რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მექსიკაში გაიმართა და ტრადიციულად, იქაურ გზებზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დომინირებდა
რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი მექსიკაში გაიმართა და ტრადიციულად, იქაურ გზებზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ლოები დომინირებდა.

მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა მექსიკის რალიზე. ფრანგმა პარასკევსა და შაბათს ხუთი სპეცმონაკვეთიდან სამი მოიგო და ბოლო დღის წინ 36 წამით უგებდა უახლოეს მდევარს - მიკო ჰირვონენს.

ლოებს კვირას სეროიზული წინააღმდეგობა შეხვდა, რადგან მორიგი ოთხი სპეცმონაკვეთიდან მხოლოდ ერთში დააფიქსირა საუკეთესო დრო. მაგრამ ბოლოსკენ ლოებმა ისევ მოიმატა და კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა ჰირვონენთან.

საბოლოოდ, სებასტიანმა მექსიკის რალი 42-წამიანი უპირატესობით მოიგო. შესაბამისად, ლოებმა გაზარდა გენერალურ კლასიფიკაციიაში ჰირვონენთან უპირატესობა - ფრანგსა და ფინელს შორის სხვაობა 16 ქულას შეადგენს.

მაშ ასე, მექსიკის რალიზე პირველი ორი ადგილი "სიტროენის" წევრებმა მოიპოვეს. შემდეგ მოდის “ფორდის” სამი პილოტი. შიდაგუნდურ ბრძოლაში უფრო უკეთ პეტერ სოლბერგი გამოიყურებოდა და მან მესამე ადგილზე დაასრულა რალი. ნორვეგიელმა თანაგუნდელ ოსტბერგს თითქმის სამი წუთი მოუგო. ამით სოლბერგმა შეინარჩუნა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი.

არ გაუმართლა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს იარი-მატი ლატვალას, რომელმაც ვერ დაასრულა მექსიკის რალი და ამის გამო დაკარგა მეოთხე ადგილი გენერალურ კლასიფიკაციაში. მას ოსტბერგმა გაუსწრო.

III ეტაპი. მექსიკის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:15.32,7; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +42,4; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +2.11,4; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +4.51,5; 5. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - +5.02,6; 6. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - +6.41,4; 7. არმანდუ არაუჟუ (პორტუგალია, "მინი") - +12.46,9; 8. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +14.57,8; 9. კენ ბლოკი (აშშ, "ფორდი") - +22.26,8; 10. რიკარდო ტრივინო (მექსიკა, "ფორდი") - +23.30,7...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 66 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 50; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 47; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 28; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 26; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 21; 7. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 18; 8. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - 14; 9. ნასერ ალ-ატიია (კატარი, "სიტროენი") - 8; 10. ფრანსუა დელეკური (საფრანგეთი, "ფორდი") - 8...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
პსჟ "რეალთანაც" ფავორიტია - ხვიჩასა და ტრენტის კიდევ ერთი დუელი!
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია
მესი VS რონალდო უკვე საუდის არაბეთში? - "ალ-აჰლის" არგენტინელი ვარსკვლავის დამატება უნდა