გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს რეგულარულ სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა — ფლორიდელებმა გასვლით მატჩში „იუტა ჯაზი“ ანგარიშით 123:108 დაამარცხეს. ამ მოგებით „ორლანდომ“ 4-მატჩიანი გასვლითი სერია თანაბარი ბალანსით (2 მოგება, 2 წაგება) დაასრულა და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების გზაზე დადგა - გუნდს ახლა 4 მოგება და 7 მარცხი აქვს, რის გამოც მომდევნო შეხვედრებში ქულების დაგროვება კრიტიკულად სჭირდება.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 20 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში მცირე დატვირთვა ჰქონდა, ბითაძემ დაცვასა და ფარქვეშ ბრძოლაში სოლიდური სამუშაო გასწია: პარკეტზე გატარებულ 20 წუთში გუნდისთვის სასარგებლოდ ითამაშა: მან შეტევაში 4 ქულა ჩააგდო (მოროხა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო), ხოლო დაცვით კომპონენტებში შესანიშნავი იყო — მოაგროვა 7 მოხსნა (მათ შორის 1 შეტევაში), მიითვალა 2 დაფარება და 1 ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ცენტრის მოედანზე ყოფნისას „ორლანდომ“ მეტოქეს 13 ქულით აჯობა (+13), ბითაძემ კი თამაში უნაკლოდ, დაკარგვების გარეშე (0 დაკარგვა, 2 ჯარიმა) დაასრულა.

მთლიანობაში „მეჯიქმა“ მეტოქეს სამწამიან ზონაში აშკარად აჯობა (40:28 ქულა ფარქვეშ) და სწრაფ შეტევებშიც დომინირებდა (14:3). მატჩის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, როცა ბრაის სენსაბოს სამქულიანით „იუტა“ 96:95 დაწინაურდა, თუმცა „ორლანდომ“ ამას 18:3 გაქცევით უპასუხა და შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

გამარჯვებულთა რიგებში 38 ქულითა (პირადი რეკორდის გამეორება) და 8 მოხსნით ფრანც ვაგნერი გამოირჩა. 25 ქულა ჩააგდო დესმონდ ბეინმა (11-დან 7 სამქულიანი), ხოლო ენტონი ბლექმა 22 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მასპინძელთაგან საუკეთესო დარინ პეტერსონი იყო 22 ქულით, ხოლო „იუტასთვის“ ეს ზედიზედ მე-10 მარცხი აღმოჩნდა (1-11 ბალანსი).

გასვლითი ტურნეს დასრულების შემდეგ „ორლანდო მეჯიქი“ შინ ბრუნდება და მომდევნო შეხვედრას პარასკევს, 13 ნოემბერს (თბილისის დროით 14 ნოემბერს, გამთენიისას) საკუთარ არენაზე „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება