ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვასილ მაისურაძე: ესპანელებთან წარმატება ძნელია, მაგრამ თავს არ დავზოგავთ

ვასილ მაისურაძე: ესპანელებთან წარმატება ძნელია, მაგრამ თავს არ დავზოგავთ

17-წლამდელთა თავკაცმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისაუბრა
26 მარტს თბილისში კარგი სანახაობა იწყება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის მატჩებს საკუთარ კედლებში ჩაატარებს და ქართველი გულშემატკივრების დახმარებით შეეცდება ფინალურ ეტაპზე გასვლას.

მეტოქეები კი ძალიან ძლიერი გვყავს - ელიტრაუნდს ესპანეთით ვიწყებთ, ინგლისით ვაგრძელებთ და უკრაინით ვასრულებთ. ამოცანა რთული შესასრულებელია, მაგრამ უშანსოდ მაინც არ ვართ. მოკლედ, "დინამო არენასა" და "მიხეილ მესხზე" სიარული ნამდვილად ღირს.

აქვე გაგაცნობთ იმ 18 ფეხბურთელის ვინაობას, რომლებიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ საელიტრაუნდოდ შეარჩია.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

მეკარეები: ალექსანდრე ადამია, ნიკოლოზ შერმადინი (ორივე - მეტალურგი);

მცველები: გიგა სამხარაძე, სანდრო გურეშიძე (ორივე - დინამო), ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გოროზია (ორივე - ლოკომოტივი), ლაშა დვალი (მეტალურგი);

ნახევარმცველები: არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა - დინამო), გიორგი აბურჯანია (მეტალურგი), მათე ცინცაძე (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ახვლედიანი (ბაია);

თავდამსხმელები: ალექსანდრე მზევაშვილი, დავით დარციმელია (ორივე - ლოკომოტივი), ვანო წილოსანი (დინამო).

ნაკრების თავკაცს, ვასილ მაისურაძეს ბოლო სანაკრებო ამბებსა და ელიტრაუნდთან დაკავშირებულ სხვა თემებზე ვესაუბრეთ.

- საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება?

- საბედნიეროდ, მოგვეცა საშუალება, 18-კაციან განაცხადში ზუსტად ის 18 ფეხბურთელი შეგვეყვანა, რომლებიც სადღეისოდ ამას იმსახურებენ. ერთადერთი ის გვაწუხებს, რომ ფილტვების ანთება ჰქონდა მათე ცინცაძეს, ვარჯიში ახლა განაახლა და შესაძლოა, ელიტრაუნდის პირველი მატჩისთვის მზად არ იყოს.

- გუნდი ელიტრაუნდს სასურველი კონდიციებით ხვდება?

- ჭაბუკთა ნაკრებები არცთუ ხშირად იკრიბებიან და ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების მოწესრიგება მხოლოდ აქ ვერ მოხერხდება. თუმცა ბოლო მიკროციკლმა სამწვრთნელო შტაბს დაგვანახა, რომ გუნდი ჩვენს მოთხოვნებს ასრულებს და მზადაა იმისთვის, რომ ნებისმიერ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.

როგორც იცით, ბოლო შეკრება ლუქსემბურგში გავიარეთ, სადაც ამ ქვეყნის ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი მოვუგეთ. ამით ფეხბურთელთა ფიზიკურ-ტაქტიკური მომზადების დონეც გაუმჯობესდა და მათი ფსიქოლოგიური განწყობაც ამაღლდა.

ამჟამად კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სასტუმრო "ბატესტაში" ცხოვრობს და საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს.

- დაგვეთანხმებით, მოახლოებული მძიმე შეხვედრების წინ ფეხბურთელთა განწყობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

- დიახ, ამას მწვრთნელები ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბიჭებს სტრესი მოვუხსნათ და საბრძოლოდ განვაწყოთ. მათ კარგად იციან, რომ დასაკარგი არაფერი აქვთ და ყველა მატჩზე მოსაგებად უნდა გავიდნენ. რაც შეეხება მოტივაციას, ამაზე ბევრი ლაპარაკი საჭირო არც არის - ამ ფეხბურთელებს იმის შანსი აქვთ, რომ გამარჯვებით ქართველი გულშემატკივრები გაახარონ და ამავდროულად, კარგი თამაშით კარიერაში დიდი ნახტომი გააკეთონ - თბილისურ ელიტრაუნდს ხომ არაერთი ცნობილი უცხოური კლუბის სკაუტი დაესწრება.

- ვიცით, რომ მეტოქეებს სისტემატურად სწავლობდით. როგორია ბოლო ინფორმაცია მათ შესახებ?

- ესპანეთის ნაკრებთან საერთაშორისო ტურნირზე ფრედ ვითამაშეთ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, დადებითი ფაქტორია. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ ესპანელებს ყველა ასაკში მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებები ჰყავთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ და იმის მიუხედავად, რომ მათთან წარმატება ურთულესია, თავს არ დავზოგავთ.

მეტ-ნაკლები ინფორმაცია გვაქვს ინგლისელებზეც. ვნახეთ მათი თამაშის ვიდეოფირი და დავრწმუნდით, რომ ესპანეთზე არანაკლები გუნდი ჰყავთ. იგივეს ვიტყოდი უკრაინელებზეც, რომლებთანაც მინსკის საერთაშორისო ტურნირის ფინალში დავმარცხდით. ერთი სიტყვით, ნამდვილ "სიკვდილის ჯგუფში" ვართ, სადაც პირველობის ამბიცია ყველას აქვს.

- ელიტრაუნდის ესპანეთით დაწყება რამდენად სასურველი იყო ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის?

- როცა ასეთ ჯგუფში ხვდები, კალენდარს გადამწყვეტი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. როგორც გითხარით, თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ფეხბურთელებს ვერ ვეტყვით, რომ ფრეზე ითამაშონ. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ ესპანეთთან შეხვედრა ფრედ დასრულდა, ჯგუფში გამარჯვების შანსს ეს შედეგიც შეგვინარჩუნებს.

- საქართველოს ნაკრები ელიტრაუნდში სამივე მატჩს "მიხეილ მესხზე" გამართავს. ეს მწვრთნელთა არჩევანი იყო?

- დიახ, ჩვენ ასე გადავწყვიტეთ. "მიხეილ მესხი" პატარა, კომპაქტური სტადიონია, ტრიბუნები მოედანზეა მიდგმული და გულშემატკივრები ფეხბურთელებთან ახლო კონტაქტში იქნებიან. ჩვენი ნაკრების ბევრ ფეხბურთელს ამ სტადიონზე უთამაშია და შეჩვეულია. ეროვნულ სტადიონზე თამაშის გამოცდილება კი ჩვენს ბიჭებს არ აქვთ და იქაურ მასშტაბებს შესაძლოა ისინი დაეთრგუნა.

- ხშირად აღგინიშნავთ, რომ 17-წლამდელთა ნაკრებში რეგიონებიდან ძალიან ცოტა ფეხბურთელია წარმოდგენილი...

- დიახ, ისე მოხდა, რომ ამ თაობაში საუკეთესო ფეხბურთელთა უმრავლესობა დედაქალაქურ კლუბებს წარმოადგენს. თუმცა ამჟამინდელ შემადგენლობაში მხოლოდ თბილისელები არ არიან. ასე მაგალითად, ახვლედიანი ზუგდიდიდანაა, ცინცაძე ფოთიდან, ჭეჭელაშვილი გორელია, წილოსანი კი - გურული. რეგიონების გარეშე ქართული ფეხბურთის მომავალი წარმოუდგენელია, თუმცა ქართულმა დღევანდელობამ ასეთი რეალობის წინაშე დაგვაყენა.

თუმცა იმასაც გავუსვამ ხაზს, რომ ამ ასაკში ვერ განსაზღვრავ, ვის შეუძლია დიდი ფეხბურთის თამაში და ვის არა. სავსებით შესაძლებელია, ზოგმა ფეხბურთელმა ზრდა შეწყვიტოს, ზოგმა კი, ვინც დღეს ჩრდილშია, დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს.

- საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შორის კომუნიკაცია საკმარისად ინტენსიურია?

- კომუნიკაციის პრობლემა აქ გვაქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ეს პროცესი უფრო დაიხვეწება და სისტემური გახდება. როგორც ვიცი, ეს უშუალოდ თემურ ქეცბაიას ინიციატივაა და იმედია, მალე სანაკრებო მწვრთნელთა შორის კონტაქტები უფრო მჭიდრო გახდება.

- ამ ციკლის დასრულების შემდეგ თქვენი მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

- როგორც იცით, ცოტა ხნის წინ თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობა ჩამაბარეს და იქ ჩვეულებრივად განვაგრძობ მუშაობას. ამავდროულად, მოხარული ვიქნები, თუ ამ სანაკრებო თაობის გაძღოლის საშუალება მომავალშიც მომეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zako

sali, რას ბოდავ?. თუ ასეთი ფაქტები გქონდა ამდენხანს სადი იყავი?, მაგის გამოჭერას რა უნდოდა?

• sali

ეს ნაგავი მაისურადზე ნაკრების მწვრთნელი კი არა პეხბურთიდან უნდა მიოკვთოთ პირველი მექრთამე. ქეცბაიას იმედი გვქონდა, რეგიონების ბავშვებს არაპრად აგდებს. ინტერნეტში ჩაიხედოს და სხვა ქვეყნებში ნახოს, მაგ: ბაქოში, უკრაინასი და რუსეთის ჩემპიონატებში. მაინც ვერ გადის და პულს ჩალიჩობს

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა

სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს

სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე

არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს

პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება

[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა

მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?

პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს

მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია

უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!

[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის