ინიციატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის განხორციელებით ქართული ფეხბურთი ფეხზე დადგება
"ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი პრობლემა მუნიციპალური და კერძო გუნდების თანაარსებობა და მათ შორის სამართლიანობის ზღვრის დაცვაა. "თორმეტთა საბჭოზე" სახელმწიფო კლუბების აკრძალვის საკითხზე ვიმსჯელეთ. ამას განვითარება არ მოჰყვა. მე, როგორც კერძო მფლობელს, სახელმწიფო გუნდების არსებობა მიუღებლად მიმაჩნია - ბიუჯეტში გადასახადს ვიხდი, რომელიც ჩემი კონკურენტების გაძლიერებას ხმარდება. ჩემთვის მისაღებია სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსების ფორმა, რომელიც თანაბრობის პრინციპზე იქნება აგებული: სახელმწიფო იყოს ფეხბურთში და ერთნაირად დააფინანსოს თითოეული კლუბი, ან ყველას კერძო ინვესტორი მოუძებნოს", - განაცხადა "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ და კლუბი და მისი ინფრასტრუქტურა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადასცა.

ამ განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი - რა ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფო ფეხბურთში?

საკითხის განხილვაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი აქტიურად ჩაერთო. მან საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მაისის ბოლოს სამინისტრო წარმოადგენს პროექტს, რომელიც კერძო და მუნიციპალურ კლუბებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ამიტომაც უკვე ვმუშაობთ პროექტზე, რომელსაც თვის ბოლომდე ჯერ გუნდებს გავაცნობთ, შემდეგ - საზოგადოებას.

ჩვენი პოზიცია ასეთია: საკუთრების ორივე ფორმის მქონე კლუბებზე ერთნაირად ვიზრუნოთ და უპირატესობა არავის მივანიჭოთ.

უპირველესად, მისახედია ის კლუბები, რომელთა ბიუჯეტები ხელოვნურად გაზარდეს. ერთადერთი გამოსავალი გუნდების მუნიციპალიტეტებზე გადაცემა იყო, თუმცა საკითხს დაფიქრება სჭირდება, რადგან მუნიციპალიტეტები თანაბრად არ ფინანსდება.

საუკეთესო ვარიანტია - სპორტი და კლუბური სისტემა კერძო ინვესტორზე რომ იყოს დამოკიდებული. ამისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ბაზარი, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს და ფეხბურთს ინვესტორისთვის მიმზიდველს გახდის. ჩვენ სწორედ ამ ბაზრის დაარსებას უნდა შევუწყოთ ხელი.

ფეხბურთში მდგომარეობის გამოსწორება სპორტის სხვა სახეობებსაც გადაეცემა", - ამბობს ყიფიანი.

ამასობაში ათასგვარი ჭორი ვრცელდება. ერთ-ერთის თანახმად, მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა 18-მდე გაიზრდება. "ლელოს" უთხრეს, რომ ეს იქნება მიზნობრივი, გრძელვადიანი დაფინანსება, გუნდებს ტრანსპორტირების საკითხებსაც მოუგვარებენ და მთავრობა ამას სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალური პროექტის რანგში აიყვანს.

რატომ? პროექტის თანახმად, თითო გუნდში მინიმუმ 50 კაცი დასაქმდება, მთლიანად ლიგაში კი - 900. ამას დაემატება პირველი ლიგის გუნდების დაფინანსებაც. საერთო ჯამში, კლუბების დაფინანსებით დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ისარგებლებს და სოციალურ პრობლემებს ოდნავ მაინც მოევლება.

ინიციატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის განხორციელებით ქართული ფეხბურთი ფეხზე დადგება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ის საფუძველი ჩამოყალიბდება, კომერციულ რელსებზე რომ გადავიდეს და სპონსორებისთვის დღევანდელზე მიმზიდველი გახდეს.

არ ვიცით, ეს რამდენად რეალური და კონკრეტული პროექტია, მაგრამ ამ ჩანაფიქრის არსებობა რამდენიმე ცნობილმა საფეხბურთო პირმა დაგვიდასტურა.

რამდენად მისაღები იქნება უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი? ამის შესახებ დავეკითხეთ კერძო კლუბის წარმომადგენელს, რომელიც სახელმწიფოს მიერ გუნდების დაფინანსებას ეწინააღმდეგება.

"28 ივნისს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა გაიმართება და იქ ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვილაპარაკებთ. 18-გუნდიან ჩემპიონატზე მართლაც იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ცხადია, სხვა წინადადებებიც განიხილება.

მთავარია, გუნდებს მყარი ფინანსური გარანტიები ჰქონდეთ და უმაღლესი ლიგის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ამ კუთხით, "ტორპედოს" პრობლემები არ აქვს.

და თუ გუნდებს ექნებათ ნორმალური სტადიონი, მოედანი და ჩემპიონატის სრულყოფილად დასრულების საშუალება, იყოს 18 გუნდი, რა პრობლემაა?" - ამბობს ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად სიჭინავა: დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის

საქმეს კარგი პირი უჩანს - 15-20 მილიონი უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის

ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

levani
18 არა ეხლა 36. 12 გუნდს ხომ ვუვლით და ეხლა 18-მდე გავზარდოთ რა პრობლემაო ხო? ეს უკვე სასაცილოა და დაგვცინიან რა. ის 6 გუნდი უკვე მოძებნეს? სეზონი დასრულებამდე დილამ ტირილი დაიწყო დაფინანსება არ გვაქვსო და ამის მერე კიდევ გაზრდაზე ვფიქრობთ? ამ 18-დან რამდენი გუნდი დაასრულებს ჩემპიონატს? აგერ ზუგდიდი ზედა 6-ში მოხვდა და ვითომც არაფერი ბრძოლა აღარ უნდოდა
malxazi
ფეხბურთელების მეტი რა არის, აბა მიეცი ნორმალური ხელფასი,დაზღვევა,სავარჯიშო პირობები და ნახავთ თუ არ მოუმატებენ.ფეხბურთელს ჭირდება ნორმალური კვება და აღდგენითი საშუალებები, აბა გამოინახოს ფინანსები და თუ წინ ვერ წავიწევთ მერე ვილაპარაკოთ.
sokrate
18 გუნდს კი არა 18 საშუალო ფეხბურთელს ვერ ვაგროვებთ. არიქა, ფული გამოჩნდაო და მჭამელებიც მოემატნენ.
უძლევი
ლელო სპორტული საინფორმაციო საიტია თუ საზოგადოებრივ აზრზე ექსპერიმენტების ჩატარების ლაბორატორია? ხალხს რას უშლით ნერვებს თქვე მაიმუნებო? სფფ ხან აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად აპირებს საერთო ჩემპიონატის ჩატარებას, ხან გუნდების რაოდენობის გაზრდას გვთავაზობს. ამოვიდა ყელში ამ უვიცი ერთიდაიგივე არაფრისმაქნისი სახელების და სახეების მიერ ათასი სისულელის შემოჩეჩება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის და ფეხბურთელებისთვის. თავმოყვარე საფეხბურთო ქვეყანას თავმოყვარე ფეხბურთის გულშემატკივრები უნდა ყავდეს, რომლებიც სპორტის მინისტრს და სფფ-ს, ორივე უქნარა უწყებას, მიახვედრებს საპროტესტო აქციით რომ ცვლილების დრო არის და უნდა დაუთმონ ასპარეზი პროფესიონალებს. ერთი მიტინგის მოწყობას ვერ ვახერხებთ და დაპოსტვით არაფერი არ კეთდება; ქართული ფეხბურთის დაცინვა გრძელდება.
რუსთაველი
ვახ რამდენ სისულელეს იგონებენ, ეხლა რამდენი მთავრობა შიეცვლება იმდენი დებულება უნდა ცვალოთ თუ რაშია საქმე? რომელი 18 გუნდის შეყვანას აპირებთ უმაღლესში, 8-10 გუნდის მეტს ელემენტარული პირობები არ აქვს თუნდაც სტუმარი გუნდის მირების და გაცილების. რა სისულელეებს აკეთებთ ცოტა დაფიქრდით, ან ამდენი ფეხბურთელი სად გვყავს უმაღლესში სათამაშოთ?
მალხაზი
ჯობია მოიმატოს გუნდების რაოდენობამ, რადგან უფრო მეტ ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება თავის გამოჩენის საშუალება და რეგიონებშიდაც მეტი სტიმული გაჩნდება.
saxeli
დანია, ავსტრია, შვეიცარია, შოტლანდია და კიდევ ბევრი ჩვენზე ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა არ (ვერ) ატარებს 18 და 16 გუნდიან ჩემპიონატებს. გიჟები კი არ არიან 10 და 12 გუნდი რომ ჰყავთ უმაღლეს ლიგაში?? რის ხარჯზე უნდა გაიზარდოს 18-მდე გუნდების რაოდენობა გაგვაგებინეთ? ამ მიფახბახებულ გუნდებში თითო-ოროლა ფეხბურთელს თუ იპოვი, ვინც რაღაც დონეს მაინც აკმაყოფილებს. რა გინდათ ?? კოლხეთს მაგალითდ კიდევ დაემატოს 6 უფრო უარესი გუნდი? ვინც დადის, ისიც აღარ ივლის სტადიონზე/ ყველაზე უფრო სასაცილო არგუმენტი ისაა, რომ მეტ გუნდში მეტი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდებაო. ვითომ ქართული ფეხბურთი სავსეა ტალანტებით და ისეთი მოზღვავება გვაქვს, რომ 12 გუნდში ვერ ეტევიან. ამას რომ კაცი იტყვის, იმ კაცს საერთოდ როგორ უნდა კითხო რამე ფეხბურთზე? სპორტულ პრინციპებს რომ თავი დავანებოთ, აღრ უნდა დადგეს საქართველოში დრო, როცა კანონს, წესს, რეგლამენტს და ა.შ. პატივს ვცემთ? ამოვიდა ყელში ამათი სისულელეები
reso
დავიწკოტ მანკანების გატამასება ,როგორც იკო ადრე და დონეც ამაგლდება ფეგბურტის,არ ვგადაობ
bibo
ქომაგი მართალია თქვენ აზრზე ხართ საერთოდ? მაგით დედის პირი ........ ქართულ ფეხბურთს ქომაგს 100%-ით ვეტანხმები. არ დაუშვათ ეგ დიდი შეცდომა.
ქომაგი
რა 18 გუნდი?! სად გვყავს 18 გუნდისთვის შესაბამისი დონიდ ფეხბურთელები ან პირველ ლიგაში ვის ტოვებენ? 18 გუნდიანი ჩემპიონატი იქნება უინტერესო, უკონკურენციო, აღებ-მიცემობის კიდევ უფრო განვითარებას და გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს, იქნება "პადიომების" გაფორმებები, კორუფცია, განუკითხაობა. მაგისთვის საკმარისი მსაჯებიც არ გვყავს :) 50 კაცის დასაქმებაო, სწორად წერია მინიმუმო. 70 კაცი მაინც უნდა იყოს დასაქმებული და სტრუქტურულად გამართული კლუბი, ყველა ის პოზიცია შევსებული, რასაც რეალურად ითხოვს ლიცენზირება და არა გულგრილობა და არხეინობა, 18 გუნდში მაინც არ გავვარდებიო :)))
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
პსჟ-ს ყოფილი მცველი "დილას" ფეხბურთელი გახდა
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
"ეს ზედმეტად ამპარტავნულად და უპატივცემულოდ მეჩვენა" - რაბიოს დედამ ახსნა, რატომ არ გადავიდა მისი შვილი "მანჩესტერ იუნაიტედში"
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია - სად შეგეძლებათ "ლივერპულის" თამაშის ყურება
ორტეგა "სიტიდან" წავა - მანჩესტერელთა სათადარიგო მეკარე ტრაფორდი იქნება
ისტორიის დასასრული - ოსიმენი დღეს სტამბულში ჩაფრინდება
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა
"მამარდაშვილი ევროპაში საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა" - განაცხადა "ლივერპულის" მწვრთნელმა
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უკრაინას სძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიტოვა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
სპერციანმა "საუთჰემტონს" კატეგორიული უარი უთხრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ქალთა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე
4.18 მილიარდი - "ჩელსი" ტრანსფერებში ყველაზე მეტს ხარჯავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ოსიმენს სტამბულში დიდებული ანაზღაურება და ცხოვრება ექნება - ნიგერიელის ახალი კონტრაქტის დეტალები
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
ესპანეთში VAR-ის ახალი წესი შემოდის - ლა ლიგა პირველი ტოპ ჩემპიონატია, რომელიც ამ სისტემას დანერგავს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ტორპედო VS ჟილინა - სტუმარი ფავორიტია, მაგრამ ვიცით, როგორ მოვუგოთ
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს
რევაზ ძოძუაშვილი: "ვისოლთან" პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება?
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"ტორპედოს" დირექტორი: კლუბსა და ქომაგებს შორის დაპირისპირება არ არსებობს