19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოთარ კორღალიძემ გუნდის შეკრებაზე უცნობი ქართველი მცველი მიიწვია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის შეხვედრებს 25-30 მაისს ხორვატიაში ჩაატარებს.

გუნდის მთავარ მწვრთნელად მარტში დანიშნულმა ოთარ კორღალიძემ პირველი შეკრება 13-24 მარტს ჩაატარა. თბილისში ვარჯიშის შემდეგ გუნდი კვიპროსში გაემგზავრა და ადგილობრივ 19-წლამდელებთან ორივე საკონტროლო შეხვედრა ფრედ დაასრულა.

19-წლამდელები მეორე შეკრებას 3 აპრილს იწყებენ: გუნდი სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეიკრიბება და ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშებს.

ოთარ კორღალიძის თქმით, კარგი ამინდების შემთხვევაში, მთავარ მოედანზე ივარჯიშებენ, უამინდობისას კი - ხელოვნურ საფარზე.

მეკარეები: ლევან ტყეშელაშვილი ("დინამო"), დავით ლეგაშვილი (უგუნდო), რობერტ იმერლიშვილი ("მერანი").

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ყველა - "ზესტაფონი"), ლევან გეგეჭკორი ( "მერანი"), ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (ორივე - "დინამო"), კოტე ზარნაძე ("ბაია"), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), დავით კოხია ("ვოლგა", ნიჟნი ნივგოროდი, რუსეთი).

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ბუბა რუხაძე (ყველა - "დინამო"), ნიკა ჭკუასელი, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "გაგრა"), ლაშა სილაქაძე ( "ტორპედო"), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია).

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია ("ტორპედო"), ავთო ენდელაძე ("ბაია"), გურამ სამუშია ("ზესტაფონი"), დავით გელაშვილი ("სპარტაკი").

კორღალიძემ პირველ ეტაპზე ლეგიონერები არ გამოიძახა. ამჯერად ყველა მათგანი მიიწვია, მაგრამ მხოლოდ არნემის "ვიტესის" ნახევარმცველის, ვაკო ყაზაიშვილის ჩამოყვანას ახერხებს.

კორღალიძემ ჩვენთვის უცნობი მცველი, დავით კოხია გამოიძახა, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლშემადგენლობაში თამაშობს.

თბილისური შეკრება 10 აპრილამდე გაგრძელდება. შემდეგ ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც პორტუს საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს. 12 აპრილს ქართველები საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან, 13 აპრილს - ირლანდიას, 14 აპრილს - სერბეთს, შინ კი 16 აპრილს გამთენიისას დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეორედ - ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა