დიღომში ძიუდოს აკადემიამ 1999-2000 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
დიღომში ძიუდოს აკადემიამ ამ უქმეებზე 1999-2000 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

ეს ის ასაკია, რომელმაც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა იჭიდაოს და გასაგებია, განსაკუთრებული ყურადღება რომ ექცევა. ამ წლებში დაბადებულთათვის პირველი სოლიდური შეჯიბრება - ქვეყნის პირველობა შარშან შემოდგომაზე გაიმართა, როცა ძირითადი ბირთვი შეირჩა და მერე მწვრთნელებმა მათთან გააგრძელეს მუშაობა შეკრებებზე. ახლანდელი ჩემპიონატი წინამორბედისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში გოგოებიც მონაწილეობდნენ.

შეჯიბრებას წინ რეგიონული შესარჩევი ეტაპები უძღოდა, რომლებმაც ფინალური ტურნირის მონაწილენი გამოავლინეს. 32-კაციანი კვოტა ყველა წონაში შეივსო, თუმცა უამინდობის გამო რამდენიმე რეგიონიდან თითო-ოროლა ძიუდოისტი მოისაკლისა.

ამ ასაკის ბავშვებს ახალი პროგრამისა და წესების შესაბამისად ავარჯიშებენ, რათა თავიდანვე შეეგუონ ახალ სტილს, თუმცა არც ტრადიციულს ივიწყებენ და ქართულ საჭიდაო მანერასაც დიდი ყურადღება ექცევა. ერთი სიტყვით, ამ მოზარდებში ტრადიციულისა და ახალის მორგების პროცესი მიდის.

ცხადია, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სტილის შეცვლა ვერ მოესწრებოდა, მაგრამ ჭიდაობის მხრივ პროგრესი კი იგრძნობა. წინა ტურნირთან შედარებით, ხარისხი ახლა ბევრად უკეთესი იყო. გვჯერა, წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება და უკვე 1-2 მაისს ლაგოდეხში გასამართ სარეიტინგო შეჯიბრებაზე კიდევ უფრო უკეთეს სურათს ვიხილავთ.

პროგრესია გოგოებშიც. ჯერჯერობით აქ მონაწილეთა რაოდენობა არაა ბევრი და სრულად წონებიც ვერ დაკომპლექტდა. ზოგან ყველა მედალი ვერ გათამაშდა, ერთი-ორ წონაში კი საერთოდ არავინ გამოსულა.

თუმცა მასობრიობა სხვა სახის პრობლემაა და ვინც იჭიდავა, საერთო სურათი არ იყო ცუდი - რამდენიმეჯერ ისეთი შეხვედრა ვიხილეთ, ნებისმიერ ტურნირს დაამშვენებდა.

ამჯერად მონაწილეთა ძირითადი რაოდენობა თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა. დედაქალაქის ამბავი გასაგებია, თუმცა ბოლო წლებში მას ტოლს არც აჭარა უდებს, სადაც ნანა კირკიტაძის ჯგუფი სულ უფრო ნაყოფიერად მუშაობს. მათ უფროსებსა თუ ასაკობრივ გუნდებში აქამდეც ბევრი მონაწილე ჰყავდათ, თუმცა ისინი ძირითადად ნაკრებებთან ერთად ვარჯიშობდნენ დუშეთში, გორსა თუ თბილისში, ახლანდელი თაობა კი მწვრთნელებმა უშუალოდ ბათუმში აღზარდეს და იქვე ამზადებდნენ.

ბათუმში ძიუდო თავიდან თუ თბილისელი მწვრთნელების ხარჯზე არსებობდა, ახლა უკვე ძირითადი დატვირთვა ადგილობრივ სპეციალისტებზე მოდის. ერთი სიტყვით, იქაურობა ძიუდოს ახალ კერად ყალიბდება, რაც უთუოდ მისასალმებელია, თუმცა ეს კია, რომ ბოლო ხანებში აჭარაში ქალთა ძიუდო უფრო დაწინაურდა, ბიჭებისა კი ისე უხვად ვერაა წარმოდგენილი ასაკობრივ გუნდებში. გოგოების პროგრესი იმიტომაცაა გასახარი, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე ბიჭებთან ერთად ისინიც იასპარეზებენ, ჩვენებს კი, რასაც ამ ჩემპიონატზე ვუყურეთ, მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ამდენად, ფესტივალზე გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ ბიჭების იმედად არ ვიქნებით.

უახლოეს მომავალში ამ ასაკის გუნდები - ბიჭებიც და გოგოებიც უცხოეთში იასპარეზებენ ტურნირზე, მერე კი შინ ელოდებათ მსოფლიოს მასშტაბის ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება - ივნისში დუშეთში საერთაშორისო საწვრთნელი კემპი გაიმართება, მერე კი შეჯიბრებაც ჩატარდება.

ორივეში ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი უცხოელებიც, განსაკუთრებით კი - აზიელები, რადგან ახლა სწორება სწორედ აზიურ სტილზეა

აღებული. წინასწარი მოლაპარაკებებითივარაუდება, რომ ტურნირში 10-მდე აზიურ-ევროპული ქვეყანა იასპარეზებს.

კვარცხლბეკი. ბიჭები

30 კგ. 1. ზურაბ ბეჟანიშვილი (ქვემო ქართლი), 2. არმაზ არჩუაძე (შიდა ქართლი), 3. გოგა ვარდოსანიძე (იმერეთი), მიხეილ შათირიშვილი (კახეთი).

34 კგ. 1. ალექსანდრე ძამაშვილი (ქვემო ქართლი), 2. საბა კაპანაძე (თბილისი), 3. ვახტანგ ვიბლიანი, ლაშა ონიანი (ორივე - ქვემო ქართლი).

38 კგ. 1. გიორგი მღებრიშვილი (კახეთი), 2. საბა გრიგალაშვილი (თბილისი), 3. ლაშა გუგავა (რაჭა-ლეჩხუმი - ქვ. სვანეთი), ირაკლი კუხალაშვილი (იმერეთი).

42 კგ. 1. ელიზბარ ხერგიანი (ქვემო ქართლი), 2. ალექსანდრე კაიდარაშვილი (შიდა ქართლი), 3. ლაშა ბექაური (კახეთი), ტატო გრიგალაშვილი (შიდა ქართლი).

46 კგ. 1. გოგა გოგაშვილი (თბილისი), 2. ალექსანდრე სულაკაძე (იმერეთი), 3. ილია გაზდელიანი, საბა მეშველიანი (ორივე - რაჭა-ლეჩხუმი - ქვ. სვანეთი).

50 კგ. 1. ნუგზარ ტაბლიაშვილი (ქვემო ქართლი), 2. გოჩა ღვაჩლიანი, 3. გიგა გოგოლიძე (ორივე - იმერეთი), ბაჩანა სარქისაშვილი (კახეთი).

55 კგ. 1. შათირ შერაზადიშვილი, 2. ტარიელ ბუქულაშვილი (ორივე - შიდა ქართლი), 3. უტა დიდებაშვილი (მცხეთა-მთიანეთი), გიორგი ქიბროწაშვილი (სამცხე-ჯავახეთი).

+55 კგ. 1. ამირან წიქორიძე (იმერეთი), 2. ჯაბა ქარელიშვილი, 3. ოთარ გოგიძე (ორივე - შიდა ქართლი), ლევან ჭელიძე (თბილისი).

გოგოები.

28 კგ. 1. ნატო ფოთელიძე (აჭარა), 2. ირინა ალანია (თბილისი), 3. დიანა ჭანიძე (აჭარა).

32 კგ. 1. ხატია შარაძე (აჭარა), 2. ანი მაღლაკელიძე (იმერეთი), 3. ადელინა ქოჩარიანი (თბილისი), თათია შარაძე (აჭარა).

36 კგ. 1. ნატალია ყიფშიძე (თბილისი), 2. ქეთევან ჩხაიძე (აჭარა), 3. მარიამ ბახტაძე (იმერეთი), ეკატერინე ტატუნაშვილი (სამხრეთ ოსეთი).

40 კგ. 1. ხატია ღერკენაშვილი (შიდა ქართლი), 2. მარიამ გოგოჭური (მცხეთა-მთიანეთი).

44 კგ. 1. ეთერ ლიპარტელიანი (რაჭა-ლეჩხუმი - ქვ. სვანეთი), 2. ნინო მგელაძე (აჭარა), 3. მარიამ ჭანტურია (სამეგრელო-ზემო სვანეთი).

52 კგ. 1. სალომე მჭედლიშვილი (თბილისი), 2. ქრისტინე მამულაძე, სალომე ლომაძე (ორივე - აჭარა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Judooooo
სულაკაძეს შეუძლია შედეგის გაკეტება და წიქორიძეს ევრობაზე უეჩველიიიიი [ცარმატებები YVELAAშ ;)
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს