ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ზაზა ფაჩულია: ყველაფრის საფუძველი წუთია

ზაზა ფაჩულია: ყველაფრის საფუძველი წუთია

ცნობილმა გამოცემა "ჰუპს ვორლდმა" "ატლანტას" ქართველი კალათბურთელის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა
ზაზა ფაჩულიას ბოლოდროინდელ სტაბილურობას ორმაგი დუბლები მოსდევს, დუბლებს - პრესის ყურადღება. ცნობილმა გამოცემა "ჰუპს ვორლდმა" ზაზას შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. გთავაზობთ მის გადმოქართულებულ ვერსიას.

"ერთმა უბრალო შემთხვევამ შესაძლოა რიგითი სათადარიგო (რომელიც შავი სამუშაოთია დაკავებული) წამყვან, სასტარტო ფიგურად აქციოს.

სწორედ ასეთი შემთხვევა დაფქსირდა 2012 წელს - დაშავდა "ატლანტა ჰოქსის" ხუთეულის ცენტრი ელ ჰორფორდი. თუმცა მისი არყოფნა გუნდზე უარყოფითად არ აისახა, რადგან ჰორფორდის ადგილი ზაზა ფაჩულიამ დაიკავა და მას შემდეგ საშუალოდ 8.1 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებს. "ატლანტა" კი წარმატებულ სვლას განაგრძობს.

საინტერესოა, მწვრთნელის, ლარი დრიუს შარშანდელი გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო, გუნდი დღეს შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩენილიყო. საქმე ისაა, რომ გასულ წელს ჯორჯიელები "ჰიუსტონს" ზაზას გაცვლაზე შეუთანხმდნენ, თუმცა "ტრეიდი" ბოლო მემენტში ვერ განხორციელდა.

- შარშან "ჰიუსტონში" გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. არ დაგიმალავთ, რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. "ჰოქსიდან" წასვლა ნამდვილად არ მინდოდა, რადგან არ ვიცოდი, როგორ შევეგუებოდი ახალ ქალაქს, გულშემატკივარს... ატლანტა კი ჩემი მეორე მშობლიური ქალაქია და აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

"ჰიუსტონთან" მოლაპარაკება რამდენიმე დღეს გაგრძელდა და უშედეგოდ დასრულდა. "ტრეიდში" ერთადერთხელ ვმონაწილეობდი, როცა 2004 წელს "შარლოტმა" სპეციალურად მისთვის მოწყობილ დრაფტზე ამიყვანა და "მილუოკიში" გამგზავნა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში კი "ატლანტას" ღირსებას ვიცავ, - იხსენებს ზაზა ფაჩულია და დასძენს:

- სავარაუდო გაცვლის შესახებ რომ შევიტყე, არ მესიამოვნა, მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ გუნდს ჩემი გაშვება პირადი ან სათამაშო მონაცემების გამო კი არა, ბიზნეს-პროექტისთვის სჭირდებოდა. ყველას კარგად მოეხსენება - კალათბურთი ბიზნესია, რასაც მე ვერ ვაკონტროლებ. თუ სხვა გუნდში გაგიშვებენ, უნდა შეეგუო ახალ გარემოსა და სისტემას.

მთავარია, რომ მაინც NBA-ში დარჩები. მაღალი დონის პროფესიონალები სწორედ იმიტომ ფასობენ, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება სხვადასხვა სისტემაში კარგად შეუძლიათ.

"ჰოქსი" ბოლო წლებში წარმატებულ კლუბად იქცა, პლეი ოფებში რეგულარულად თამაშობს, წარმატებითაც... როგორც ამბობენ, გენერალურ მენეჯერ რიკ სანდს გადაწყვეტილი აქვს ძირითადი ბირთვის შეცვლა, თუ "ატლანტა" თუნდაც შარშანდელ შედეგს ვერ გაიმეორებს და აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში ვერ გავა.

- იმდენი საქმე გვაქვს, რომ არ გვრჩება დრო ჭორების მოსასმენად, - ღიმილით ამბობს ზაზა ფაჩულია და სერიოზულად განაგრძობს:

- ჩვენგან ბევრს ელიან. მახსოვს, რამდენიმე წლის წინათ "ატლანტა" ახალგაზრდა გუნდი იყო და აქცენტი მომავალზე კეთდებოდა. ახლა ახალგაზრდებმაც მიიღეს გამოცდილება, ასაკოვნებიც დაგვემატნენ და დღეს ვეტერანი გუნდის სტატუსით ვსარგებლობთ. სწორედ ამიტომ ელიან ჩვენგან მაღალ შედეგს.

ფაჩულიას წლევანდელი შედეგიანი თამაში ბევრისთვის მოულოდნელია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი 2005-06 წლებში, ვიდრე დრაფტზე ელ ჰორფორდს აიყვანდნენ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

საინტერესო სტატისტიკას გაგაცნობთ: ზაზას სასტარტო შემადგენლობაში 193 მატჩი აქვს ჩატარებული და იმ შეხვედრებში, რომლებშიც ხუთეულში გამოჩნდა, საშუალოდ 10.4 ქულას აგროვებს.

- ყველაფერი წუთებიდან იწყება. სათამაშო დროის მატებასთან ერთად თავდაჯერებაც იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სეზონში გუნდს სწრაფი შეტევებისას სათანადოდ ვეხმარები და "სწრაფ ქულებსაც" ვაგროვებ.

სხვათა შორის, მაღალ ტემპში თამაში ევროპაში გამოგვდიოდა კარგად და ამერიკაში დაბრუნების შემდეგაც იგივე მეორდება.

ელ ჰორფორდის შემდეგ ჯეისონ კოლინზიც დაშავდა და ზაზა ფაჩულია ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრი აღმოჩნდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მალევე დაიმატა ერიკ დემპიე. მას მცირე სათამაშო დრო აქვს. მთავარი ცენტრი ზაზა ფაჩულიაა.

- წინა წლებში ნაკლები სათამაშო დრო მქონდა. ზოგს შესაძლოა მოსწონდეს ნაკლები დატვირთვა - საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდებოდეს, მაგრამ ამ კატეგორიას არ მივეკუთვნები. ყოველთვის ძალისმიერი ტიპის, მშრომელ კალათბურთელად ვითვლებოდი და ნამდვილად არასოდეს დამიზოგავს თავი. მიმდინარე სეზონს კარგ ფორმაში შევხვდი - ლოკაუტის გამო თურქეთში ვთამაშობდი და სასურველ კონდიციებსაც სტამბულში მივაღწიე, - განაგრძობს ქართველი მეფარე.

"ატლანტას" აკლია ორი ცენტრი, ზოგიერთი მატჩი ტრავმის გამო სნაიპერმა ჯო ჯონსონმაც გამოტოვა. ამის მიუხედავად, "ჰოქსი" ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.

ფაჩულია დანაკლისზეც ლაპარაკობს:

- აქამდე ერთდროულად ამდენი ტრავმა გუნდში არ ყოფილა. არც რამდენიმე თვით გამოგვკლებია ვინმე. მას შემდეგ, რაც "ატლანტაში" ვარ, ყველაზე სერიოზული ტრავმა სწორედ ელ ჰორფორდისაა, რომელსაც სამი თვე უწევს დასვენება. თუმცა კალათბურთი სპორტია, სადაც ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა. ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ მოთამაშეს დაემართოს. მთავარია, გუნდმა გამონახოს ძალა დანაკლისის სრულფასოვნად აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, "ატლანტა" საკმარისად გამოცდილია და მეტ-ნაკლებად კარგად უმკლავდება ამ პრობლემას.

ჰორფორდის ადგილი სწორედ ფაჩულიამ შეავსო, ფარქვეშ "ღუზა ჩაუშვა" და აგრესიული თამაშით თანაგუნდელებს სათანადოდ ეხმარება.

შესაბამისად, 2012 წელს ნამდვილად არ დადგება დღის წესრიგში მისი გასხვისების საკითხი. აი, განსხვავება 2011 და 2012 წლებს შორის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა

შენგელიას შვიდიანები | "ვირტუსმა" პლეი ოფი "ვენეციასთან" გამარჯვებით გახსნა

მიქაუტაძის თანაგუნდელს ტოპ-კლუბები ეპატიჟებიან

IFFHS-მა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა - რონალდო მხოლოდ მეოთხეა

ფარიოლი წავიდა - "აიაქსმა" მთავარ მწვრთნელად შესაძლოა, ყოფილი დამრიგებელი დააბრუნოს

თანამშრომლობა გრძელდება - "ბარსელონა" ფლიკს კონტრაქტს უხანგრძლივებს

ევრო 2026 | საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე

კელეჰერი მიდის - მამარდაშვილს "ლივერპულში" მხოლოდ ალისონი დახვდება

ნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი სკუდეტოს საზეიმოდ ემზადება

7-ქალა | მესამე ადგილი და საჭირო გამოცდილება ბონში

Geo Team: სანიოლის გადაწყვეტილება - ივნისში საქართველოს ნაკრები ლიდერების გარეშე ითამაშებს

მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ორი ფრანგული კლუბი ეპატიჟება

პლეი-აუტში ბუდუს "ჰაიდენჰაიმის" მეტოქე გაირკვა

სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

მოდრიჩი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა, "რეალს" ვეტერანის დატოვება მაინც არ სურს

"ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონამ" მეტი დაიმსახურა" - ტერ შტეგენი

"ილია ბევრს ლაპარაკობს, იმედია ისლამი მოაკეტინებს... მინდა ძალები MMA-ში ვცადო" - არტიომ ძიუბა

ისტორიული დღე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე - „ფანზონა“ და დიდი თამაში გველოდება წინ, რომლებსაც ბორჯღალოსნები სამყურებთან ერთად შემოგვთავაზებენ!

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს

[PHOTO] "გალათასარაის" ფანებმა ოსიმენს მიმართეს

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!