი არიან და დგას ერთი ვაკხანალია!

• მენდოზა

კაი რა, რა მომატება უნდა მოითხოვოს 10 მლ-აქ წელიწადში რა ღორია?

• მამუკა

მიდი ხვიჩა მიაწექი, წარმატებები ხვიჩას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• გია

ხვიჩას, ამჟამად კარგი პერიოდი ნამდვილად არა აქვს. რაღაც დამძიმებული მეჩვენება, ისეთი ჰაეროვანი და სწრაფი აღარ არის. არც ნაკრებში მისი გამოსვლა იყო წარმატებული. იმედია, გამოსწორდება. შარშანაც ასე დაიწყო სეზონი და მერე თებერვლიდან უკვე ფრინავდა.

• toro

ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ნეტა ყველას ასე საგანგაშოდ გვქონდეს საქმე, როგორც კვარას.დდდდდდდდ

• ედემი კორძაია

გაიხარე სტატიის ავტორო შენ გენაცვალე კაცობაში და ქართველობაში. მაგას ვიძახი მეც და ამ სტატიას დავიმოწმებ დღეიდან. იმას დავამატებ რომ ენრიკეს ძალიამაც რომ უნდოდეს თამაში ზემოდან არ მიცემენ უფლებას და მარტო თანხებთან არ არის დაკავშირებული,მთავარი ოქროს ბურთის თემაა არ სურს ფიფა/უეფას ქართველმა რომ მოიგოს ამიტომ დასვა სკამზე დააშინეს ენრიკეც. 26 ოქტომბრის მერე დაბრუნდება ძველი კვარა

• ამატაკი

საოცარია რატომ არის ასეთი ამბავი ატეხილი ხვიჩას თამაშის ირგვლივ. სინამდვილეში არაფერი ისეთი საგანგაშო არ იკვეთება მის თამაშში ამ სეზონის სტარტზე. ამის დასტურად ვნახოთ ფლეშქორეს (დანარჩენიც თითქმის იგივეა) შეფასებები ბოლო 5 მატჩის: მონაკო - ძირითადი-შეფასება 8,1 -მეორე შეფასება კაპიტნის შემდეგ, ბრესტი -ძირითადი - 7,1 = კარგი მატჩი, მარსელი - ძირითდი - შეფასება 7,1 - კარგი მატჩი, ლე მანი - შეცვლაზე-შეფასება 9,2 - საუკეთესო, სტრასბურგი - 6,8 საშუალო, შეტევაში უკეთესი დუეს და დემბელეს შემდეგ. ამასაც აქვს თავისი ახსნა, მოგეხსენებათ ძირითადში ხვიჩას დაუყენეს თითქმის მეორე შემადგენლობა, შუა ხაზი დრო-ბერალდო ვერ ახერხებდა ბურთის სწრაფად ამოტანას და ვერც ვერტიკალურ გადაცემებს არიგებდნენ, უაზროდ აგორავებდნენ ცენტრთან ხაზის გასწვრივ და მხოლოდ მაღალი ბურთებით აღწევდნენ მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან . მიუხედავად ამისა ხვიჩას ჰქონდა 1-2 საკმაოდ პერსპექტიული პასი, ერთერთი სწორედ აკლიუშმა გაანიავა, მეორე არ მახსოვს ზუსტად. მასთან ნორმალური გადაცემა არ მისულა, არც ერთი-ერთზე დაუტოვებიათ რომ დრიბლინგისთვის მიემართა და უაზროდ ბურთის დაკარგვას ნამდვილად ერიდებოდა. ეს სეზონის სტარტია. რატომ გგონიათ რომ ამ პერიოდისათვის მან მისი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშოს? მოვა მაგის დროც და ყველა ერთად ვიხილავთ და დავტკბებით. ამაში ისე ვარ დარწმუნებული როგორც ერთი მოლა თავის წინასწარმეტყველებაში: რას იტყვი მოლაო, როგორი ზამთარი გველისო და მანაც მიუგო - ერთს გეტყვით , თოვლი მოვა, მერე დადნება და წყლად წავაო!

• SOS!!!

ხვიჩა, იმედია წაიკითხავ ჩემს კომენტარს. მე ყოველთვის შენი გულშემატკივარი ვარ რაც გამოჩნდი ასპარეზზე. ნუ გეშინია, თამამად ითამაშე, შანსი გექნება და ხელიდან არ გაუშვა - გაიტანე გოლი, იცოდე მთელი საქართველოა შენი გულშემატკივარი. შენს თამაშს ყოველთვის მოუთმენლად ველოდები და მჯერა, რომ კიდევ უკეთესად ითამაშებ! აბა შენ იცი, გლოცავ, ღმერთი იყოს შენი მფარველი! გთხოვთ არ დაბლოკოთ.

• აბა

რატოა სახვეწარი და სამუდარო, ფორმაში ჩადექი და ითამაშეო? რას გავს ასეთი საქციელი? ოჯახის მამა და საგვარეულოს მარჩენალი ასეთი საჯიკებელი უნდა იყოს? რა ხდება , საერთოდ?

• გიორგი

ნამდვილად სწორი და ადამიანური სტატიაა და სტატიის ავტორს ამისთვის გულითადი მადლობა!

• eqspert

nakrebshi psg aari da enrike?

• ზურა

ხვიჩა ოქრო ბიჭია.მონახავს შინაგან ძალას და კიდევ ათამაშდება.ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას!!!

• გიორგი 3

საერთოდ პსჟ ცნობილია თავისი უმადურობით, დონარუმას გარდა როგორ მოექცნენ თვით მესისაც კი, მსოფლიო ჩემპიონობა არც მიულოციათ , როცა კიდევ გუნდში ირიცხებოდა.

ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა

"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...

ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს

ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში

მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა

"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ

"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა

[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო

"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა

"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა

ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია

"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა

"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე

ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა

[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია

მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა

"პასუხს მოედანზე გავცემთ" - "ბარსელონას" ფეხბურთელები პსჟ-ს მოთამაშეების კომენტარებით აღშფოთდნენ

"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა

მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია

"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა

ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე